თეგი: სამხედრო სამსახური
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ. „სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ", - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პროგრამა 6 თვიანი, 8 და 11 თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში, სადაც თეორიის გარდა „ინტენსიური საბრძოლო სმხედრო მომზადებას" გაივლიან. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება. პრემიერის განცხადებთ, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სტუდენტები წელიწადში ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ, რომ მომზადება სამხედრო ბაზებზე გაიარონ. „23 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო სამსახური გაიაროს, შესაძლებლობა ექნება, ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე მომზადება გაიაროს სამხედრო ბაზებზე. ოთხი წლის თავზე, ამ მომზადების საფუძველზე, მას გავლილი ექნება სავალდებულო-სამხედრო სამსახური“, – განაცხადა პრემიერმა.
რადამ ეროვნულ გვარდიასა და სამხედრო ფორმირებებში უცხოელთა სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო დაბრკოლებები მოხსნა
რადამ უცხოელებს, რომლებიც ეროვნულ გვარდიაში მსახურობენ, უკრაინაში ლეგალურად დარჩენის უფლება მისცა უმაღლესმა რადამ უცხოელთა სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლა ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლებათ. უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით და მთლიანად მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღმოფხვრის უზუსტობებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნებში მომსახურე (მომსახურების მსურველი) უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ბევრმა უცხოელმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, ნებაყოფლობით დაეცვა უკრაინა. ამ მიზნით მიღებულია არაერთი კანონი, რომლის მიხედვითაც დადგინდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პირების მომსახურების საფუძვლები და პროცედურა, ასევე ამ პირებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური საფუძვლების უზრუნველყოფა. კერძოდ, აქამდე მითითებული იყო მხოლოდ ქვედანაყოფები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა მასში არ შედიოდნენ უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ჩამოყალიბებული ნაწილები. მაგალითად, ასეთია „აზოვის პოლკი“. უცხოეთის მოქალაქე-სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ „აზოვის პოლკში“, არ შეეძლოთ, ლეგალურად დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და მომავალში ვერ მიიღებდნენ უკრაინის მოქალაქეობას.
დანია ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს
დანიის ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი დანიის თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის იაკობ ელემან-იენსენის კომენტარზე დაყრდნობით წერს. მინისტრის თქმით, ინიციატივა დაკავშირებულია ქვეყნის სურვილთან, „მნიშვნელოვნად გაზარდოს შეიარაღებული ძალები“ და მისი მოთხოვნები NATO-ში გაწევრიანების ფარგლებში შეასრულოს. ამჟამად დანიაში, ჯარში ქალების გაწვევა ნებაყოფლობით შეუძლიათ, განსხვავებით კაცებისგან, რომლებისთვისაც გაწვევა 18 წლიდან სავალდებულოა. დანიის არმიაში მსახურობის ვადა ოთხი თვეა.
სომხეთში შესაძლოა, ქალები სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაიწვიონ
სომხეთის მთავრობა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობით საფუძველზე, ქალებისთვის სამხედრო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 იანვარს, არმიის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „რეფორმა უახლოეს მომავალში განხორციელდება. სომხეთში ახალი ინსტიტუტი - ქალების ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური შეიქმნება“. იანვრის დასაწყისში, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარგსიანმა სამხედრო სამსახურში ქალების მოზიდვის მიზნით, კანონპროექტის შემუშავებაზე ისაუბრა. როგორც სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მიზეზი თავდაცვის საკითხებთან მიმართებით, ქალების აქტიურობა გახდა. ახლა სომხეთში, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა კაცი ვალდებულია სამხედრო სამსახური გაიაროს. სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი წელია.
უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები თავისი მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს
უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები ემუქრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს განუცხადა. უმეროვის თქმით, განხილვის საგანია სანქციები, რომლებიც ნებაყოფლობით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირებს დაეკისრებათ. „მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ და როდის გათავისუფლდებიან,“ განაცხადა უმეროვმა. Welt-ის ცნობით, გაწვევის შიშით ბევრმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა. ზელენსკი: სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს - ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა