თეგი: სამხედრო სწავლება

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, NATO-ს მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, სამხედრო სწავლება ჩატარდა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა სამხედრო სწავლებაში - „ტროას ნაკვალევი" მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები აქტიურ წვრთნებს გადიან NATO-ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.   „ევროპაში ეს ერთობლივი, კომბინირებული სწავლება გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცებას“, - იუწყება ამერიკის საელჩო.     „სპეციალური ოპერაციის ძალები კვლავაც საერთაშორისო თავდაცვის საყრდენია, სპეცოპერაციებისა და კონვენციურ ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციას კი ძალთა გამრავლების ეფექტი აქვს." - განაცხადა გენერალ-მაიორმა დეივიდ თეიბერმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაურმა.      

ნორიოში საველე სწავლება ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელობით ჩატარდა

ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. „საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. კურსი ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ. წვრთნებს, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი, საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო. სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.