თეგი: სამხედრო კომისარიატი
მოსკოვთან ახლოს, შჩოლკოვოში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს - მედია
მოსკოვის ოლქის ქალაქ შჩოლკოვოში სამხედრო კომისარიატი იწვის. გავცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს. ~ ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც, როდესაც უცნობმა პირმა ამავე სამხედრო კომისარიატთან განთავსებულ შენობაში ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში სამხედრო გამწვევ პუნქტებს, პოლიციის განყოფილებებსა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობებს ცეცხლი არაერთხელ წაუკიდეს. ეს ქმედება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა.
რუსეთში, პოდოლსკში პენსიონერმა ცოლ-ქმარმა, სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადა
პოდოლსკში ცოლ-ქმარმა პენსიონერმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობის დაწვა სცადა. Rise-ის ინფორმაციით, 70 წლის კაცმა ბენზინის ქილაში ნაწიბური დაასველა, ცეცხლი წაუკიდა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ფანჯარაზე დადო. ამ დროს მისი 76 წლი ვიდეოჩანაწერს აეთებდა. წყვილი გამვლელმა პოლიციელებმა დააკავეს. ხანძარი მალევე ჩააქრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტეს პენსიონერებმა სამხედრო აღრიცხვისა და აღრიცხვის ოფისის ცეცხლის წაკიდება, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ომის დაწყებიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ათობით სამხედრო კომისარიატი დაიწვა. ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მსგავსი ინციდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს
რუსეთის ქალაქ ბრატსკში, ირკუტსკის ოლქში, 9 იანვარს ღამით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ცეცხლი გაუჩნდა. კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს რუსული მედიის ცნობით, სამხედრო კომისარიატი სავარაუდოდ მიზანმიმართულად გადაწვეს. მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს წინასწარი მონაცემებით, რიაბინოვას ქუჩაზე მდებარე სამხედრო აღრიცხვის ცენტრალურ ოფისში ხანძარი ღამის 2:00 საათის შემდეგ გაჩნდა. ხანძარმა შენობის მეორე სართული ძლიერ დააზიანა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვოლგოგრადში დააკავეს 82 წლის ქალი, რომელიც სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა - მედია
ვოლგოგრადში დააკავეს 82 წლის პენსიონერი ქალი, ორგანიზაცია „ომის სტალინგრადის ბავშვების" თავმჯდომარე, რიმა ვტოროვა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, წინა საღამოს სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაეკიდა სცადა. ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „დოზორის“ თანახმად, ვტოროვა, სავარაუდოდ, კრასნოარმეისკის რაიონის სამხედრო აღრიცხვის ოფისში „მოლოტოვის კოქტეილით“ და ორი მობილური ტელეფონით მივიდა. ოფიციალურ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვტოროვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქონების განადგურების მცდელობის მუხლით აღიძრა. ამ კვირის განმავლობაში, ეს არის თითქმის მე-15 შემთხვევა, როდესაც სამხედრო აღრიცხვის ოფისის დაწვას ან მისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ.