თეგი: სამხედრო მობილიზაცია

რას ნიშნავს რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება

რუსეთი დაახლოებით 300 000 რეზერვისტის გამოძახებას გეგმავს - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო წვრთნები და, როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, აქვთ სპეციალიზებული უნარები, რომლებიც საჭიროა უკრაინის კონფლიქტში. მათ შორის იქნება ბევრი სარეზერვო ოფიცერი, მათ შორის 60-ზე მეტი, „პენსიაზე გასული“. თეორიულად, რუსეთს სამხედრო სამსახურისთვის 25 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ არ განიხილება. პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხაზი გაუსვეს, რომ წვევამდელები უკრაინაში საბრძოლველად არ გაიგზავნებიან. შოიგუს თქმით, დამატებითი ჯარები საჭირო იყო ფრონტის ხაზის დასაცავად, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კილომეტრზე (600 მილი). მობილიზაცია თვეების განმავლობაში გაგრძელდება - პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი წერს,  ამბობს, რომ ეს არის რუსეთის პირველი მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ კრემლმა ათასობით წვევამდელი გაგზავნა საბრძოლველად ავღანეთში 1980-იან წლებში, შემდეგ კი ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში.ომებში ბევრი ცუდად მომზადებული წვევამდელი დაიღუპა და ამჯერად კრემლი, როგორც ჩანს, ცდილობს, თავიდან აიცილოს ომის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება. რუსეთის არმია რიცხობრივად აღემატება უკრაინისას, მაგრამ ბრძოლის ველზე უკრაინის ტაქტიკამ და დასავლურმა იარაღმა შეამცირა ეს განსხვავება. მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს, პუტინის ბრძანების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, გააპროტესტონ „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება". თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თითქმის შვიდთვიანი ომის დროს, ათასობით რუსი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა. „თქვენ უკვე ხართ თანამონაწილეები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის, მკვლელობისა და წამების. იმიტომ, რომ თქვენ ჩუმად იყავით“, - მიმართა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს. მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყანაში საზოგადოების განწყობის მაჩვენებელია. „ჩვენ ვიცით რეგიონებში რეალური განწყობების შესახებ. დადგა არჩევანის დრო, რუსეთში მამაკაცებისთვის - იცოცხლონ თუ დაიღუპონ. ქალებისთვის - სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები, შვილიშვილები ან სცადონ მათი დაცვა ომისგან, ერთი ადამიანისგან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.

მედია: რუსეთში, მობილიზაციის ფონზე სულ მცირე, 5 რეკრუტირების ოფისს წაუკიდეს ცეცხლი

ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში, რეკრუტირების ოფიებს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას სააგენტო Meduza ავრცელებს. როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეეებმა სულ მცირე, ხუთი რეკრუტირების ოფისის დაწვა სცადეს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში. Meduza-ს ცნობით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ზოგიერთ შენობაზე თავდასხმის ფაქტიც დაფიქსირდა.  

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო ოპერაციის გამოცხადება, დაღესტანში გააპროტესტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები პროტესტის ნიშნად, ხასავიურტ-მახაჩკალის გზატკეცილზე, სოფელ ენდირესთან ახლოს შეიკრიბნენ.  გაისმა გამართხილებელი გასროლის ხმაც. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.