თეგი: სამხედრო დოქტრინა
პუტინმა ახალ სამხედრო დოქტრინას მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ აშშ და NATO რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ 55-გვერდიან საზღვაო-სამხედრო დოქტრინას, რომელიც შეერთებულ შტატებს რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ ასახელებს და ადგენს რუსეთის ფლოტის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, ასევე, მისი როგორც „დიდი საზღვაო ძალის“ ამბიციებს, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიმართ, როგორიცაა, არქტიკა და შავი ზღვა. Reuters-ის ცნობით, დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე არის „აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკა, მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების შესახებ“ და „NATO-ს სამხედრო ალიანსის მოძრაობა რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს“. დოქტრინაში ნათქვამია, რომ „რუსეთს შეუძლია, თავისი სამხედრო ძალა სათანადოდ გამოიყენოს მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, ამოწურული იქნება“. პუტინს გამოსვლისას არ უხსენებია უკრაინის ომი, მაგრამ „სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციის ყოვლისმომცველ გაძლიერებას“ შავ და აზოვის ზღვებში“.