თეგი: სანკტ-პეტერბურგი
სანკტ-პეტერბურგში მზა პროდუქციის საწყობი იწვის
სანკტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრია. ხანძარს სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი მიენიჭა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მსხვერპლი არ არის. საწყობი პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე მდებარეობს. ტელეგრამარხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანის სადგომთან ახლოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 422-ზე მეტი მაშველი 90 ერთეული ტექნიკით. ტელეგრამ არხ „ბაზას“ ინფორმაციით, ხანძარი ტანსაცმლის საწყობის მე-7 სართულზე გაჩნდა.
პეტერბურგში საიდუმლო თანამშრომლობის ბრალდებით პენსიონერი დააპატიმრეს
სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ უცხო ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობის საქმეზე 67 წლის დაღესტნელი კაცი დააპატიმრა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ცნობით, „ბრალდებულმა, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიმართა და შეატყობინა თავის გეგმაზე, უკრაინის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის საომარ მარცხს." პრესსამსახურის თქმით, ეფესბეს მუშაკებმა "ყველაფერი მალე შეიტყვეს", თუმცა განცხადებაში დეტალები დაზუსტებული არ არის. დაკავების შემდეგ ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სასამართლომ ის 11 მარტამდე დააპატიმრა. 2023 წელს რუსეთში სულ მცირე 148 მოქალაქეს დასდეს ბრალი სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის და უცხოელებთან საიდუმლო თანამშრომლობის მუხლებით. უფლებადამცველები თვლიან, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია და რომ ამ მუხლებით დევნა 2024 წელს გაძლიერდება. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქების შესახებ იუწყებიან
BBC-ის ცნობით, რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქება მოხდა. გამოცემა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებამ დიდი ხანძარი გამოიწვია. ამასთან, ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. როგორც წესი, უკრაინა არ აღიარებს ასეთ თავდასხმებს, მაგრამ უკრაინული მედია წყაროებს ციტირებს და წერს, რომ მომხდარის უკან კიევი დგას. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო. რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან