თეგი: სამხრეთ კავკასია

დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც წამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის არსებული კონკრეტული პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ნდობის აღდგენაზე და რეგიონში გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, იყოს განხორციელებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში.„ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილის გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის და ეს გზავნილი იქნება ასევე მიწოდებული და უკვე არის ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლების და მეგობრების მიმართ. გუშინ მე ვუმასპინძლე ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონი მინისტრი საქართველოს შემდეგ გაემგზავრება ასევე ერევანსა და ბაქოში და ბუნებრივია ლოგიკური გაგრძელება იქნება, საუბარი იმ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას", -განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეს შეხვდა

ლავროვის მტკიცებით, მოსკოვს სურს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს

"მოსკოვს სურს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს", - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს დუშანბეში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში 12 მაისს შეხვდა.  

ანკარამ და ბაქომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო მოვლენებზე ისაუბრეს. მინისტრებმა ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების, ამჟამინდელ მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მოსაზრებები გაცვალეს.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებითაა შესაძლებელი

თურქეთი ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან განაცხადა.    თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ მისი თქმით, აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ თურქეთი დგამს ნაბიჯებს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს. ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა „მაგალითად, სომხეთში ფრენების აღდგენა და ა.შ. ზოგიერთი ნაბიჯი გადაიდგა ვაჭრობის სფეროში. არ არის რეალური მიდგომა, რომ ეს პროცესი, რომელსაც ვაწარმოებთ, განიხილებოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესისგან განცალკევებით. მუდმივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში შეიძლება, მიღწეული იყოს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებით. აზერბაიჯანმა ეს შეთავაზება გააკეთა, სომხეთმა არ უპასუხა. საზღვრის საკითხებზე ერთობლივი კომისია შეიქმნა, ეს პროცესი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული

ირანი აცხადებს, რომ მზადაა, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულებას შეუწყოს ხელი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულებას შეუწყოს ხელი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციის კომენტირებისას, ნასერ კანანმა აღნიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკიდან გამომდინარე ირანმა პოლიტიკურ ძალისხმევას რაც შეიძლება მალე მიმართა. მისივე თქმი, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც, ირანის პრეზიდენტმა დააფიქსირა ირანის შეხედულებები და პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით და სომხურ მხარეს თავისი რეკომენდაციები წარუდგინა.  

ტოივო კლაარი: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია „საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზითა და ფორმით გამოხატა ინტერესი, რომ ჩართულიყო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება", - ამბობს კლაარი და განმარტავს, რომ სჯერა, საქართველოს შესაძლებლობის, შეუწყოს [მეზობლებს] ხელი ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან მისივე თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში.  „საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს კლაარი.  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმ რისკებსა და გავლენებზეც საუბრობს, რომელიც საქართველოს მეზობელ სომხეთსა აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო ექმნება.  „ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც", - განმარტავს დიპლომატი.  

რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ერთ-ერთი ეპიცენტრია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობის ფონზე, პრაღაში, მხარეები ბრიუსელის მონაწილეობით, სომხეთის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ორი თვით განთავსებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის 40-კაციანი სამოქალაქო მისია სომხეთში, საქართველოდან მიმდინარე კვირას ჩავიდა. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ და რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ნინო სამხარაძეს ესაუბრა. ET: რა მნიშვნელობა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის საკითხში და რა გავლენა ექნება ამ შეთანხმებას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე? პრაღის შეთანხმება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასაზღვრო მუშაობა ჩატარდება და თუკი გავითვალისწინებთ ევროკავშირის მედიაციის ტრადიციებსა და მათ გამოცდილებას თუნდაც ევროპის შიგნით საზღვრების მართვის საკითხში, იმედიანად უნდა ვიყოთ, რომ ამ მისიას, რომელიც ამ ეტაპზე სამოქალაქოა, ექნება ისეთი მიღწევები, რომლებიც შემდგომში, მთლიანად რეგიონს დაეხმარება.  ET: რას გულისხმობთ, რეგიონს ეს რა მიმართულებით დაეხმარება? ამ სამოქალაქო მისიის საქმიანობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, პრაგმატული თვალსაზრისით, შემდგომი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ საფრთხის ქვეშაა ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც გაცხოველებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის საქართველოს ჩართულობით უწყობს ხელს. ამ პოტენციალის გამოყენება აქამდე არსებული ამ რისკ-ფაქტორების გამო ვერ ხდებოდა. ამიტომ, პრაგმატულად თუ შევხედავთ, რეგიონში, საზღვარზე წარმატების მიღწევა არის რეალისტური. განსხვავებით, წინა უფრო ფართო პოლიტიკური შეთანხმებებისგან, რომელსაც ეს ორი ქვეყანა, სხვადასხვა სახელმწიფოს ჩართულობით აღწევდა და შემდეგ არღვევდა.  ET: რაც შეეხება გეოპოლიტიკის მიმართულებას, ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში, „პრაღის შეთანხმების“ ფონზე რა შეიძლება, შეიცვალოს?   გეოპოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ჩვენი რეგიონისთვის „პრაღის შეთანხმების“ მნიშვნელობას, კონკრეტულად საქართველოსთვის თავისთავად სასიამოვნო სანახავია ის, რომ რეგიონში იზრდება ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის წარმომადგენლობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, „პრაღის შეთანხმების“ მიღმა აშშ-მ სხვადასხვა დონეზე გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს რეგიონში. კონკრეტულად, პრაღაში მიღწეული შეთანხმება აშშ-ის წარმომადგენლობასაც შეუწყობს ხელს და გააძლიერებს. თანაც იმ ფონზე, რომ რეგიონში გაჩნდა ძალის ვაკუუმი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინერტულობა გამოიჩინა ბოლო პერიოდში რეგიონში გამწვავებული სამხედრო დაპირისპირებების მიღმა. ასე რომ, ამ ვაკუუმს, ანაცვლებს კოლექტიური დასავლეთი. ამ შემთხვევაში ევროკავშირი, რაც ზოგადად რეგიონისთვის და კონკრეტულად, საქართველოს პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც, იმისთვის, რომ შემდეგ ევროინტეგრაციული თუ არა ევროპასთან დაახლოების პროცესები მეტად დაჩქარდეს.  ნინო სამხარაძე ET: როგორ ფიქრობთ, რატომ დათანხმდა სომხეთი ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ჩასვლას, მაშინ, როცა ეს ქვეყანა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია?  ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში ორ ფაქტორს გამოვყოფდი, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მოდის. ერთი მხრივ, სომხეთმა იგრძნო, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მოთხოვნილი დახმარება ვერ მიიღო, აქამდე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მას უფრო მეტად შეუძლია, ენდოს ევროპას. სომხეთი ამ ეტაპზე იმ მდგომარეობაშია, რომ ყველგან მეგობრებს ეძებს. ამიტომ, მისთვის უფრო ადვილია, გნებავთ ამას დათმობა ვუწოდოთ ან რისკზე წასვლა, რომ მის გადაწყვეტილებებზე, „რუსული გავლენა“, ჩაანაცვლოს „დასავლური გავლენით“. გავლენაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მედიატორის, შუამავლის გავლენებს. მეორე მხარესაა აზერბაიჯანი, რომელმაც გაააქტიურა ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობები მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნების დღის წესრიგში ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გეგმა გაჩნდა. თავის მხრივ, ევროპა დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან მიმართებით, რომელსაც მმართველობის გამოკვეთილად ავტორიტარული რეჟიმი აქვს. ასე შეიძლება, ვუწოდოთ აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემას, რაც ევროკავშირისთვის თანამშრომლობის საიმედო გზა არ არის ხოლმე, თუმცა ახლა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ეს ორმხრივი პარტნიორობა ბრიუსელსა და ბაქოს შორის, რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან თანამშრომლობის ბევრად მეტი სურვილი აქვთ, თუნდაც, გარკვეული ორმხრივი დათმობების საფუძველზე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აზერბაიჯანი ახლა გამარჯვებულის პოზიციაშია, ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან და  მასთან უფრო ადვილია შეთანხმება. თუნდაც, კონკრეტულ მისიაზე, ფორმულირება ისეა, რომ მისია უნდა განლაგდეს სომხეთის მხარეს და აზერბაიჯანის მხრიდან არის დაპირება, რომ ამ მისიასთან ითანამშრომლებს. ასეთი დეტალების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ადვილად მოახერხა ამ ქვეყნების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ორივე სახელმწიფოსა და თავად ბრიუსელს ეს ახლა როგორც არასდროს ისე სჭირდებათ. თუმცა რამდენად თანაბრად, ეს კვლევის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ სამივეს ინტერესები დაემთხვა.  ET: „პრაღის შეთანხმების“ ფონზე, რა როლი ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს?  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური ბანაკები იცვლება. საქართველომ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმ ბანაკში, რომელიც ჩვენთვის უფრო სასურველია. დასავლეთის მედიაცია უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ინტერესების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ის როლი, რაც აქამდე საქართველოს ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, კერძოდ საქართველოს მთავრობის აქტივობა, გარკვეულწილად დასავლური გეგმის ნაწილი იყო. ამასთან საქართველოს ინტერესებშია სომხეთთან და აზერბაიჯანთან მშვიდობიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა.  ET: რა უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია, რომ ეს აქტიური როლი შევინარჩუნოთ?  ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ის, რომ დასავლეთის მედიაციის პროცესში, რამე ფორმით ჩავებათ. ამ საკითხებზე უნდა მოველაპარაკოთ აზერბაიჯანს, სომხეთს და პირველ რიგში ბრიუსელს, რომ გამოიჩინოს ინიციატივა და თბილისი პროცესებში ლოგისტიკის კუთხით ჩაერთოს.  მაგალითად, ცოტა უფრო მაღალ დონეზე მოლაპარაკებები, ბრიუსელის ნაცვლად სამმხრივი ან უფრო მრავალმხრივი მოლაპარაკებები თბილისში გაიმართოს. ესეც მნიშვნელოვანი ჟესტი და გზავნილი იქნებოდა მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის, რომ რეგიონში, სწორედ საქართველოა ის ფლაგმანი, რომელიც დასავლურ წარმომადგენლობას საფუძველსა და ბაზისს აძლევს.   ET: რა გავლენა ექნება ამ პროცესებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?  აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების სხვადასხვა ფაზაში, რაც ამ ომს ჰქონდა, ორივე მხარე იცავს სატრანზიტო ინფრასტრუქტურას. თუმცა არის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რაც უკვე არსებობს და რასაც ვიყენებთ, იგივე აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის პროექტში, (იგივე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი), რისკის ქვეშ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გონიერი ქვეყანა ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს დააზიანებს, მაგრამ ნებისმიერი საომარი მდგომარეობის დროს ასეთი ინფრასტრუქტურა რისკის ქვეშ ექცევა. ახლა ეს რისკები განეიტრალდება.  ამას ისიც ემატება, რომ ახალა გაცილებით ადვილი იქნება დამატებითი სავაჭრო ოპერაციების წარმოება, იმ დერეფნების გამოყენებით, რომლებიც აქამდე არ ფუნქციონირებდა. სომხეთისთვის პოლიტიკურად სენსიტიურია იგივე ლაჩინსა და ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკება. სომხეთს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უჭირს და თუ ამ ტერიტორიებზე ნეიტრალური კონტროლის დამყარება მოხდება. ამ დერეფნების ამოქმედება მხარეებს ახალ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს. საქართველოს შეუძლია, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თავისი პოლიტიკური ნდობის გათვალისწინებით და ამ დერეფნებზე მხარეების შეთანხმების პროცესში, თავისი წარმომადგენლები ჩართოს.  ET: უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენებს არ თმობს. რა პროცესებია მოსალოდნელი და ამ მიმართულებით როდის შეიცვლება ვითარება?  ამ ეტაპზე იმის ილუზია, რომ რუსეთის ჩანაცვლება სრულად მოხდება რეგიონში, რა თქმა უნდა, ვერ გვექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ დასავლეთი რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას მოცემულ მომენტშიც კი ერიდება. დასავლეთს ბევრად მეტი სივრცე აქვს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა განიმუხტოს. დასავლეთი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედებს, თუკი ნამდვილად აქვს დასახული მიზნები. ამისთვის შესაძლებლობა და სივრცე ბევრად დიდია, ვიდრე ეს იყო თუნდაც ნახევარი წლის წინ.  აქედან გამომდინარე, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური საიმედოობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლეთის მეტი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. გნებავთ ბაზები იქნება თუ სასწავლო ცენტრები, ბევრად უფრო თამამად შეიძლება ამ პროექტების განხორციელება. მაგალითად, საერთო კავკასიური პოლიტიკური პროექტების შეთავაზებით, რაშიც უფრო ადვილი იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვა, სამმხრივი შეთანხმების არსებობის პირობებში. ასევე პროცესები დაჩქარდება, თუ რუსეთი „მოდუნებულ ყურადღებას“ ამ სამ ქვეყანაზე ვეღარ გადმოიტანს. საქართველომ ამ საკითხებზე უნდა ისაუბროს მაღალი დონის შეხვედრებზე. ასევე, ბრიუსელის მხრიდანაც გამოიკვეთება, ამ ორთვიანი სამოქალაქო მისიის შემდეგ, როგორ დაინახავენ თავიანთ როლს რეგიონში. ბრიუსელმა რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი როლი დაინახოს, ამის ყველაზე მეტი რესურსი აქვს თბილისს. ამაზე უნდა ილაპარაკოს თბილისმა, რის გაკეთება შეუძლია ბრიუსელს სამხრეთ კავკასიაში და სამომავლოდ, რისი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს.

ტოივო კლაარი: ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში, მდგრადი მშვიდობა სურს

ევროკავშირს სურს უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დღეს სტამბოლში TRT World Forum-ზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა. „თუმცა, 30 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს. ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ამაზე. თურქეთი, ასევე დიდ როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა ტოივო კლაარმა.   

ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ

ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ წერს. „იმედისმომცემი პარტნიორობა, პოტენციალით სავსე ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები დღეს ხელს მოაწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“.  

ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიას ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის უახლოეს მომავალში განახორციელებს. NATO ვიზიტის დაგეგმვაზე მუშაობს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში შედგება. „NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ორჯერ ეწვია უკვე საქართველოს და ველით, რომ ის რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის მთიან ყარაბაღში. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ორივე მხარეს, რათა მხარეებმა იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.  საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს თბილისი შესთავაზა პლატფორმად. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი მართავენ შეხვედრას, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ პარტნიორებს“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.

ბორელი: ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას იწყებს

ევროკავშირი იწყებს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, საბოლოო მიზანი კი, რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაა, ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი (EUMCAP), რომელიც ოქტომბერში შეიქმნა, დღეს ასრულებს თავის მანდატს. „40 ევროპელი ექსპერტის განლაგება ეფექტიანი აღმოჩნდა, რაც დაეხმარა ნდობის ჩამოყალიბებას არასტაბილურ ვითარებაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სომხეთში ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა. ამ ფონზე, საბჭომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის არსებული სადამკვირვებლო მისია საქართველოში, დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის სომხეთში, რათა გაზარდოს ევროკავშირის ინფორმირებულობა უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ხელი შეუწყოს  შესაძლო სამოქალაქო მისიის დაგეგმვასა და მომზადებას ქვეყანაში“, - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.  

პუტინმა და ფაშინიანმა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. საუბარი დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგა. „ჩვენ გუშინ დავიწყეთ და სამივემ მოვახერხეთ საუბარი: რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოწესრიგება, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი რაც ყარაბაღს ეხება. ასე რომ, როგორც შევთანხმდით, ჩვენ განვიხილავთ ამ ყველა დეტალს“, - განაცხადა პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის გახსნისას. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხია ლაჩინის დერეფანში მიმდინარე კრიზისი. „იცით, ლაჩინის დერეფანი თითქმის 20 დღეა გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფერო მთიან ყარაბაღში. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და მგზავრების, ტვირთის, ხალხის გადაადგილება ლაჩინის დერეფანში შეუფერხებლად უნდა იყოს გარანტირებული “, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის. „რა თქმა უნდა, მინდა ვისაუბრო ამ ვითარებაზე, რა ვარიანტები არსებობს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. მანამდე, 23 დეკემბერს, დაგეგმილი იყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების საკითხზე. თუმცა, ერევანმა ბოლო მომენტში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია

სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს ანკარაში ირანელ კოლეგასთან ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შეხვედრების გამართვა „3+3“-ის და აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის ფორმატში. მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ყველას სარგებელს მოუტანს. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. დღეს ის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო.  

ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს - მედია

ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს. შესაბამის სტატიას ისრაელის მედია აქვეყნებს. როგორც Times of Israel-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მთავარი მოთამაშე არ არის, იერუსალიმი თვლის, რომ არსებობს უნიკალური სარგებელი, რომლითაც მას მოკავშირეების უზრუნველყოფა შეუძლია. საუბარია მოკავშირეებზე, რომლებიც ისრაელის ინტერესებს შეესაბამებიან.  „შესაძლოა, ამ ძალისხმევის ყველაზე აშკარა ნიშანია ძალიან კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და ისრაელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ირანს ესაზღვრება. ირანს, თურქეთს, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთის სუბკონტინეტს შორის მოქცეული ენერგიით მდიდარი რეგიონები საკვანძო მნიშვნელობის გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე  დგას, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორეულ აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - წერს გამოცემა. The Times of Israel-თან საუბარში, აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტარი რამინ მამედოვი ამბობს: „ჩვენ უნდა გაეთვალისწინებინა რისკები, რომლებიც შეიძლება რეგიონული ძალების და სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარეობდეს“. „დღეს, იმედია, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხე წარსულში დარჩა“. ირანი, სადაც მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, დიდი ხანია, თავის პატარა ჩრდილოელ მეზობელს მის ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.  თუმცა მამედოვი აღნიშნავს, რომ ბაქო ისრაელთან კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვისას, ირანის პოზიციას აღარ ითვალისწინებს. „ისრაელი აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ისრაელმა 2016-2020 წლებში ბაქოს ძირითადი იარაღის იმპორტის 69 პროცენტი უზრუნველყო, რაც ამ პერიოდში იერუსალიმის იარაღის ექსპორტის 17%-ს შეადგენს. აზერბაიჯანის მდებარეობა მას ისრაელისთვის მიმზიდველ მოკავშირედ აქცევს. ბაქო, სავარაუდოდ, ისრაელს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ბაზები მის მიწაზე, რათა ირანის თავზე სადაზვერვო ფრენები განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ირანის რეაქტორებსა და ქარხნებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, აზერბაიჯანულ ბაზებზე წვდომა ამ ამოცანას ბევრად უფრო განხორციელებადს გახდის. ოქტომბერში თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბენი განცი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ზაქირ ჰასანოვს და ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა“, - წერს Times of Israel-ი.

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად ბლინკენმა ლუის ბონო დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა. ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე. „ბონოს მდიდარი მრავალმხრივი და ორმხრივი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს ოფისებში ვენაში, ასევე, საქმეების დროებით რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად წმიდა საყდარში. ლუის ბონო მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ და სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებში. იყო ინსტრუქტორი ვესტ პოინტსა და არმიის კოლეჯში. მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ეხება“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ფილიპ რიკერმა თანამდებობა 5 იანვარს დატოვა.  

ბაიდენი ალიევს: აშშ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობას უჭერს მხარს

შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს. „ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ხალისიან და მშვიდობიან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ხალხებზე. წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.და განახლების ამ სეზონში - შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბაიდენი.   

მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ლავროვის განცხადებას სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურალისტმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასვა შეკითხვა, რომ სერგეი ლავროვმა გამოაქვეყნა სტატია სამინისტროს ვებგვერდზე, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საკითხებში ჩარევაში და საუბრობს „გეოპოლიტიკურ ამბიციებზე.“ „ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაში, არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და უფლებების დაცვა,“ - განაცხადა მილერმა. კითხვას იმის შესახებ, რომ უფროსი მრჩეველი ლუის ბონო იმყოფება რეგიონში და ის შეხვდა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს, მილერმა დამატებითი დეტალებით არ უპასუხა.   

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

23 ოქტომბერს თეირანში, ირანული მხარის მოწვევით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიიღებს მონაწილეობას რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ შეხვედრაში. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ირანის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 3+3 შეხვედრა ორშაბათს თეირანში დაიწყება აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. 10 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას, "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი  

ბერბოკი: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ევროპის ინტერესშია

ევროპა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში განაცხადა.  გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია ევროპისთვის საინტერესო რეგიონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური სფეროა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ნდობისა და რწმენის ჩამოყალიბება. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ამ რეგიონში. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ერთი და იგივე პოზიცია მოვისმინე," აღნიშნა ბერბოკმა აზერბაიჯაბული მედიის ცნობით. 

ლეო დოქერტი: სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას

ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს იწყებს. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში მოგზაურობის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.  

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია. დოქერტი თბილისში დღეს, 21 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე ის სომხეთში იმყოფებოდა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტიმ 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო. ტურნეს დროს მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს.  რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ  

ევროკავშირის ელჩი: საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. პაველ ჰერჩინსკის განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.  „ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით და ა.შ. -  ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტები მოიცავს სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას, ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას. ერთად ვმუშაობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, წყლის რესურსების უკეთესად მართვაზე, ტყეებისა და დაცული ტერიტორიების დაცვაზე; ვპასუხობთ ნარჩენებისა და ინდუსტრიული დაბინძურების გამოწვევას. ყველა ეს ნაბიჯი აისახება ჩვენს საერთო ვალდებულებაზე - დავიცვათ გარემო და  ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს. საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა; ამავე დროს ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გარემოს უკეთეს დაცვას და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კლიმატის ცვლილება არ საზღვრებს არ ცნობს. ერთობლივი მუშაობით, რეალური ცვლილებები შეგვიძლია, განვახორციელოთ და ყველასთვის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. საერთო მომავლის განსაზღვრაში თითოეული ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანია,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის გაკეთდა.  

რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში

განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე, ამ თემით დაინტერესდა მედია ჯეიმს ო'ბრაიენთან საუბრისას. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ცოტა ხნის წინ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან - ამ ფონზე, მედიამ ამერიკელ მაღალჩინოსანს ჰკითხა, კარგად ესმის თუ არა ბაქოს ის განსხვავებები, რომლებიც აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ტოივო კლაარი: ჟენევის მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს. „ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან. ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა  

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა კარგია საქართველოს განვითარებისთვისაც - მიშელი

ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ევროკავშირის მსგავსად, აშშ-შიც საუბრობენ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.

რომის პაპი: დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას

საშობაო გზავნილის თანახმად, რომელსაც Vatican News-ი ავრცელებს, რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიო მშვიდობისთვის ლოცულობს. „დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა ასევე ილოცა საჰელის რეგიონის, აფრიკის რქის, სუდანის, კამერუნის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთ სუდანის ხალხისთვის - ყველა ადგილისთვის, სადაც დაძაბულობა მაღალია, მაგრამ მშვიდობა შესაძლებელია კეთილგანწყობისა და მძიმე ძალისხმევით. მან „ილოცა ომის დასასრულებლად, რომელიც ანადგურებს ადამიანთა სიცოცხლეს ისრაელსა და პალესტინაში“. ასევე, რომის პაპმა დაასახელა სხვა ქვეყნები, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ახსენა ომით განადგურებული სირია, იემენი და ბრძოლა ლიბანში. მან ასევე ილოცა მშვიდობისთვის უკრაინაში. რომის პაპი: დღეს ჩვენი გული ბეთლემშია  

ჯეიმს ო'ბრაიენი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას

შეერთებული შტატები აგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიას განუცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ მათ შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეგვეძლოს ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც დღის წესრიგში გვაქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ მათ შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.  „ჩვენ გვაქვს ძალიან სრული ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ კავშირებს და გვსურს ვიხილოთ, რომ ორივემ ისარგებლოს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო. „სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს. ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან

საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-სთან ურთიერთობის გასაღრმავებლად - NATO-ში აშშ-ის ელჩი

NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისთვის ონლაინ ბრიფინგი გამართა. მან სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა ალიანსის გენმდივნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. სმიტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ძალიან ღირებულია. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე ამყარებენ ურთიერთობებს NATO-სთან, თუმცა სმიტმა აქვე აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორი არ ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას. NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ალიანსის ნაწილი. „გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კავკასიის რეგიონში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო. მან შეძლო რამდენიმე სხვადასხვა დედაქალაქის მონახულება. და ეს უფრო ფართოდ მეტყველებს NATO-ს პარტნიორობის ღირებულებაზე. ეს არის ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ურთიერთობა NATO-ს ალიანსთან. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. რა თქმა უნდა, გახსოვთ, 2008 წელს ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინაც და საქართველოც გახდებიან ალიანსის წევრები და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან ერთად საქართველოში იმ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა მათი გაწევრიანების მისწრაფებებისთვის. მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-ს ალიანსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს მეტყველებს ამ პარტნიორობის ღირებულებაზე, სადაც ყველა პარტნიორი თავისთავად არ ისწრაფვის გაწევრიანებისკენ, მაგრამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის მოკავშირეებთან შეხვედრა ძალიან სასარგებლოა, რათა განიხილებოდეს უსაფრთხოების ზოგიერთი ჩვენი საერთო გამოწვევა, იქნება ეს დეზინფორმაციის თუ კიბერშეტევების ან საზღვაო უსაფრთხოების საკითხები. არის მთელი რიგი თემები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, და ჩვენი მეგობრებისთვის კავკასიაში ცხადია, რომ ისინი ნამდვილ ღირებულებით პარტნიორობას პოულობენ ალიანსთან და ეჭვგარეშეა, რომ NATO-ს მოკავშირეებისთვისაც ღირებულია ეს პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯულიან სმიტმა. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში  

ალიევი: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბუნებრივი აირის სფეროშუ თანამშრომლობას ორმხრივად მომგებიანი უწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ჩვენ უკვე ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა. თქვენ ახსენეთ ელექტროენერგიის სფერო და სწორად განსაზღვრეთ სამი ქვეყნის პოტენციალი. დიახ, მართალია. მაგრამ თუ აქვე დავამატებთ ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, დავინახავთ, რომ ეს ასევე ორმხრივად მომგებიანია,“ - აღნიშნა ალიევმა.  

შოლცმა ალიევს უმასპინძლა: 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს

გერმანიის კანცლერის განცხადებით,  სხვა საკითხებთან ერთად, მან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. შოლცის თქმით, 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს. „მინდა, მოვუწოდო ორივე ქვეყანას გამოიჩინონ ნება და გამბედაობა საჭირო კომპრომისებზე წასასვლელად. 2024 წელი შეიძლება, და უნდა იყოს მშვიდობის წელი რეგიონისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ, გამამხნევებელია. ახლა მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება და შემდგომი გაბედული ნაბიჯების გადადგმა,“ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან რეგიონის შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი. „მიმაჩნია, რომ რეგიონში დიდი პოტენციალი არსებობს მწვანე და წყალბადის ენერგიის სფეროებში თანამშრომლობისთვის და გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, ძირითადად, როგორც აღვნიშნე, წყალბადის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩარჩო პირობები. აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამშრომლობისთვის და ენერგომომარაგების სტაბილურობაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.  ჩვენ ასევე განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მე ვიტყოდი, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ცოცხალი კრიტიკის არსებობა. აზრის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა არსებობდეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რთულ პერიოდში სხვადასხვა სფეროში მოლაპარაკებებისთვის. ორივე ვთანხმდებით, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა,“ აღნიშნა შოლცმა. მანამდე, 22 აპრილს ალიევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ალიევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ალიევის თქმით, „რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული.“ რაც შეეხება შოლცთან შეხვედრის შემდგომ კომენტარებს, ალიევის თქმით, ბაქო დიდად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ ბაქო მზადაა, ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობენ. „დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად არის მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და მადლობელი ვართ ამისთვის,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს დაუნდობელი ხოცვა უნდა დასრულდეს. პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარისკაცები და სრულად აღიაროს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  

„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.  „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი.  „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.  

ალიევი: ვნახოთ, როგორ დასრულდება საგარეო პოლიტიკური მოდიფიკაციები საქართველოსა და სომხეთში, შემდეგ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ

მედიაფორუმის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიის მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ილჰამ ალიევს ჰკითხეს, როგორია მისთვის საოცნებო აზერბაიჯანი და საოცნებო სამხრეთ კავკასია დღეს? მან ახალი ეროვნული კონცეფციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად მიაჩნია. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ თვალს ადევნებს „საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე „საგარეო პოლიტიკურ მოდიფიკაციას.“ „ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ და ყველა ადამიანმა, ვინც ცდილობს, წვლილი შეიტანოს მომავალ განვითარებაში, უნდა განვსაზღვროთ ახალი ეროვნული კონცეფცია. ჩვენ ყველას ერთი და იგივე კონცეფცია გვქონდა განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა და ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ ამას სრულად მივაღწიეთ გასულ სექტემბერში. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ოკუპაციას, მსხვერპლს, ჩვენს დიდ გამარჯვებას და მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენ და ჩვენი შთამომავლები ვიამაყებთ ამ გამარჯვებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ თემის ექსპლუატაცია და გამუდმებით მისი  სიმბოლოდ გადაქცევა. წინ უნდა წავიდეთ. და ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა, მივმართე ჩვენს საზოგადოებას, რომ ერთად ვიფიქროთ. მე არ შემიძლია ამის გაკეთება ჩემით. და თუნდაც რამე მომივიდეს თავში, ეს წარმოიქმნება საზოგადოებრივი დებატების, საზოგადოებრივი განწყობის ან მოვლენების შედეგად, რომლებიც ხდება აზერბაიჯანსა და მსოფლიოში. ეს არის პირველი რამ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ახალი ეროვნული იდეა ან იდეები, ისინი ვერ იარსებებს გეოპოლიტიკური კონტექსტისგან იზოლირებულად. და გეოპოლიტიკური კონტექსტი მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მკვეთრად შეიცვალა, ალბათ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის გამარჯვება ყარაბაღში, ერთადერთი გეოპოლიტიკური ცვლილება არ არის. ძველი ალიანსები განიცდის ეროზიას და ჩნდება თანამშრომლობის ახალი ფორმატები. შემეძლო, უფრო ვრცლად მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ, გასაგებია რაზეც ვსაუბრობთ. თუ საუბარია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, თითოეულმა ამ ქვეყანამ განიცადა სერიოზული პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ტრანსფორმაციები - მე ვიტყოდი, რომ კარდინალურთან ახლოსაც კი. აქედან გამომდინარე, ეს არის ახალი ვითარება სამხრეთ კავკასიაში. და ჩვენ ის სწორად უნდა გავიაზროთ. ამის საფუძველზე და საგარეო პოლიტიკის ვექტორიდან გამომდინარე, რასაც მოჰყვებიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, შესაძლებელი იქნება პასუხის ჩამოყალიბება თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე: როგორი სამხრეთ კავკასია გვინდა, ვნახოთ? რა თქმა უნდა, ყველა იტყვის, რომ ჩვენ გვინდა, ვნახოთ მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია, ომების, კონფლიქტების, ტერიტორიული პრეტენზიების გარეშე, სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი და თანამშრომლობს ერთმანეთთან. მაგრამ ეს ყველაფერი სასიამოვნო სიტყვებია შესაძლოა, სადღეგრძელოსთვის, მაგრამ არა - რეალური პოლიტიკისთვის. ამ ეტაპზე, როცა საქართველოსა და სომხეთში ყალიბდება ახალი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი, ნათლად უნდა გავიგოთ ის, გავაანალიზოთ და შემდეგ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რომლებიც ჩართულნი იყვნენ ომებში, ვერ გაჰყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გზას, რომლებიც ღიად არ ომობდნენ ერთმანეთთან. ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარებაც და პოლიტიკური ურთიერთქმედებაც დღეს თანამშრომლობის მაგალითი შეიძლებოდა, ყოფილიყო. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ ახლა არის შესაძლებლობა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მივიღოთ, კიდევ ერთხელ - ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი აქ, აზერბაიჯანში და ბოლომდე ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საგარეო პოლიტიკური მოდიფიკაციები საქართველოსა და სომხეთში, და შემდეგ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა შესაძლებელია და, რა თქმა უნდა - სასურველიც,“ აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

Meta-ს პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა

Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა. ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ცნობით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 ფეისბუქანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში შედიოდა. რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000$ დახარჯა. საქართველოში მოქმედი ანგარიშები ე.წ. "რუსული კანონის" საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას."