თეგი: სანქციები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შეეხება. მისი თქმით, „თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, მას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მან რუსეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% სწორედ ევროკავშირზე მოდის. „ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადები გააკრიტიკა.  „თუ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები ამის შემდეგ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან და გიჩნდება შეკითხვა: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს სურს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. „მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. NATO-ში არ ვართ? გვითხარით, რომ NATO-ში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ NATO-ში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თეთრი სახლის წარმომადგენლები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, რუსულ ბანკებს სანქციები დაუწესდებათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. მათივე თქმით, სანქციები იმ ზომებზე გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, რაც რუსეთის წინააღმდეგ წინა წლებში იყო დაწესებული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები არ შეუზღუდავს რუსულ ბანკებს წვდომას გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელ SWIFT-ზე, რომლის მეშვეობითაც ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს ახორციელებენ.

ნენსი პელოსი: აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს. „სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოამზადა

ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.   ფონ დერ ლაინის თქმით, მომზადდა „მტკიცე და მრავლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები“, რომლებიც შეიცავს საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და განსაკუთრებით ტექნიკური ბუნების პროდუქტის ექსპორტზე კონტროლს. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სადავო მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2", ასევე სანქციების პაკეტის ნაწილია და მისი ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. მისივე ცნობით, სანქციები შეეხება ასევე პუტინის ახლო წრეს და ოლიგარქებს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 თებერვალს ტელეფონი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ 7 თებერვალს რუსეთს ესტუმრება, ხოლო 8 თებერვალს - უკრაინას.

აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა

აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა, რათა ამოქმედდეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში საბოლოო ფაზაში შედის.   სანქციების შეზღუდვის მექანიზმი გააუქმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა მან აშშ-ს ბირთვული შეთანხმება დაატოვებინა და კვლავ დაუწესა თეირანს გამანადგურებელი სანქციები. სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი ანგარიში, რომელშიც ახსნილია, რომ სანქციების გარშემო გამონაკლისების დაშვება ხელს შეუწყობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებას, მიაღწიონ მონაწილეებმა ბირთვული შეთანხმების - „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) აღდგენას.  სანქციების შეზღუდვის მექანიზმის აღდგენა გაამარტივებს დისკუსიას, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ განხორციელების გარშემო შეთანხმებას და საფუძველს შეუქმნის ირანს, დაუბრუნდეს ამ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომლის ასლიც Reuters-ის სააგენტომ მოიპოვა.

სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია

ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა. 2014 წელს, გერმანული გემთმშენებელ კომპანია Blohm&Voss-ის მიერ შექმნილი სამგემბანიანი სუპერიახტის ფასი 100 მილიონ დოლარს აღწევს. იახტა აღჭურვილია სპორტული დარბაზით, სალონით, რომელშიც განთავსებულია თეთრი Steinway ფორტეპიანო, სპა, ბიბლიოთეკა და დახურული აუზი, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს საცეკვაო მოედნად. გემი გათვლილია 12 სტუმარსა და ეკიპაჟის 14 წევრზე.   შეგახსენებთ, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციების შესახებ აფრთხილებს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინის საელჩო მიესალმა. საელჩო ასევე მოუთმენლად ელის, რომ უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორები დიდი ბრიტანეთის მაგალითს მიჰყვებიან. 10 თებერვალს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმის გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ, რაც მთავრობას ახალი მკაცრი ზომების დაწესების საშუალებას აძლევს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში, ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი პაკეტი

ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „სანქციები მოიცავს ფინანსურ ასპექტსაც: თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ შევზღუდავთ ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომას და დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს, რაც რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზების საშუალებას არ მისცემს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური საქონელი, რომლის ჩანაცვლებაც რუსეთს არ შეუძლია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში, CNN-თან ინტერვიუში. მისივე განცხადებით, უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან. „ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიზანი, პირვე რიგში, რუსეთის შეკავებაა. „როგორც კი, ჩვენ მას გავაქტიურებთ, ეს შემაკავებელი მექანიზმი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ბოლო წუთამდე, ვიდრე შეგვიძლია, შემაკავებელი ბერკეტის გამოყენება, ამის გაკეთებას შევეცდებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოქმედდება

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყონებლივ ამოქმედდება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ National Post-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენი სანქციების პაკეტი მზად არის. ჩვენ ვიმუშავეთ აშშ-სთან, ვიმუშავეთ დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთანაც და ვუზიარებდით ინფორმაციას ევროკავშირს", - განაცხადა მინისტრმა.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგი სანქციები მოიცავს მკაცრ ზომებს და ის გამიზნულია კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ჯოლიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ მექანიზმი მოიცავს მაგნიტსკის საქმის მსგავს სანქციებს, რაც გულისხმობს აქტივების გაყინვას და კონკრეტული პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას. „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა

რიო ტერასი: პუტინი კიევს ომს უცხადებს, ძლიერი სანქციების დროა

ევროპარლამენტარი რიო ტერასი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვას, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, კიევისთვის ომის გამოცხადებად აფასებს. ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების დაწესებას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. „პუტინი კიევს ომს უცხადებს! მისი კონფერენცია ამის საზიზღარი გამართლებაა! ახლა დადგა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დრო - ახლა! სანქციების, რომლებიც მას ძლიერ დარტყმას მიაყენებს“, - წერს რიო ტერასი Twitter-ზე. პუტინის ხანგრძლივი სატელევიზიო მიმართვიდან მსოფლიო ელის, რომ ის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. წინასწარ, კრემლის განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უკვე განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC.

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა“, საგანგებო განცხადებით აფასებენ. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი უმკაცრესად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება. ეს ნაბიჯი არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. გაერთიანება სანქციებით მოახდენს რეაგირებს ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების მიმართ. კავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის განკარგულებას გასცემს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, აფუმიო კიშიდამ განაცხადა. ფუმიო იშიდამ ვლადიმერ პუტინს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იაპონია მზად არის, მკაცრი პასუხისთვის, რომელიც შესაძლოა, სანქციებს მოიცავდეს. შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ დღეს ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს.  ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას, დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება. „შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა  

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. კერძოდ სანქციები შემდეგ ბანკებს დაუწესდა: „როსიაიაზ ბანკი“, „IS ბანკი“, „გენერალური ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „შავი ზღვის ბანკი“. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირებს, სანქციები შემდეგ ბიზნესმენებს დაუწესდათ: გენადი ტიმჩენკო, იგორ როტენბერგი და ბორის როტენბერგი. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე: აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს

აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა განაცხადა. „დღეს აშშ მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს, მათ შორის სანქციების შესახებ, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ იმის საპასუხოდ, რაც რუსეთმა გუშინ გააკეთა“, - აღნიშნა ჯონ ფაინერმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უმაღლესი წარმომადგენლის ხელმძღვანელობით დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე იმართება. ამის შემდეგ სანქციების პირველი პაკეტი ოფიციალურად იქნება წარდგენილი. შესაბამისი ორგანოები კი მის სისრულეში მოსაყვანად შეიკრიბებიან. მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივი განცხადება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გავრცელდა. რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. მივესალმებით წევრი სახელმწიფოების ურყევ ერთიანობას და მათ გადაწყვეტილებას, რეაგირება მოახდინონ რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. სანქციები მოიცავს შემდეგ სამიზნეებს ვინც უკანონო გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე. რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე. ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ვაჭრობა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები. ევროკავშირი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე დამატებითი ზომები მიიღოს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.

ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში, ეს პირველი ნაბიჯია, ჩვენ ერთად ვდგავართ“, – ამ სიტყვებით აღწერა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხებათ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენი: ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ 22 თებერვალს გამოაცხადა. სანქცირებულთა შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი. ახალი სადამსჯელო ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

კელი დეგნანი: ვფიქრობ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის საპასუხოდ, 2008 წელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რასაც ვითვალისწინებთ

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ქართულ სატელევიზიო მედიას აშშ-ში განუცხადა, სადაც ელჩი შეხვედრებს მართავს თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში.  „ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს გამოიარა და რასაც ვითვალისწინებთ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის შემდგომი გადაწყვეტილების საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მრავალფეროვანი ვარიანტები, რადგან არ ვიცით, ის რა არჩევანს გააკეთებს. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ, დიპლომატია და დეესკალაცია აირჩიოს. ის ზომები, რომლებიც წარმოვადგინეთ, სერიოზული და ღირებულია, თუკი რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა ამჟამად რუსეთი დეესკალაციას. ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აირჩიეს. კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კანადა და იაპონიაც უერთდებიან. იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აიკრძალება

რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ. „რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

დმიტრო კულება: დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის

დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენონ. „მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი (VEB, Russian Military Bank). ახალი ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინის „არსებობის უფლებაზე“ თავდასხმასა და უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. როგორც თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, პუტინის გამოსვლამ აჩვენა, რომ მას არ აქვს ინტერესი ევროპის უსაფრთხოებაზე „ნამდვილი დიალოგის“ მიმართ.  ის აშკარად იმუქრებოდა, თუ მისი უკიდურესი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.  ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდასაჭერის საკითხში. ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ ჩვენი NATO-ს ალიანსი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ აპირებს რუსეთთან ბრძოლას, მაგრამ პირობას დებს, რომ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს. „სისხლი არ გჭირდება, თუ ომის დაწყებას არ აპირებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ამ სიტყვებით მიუთითა ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსეთი აგროვებდა სისხლის მარაგს უკრაინის საზღვართან. „თავდაცვით ნაბიჯები“ ბალტიისპირეთში პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალების დამატებით გადანაწილებას აღმოსავლეთ ევროპაში. განაცხადა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია განლაგებული, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოქმედებებია. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ბრძოლის განზრახვა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.  ბაიდენი იმუშავებს გერმანიასთან, რათა დარწმუნდეს, რომ Nord Stream 2 არ განხორციელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმუშავებს გერმანიასთან, რათა Nord Stream 2 წინ არ წავიდეს.  რუსეთი გადაიხდის კიდევ უფრო მძიმე ფასს, უფრო მკაცრი სანქციების ჩათვლით, თუ ის განაგრძობს აგრესიას. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს. ჯო ბაიდენი სვამს შეკითხვას, ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის. ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავაწესებთ საპასუხო სანქციებს, რომლებიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

22 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ და განმარტა, რომ ეს სანქციების პირველი პაკეტია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონის „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება. შედეგად, სრულ ბლოკადაში მოექა რუსეთის ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი: VEB-სა და მათი სამხედრო ბანკი. დაწესდა ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოწყდა. კერძოდ, რუსეთის მთავრობა ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ამერიკულ თუ ევროპულ ბაზრებზე. სანქციები შეეხოთ რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. კონკრეტულად ვინ შედის სანქცირებულთა სიაში, Europetime-მა ინფორმცია სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ხუთ გემსაც შეეხება. ესენია: Baltic Leader სატვირთო გემი (IMO: 9220639), Linda (IMO: 9256858) და Pegas (IMO: 9256860 ნედლი ნავთობის ტანკერები), ასევე Fesco Magadan (IMO: 9287699) და Fesco Moneron 29 (IMO: საკონტეინერო გემები. რაც შეეხებათ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, სიაში პირველია დენის ბორტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორის და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი. დენის ბორტნიკოვი ამჟამად არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის ვითიბი ბანკის საჯარო სააქციო საზოგადოების (ვითიბი ბანკი) პრეზიდენტის მოადგილე და ვითიბი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. 2. PSB ბანკის თავმჯდომარე პეტრო ფრადკოვი; რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი.  3. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირილენკოს ვაჟი ვლადიმერ კირილენკო. ვლადიმირ კირილენკო ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია, Rostelecom-ში და ამჟამად არის რუსეთის მთავარი სოციალური სოციალური მედიის პლატფორმის, VKontakte-ს მფლობელი კომპანიის, VK Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.  22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ლიზ ტრასი: რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების სია გრძელია

დიდი ბრიტანეთი მზადაა, „უკრაინაში სრული შეჭრის შემთხვევაში“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს, ამის შესახენ დიდი ბრიტანეთის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და განმარტა, რომ სანქციები ყველაზე მკაცრი იყო, რაც კი გაერთიანებულმა სამეფოს ოდესმე გამოუყენებია რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა განვასხვავოთ ისინი, ვინც რეჟიმის მხარდამჭერები არიან და  ისინი, ვინც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს; ისინი, ვინც შესაძლოა, რუსეთიდან გადავიდნენ წლების წინ და ისინი, ვინც არიან ნაწილი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის ნაწილნი. ტრასმა განაცხადა, რომ მთავრობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების გრძელი სია აქვს და თუ პუტინი უარს იტყვის ჯარების უკან დახევაზე, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, „ტემპერატურა აწიოს“. გაერთიანებული სამეფო შეუზღუდავს რუსულ სახელმწიფოსა და ძირითად კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე დაფინანსების მოპოვებას, ასევე, აკრძალავს მთელ რიგ მაღალტექნოლოგიურ ექსპორტს რუსეთში, რაც წლებით უკან დახევს მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის განვითარებას. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. ამასთან, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დამტკიცებულია. ევროკავშირმა შავ სიაში მთავრობის წევრები და ოლიგარქები შეიყვანა

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებისა“ და ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების გაგზავნის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ 22 თებერვალს წარდგენილი სანქციათა პაკეტი დამტკიცებულია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები უკანონო და მიუღებელია. ეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. ასევე წაიკითხეთ: ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც „ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას“. მათ შორის არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილებებში; ბანკები და ბიზნესმენები/ოლიგარქები, რომლებიც ფინანსურად ან მატერიალურად უჭერენ მხარს რუსეთის ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, ან იღებენ მათგან სარგებელს; უფროსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეჭრისა და დესტაბილიზაციის მოქმედებებში; და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომზე. ასევე, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. შემაკავებელი ზომები აქტივების გაყინვას მოიცავს და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობას აკრძალავს. ასევე, ზღუდავს შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დამატებითი, მძიმე სანქციები ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, რადიო თავისუფლების ცნობით, სიაში არიან: თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, მარატ ხუსნულინი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში. დმიტრი გრიგორენკო, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი, ის ასევე არის „ვითიბი ბანკის”, სახელმწიფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასოცირდება „ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან. ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მეტსახელად „კრემლის მზარეული“, ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ“ ჯგუფის მფლობელი. ეს არის რუსეთში დაფუძნებული არაკორპორირებული (არაფორმალური - რ.თ.) სამხედრო სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში „ვაგნერ” ჯგუფის დაქირავებულთა განლაგებაზე. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, აცნობა მედიას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელიდან. ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ერთხმად მიიღეს სანქციების პირველი პაკეტი პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა დაამატა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და თავისი ვალდებულება არ შეასრულა. კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სუბიექტების სრული სია, ოფიციალურად, 23 თებერვალს გამოქვეყნდება, თუმცა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია უკვე იუწყება, რომ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები უწესდებათ, სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, სამხედრო პირების გარდა, სასანქციო ზომები შეეხებათ რუსეთის ბიზნესის და მედიის სფეროს წარმომადგენლებს  -„ვაგნერის ჯგუფის“ მფლობელს და დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, მის დედას და ცოლს, ასევე, ბანკ VTB-ის ხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელს, მარია ზახაროვას. ასევე, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ცნობილი წარმომადგენლები, ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვი, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარ რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც „ტროლების ფაბრიკას“ წარმოადგენს. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით „დღეს სურათი ბოლომდე არ არის გამოკვეთილი. გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ, რომ გარკვეული სანქციები დაუწესეს ევროკავშირის წევრებმა, ასევე ამერიკამ ამ ორ აღიარებულ სუბიექტს დაუწესა სანქციები, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვსმენია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი ამ და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგ. ეს წესრიგი, ეს რეალობა დღეს გადახედვის პროცესშია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია ჩვენთვის. ჩვენ მშვიდად, ცივად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ არ აქვს იმის თქმის, საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყანას. „ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს ახალ სანქციებს დაუწესებს

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის გაზსადენის პროექტის მხარდამჭერი კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯები სანქციების პირველი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ მიიღეს. საუბარია გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის ხელმძღვანელობაზე. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.  22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

სანქცირებული რუსული ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების სია იზრდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ბაიდენის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესდათ. სანქციების ჩამონათვალი ასევე ითვალისწინებს: რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას, აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში               რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერებას   რუსეთის უნარის შემცირებას, კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას   სანქციებს რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ აშშ-ის ძალები „არ არიან და არ იქნებიან" ჩართულნი რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. მისი თქმით, აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დღეს დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების ყველაზე დიდ და მკაცრ პაკეტს, რომელიც რუსეთს ოდესმე უნახავს. ასე წარადგინა გაერთიანებულმა სამეფომ სანქციათა ახალი პაკეტი, რომლის შესახებაც დეტალურად ბორის ჯონსონმა ისაუბრა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი სურვილია, იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. არსებული პაკეტის მიხედვით, კი აქტივების გაყინვა 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს შეეხება. ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზარზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი. ბორის ჯონსონ თქმით, მსგავსი ფინანსური სანქციები ბელორუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო. მსხვილი რუსული ბანკები გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს რუსეთში სიდიდით მეორე ბანკის, VTB-ს დაუყოვნებლივ სანქცირებას. სანქცია შეეხება რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“. გარდა ამისა, ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს სავიზო პროცედურები გაუმარტივდებათ. ჩვენ და მსოფლიოს არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ თავისუფლება განადგურდეს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ თვალი ავარიდოთ ამ ვითარებას.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ვიდეო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოახერხა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვყანას მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მისი თქმით, „ხელისუფლებამ მოახერა ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაასტაბილურა, მათ შორის, რუსეთთანაც მოახდინა სიტუაციის დეესკალაცია, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“.  ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო ახლაც ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს, შესაბამისად, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“. „არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს დააზიანებს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომლებიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო

ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ Twitter-ზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წერს. „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, დაიწყო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული“, - წერს მორავეცკი. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

Reuters-ი: ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ევროპული აქტივები დაყადაღდება

ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ანონიმურ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ წინ მივიწევთ როგორც შეგვიძლია სწრაფად“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, ბევრად მეტ რუს ოლიგარქს დაუწესდეს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა

აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. სანქციების ფარგლებში, ვლადიმერ ბუტინისა და სერგეი ლავროვის ამერიკული აქტივები დაიბლოკება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია. ამავდროულად, წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. დღეს გერმანიის ფინანსთან მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს. 25 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

პუტინს და ლავროვს სანქციები კანადამაც დაუწესა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი აპარატის უფროსსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კანადამ სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, რუსული ბანკების გამორიცხვა SWIFT-დან, მაღალი უსაფრთხოების ქსელიდან, რომელიც აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში, „კიდევ უფრო გაურთულებს პრეზიდენტ პუტინს მისი სისასტიკის დაფინანსებას“. კანადა აცხადებს ჩვენს მესამე მკაცრი, კოორდინირებული სანქციების პაკეტს. პირველ რიგში, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პრეზიდენტ პუტინს და მის კოლეგებს ამ ბარბაროსული ომის არქიტექტორებს, მისი შტაბის უფროსს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. გარდა ამისა, ვადასტურებ კანადის მხარდაჭერას, რომ რუსეთი ამოიღოს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, რომელიც გლობალური საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. კანადა ასევე აცხადებს, რომ დააწესებს დამატებით სანქციებს ბელორუსისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის მიერ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის ხელშეწყობის გამო.  ტრუდოს თქმით, ეს სანქციები გამიზნული იქნება 57 ადამიანზე და დაემატება „ალესანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ ათობით ძლიერ სანქციას ადამიანის უფლებების განმეორებითი, სისტემატური დარღვევისა და საკუთარი ხალხის ჩაგვრის გამო". 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ფიდემ რუსეთს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება ჩამოართვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება Facebook-მა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.  

ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც დაუწესებს

კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დააწესებს დამატებით სანქციებს ბელორუსისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში პრეზიდენტ პუტინის შეჭრის ხელშეწყობის გამო.  ჯასტინ ტრუდოს თქმით, ეს სანქციები გამიზნული იქნება 57 ადამიანზე და დაემატება „ალესანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ ათობით ძლიერ სანქციას ადამიანის უფლებების განმეორებითი, სისტემატური დარღვევისა და საკუთარი ხალხის ჩაგვრის გამო". ცნობისათვის, ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთისთვის დაგეგმილია ისეთი სანქციები, რომლის შედეგადაც რუსეთი ვერ გამოიყენებს თავის ცენტრალურ ბანკს თავისი ვალუტის მხარდასაჭერად. „ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იყოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები. მომავალ კვირას ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ", - ნათქვამია თეთრი სახლის  ინფორმაციაში.

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემაზე სანქცირებული რუსული ბანკების წვდომა დაბლოკონ. ზომები მიზნად ისახავს, პუტინს შეეზღუდოს 630 მილიარდი დოლარის გამოყენება ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, რათა რუბლის გაუფასურება შეაკავოს. ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სანქცირებული რუსული ბანკების გაძევებას SWIFT-დან. „გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს.   ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად.   მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად - მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად.   ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების პაკეტს კვირას საღამოს ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილავენ, რაც მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხე შეკრება იქნება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება გადაწყვიტა რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან. ევროკავშირი გეგმავს, რუს ოლიგარქებს აუკრძალოს ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე. „როდესაც რუსული ძალები ახორციელებენ თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ რუსეთისთვის უზარმაზარი ფასის დაკისრება. ხარჯები, რომლებიც რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას მოახდენს საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა სანქცია, რაც დაწესებულია ან დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, რომ ომი დააფინანსოს. „ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს. ყველა ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, დააფინანსოს ომი. პუტინი დაადგა გზას, რომლის მიზანი იყო უკრაინის განადგურება, მაგრამ ის, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს", - გაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად

ამ უმძიმეს დროს, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის საფუძველსმოკლებულ და გაუმართლებელ დაპყრობას და დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიებსა და ინფორმაციით მანიპულირებას, აუცილებელია ფაქტების გამიჯვნა ტყუილისგან, რომელიც იმის გასამართლებლად იყო მოგონილი, რაც გაუმართლებელი, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ უდიდესმა ბირთვულმა სახელმწიფომ, რუსეთმა, განახორციელა შეტევა და დაიპყრო მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობელი ქვეყანა, რომელიც მას არც საფრთხეს უქმნიდა და არც ასეთი ქმედების პროვოცირება მოუხდენია. უფრო მეტიც, პრეზიდენტი პუტინი შურისძიებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის მოსახლეობის დახმარებას დააპირებს. 21–ე საუკუნეში ძალის ასეთი გამოყენება და ძალმომრეობა უადგილოა. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტ პუტინის ქმედება არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევაა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპების დარღვევაც არის. ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. მისი სამიზნე არამარტო უკრაინაა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და კანონზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს სისტემასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. „მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი, იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა, რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გემოიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. იგივე შეეხება ბელორუსსაც, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიაში მონაწილეობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მის ხალხს. ეს სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. მე ვამზადებ გადაუდებელი დახმარების პაკეტს უკრაინელი სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ბორელმა.

რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინული დიპლომატიის მიღწევებს გაუსვა ხაზი. ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური ვერტიკალი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული. კულებას თქმით, ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.    უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას აქტიურად ითხოვდა, თუმცა პარტნიორებს ამ საკითხში განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ.   „ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე 24 თებერვალს.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასთან საუბრისას, SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, უნგრეთი რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს უჭერს. ასევე, კვიპროსი თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას: ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან. უფრო ადრე, კულება წერდა: ყველას, ვინც ახლა ყოყმანობს, უნდა მოიკვეთოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში მათი ხელიც ურევია. წყაროები ევროკავშირიდან ანონიმურობის პირობით უზიარებენ ინფორმაციას საერთაშორისო მედიას, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებდა ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ შიშობდა, რომ მას არ შეეძლო, იზოლირებულად ემოქმედა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რუსეთს უმკაცრესი სანქციებით მუდმივად ემუქრება, საჯაროდ მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებდა იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნებოდა გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის წინ, ჟურნალისტებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ ევროკავშირის ახალ სანქციებში SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემის საკითხის ახლა შეტანის წინააღმდეგია. შოლცი ამტკიცებდა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა, ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე განიხილებოდეს.  „ერთიანობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ზომებზე რომლებიც მომზადდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და დანარჩენს ყველაფერს ვიტოვებთ იმ სიტუაციისთვის, როდესაც საჭირო იქნება სხვა რამის გაკეთებაც“, - განაცხადა შოლცმა, თუმცა SWIFT-ი არ უხსენებია. 25 თებერვალს, ამავე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის ჩახსნის საკითხი, ამავე დროს, შესაძლო შედეგებიც გათვალოს. აშშ-ის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. მისივე აზრით, რუსეთის ჩახსნა SWIFT-დან „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“. „სანქციები, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანია, SWIFT-თან შედარებით, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რა არის SWIFT-ი? SWIFT  (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) უსაფრთხო გლობალური შეტყობინებების ქსელია, რომელსაც ბანკებიტრანსსასაზღვრო გადახდების განსახორციელებლად  იყენებენ. ქსელი ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს ფულის გადარიცხვაში, რაც  გლობალური ვაჭრობის შეუფერხებლად მიმდინარეობას უზრუნველყოფს. მას იყენებს 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიებზე უსაფრთხო გადახდის მოთხოვნის შესასრულებლად. 2020 წელს, პლატფორმა ტრილიონობით დოლარის გადარიცხვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით, თითქმის 40 მილიონ შეტყობინებას, ყოველდღე იღებდა, რაც SWIFT-ს მსოფლიოში როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის შეტყობინებების ქსელად აქცევს.    მთავარი უპირატესობა - პლატფორმაზე გაგზავნილი შეტყობინებები უსაფრთხოდ ითვლება და ეხმარება ბანკებს, სწრაფად დაიცვან გადახდის ინსტრუქციები. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს, ყოველდღიურად აწარმოონ დიდი მოცულობის ტრანზაქციები. ბელგიაში დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ზედამხედველობას უწევენ ევროპის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები. რას ნიშნავს რუსეთისთვის SWIFT-დან ჩამოშორება ქსელიდან რუსეთის გათიშვა მის ეკონომიკას სერიოზულად შეაფერხებს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქვეყნის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. აკრძალვა გაურთულებს რუსულ ფირმებს და ფიზიკურ პირებს, იმპორტირებული საქონლის ან მათი ექსპორტისთვის გადახდა უზრუნველყონ, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობისა და გაზის სექტორს, რომელიც ფულადი სახსრების მიმოქცევის თვალსაზრისით SWIFT-ზეა დამოკიდებული. ეს ასევე შეუზღუდავს რუსებს საზღვარგარეთ ინვესტირების ან სესხის აღების შესაძლებლობას. 2012 წელს, ირანული ბანკების ქსელიდან გამოსვლამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დრამატული ვარდნა ნაწილობრივ განაპირობა. რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვა არხები, როგორიცაა ტელეფონები, შეტყობინებების აპლიკაციები ან ელ-ფოსტა, მაგრამ ეს ალტერნატივები არ იქნება ისეთი ეფექტიანი და უსაფრთხო, როგორც SWIFT-ი და შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარჯები და ტრანზაქციის მოცულობის შემცირება. რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი გადახდის შეტყობინებების ქსელი, სახელწოდებით SPFS-ი, სისტემა, რომელიც ახორციელებს შიდა გადახდების დაახლოებით მეხუთედს, SWIFT-თან შედარებით, რაც მას სუსტად წარმოაჩენს. ევროკავშირი და SWIFT-ი ევროკავშირის ეკონომიკა უფრო მეტად არის გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკასთან, ვიდრე აშშ-ის ეკონომიკა და ბევრად მეტს დაკარგავს, თუ მოსკოვი SWIFT-ს გამოეთიშება. ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს რუსეთის იმპორტის დაახლოებით 37% ევროკავშირიდან მოდიოდა და მისი ექსპორტის თითქმის 38% ევროკავშირში გადიოდა. ბლოკი დიდწილად ეყრდნობა რუსეთს მისი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის და ქვეყნიდან იღებს გაზის მესამედზე მეტს და ნავთობის დაახლოებით მეოთხედს.  SWIFT-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია? SWIFT-ი საკუთარ თავს პოლიტიკურად ნეიტრალურად ახასიათებს და წინააღმდეგობას უწევს ქვეყნების ქსელიდან ამოღების მოწოდებებს. თუმცა, SWIFT-ი, რომელიც ექვემდებარება ბელგიის კანონმდებლობას, იძულებულია ბელგიის და ევროკავშირის წესებს დაემორჩილოს. ევროკავშირის - რომელმაც რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ტექნიკურად დამოუკიდებელია, შეერთებული შტატები ეფექტიანი გავლენით სარგებლობს, რადგან გადახდის ნაკადების 40%-ზე მეტი სწორედ აშშ დოლარში იმართება. მომზადებულია საერთაშორისო მედიის მიხედვით, Politico, Euronews, BBC, Reuters.

სერგეი ლავროვი სანქციების გამო ჟენევაში გაეროს საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით გამოწვეული მოთხოვნების შესრულებაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის, ჟენევის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.  ზახაროვა აღშფოთებული იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სახელმწიფოების მიერ დაწესებული ახალი სანქციებით: „რა სისულელეა! რა დოკუმენტები, რა წესები, რა მითითებები? რაზეა საუბარი? - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.  რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს

„ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან კიდევ უფრო იზოლირება. ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და G7-თან, რათა დავაწესოთ უმკაცრესი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ უკრაინაზე განხორციელებული შემაძრწუნებელი კამპანიის პასუხად. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Twitter-ზე წერს. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), გენადი ტიმჩენკო, ასევე რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. „ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. სიაში, რომელიც ევროკავშირმა ორშაბათს უნდა დაამტკიცოს, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში

რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ ორშაბათს განაცხადა, რომ დროა ბოლო მოეღოს „მთელ ამ სახელმწიფო კაპიტალიზმს“ და შეიცვალოს პოლიტიკა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ზეგავლენას განიცდის უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის გამო. „აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, აუცილებელია მთელი ამ სახელმწიფო კაპიტალიზმის დასრულება“, - განაცხადა დერიპასკამ Telegram-ზე და მოითხოვა ოფიციალური პირებისგან „ახსნა-განმარტება“, თუ რა ბედი ელის ეკონომიკას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. უცხოური მედიის ცნობით, ოლიგარქმა ასევე დაამატა: „თუ ეს რეალური კრიზისია, მაშინ ჩვენ გვჭირდება რეალური კრიზისის მენეჯერები და არა ფანტაზიორები სულელური პრეზენტაციებით“. „2014 წლისგან განსხვავებით, ახლა შეუძლებელი იქნება ამის გამოსწორება“, - განაცხადა დერიპასკამ, მხედველობაში ჰქონდა მოსკოვის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსია და დასავლეთის სანქციების შემოღება.

შვეიცარიის პრეზიდენტი: ნეიტრალური შვეიცარია სავარაუდოდ, შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს

შვეიცარიის პრეზიდენტის იგნასიო კასისის თქმით, სავარაუდოდ, ნეიტრალური შვეიცარია შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს. კასისმა, განაცხადა, რომ ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და განიხილავს ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა შვეიცარია ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვაში, მან უპასუხა, რომ ”დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამას გადაწყვეტს ხვალ", თუმცა წინასწარ ვერ განჭვრეტს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ჯერ არ მიღებულა. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტმანეტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან. აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მის ორ შვილობილ კომპანიასა და დირექტორ კირილ დმიტრიევს. „ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობები, გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები, ასევე შეუზღუდოს რუსეთს წვდომა თავის კეთილდღეობის ფონდზე, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ გამოიყენოს. აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ რუსეთს მკაცრი შედეგები დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მიზნის ერთობლიობას, სიმტკიცეს და მზაობას, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი არჩევანით დაწყებულ ომზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება. ოფიციალურ გაცხადებამდე, სია საერთასორისო მედიისთვის გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. „ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. დამატებითი სანქციების სიაში, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, Reuters-ის ინფორმაციით დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ფედერაციამ ვადაზე ადრე დაასრულა რუსულ ბანკთან ურთიერთობა და უკვე აღებულია „VTB ბანკის" სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც სტადიონებზე იყო განთავსებული. დავით მუჯირის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი. რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ბოლო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა, ორი წლის ვადით და ამ კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.  „VTB ბანკი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, სანქციები დაეკისრათ.  

Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა

Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა. აშშ-მა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად განაცხადა, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს მიიღებდნენ, რაც ასევე გულისხმობდა Swift-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან რუსული ბანკების გამოთიშვას და ასევე რუსეთის ცენტრალურ ბანკში უცხოური რეზერვების განთავსებაში ხელის შეშლას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ დამატებით ზომებს იღებს. 28 თებერვალს საბჭომ დაამტკიცა:რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა.     500 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობისა და მომარაგების დასაფინანსებლად.აკრძალულია ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომა ყველა სახის რუსული გადამზიდავისთვის. სანქციები სუბიექტების წინააღმდეგ. სანქცირებულთა სიაში არიან ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი სანქცირებული ბანკების SWIFT-იდან გათიშვის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ.  ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 25 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვის შესახებ. 23 თებერვალს საბჭო შეთანხმდა სანქციების პირველ პაკეტზე რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის ოლქების „დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების“ საპასუხოდ. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება  

რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერების კუთვნილი დაახლოებით 5 სუპერიახტა სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ. საზღვაო გადაზიდვების მონაცემთა ბაზის MarineTraffic-ის მიხედვით, სუპერიახტა Clio, რომელიც ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, ოთხშაბათს მალდივების უდიდეს ქალაქ მალესთან გამოჩნდა.  ამასთან, Forbes-ი იტყობინება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ დააკავა, რომლის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მედიასთან არ კონტაქტობენ არც უსმანოვის წარმომადგენლები.  ვაშინგტონმა სანქციები დერიპასკას და სხვა გავლენიან რუსებს 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი კავშირების გამო დაუწესა, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, რასაც მოსკოვი უარყოფს.

სანქციების ქვეშ მოქცევის მიზეზით, ესტონეთმა ბორჯომი აკრძალა - Delfi

პოპულარული მინერალური წყალი „ბორჯომი“ აღიარებულია როგორც რუსული, და რესპუბლიკაში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია, ამის შესახებ რიგი მედიასაშუალებები Delfi-ზე დაყრდნობით იუწყებიან. საცალო ქსელ Maxima Eesti-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ტიინა შაპელის თქმით, ქართული მინერალური წყლის ბორჯომის წარმოება ეკუთვნის რუსულ კომპანია Alfa Group-ს, რომელიც ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა. ასევე აღნიშნულია, რომ „ბორჯომს“ თაროებიდან იღებენ ქვეყნის სხვა დიდი ქსელური მაღაზიებიც. პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.  

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესდათ. CNN-ის ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მყოფთა ამერიკული აქტივები და ქონება დაიბლოკება. ამერიკაში გამგზავრება 19 ოლიგარქს და მათი ოჯახის 47 წევრს აეკრძალებათ. სანქცირებულთა სიაში არია: ნიკოლაი ტოკარევი; ბორის როტენბერგი; არკადი როტენბერგი; სერგეი ჩემეზოვი;იგორ შუვალოვი;ევგენი პრიგოჟინი; დიმიტრი პესკოვი; ალიშერ უსმანოვი. „აშშ და მთელ მსოფლიოში მთავრობები იმუშავებენ იმისთვის, რომ გამოავლინონ და გაყინონ ის აქტივები, რომლებსაც რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ ჩვენს შესაბამის იურისდიქციებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ასევე დაუწესა სანქციები უსმანოვს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, იგორ შუვალოვს. ბრიტანეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი ინტერესები გაერთიანებულ სამეფოში და მჭიდრო კავშირები კრემლთან“.

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიუთითებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არასწორად იყო აღქმული. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „არასწორი ინტერპრეტაცია ხდება პრეზიდენტის ამ განცხადების. თუკი პატიოსნად შეხედავთ მის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ შეიძლება ამ ფორმით არ მეთქვა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების საკითხს, საქართველოს დღეს არ შეუძლია, რაიმე ეფექტიანი სანქცია ან ზომა გაატაროს, რომელიც უფრო მეტად დააზიანებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამაზე მგონი, ოპონენტებიც თანხმდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით

გია ხუხაშვილი: სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან

"სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ „ბორჯომის“, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან „ბორჯომი“ არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. ამისთვის ყველა არგუმენტი და ინსტრუმენტი გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ ვასწავლით,“- წერს ხუხაშვილი.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. ორივე ოლიგარქის აქტივები სრულად გაიყინება, მათ მოგზაურობაც აეკრძალებათ. The Guardian-ის წყაროების თანახმად, უსმანოვს სარდინიაზე ვილაც ჩამოართვეს. ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს. ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო. უსმანოვი 600 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას (დილბარი) ფლობს. Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო. კვირის დასაწყისში ოლიგარქმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას ეს თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა. განაცხადა, რომ უარს ამბობს თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე, „ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება“. აქვე დაამატა, რომ გამოიყენებს „ყველა კანონიერ საშუალებას“, თავისი „ღირსებისა და რეპუტაციის“ დასაცავად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში უსმანოვი რამდენიმე კომპანიისა და ფინანსური ფირმის დირექტორი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს ის, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომის“ საინვესტიციო განყოფილების გენერალური დირექტორი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გახლდათ. რაც შეეხება რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, ის ორ მდიდრულ ბინას ფლობს ლონდონის ცენტრში, რომლის ღირებულებააც 11 მილიონ ფუნტს შეადგენს. იგორ შუვალოვი, სახელმწიფო განვითარების კორპორაციის VEB.RF-ის თავმჯდომარე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრია. ცნობისთვის, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. ამავე თემაზე რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს

იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს და პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერს, 58 წლის ვლადიმირ სოლოვიოვს. ოპერაცია სპეციალური სავალუტო პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიერ სუპერმდიდარი რუსებისთვის გათვალისწინებული სანქციების გამო. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მთელი იტალიის ტერიტორიაზე. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდომ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისივე თქმით, ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ არის შედგენილი. სანქციების სიას კიდევ 10 პირი დაემატა. სასანქციო სიაში არიან კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. „ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის ახლო წრეზე”, - განაცხადა ტრუდომ. სამმა ლიდერმა, რომლებიც სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე ლონდონის დასავლეთით შეხვდნენ, ასევე განიხილეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე.    

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ქვეყანამ კიდევ 32 რუსი და ბელორუსი მაღალჩინოსნისა და ოლიგარქის აქტივები გაყინა. ახლად დამატებული სანქციები შეეხება 20 რუსს, მათ შორის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს და მთავრობასთან მჭიდრო კავშირების მქონე კომპანიების Volga Group-ის, Transneft-ისა და Wagner-ის აღმასრულებლებს. სანქცირებულთა სიაშია ბელორუსის მთავრობის 12 წარმომადგენელი, ასევე, რუსეთის და ბელორუსის ათზე მეტი ორგანიზაცია. იაპონია რუსეთსა და ბელორუსში ნავთობის გადამმუშავებელი ტექნიკის და ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტსაც კრძალავს.  სანქციები ასევე შეეხება ბელორუსის 12  სახელმწიფო მოხელესა და ბიზნესმენს, ასევე, 12 ორგანიზაციას რუსეთსა და ბელორუსში.

ბორის ჯონსონი: უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმა“ გვექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმას“ აანონსებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ასევე არის შეთანხმება იმის შესახებ, რომ საჭიროა, ვაჩვენოთ უკრაინის ხალხს ახლა, რომ რაც არ უნდა მოხდეს,  თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა დაცული და აღდგენილი იქნება, ჩვენ ახლიდან ავაშენებთ უკრაინას და გვექნება მარშალის გეგმა უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ჯონსონმა. მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის მიერ შემუშავებული პროგრამა ევროპის აღმშენებლობისთვის.  ნიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძირითადად, კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა შეიმუშავეს.

დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელწიფო მდივნის, კვასი კვარტენგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეაჩეროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზარს, ბიზნესს და მიწოდების ქსელს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 8 მარტს, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს ზომები ისე იქნება მიღებული, რომ „არ იმოქმედოს“ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებზე. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.

რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები შეეხებათ რუს ოლიგარქებს, პოლიტიკოსებსა და ბელორუსის სამ ბანკს. სანქციების პროექტი ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ სამშაბათს დილით მიიღო და ევროკავშირის ელჩები მას შეხვედრაზე განიხილავენ.  წყაროს თქმით, პროექტის თანხმად, ბელორუსის სამ ბანკი SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გაირიცხება და კიდევ რამდენიმე ოლიგარქს და რუს კანონმდებელს შეიყვანენ „შავ სიაში“. ეს პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირიდან საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტს რუსეთში და იძლევა მითითებებს კრიპტოვალუტების მონიტორინგზე, რათა თავიდან იყოს აცილებული მათი გამოყენება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით, აცხადებენ წყაროები. რუსეთში საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის აკრძალვა ძირითადად მის გადაზიდვის სექტორს უმიზნებს, აცხადებს Reuters-ის წყარო.  როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა

ევროკავშირი სანქციების შავ სიაში რუსი ოლიგარქებისა და დეპუტატების დამატებას დაეთანხმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტოაქტივები და საზღვაო სექტორი სანქციების სამიზნეა. ევროკავშირი ასევე დაეთანხმა SWIFT-დან სამი ბელორუსული ბანკის გარიცხვას. „ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  უფრო კონრეტულად, სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული 14 რუსი ოლიგარქი და რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 146 წევრი. მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდესაც სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდება. ევროკავშირი ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, დააწესონ დამატებითი სანქციები, ვიდრე რუსეთი ომს არ დაასრულებს. თუმცა ბლოკი ჯერჯერობით ვერ იზიარებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რუსული ნავთობის და გაზის შეწყვეტის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წევრი ქვეყნები არიან დამოკიდებულნი მისი აღმოსავლელი მეზობლის ენერგიაზე. 8 მარტს, ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს

დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ოლეგ ტინკოვის თქმით, ის არასდროს ყოფილა ოლიგარქი, რადგან ბიზნესი ნულიდან დაიწყო, ამიტომ, ჟურნალისტებს სთხოვა, ასე აღარ მოიხსენიონ. Forbes-ის ცნობით ტინკოვის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია Capital One-თან და Tinkoff Bank-თან, რომლის საბაზრო ღირებულება 23 მილიარდი დოლარიდან ერთ მილიარდ დოლარამდე დაეცა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე  

ვიქტორია ნულანდი: აშშ-ის ელჩებს აქვთ ინსტრუქცია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, მასპინძელ ქვეყნებთან იმუშაონ

პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. ნულანდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე რიგ შეკითხვებს უპასუხა და ასევე ისაუბრა სანქციებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატების საელჩოებს აქვთ ინსტრუქციები, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. ნულანდმა ამ თემაზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თითოეულ ელჩს აქვს ინსტრუქცია, იმუშაოს მასპინძელ ქვეყნებთან, რათა შეეცადონ, მათი სანქციები შეესაბამებოდეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, იმ მასშტაბით, რამდენადაც ეს ამ ქვეყნებს შეუძლიათ და რამდენადაც სურთ რუსეთის დაგმობა“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ცხადია, რომ რუსეთი წააგებს ამ ომს და ეს მხოლოდ დროის საკითხია". ნულანდმა დაამატა, რომ უკრაინას თავდაცვის საკითხში, აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეებისგან მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, მზარდი ჰუმანიტარული კრიზისი იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც მთელი მოსმენის განმავლობაში განიხილებოდა.  ასევე წაიკითხეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა  

დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინის შეჭრას უკრაინაში, სანქციები დაუწესა. „ჩვენი სანქციების სამიზნეები არიან ისინი, ვინც პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის თანამონაწილეები არიან და ისინი, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს. ჩვენ გავაგრძელებ სანქციების გამკაცრებას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული დახმარებით, თავდაცვითი იარაღით და დიპლომატიური ძალისხმევით რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით“, - განაცხადა საგარეო საქმთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.  ახალი სანქციები აუკრძალავს ჩამოთვლილ პირებს ბრიტანეთში მოგზაურობას, გაერთიანებულ სამეფოში არსებულ აქტივებზე წვდომას და იქ ბიზნესის კეთებას. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ სანქცირებული პირების სიას კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქის სახელი დაემატება.

ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა

აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დააწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლის, ტატიანა ნავკას, ასევე მისი სრულწლოვანი შვილების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დიმიტრი პესკოვი კი თავად უკვე არის სანქცირებულთა სიაში.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ეს სანქციები კიდევ უფრო დააშორებს რუსეთს გლობალური ეკონომიკური სისტემიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის პუტინის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდების ფასს. სანქციების მეოთხე პაკეტით, რუსეთის ფედერაციიდან მეტალურგიულ სექტორში ძირითადი პროდუქტების იმპორტი აიკრძალება. „რუსეთი ვერ შეძლებს ფინანსური ინსტიტუტებისგან ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) დაფინანსების, სესხების ან სხვა სარგებლის მიღებას“. უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქცირებული ოლიგარქების სიას გააფართოებს. გარდა ამისა, აშშ აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ასევე შეერთებულმა შტატებმა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 10 მარტი აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა თვლის, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს უფრო მკაცრი სანქციები. უფრო კონკრეტულად, მან ამის შესახებ 1+1-თან ინტერვიუში ისაუბრა და შემდეგი სანქციების დაწესება მოითხოვა: რუსეთის სრულფასოვანი გათიშვა SWIFT-დან. არამხოლოდ სანქცირებული შვიდი ბანკის გარიცხვა, არამედ, ყველა მსხვილი ბანკი, მათ შორის სბერბანკი, გაზპრომბანკი და ყველა სხვა. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პორტების დახურვა რუსული გემებისთვის. ევროპის ბანკებში მყარ ვალუტაში გახსნილი რუსული ანგარიშების გაყინვა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმა და მოქმედი ვიზების გაუქმება. დღესვე, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ მიმართა ევროკომისარს შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონს, აკრძალოს რუსული ტელეარხების მაუწყებლობა ევროკავშირის მასშტაბით. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთს „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსი გაუუქმდება. Reuters-ი წერს, რომ ამ ზომების დონით, რუსეთი სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს გაუთანაბრდება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი. ამავე თემაზე რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მათ მხარს ვუჭერთ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტითა და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს  

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ პეკინს აფრთხილებს, რომ ჩინეთი დადგება შედეგების წინაშე, თუ ის რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამასთან, აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამ უკანასკნელ ცნობამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.  ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, დუმის 11 წევრი და ბანკირ იური კოვალჩუკის ოჯახის ხუთი წევრი. ამგვარად, რუსეთის მიერ უკრაინაში ინერვენციასთან დაკავშირებით სასანქციო სიაში იაპონიას სულ 61 პირი ჰყავს შეყვანილი. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს. მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. „დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბიზნესმენები პიოტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი და გერმან ხანი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენდირექტორი კონსტანტინე ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი. ამასთან, სანქციები დაუწესდათ საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით,  ახალი სანქციები შეეხებათ რუს მოსამართლესა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები განაგრძობს კონკრეტული და მნიშვნელოვანი ზომების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში ან დაკავშირებულია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან.„მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) დირექტორმა ანდრეა გაკიმ. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა.

პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

სამშაბათს თეთრმა სახლმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის საპასუხო სანქციებზე აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ და განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „უნებლიედ“ დაუწესა სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას აშშ-ის პრეზიდენტის სახელის მართლწერიდან - „უმცროსის“ გამოტოვებით. „სანქციების შესახებ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი „უმცროსია“ და „შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს“. „არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს რუსეთში საბანკო ანგარიშები. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთმა 15 მარტს განაცხადა, რომ ბაიდენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, CIA-ს დირექტორ უილიამ ბერნს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, თეთრი სახლის პრეს-მდივანს ჯენ ფსაკის და რამდენიმე სხვა ამერიკელ ოფიციალურს შავ სიაში შეიყვანეს და რუსეთში შესვლას აუკრძალავს.   

ევროკავშირმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის“, „ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ. სანქციები ასევე შეეხებათ ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელი სექტორის საკვანძო კომპანიებს. მთლიანობაში, სანქციები 877 პირსა და 62 კომპანიას დაუწესდა. სანქციების მიხედვით:  აიკრძალება ტრანზაქციები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან.აიკრძალება ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომა.გაფართოვდება რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებზეც წესდება უფრო მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგოსექტორში,  ასევე, დაწესდება შეზღუდვები ენერგოინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე; სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს  

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელთან დაკავშირებული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. მანამდე, თვითმფრინავმა ხანმოკლე შეჩერება სტამბოლში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ, FLIGHTRADAR24-ის მონაცემებებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. თვითმფრინავი, რომელიც დაკავშირებულია აბრამოვიჩთან, სტამბოლში ისრაელიდან ორშაბათს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც თავად აბრამოვიჩი, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში დააფიქსირეს. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა

გერმანიის ელჩი: ევროკავშირი სანქციებთან მიერთებისთვის ასოცირებულ პარტნიორებს იწვევს, დისკუსია გვაქვს საქართველოს მთავრობასთანაც

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ევროკავშირი იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისთვის. რა ფორმით უნდა იყოს საქართველო სანქციების მონაწილე, ელჩის თქმით, ეს იმ დისკუსიების საგანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, შემდგომ დღეებში ამ დისკუსიებს გარკვეული შედეგი ექნებათ.„ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება, იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა 16 მარტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში აქვთ მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასოცირებული პარტნიორები მათ სანქციებს მიუერთდებიან.„მარტის დასაწყისში, უკრაინამ წარადგინა განაცხადი ევროპარლამენტში, რათა დაჩქარებული წესით განიხილებოდეს უკრაინის აპლიკაცია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 10 მარტს, ვერსალში განხილული იყო უკრაინის და მოლდოვის განაცხადები კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირში - როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების ზომების მონაწილეები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის გადადგმული და რომლებიც აჩვენებს მკაფიო კოორდინაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო საბანკო სისტემებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ნაბიჯებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. წყარო bm.ge

ირაკლი კობახიძე: ვიმეორებთ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. ამის შესახებ მან დღე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

„ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა, Solaris-ი თურქეთისკენ მიემართება. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.   აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი. აბრამოვიჩის მეორე იახტა, Eclipse ალჟირის სანაპიროსკენ მიემართება. მისი უახლოესი ევროპული პორტი იტალიაშია, სადაც კიდევ ერთ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს, ახლახან იტალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში 444 მილიონი ფუნტის ღირებულების სუპერიახტა ჩამოართვა. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

შვეიცარიამ რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ფინანსური სანქციების გავლენის ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქები და მსხვილი ბიზნესმენები, - ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შვეიცარიის სანქციების სიაშია რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი და დიმიტრი მაზეპინი ვაჟებთან ერთად, მიხაილ პოლუბოიარინოვი, ასევე რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებული აქტივები გაიყინება და ამასთან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.   შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს 

Forbes-ის გათვლებით რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.  რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა Mcdonalds-მა ბიზნესის შეჩერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსეთში, კომპანიის ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული.  კიდევ 19 000 ადამიანი მუშაობდა Pepsico-ში, 15 000 - IKEA-ში, 14 500 - Yum Brands-ში, 8 800 Inditex -ში, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს (Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho) ფლობს.    Forbes ცნობით, ასევე რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა პურ-პროდუქტების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია  Fazer-მა, რომელიც რუსეთის ოთხ რეგიონში საქმიანობდა. ანალოგიურად მოიქცნენ სხვა მსხვილი ფინური კომპანიები. კერძოდ, Valio და Paulig-ი.  ასევე ჰოლანდიური ბრენდი  Heineken, რომელიც მსოფლიოში ლუდის წარმოებით მეორეა, რუსეთის ბაზარზე თავისი ფლაგმანი ბრენდის წარმოებაზე უარს ამბობს. უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს. ცნობილია, რომ McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.  ასევე წაიკითხეთ   ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის

აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.  მათივე ცნობით, ჯგუფი მოიცავს წარმომადგენლებს ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ევროკომისიიდან და აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან. „ჩვენმა სანქციებმა, ვაჭრობაზე შეზღუდვებმა და სხვა ზომებმა უკვე დაუწესა მნიშვნელოვანი ხარჯები რუსეთს, მის ხელისუფლებას და მათ ვინც დაუშვა პუტინის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა. როგორც ცნობილია, REPO-ს სპეციალურმა ჯგუფმა განიხილა მოქმედების ეფექტური გზები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჯგუფის ძალების გაერთიანება და რუსეთისთვის კოლექტიური ფინანსური სანქციების დაწესება, ისევე როგორც ურთიერთდახმარება თითოეული ქვეყნის იურისდიქციაში სამიზნე აქტივების აღმოჩენასა და გაყინვაში.  ასევე წაიკითხეთ: სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ

რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, მედიის ამ შეკითხვას საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს და ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ დიდი ძალისხმევა ჩაიდო საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით გაძლიერდა ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ. მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა, არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე. საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საქერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 16 თებერვალს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. უფრო ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“.

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  15 მარტს ბრიტანეთმა ევროკავშირის კვალდაკვალ „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, შედეგად, ფრიდმანმა აღმოაჩინა, რომ მის ერთად-ერთ მოქმედი საბანკო ბარათზე თანხა გაიყინა. გამოცემასთან ინტერვიუში ფრიდმანმა განაცხადა, რომ ამის გამო დამლაგებლის მომსახურების საფასურის გადახდასაც კი ვერ ახერხებს.  „ალბათ სახლის დალაგება დამოუკიდებლად მომიწევს. როცა სტუდენტი ვიყავი საერთო საცხოვრებელში ოთხ მეზობელთან ვიყოფდი ოთახს. 35 წლის შემდეგ ეს გამოცდილება  გამომადგება“, - აცხადებს ფრიდმანი.  Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე ფრიდმანის აქტივები $14 მილიარდს შეადგენდა. ახლა „ფურცელზე“ მისი კაპიტალი $10 მილიარდია, ამიტომ, ბიზნესმენს ნაღდი ფული არ აქვს. ფრიდმანი ამბობს, რომ აღმოსავლეთის სანქციები რუსეთის ხელისუფლებისთვის ნაკლებად ეფექტურია.  მისი თქმით, ევროკავშირს არ აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ ფუნქციონირებს რუსეთის ხელისუფლება. „თუ სანქციების მიზანია, ოლიგარქებმა მოახდინონ პრეზიდენტზე ზეწოლა, ამას აზრი არ აქვს. თუ ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სანქციების გამო შემიძლია, პუტინთან მივიდე და ვუთხრა, რომ საომარი მოქმედებები შეაჩეროს და ეს იმუშავებს, ვშიშობ... რადგან ჩვენ ყველას დიდი პრობლემები გვაქვს. ამიტომ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ვფიქრობ, არაფერი ესმით, თუ როგორაა მოწყობილი რუსეთი“, - ამბობს ფრიდმანი.  Bloomberg-ის ცნობით, მანამდე მიხაილ ფრიდმანმა რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებებით“ პრობლემა ვერ გადაიჭრება.  „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ გამონათქვამების გამო მას შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისას პრობლემები შეექმნას.  ცნობისათვის, მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა. ევროკავშირში მისი კონტროლის ქვეშ არსებული აქტივები გაყინულია. ამასთან, ბიზნესმენს აკრძალული აქვს ევროკავშირში შესვლა. ფრიდმანი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა „ალფა-ჯგუფს“ უცხოური ინვესტიციეიბის მოსაზიდად.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს.  საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, სახელწოდებით Crescent, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, $600 მილიონია.  წყარომ ესპანეთის პოლიციდან გამოცემას განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია. სეჩინს კიდევ ერთი იახტა 85 მეტრის სიგრძის Amore Vero საფრანგეთის ხელისუფლებამ 4 მარტს ჩამოართვა. იახტაზე რუსი ოლიგარქის ცოლი ოლგა სეჩინა იმყოფებოდა.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   

იტალიამ დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს

იტალიამ უკრაინის კრიზისით გამოწვეული პოტენციური დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am იტალიის ინდუსტრიის მინისტრის მოდგილე ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ჩვენი მიზანია რომ ჩავერიოთ და ავკრძალოთ პროდუქტების მცირე ჩამონათვალის ექსპორტი, რომელიც იტალიაში იწარმოება“, -  ამის შესახებ ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.  მისი თქმით, რკინის დეფიციტის გამო, შესაძლოა იტალიიდან ჯართის ექსპორტი შეჩერდეს. „ამიტომ არის მოლოდინი, რომ ნედლეულის ექსპორტის აკრძელვის შესახებ, იტალიის ხელისუფლებამ  განკარგულება გამოსცეს“, - განაცხადა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიმ.  ასევე წაიკითხეთ იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 50-კაციანი სია შეადგინა - Washington Post

რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა REPO-ს (რუსული ელიტის წარმომადგენლების, ოლიგარქების და მათი ხელშემწყობების ქონებაზე მონადირე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი) რუსული ელიტის წარმომადგენლების 50-კაციანი სია გადასცა. The Washington Post-ი წერს, რომ კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების აქტივებზე „ნადირობა“ ძლიერდება. სიიდან 28 კაცის ვინაობა მედიისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის არიან, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ოლიგარქები, არკადი როტენბერგი, ოლეგ დერიპასკა, ალიშერ უსმანოვი. სრული სია ასეთია: 1. Aleksandr Babakov2. Alexsandr Bortnikov3. Oleg Deripaska4. Kirill Dmitriev5. Valeriy Gerasimov6. Suleiman Kerimov7. Andrei Kostin8. Igor Kostyukov9. Yuiry Kovalchuk10. Sergey Lavrov11. Konstantin Malofeyev12. Aleksey Miller13. Sergey Naryshkin14. Nikolay Patrushev15. Dmitry Peskov16. Evgeniy Prigozhin17. Vladimir Putin18. Arkadiy Rotenberg19. Boris Rotenberg20. Igor Sechin21. Kirill Shamalov22. Sergey Shoygu23. Andrey Skoch24. Gennadiy Timchenko25. Nikolay Tokarev26. Alisher Usmanov27. Viktor Vekselberg28. Viktor Zolotov ცნობისთვის, REPO-ს შემადგენლობაში აშშ, ევროკავშირი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია შედიან. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ავსტრალიამ და იაპონიამ რუსეთთან მიმართებით სანქციები გააფართოვა. ახალმა ზელანდიამ კი შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ.  ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  რუსული მედიის ცნობით, ავსტრალიის ხელისუფლებამ ასევე სანქციები დაუწესა რუს მილიარდერებს ოლეგ დერეპისკას, ვიქტორ ბექსელბერგს, 11 ბანკსა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს.  ამასთან ახალმა ზელანდიამ თავის პირველ პაკეტში ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 12 წევრს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს და შესაბამისად ახალ ზელანდიაში მათი აქტივებიც გაიყინება. შეზღუდვები ეხება ასევე 300 პოლიტიკოსს, სამხედროებს და 19 ორგანიზაციას.  იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 19 ორგანიზაცია და 15 მოქალაქე შეიყვანა. ამასთან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და სენატორი სულეიმან ქერიმოვი.  შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, რაც ქვეყანაში ამ დრომდე მიღებული შეზღუდვების ყველაზე მასშტაბური პაკეტია. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ნორვეგიის სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის , ტექნოლოგიის, თავდაცვის და ეკონომიკის სექტორები. ასევე ასამდე რუსეთის მოქალაქე და ორგანიზაცია.  აშშ-მ, ევროკავშირმა და მათმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყანას ფინანსური სანქციები დაუწესა. ამასთან რუსეთის ფედერაციამ პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა მაღალჩინოსნებს, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ

რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რადგან ეს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების გამო ფრთხილობენ. ამის შესახებ Reuters რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით რუსეთის მოქალაქეების ნაწილი  საგადამხდელო სისტემა „მირით“ სარგებლობს, რომელთანაც თურქეთის მხოლოდ სამი ბანკი Isbank, VakifBank და Ziraat Bank თანამშრომლობს. ამასთან რუსეთის მოქალაქეებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ამ ბანკებმა მომსახურების პროცენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის Visa და MasterCard-ის დაბლოკვის შემდეგ გაზარდეს. ისინი თურქეთის სასტუმროებში და რესტორნებში მომსახურების ხარჯებს ლირით ფარავენ.   თურქეთის საბანკო სისტემის საზედამხედველო უწყების (BDDK) წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თუმცა მისი თქმით არ არსებობს არანაირი დირექტივა მათზე ვინც სანქციების გავლენის ქვეშ არ მოექცა.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

მედია: იტალიაში მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს €105 მილიონად შეფასებულ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა 

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე რუსი ოლიგარქი ალექსეი მორდაშოვის  €105 მილიონად შეფასებული ქონება „დააპატიმრეს“ ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.  2022 წლის მარტში მორდაშოვის აქტივები, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და უმდიდრესი ადამიანია იტალიაში უკვე მეორედ გაყინეს. 4 მარტს იტალიის პოლიციამ მისი 65 მეტრიანი იახტის (Lady M) კონფისკაცია მოახდინა. იახტის ღირებულება  €65 მილიონია.  56 წლის მორდაშოვის ქონება $29,1 მილიარდადაა შეფასებული.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უკრაინის აღსადგენად იმ რუსი ბიზნესმენების აქტივები გამოიყენონ, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ Bloomberg სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით ინიციატივა „ადრეულ სტადიაზეა“ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.  ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა განაცხადა, რომ „ამ დროისთვის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივები მხოლოდ გაყინულია“. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს და უცხოეთში რუსი ოლიგარქებისა და მსხვილი ბიზნესმენების ანგარიშები გაყინეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოს ელექტროტექნის ბაზრის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდების შეჩერების შესახებ აცხადებს. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.  კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.  LG Electronics ღრმად შეშფოთებულია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ერთგულია - აცხადებენ კომპანიაში.  შეგახსენებთ, Samsung-მა პრუდუქციის მიწოდება მიმდინარე თვის დასაწყისში შეაჩერა. ამით ის შეუერთდა კომპანიების მზარდ სიას Apple-დან Microsoft-მდე, რომლებიც აჩერებენ გაყიდვებსა და მომსახურებას ქვეყანაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.  ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა

გერმანულმა კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროდუქცია შესაძლოა საომარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის შესახებ Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა Bosch-ის მიერ დამზადებული ნაწილები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიის ეკონომიკის სამინიტრომ Bosch-ის წინააღმდეგ რუსეთის ბაზარზე ორმაგი გამოყენების ნაწილების ექსპორტის გამო გამოძიება დაიწყო, რადგან ეს ევროკავშირის სანქციებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია.  ასევე წაიკითხეთ  კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი იმ 100 რუსული თვითმფრინავის მომსახურებას კრძალავს, რომლებიც ექსპორტის კონტროლის ზომებს აღვევენ. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.   აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, იკრძალება თვითმფრინავებისთვის საწვავის შევსება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების მიყიდვა. „ამ სერვისის დაშვების შემთხვევაში გათვალისწინებულია პატიმრობა, ჯარიმები, ექსპორტის უფლების დაკარგვა და სხვა შეზღუდვები“, -  ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში. სანქცირებული თვითმფინავების სიაშია: Gulfstream G560, რომელსაც ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი იყენებს. დანარჩენი 99 თვითმფრინავი არის ბოინგი, რომელსაც რუსეთის ავიახაზები იყენებენ. მათგან 33 თვითმფრინავს იყენებდა Aeroflot-ი, ასევე Utair-ი (12), Nordwind-ი (14), Azur Air-ი (23), AirBridge Cargo (12) და Aviastar-TU (5).  „ამ თვითმფრინავებს ეკრძალებათ ნებისმიერი სერვისით სარგებლობა უცხოეთში, ფაქტობრივად ეკრძალებათ საერთაშორისო ფრენები რუსეთიდან“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვისკენ მოუწოდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.  მორავეცკი აცხადებს, რომ სურს იხილოს სრული „სავაჭრო ბლოკადა“ ზღვიდან და ხმელეთიდან „რაც შეიძლება მალე“. მისი თქმით, ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება. პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, მათ შორის ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - აღნიშნა მორავეცკიმ.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ეროვნული ბანკი: სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა – MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა. „კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. 6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი გახდა რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება. ასევე წაიკითხეთ Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ  საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება

ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს 

მსოფლიოს დიდი ოთხეულიდან მესამე ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესხებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.   „ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარებას და დღევანდელი განცხადება კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც დირექტორთა საბჭომ მიიღო“, - განაცხადა Baker Hughes გენერალურმა დირექტორმა ლორენცო სიმონელიმ.  „დიახ, კომპანია აჩერებს ახალ ინვესტიციებს და ოპერაციებს აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა Baker Hughes ხელმძღვანელმა.  ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მსოფლიო ოთხეულშია - Baker Hughes (BHI), Halliburton (HAL), Schlumberger (SLB) and Weatherford International (WFT),  ეს კომპანიები მუშაობენ ჭაბურღილებზე, რემონტზე, კვლევასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ასევე ემსახურებიან ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს.  ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ  

ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ

Economics and Business Research-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ 2022 წელს სანქციების გამო რუსეთში მშპ 14%-ით შემცირდება.  ბრიტანელი ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთში 2023 წლის დასაწყისში ინფლაცია 30% -ს მიაღწევს, ხოლო რეალური სამუშაო სარგო 18%-ით დაეცემა. 2024 წლის დეკემბერში კი სახელფასო სარგო 25,7%-ით დაიწევს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

ბულგარეთი რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტს არ განაახლებს. ამის შესახებ უკრაინული მედია  BNR-ის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ვიცე-პრემიერ და ფინანსთა მინისტრ ასენ ვასილევთან ინტერვიუ ჩაწერა.  ​ „ბულგარეთი განიხილავს ალტერნატიულ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს მიწოდების დეფიციტი“,- ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა გააკეთა. ბულგარეთს გაზპრომთან 10 წლიანი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს ეწურება. „ამ ვითარებაში, გაზპრომთან მოლაპარაკებები არ არის შესაძლებელი. გვქონდა მოლაპარაკებები როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა და გაზარდოთ მიწოდება აზერბაიჯანიდან, რომელთანაც ქვეყანას აქვს კონტრაქტი”, -  განუცხადა ვასილევმა BNR-ის საზოგადოებრივ რადიოს. ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ

ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა

ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა რუსული აქტივების მონაცემები გაასაჯაროვა. ამის შესახებ Reuters წერს. ბაჰამებზე $ 3 მილიარდი რუსული წარმომავლობის აქტივი აღმოჩნდა, რომლის მფლობელებსაც აქვთ კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. აქედან $420 მილიონი დეპოზიტებია და $2,5 მილიარდის აქტივები.  საგულისხმოა, რომ ბაჰამის კუნძულებმა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ფონზე რუსეთის ორგანიზაცებთან ფინანსური ოპერაციები 12 მარტს შეაჩერა.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა

ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ნაბიჯი შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს ალუმინის წარმოებაში, რომელიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ექსპორტია.   უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავსტრალიამ 443 ფიზიკურ პირს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, ასევე 33 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.   ასევე წაიკითხეთ:   ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს

რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ სანქციები გამო პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს 

რუსეთის უდიდესი აეროპორტი, მოსკოვის „შერემეტიევო“, პერსონალის ნაწილს სახლში უშვებს. ამის მიზეზია საჰაერო გადაზიდვების შემცირება, რაც დასავლეთის სანქციებითაა გამოწვეული, ამის შესახებ „იზვესტია“ აეროპორტის გენერალური დირექტორის, მიხაილ ვასილენკოს წერილზე დაყრდნობით წერს. გამოცემას წყარომ „შერემეტიევოდან“ შეატყობინა, რომ ჯერჯერობით პერსონალის 40%-ს დროებით დაითხოვენ. ეს დაახლოებით 6-7 ათასია 18 ათასი თანამშრომლიდან. როგორც გაზეთი წერს, „შერემეტიევოში“ საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად დაეცა დასავლეთის სანქციების შემდეგ, გამოცხადდა საინვესტიციო პროექტების შეჩერებისა და ტერმინალების ნაწილის დახურვის შესახებ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ჟოზეპ ბორელი: ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ ​უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული.  „ეს არაა ომი, ესაა ქვეყნის მასობრივი განადგურება“, - აღნიშნა ბორელიმ. მისი თქმით რუსეთი „ომის კანონებს“ არ ითვალისწინებს. ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამიტის წინ განაცხადა,  რომ ევროკავშირი მზადაა იმსჯელოს ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.  „ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სანქციები შეგვიძლია დავუწესოთ რუსეთს, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში", - თქვა ბორელიმ. ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს უახლოეს ხანებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევრო გამოყოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.    უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

რუსული Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს

რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი აცხადებს, რომ 21-25 მარტს ტოლიატსა და იჟევსკში მდებარე ქარხნებში წარმოებას ნაწილობრივ აჩერებს. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ინფორმაციით, წარმოების შეჩერების მიზეზი ნაწილების დეფიციტია.  Avtovaz-ი, რომელსაც ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს, ნაწილების დეფიციტის გამო, მიმდინარე თვეში მუშაობას პერიოდულად აჩერებს.  Renault იჟევსკში ადგილობრივი ბაზრისთვის, LADA-სთან ერთად, ორ მოდელს - Logan-სა და Sandero-ს უშვებს.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ სანქციები გამო პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ბრიტანეთი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაციას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „გაზპრომის“ ადგილობრივი სამმართველოს დროებით ნაციონალიზაციისთვის ემზადება.  ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. Gazprom Marketing & Trading Retail Ltd დაახლოებით 30 ათას ბიზნეს-მომხმარებელს ემსახურება.  გამოცემის ცნობით, Gazprom Marketing & Trading Retail Ltd-ს ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება.  ენერგოკომპანიები სულ უფრო ხშირად აქცევენ ზურგს „გაზპრომს“ და უარს ამბობენ ბუნებრივი აირის შესყიდვებზე. რუსულ ენერგოგიგანტთან სულ რამდენიმე კომპანია დებს არასაბირჟო გარიგებებს.  ცნობისათვის, Gazprom Marketing & Trading-მა 2020 წელს ბრიტანეთის მეხუთედი ნაწილის გაზმომარაგება უზრუნველყო. „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მართვა ლონდონისა და მანჩესტერის ოფისებიდან ხდება. გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე Bloomberg-თან კომპანიის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ

იტალიურმა კომპანი loro Piana-მ, მათი ბრენდის ქურთუკის გამო, რომელიც პუტინს ეცვა თავი იმართლა

იმ ქურთუკის გამო რომელიც ვლადიმერ პუტინს მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე, 18 მარტს  ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქცია-კონცერტზე ეცვა, იტალიურ ბრენდ loro piana-ს თავის მართლება მოუწია. ამის შესახებ ilfattoquotidiano წერს.  ქურთუკი მილიონ ნახევარი რუბლი, დაახლოებით 13 000 ევროს ეკვივალენტი ღირს. როგორც loro piana აცხადებს, ეს ძველი კოლექციის მოდელია და მათმა კომპანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ეს ბაზარი დატოვა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ისინი სოლიდარულები არიან უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ და მაქსიმალურად ეხმარებიან ჰუმანიტარული კუთხითაც. გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე როცა ომის ეპიცენტრში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი თავის ხაკისფერი მაისურით და ქურთუკით, უბრალო და გასაგები ენით ყოველდღიურად ესაუბრება თავის ხალხს და მთელი მსოფლიოს ლიდერებს. სოციალური ქსელების პლატფორმიდან, სელფებით თუ ვიდეო ჩანაწერებით, სენატის, კონგრესის, ევროპარლამენტის თუ ბუნდესტარგის ტრიბუნიდან, ამ დროს პუტინი ან მონტაჟის მეშვეობით ან ცნობილი ბრენდების ქვეშ დაფარული ბრონჟილეტებით ჩნდება პუბლიკასთან. რაც შეეხება პუტინის დიდ გატაცებას ბრენდულ სამოსთან დაკავშირებით, ცოტა ბუნდოვანია როგორ შეძლებს მომავალში ამას პუტინი, იმ ფონზე როცა ყველა ცნობილი და დიდი ბრენდი შეუერთდა დაწესებულ სანქციებს და გავიდა რუსეთის ბაზრიდან, ხოლო მათ კი რომლის სამოსითაც შეიძლება გამოჩნდეს პუტინი უხერხული მდგომარეობა ექმნებათ და თავის მართლება უწევთ..როგორც ეს ,,loro piana-ს შემთხვევაში მოხდა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

ლატვიაში Yandex Go-ს აპლიკაცია დაბლოკეს

ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს.  ლატვიაში მიიჩნევენ, რომ რუსეთში კომპანიის სერვერებზე, მომხმარებელთა მონაცემების გადაგზავნა ხდება, რაც მათი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. „23 მარტიდან ოპერატორები Yandex Go-ს მობილური აპლიკაციით ვეღარ ისარგებლებენ და ეს მომწოდებელი ლატვიის ტერიტორიაზე მომსახურებას ვეღარ განახორციელებს. ხოლო ის მძღოლები და გადამზიდავები, რომლებიც აკრძალულ აპლიკაციას გამოიყენებენ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს.  ასევე წაიკითხეთ  კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა

შვეიცარიის ხელისუფლებამ ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა რუს მილიარდერს, „ალფა ბანკის“ მფლობელ პიოტრ ავენს. Reuters-ის ინფორმაციით, ბერნის კანტონის ქონების მართვის ოფისის თანახმად, აპარტამენტი ავენის საკუთრებაა. ცნობისთვისმ 67 წლის პიოტრ ავენი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შედეგად, ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  მედიის ცნობით, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა სიგრიდ კაარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივი ბანკებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან რუსული წარმომავლობის აქტივების გაყინვის შესახებ 188 ინფორმაცია შემოვიდა.    გასაულ კვირას ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ანგარიშებზე რუსული წარმომავლობის € 200 მილიონის გაყინვის შესახებ განაცხადა.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი €850 მილიონი ევრო გაყინა.  პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი კი პარლამენტში ოპოზიციასთან რუსული წარმომავლობის ქონების კონფისკაციის საკითხის წამოწევას გეგმავს.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

იაპონიის მსხვილმა ჰოლდინგმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაპონიის მსხვილი ჰოლდინგის  Eneos Holdings Inc-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის. ამის შესახებ Reuters  ქარხნის ხელმძღვანელ ცუტომო სუგიმორიზე დაყრდნობით წერს.  სუგიმორიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ამ ქვეყნის კომპანიებთან დადებული კონტრაქტები შესრულდება, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ რუსულ მხარესთან ხელს არცერთ კონტრაქტზე არ მოვაწერთ.  Eneos Holdings - იაპონიაში ერთ-ერთი მსხვილი ენერგოკორპორაციაა, რომელიც ენერგოსექტორში ჩართულ საწარმოებს მართავს, რესურსებს და ნედლეულს აწვდის.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა  KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა.  ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა.  ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონის გამოყოფას, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ენერგოემბარგოსგან თავი შეიკავეს. მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელიმ ახალი ფინანსური პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, დამატებით €500 მილიონის გამოყოფას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. სწორედ ამიტომ მივესალმებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და შეგახსენებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებას რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ინტერვენცია უკრაინაში“, – განაცხადა ბორელიმ. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, ბორელის განცხადებით, მინისტერიალზე ზოგიერთმა ქვეყანამ დააყენა ენერგორესურსების საკითხი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დღე არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, მინისტრებმა გააანალიზეს შესაძლო შემდგომი ზომები და არ ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ფორმალური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღონ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავდნენ. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ

აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად იახტები თურქეთში გადაიყვანა

რუსმა მიალიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით თურქეთში უკვე მეორე იახტა გადაიყვანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამასთან გამოცემა წერს, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ. Eclipse, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა162.5 მეტრის (533 ფუტი) სიგრძით, კურორტ მარმარისში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, საბერძნეთის კუნძულებზე გავლით მოხვდა. იახტა ბერმუდის დროშის ქვეშ ცურავს.  აბრამოვიჩის მეორე იახტა  Solaris  $600 მილიონი ღირს. იახტაზე 100 ადამიანი ეტევა. ეს იახტა ერთი დღით ადრე კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, რათა თავიდან აირიდოს ევროკავშირის ქვეყნების წყლები, რომლებიც სანქცირებული ტერიტორიაა რუსი ოლიგარქებითვის. ცნობილია, რომ თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაიანაში, მაგრამ მაინც ეწინააღმდება NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

უმსხვილესი გადამზიდავი Maersk-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გადამზიდავმა, Maersk-მა რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და განვითრებული მოვლენების გამო,  ბაზარს ტოვებენ და რუსეთში აქტივების გაყიდვას გეგმავენ.   ამასთან კომპანია აღარ მიიღებს ახალ შეკვეთებს და რუსეთის ფედერაციაში ყველა სერვისს აჩერებს.  გადამზიდავი A.P. Moller-Maersk A/S მსოფლიოს 130 ქვეყანაში საქმიანობს და ჰოლდინგში 80 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ Maersk-მა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა.  რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა. ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა.  ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

სანქციების გამო საზღვარგარეთ რუსული ავიახაზების 78 თვითმფრინავი დააკავეს

რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია „მინტრასის“ ხელმძღვანელ ვიტალი საველიევზე დაყრდნობით წერს.  საველიევის განცხადებით, ავიალაინერები „მეგობარ ქვეყნებშიც“ დააკავეს. მათ შორის - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანამდე კი ქვეყნის 111 გადამზიდავი 1367 თვითმფრინავს ფლობდა.  რუსეთი ცდილობს მოელაპარაკოს აღმოსავლეთის სალიზინგო კომპანიებს და ახალი თვითმფრინავების წარმოება დაიწყოს. ამ დროისთვის ავიაპარკის რუსეთის რეესტრში გადატანა მიმდინარეობს. რეესტრში 800 ავიალაინერია აღრიცხული.  ასევე წაიკითხეთ  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

აშშ-ის სანქციები ახალი პაკეტი რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტატეზე გავრცელდება. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.  ახალი სანქციები საჯარო 24 მარტს გახდება, ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის მეორე დღეს.  გამოცემის ცნობით, სანქციები ევროკავშირთან კორდინაციის საფუძველზე შემუშავდა.  შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბოლოს რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები 11 მარტს გამოსცა. მაშინ სანქციების ქვეშ მხოლოდ 12 დეპუტატი მოექცა.  ამასთან, ევროკავშირის სანქციების სიაში რუსეთის დუმის 351 წევრია, რომელთაც უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩატარებას ხმა მისცა.   ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 წევრია, ხოლო ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში 170.  24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.   ასევე წაიკითხეთ  იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

საფრანგეთის მთავრობის სპიკერი: რუსი ოლიგარქების $800 მილიონის აქტივები დაყადაღდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი გაბრიელ ატალი ავრცელებს, იუწყება CNN.  „ეს სანქციები რუსეთში იგრძნეს, სადაც ეკონომიკა მერყეობს. რუბლი კოლაფსს განიცდის, ბირჟები დიდწილად დახურულია და ცენტრალური ბანკი ძლიერად დაზარალდა“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა. ევროკავშირის მიერ მარტის დასაწყისში დაწესებული სანქციები 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსზე ვრცელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს    

რუსეთიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის გამო 96 865-მა მოქალაქემ სამსახური დაკარგა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის შედეგად, რუსეთის 95 865 მოქალაქე უმუშევარია. ამის შესახებ რუსული მედია პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერ გალინა კარელოვაზე დაყრდნობით წერს.  იმ ადამიანებმა ვინც სამსახური დაკარგა ძირითადად მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარასა და კალუჟის ოლქში ცხოვრობენ.  ამასთან 36 765-მა ორგანიზაციამ სადაც 8,4 მილიონი მოქალაქე მიშაობს, რეჟიმის ცვლილების შესახებ განაცხადეს.  პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს.  მანამდე გამოცემა Forbes წერდა, რომ რუსეთში 200 ათას ადამიანს ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შემდეგ უმუშევრობა ემუქრება.  უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს.  ასევე წაიკითხეთ    Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს    ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა

WSJ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ

"მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გავრცელდებოდა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" მფლობელზე რომან აბრამოვიჩიზე", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელმაც შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი 

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.  ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს. სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის 24 მარტს აპირებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. სახელმწიფო უშიშროების სფეროში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 22 მარტს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები არაა მიმართული მხოლოდ „ახალი სანქციების შემოღებასთან, არამედ სანქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველყოფისკენ“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 400-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.  „ვაცხადებ დამატებით სანქციებს რუსული ელიტის, საკანონმდებლო ორგანოს 400-ზე მეტი წარმომადგენლისა და თავდაცვის კომპანიებზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ტკივილი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  სანქციები შეეხება Sberbank-ის ხელმძღვანელს და ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, ჰერმან გრეფს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს, მის კომპანიებსა და ოჯახის წევრებს, ასევე რუსული ფინანსური ინსტიტუტის, Sovcombank-ის გამგეობის 17 წევრს.  თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის კომპანიებს შორისაა რუსული ვერტმფრენები, ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია, მაღალი სიზუსტის სისტემები, NPK Tekhmash OAO და Kronshtadt.  შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

newsweek : სერგეი ლავროვის გერს პოლინა კოვალიოვას ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და ქონება დაუყადაღეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთის მთავრობის მიერ 24 მარტს გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გერი პოლინა კოვალიოვა მოხვდა. ამის შესახებ newsweek წერს.  გამოცემის ცნობით, პოლინა კოვალიოვა ფლობს 4 მილიონ ფუნტად შეფასებულ ქონებას ლონდონში. ჩანაწერების თანახმად, ის ცხოვრობს კენსინგტონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი პარკებით, ძვირადღირებული მაღაზიებითა და მუზეუმებით. დოკუმენტების მიხედვით, მან ქონება 2016 წელს, იპოთეკის გარეშე იყიდა.  newsweek-ის ინფორმაციით, ლავროვის გერს ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და და ძვირადღირებული ქონებაც დაუყადაღეს.  პოლინა კოვალიოვა რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომში“ მუშაობდა. შემდეგ კი სამთომოპოვებით კომპანია Glencore-ში. გამოცემის ცნობით ის სერგეი ლავროვს თითქმის ყველა ვიზიტისას თან ახლდა.  ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.  ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ვეღარ შეძლებს ევროპის შანტაჟს თავისი ენერგორესურსებით. მისივე თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებს არ მიეცემათ უფლება მოითხოვონ გადახდა რუბლებში, რადგან ეს იქნება სანქციების რეჟიმის ფაქტობრივი დარღვევა. „ასეთი გადაწყვეტილება იქნება ცალმხრივი, რაც არის შეთანხმების პირობების დარღვევა. ეს არის სანქციების გვერდის ავლის რეალური მცდელობა. ჩვენ არ დაგვიწესებია სანქციები, რათა მათი გვერდის ავლა სცადონ. გავიდა ის დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და ლატვიის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა აიგარს კალვიტისმა განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა რუბლებში გადახდის შესახებ არის ხელშეკრულებების დარღვევა. კალვიტისმა პირდაპირ განაცხადა, რომ ლატვია არ გადაუხდის გაზპრომს რუბლებში. "რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. უცხოური მედია ავრცელებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. ასევე წაიკითხეთ  ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს  ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv

შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა

შვეიცარიის მთავრობამ ამ დროისთვის სანქცირებული რუსების $6.17 მილიარდი ღირებულების აქტივები გაყინა.  „დღეს 5.75 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ოდენობის თანხებისა და აქტივების გაიყინა". - თქვა ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელმა, ერვინ ჰოლინჯერმა.  1-ელ მარტს შვეიცარიამ ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.   რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კანადის ხელისუფლება სანქციებს აწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე კანადის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას სანქციები დაუწესა. ამასთან, ფედერალურმა ხელისუფლებამ 32 რუსულ კომპანიას და სამთავრობო ორგანიზაციას აუკრძალა კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობისა და მარაგის მიღება. საპასუხოდ, რუსეთმა კანადის 313 წარმომადგენელი „შავ სიაში“ შეიყვანა და ტრუდოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.   შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

რუსეთში მშენებლობების 40% გაჩერდა

ინვესტიციების შემცირების გამო რუსეთში მშენებლობების 40% შეჩერებულია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ბაზრის კვლევა რუსეთის მენაშენეთა ასოციაციამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ლოჯისტიკის დარღვევისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მშენებლები იძულებული გახდნენ, რომ რიგი ობიექტების მშენებლობა შეეჩერებინათ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო ერთ თვეში რამდენიმე დასახელების საშენი მასალების ფასი 80%-ით გაძვირდა. ფასზე გავლენა რუბლის კურსთან ერთად სამშენებლო მასალების დეფიციტმაც იქონია.  სტატისტიკის თანახმად რუსეთში 1000-მდე საპროექტო კომპანიაა, აქედან 70% რამდენიმე რეგიონში მუშაობს, 25% კი მოსკოვსა და მის შემოგარენში აშენებს.  მოსალოდნელია კომერციული ფართების მშენებლობის 50%-იანი კლება. ექსპერტების შეფასებით ასევე მოსალოდნელია, რომ 2022 წელს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მინიმუმ 20%-ით შემცირდეს.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ასევე წაიკითხეთ  ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ

Reuters: ჩინური კომპანია რუსეთის ფედერაციაში ინვესტიციებს აჩერებს

ჩინური ენერგოკომპანია Sinopec, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და გაზის სეგმენტში საქმიანობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირისა და აშშ-ს მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.  გამოცემა აზუსტებს, რომ ჩინური კომპანია რუსეთში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა.  ცნობილია, რომ პეკინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმება, თუმცა როგორც გამოცემა წერს, „კულისებში“ ჩინეთის მთავრობა ბიზნესკომპანიებს ურჩევს, რომ რუსეთში ინვესტირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.  ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ  ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის

საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთის ფედერაციაში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის. წერს  Bloomberg. გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზია საერთაშორისო ზეწოლა კომპანიაზე, რომ გაყიდვებიდან რუსული პროდუქცია ამოიღოს.  „კომპანიის აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ ახლა მოპოვებულ ძვირფას ქვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბრილიანტები Tiffany-ის მაღაზიებში ჯერ ხელმისაწვდომი იქნება. რადგან ქსელში ის პროდუქციაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყიდებოდა“, - წერს გამოცემა.  Tiffany-იმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აკრძალვა ვრცელდება რუსეთში 21 მარტამდე მოპოვებულ ძვირგას ქვებზე. კომპანიაში არ ახსნეს, თუ რატომ აირჩიეს ეს თარიღი.  ,,Tiffany & Co” საიუველირო კომპანია დაარსდა 1837 წელს ჩარლ ლუის ტიფანის და ჯონ იანგის მიერ. პირველი მაღაზია დაარსდა მანჰეტენზე და მათი საფირმო ფერი გახდა ფირუზისფერი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

სერგეი ლავროვი: აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი. ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას“. „რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი,“- აღნიშნა ლავროვმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

მძღოლის ფული აღარ მაქვს, ცოლს უნდა ვთხოვო სამსახურში მატაროს -  სანქცირებული რუსი ბიზნესმენი

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, პეტრე ავენი  Financial Times- თან ვრცელ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაწესებულ სანქციებზე საუბრობს.  „ალფა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სანქციების გამო ძალიან გაუჭირდა და ახლა 30 წლიანი ბიზნესი წყალში ეყრება. „ბიზნესი სრულად გამინადგურდა, რასაც 30 წელი ვაშენებდი, წყალში ჩაიყარა. ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო? მძღოლისა და და დამლაგებლის ფული აღარ მაქვს, მანქანის მართვა არ ვიცი, ცოლს ან გერს უნდა ვთხოვო, სამსახურში მატარონ. არ ვიცი, ასე როგორ გაგრძელდება“,– ამბობს ავენი. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ავენის ქონება $5 მილიარდად იყო შეფასებული. ახლა ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია.  რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

იაპონურმა ბანკებმა Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციები შეაჩერეს

იაპონური ბანკები რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  აშშ-მა Sberbank-ი CARTA-ს სიაში დაამატა. შედეგად, ამერიკულ ბანკებს 26 მარტიდან მისი საკორესპონდენტო ანგარიშების დაბლოკვა დაევალათ. OFAC-ის სპეციალური ნებართვის გარეშე, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ გახსნან და შეინახონ Sberbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები, ასევე მიიღონ ტრანზაქციები მათი მონაწილეობით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე  მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა - გერმან გალუშენკო

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  რეგიონის ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მიწისქვეშა გაზსაცავებს ბუნებრივი აირის სტრატეგიული მარაგებისთვის სთავაზობს.  „ბუნებრი აირის ერთობლივი შესყიდვა და შენახვა უკრაინის გაზსაცავებში ევროკავშირის ქვეყნებს სახელმწოფო აგრესორისგან თავის დაღწევისა და რესურსების საიმედო მიწოდების საშუალებას მისცემს მთელი ევროპული კონტენტისთვის“, - აღნიშნა გაკუშენკომ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა

მევლუთ ჩავუშოღლუ:  რუს ოლიგარქებს შეუძლიათ ბიზნესსაქმიანობა თურქეთში, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს თურქეთში რუსი ოლიგარქებისა და მოქალაქეების ჩასვლას მიესალმებიან თუ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სამართალს ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას. ამის შესახებ Reuters წერს.   მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ  Doha Forum-ზე განაცხადა.  „თუ რუსი ოლიგარქები ან რუსეთის მოქალაქეები თურქეთში ჩამოსვლას მოისურვებენ, რა თქმა უნდა მათ ეს შეუძლიათ...თუ გულისხმობთ, შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს ბიზნესსაქმიანობა თურქეთში –რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, განვიხილავ. თუ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს სხვა ამბავია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  შეგახსენებთ, რომ თურქეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მკვეთრად აკრიტიკებს, თუმცა პრინციპულად გამოდის სანქციების წინაარმდეგ, რომელიც NАТО-ს მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს.  ამასთან როგორც მედია წერს, ორი იახტამ რომელიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს უკავშირდება, თურქეთის კურორტების სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა.   ასევე წაიკითხეთ  თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

ბრიტანეთში აბრამოვიჩის მეგობრის შვინდლერის ორი თვითმფრინავი დააკავეს

ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს.  ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა.  The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში.  Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ  დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters  სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

უკრაინა კომპანიებს, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, მშვიდობის ჯილდოს გადასცემს

კომპანიები, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს და რუსეთის ბაზარი დატოვეს, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციისგან მშვიდობის ჯილდოს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. “ჩვენი მიზანი - არც ერთი გროში აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა

კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

ნიდერლანდების ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება ვებგვერდზე გაავრცელა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ახალ ინვესტიციებს, ექსპორტსა და ბრენდის რეკლამებს აჩერებდა, ხოლო დღეს ბაზრის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი. “შოკირებული და დამწუხრებული ვართ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ყურებით, რომელიც გრძელდება და მწვავდება”, - წერია კომპანიის განცხადებაში. საგულისხმოა, რომ Heineken რუსეთში სიდიდით მესამე ლუდის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ სამ ბრენდს ფლობს.ამას გარდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1800 დასაქმებულს ხელფასს 2022 წლის ბოლომდე შეუნარჩუნებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

Carlsberg-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს 

დანიური ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კონცერნი Carlsberg-ი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო აპირებს გაყიდოს აქტივები და დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ Ruters წერს.  Carlsberg-ი რუსეთში ფლობს უდიდეს ლუდსახარშ „ბალტიკას“. „მივიღეთ რთული და აუცილებელი გადაწყვეტილება, რათა მოვახდინოთ რუსეთში არსებული ჩვენი ჰოლდინგის ქვეყნიდან სრული გაყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ აღარ ვიქნებით რუსეთში", - ნათქვამია კონცერნის განცხადებაში. ჯერ კიდევ 9 მარტს, Carlsberg-ი აცხადებდა, რომ რუსეთში შეაჩერებდა საინვესტიციო პროექტებს, თუმცა მუშაობას გააგრძელებდა. Carlsberg ფლობს 140 ბრენდს, მათ შორის Carlsberg, Tuborg, Kronenburg, Baltika და სხვა. პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში. 2021 წელს რუსეთში ბიზნესის შემოსავალმა $960 მილიონი, საოპერაციო მოგებამ $100,41 მილიონი შეადგინა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ რუსეთის ბაზარი დატოვა ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Heineken-მა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

Bloomberg : რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში 26%-ით ეცემა

17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ  Bloomberg წერს.  გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია.  „რუსული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ნედლეულის მომხმარებლებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყეს“, - წერს გამოცემა.  შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  ასევე წაიკითხეთ  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ  ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს     

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთი სანქციების შედეგად ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.  ამასთან , დიმიტრი კულება აცხადებს, რომ ამას აკეთებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ კომპანიები, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ.  ცნობილია, რამდენმა კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი ბოლო 24 საათში.  -  Google-მა შეწყვიტა რუსული Android-სმარტფონების ლიცენზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები Android-სმარტფონებს ვერ აწარმოებენ ადგილობრივი ბაზრისთვის; - აშშ-ის ერთ-ერთმა უძველესმა სასწავლებელმა - იელის უნივერსიტეტმა რუსეთიდან ინვესტიციები გაიტანა; - ამერიკულმა კომპანია  Clorox-მა, რომელიც სამომხმარებლი ქიმიის მსოფლიო მწარმოებელია რუსეთის ფედერაციაში ყველა ბიზნეს-ოპერაცია შეაჩერა; - Grammarly ონლაინ-სერვისი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ინგლისურ ენაზე ტექსტების შედგენისას, მომხმარებლებს რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიდან წვდომა დაუბლოკა. - Signet Jewelers – რომელცი მსოფლიოში საიველირო ნაწარმისა და ბრილიანტების მსვილი მომწოდებელია, თავის პარტნიორებს სთხოვა რომ რუსეთში საქმიანობა შაჩერონ. ამასთან დაუდასტურონ, რომ მათ მიერ Signet-ისთვის მოწოდებულ პარტიებში არ არის რუსული წარმოამვლობის ბრილიანტი და ლითონები;  - De Beers, რომელიც მსოფლიოში ბრილიანტის მომპოვებელი ყველზე მსხვილი კომპანიაა, აშშ-ის სანქციებს შეუერთდა რუსეთიდან ბრილიანტების იმპორტთან დაკავშირებით. - კატარმა შეაჩერა ახალი ინვესტიციები რუსეთში. კატარის ფონდი QIA წილი რუსეთში, ინვეტიციებში 18,53%-ია: - საინვესტიციო ფონდი ОАЭ Mubadala Investment Company რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს; - ავიაკომპანია SriLankan Airlines-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა; - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitchრუსეთს სანციების გამო სუვერებული რეიტინგი შეუჩერა; -  Bloomberg-ი 3 აპრილიდან თავის ტერმინალებზე მომხმარებლებს რუსეთიდან წვდომას შეუზღუდავს; - Heineken-მა და Carlsberg-მა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადეს; -  Bacardi Limited-მა რუსეთში ბრენდების ექსპორტი შეჩერა. ასევე კომპანიამ სრულად „გაყინა“ რუსეთის ბაზარზე სარეკლამო კამპანია; -  Ab Invbev შეაჩერა ბრენდ Bud-ის წარმოების ლიცენზია;- საფრანგეთმა და იაპონიამ შეაჩერეს ფონანსური პროექტები რუსული გაზის კომპანია „ნოვეტეკში“, იგეგმებოდა თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც $23 მილაირდ შეადგენდა; -  G7-ს ქვეყნებმა რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვეს;„ჩვენ არ გავჩერდებით. საჭიროა მეტი დიდი და პატარა სანქცია. ამასთან არ შეგვიჩერებია ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებიც უარს არ მბობენ „სისხლიან რუსულ ფულზე“, - წერს კულება.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს.  კლიენტებს შეუჩერდებათ Bloomberg-ის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა - მათ შორის ტერმინალზე, მონაცემთა ლიცენზიებზე, მონაცემთა წყაროებსა და ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე.  საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, გამორთულია რუსულ ფასიან ქაღალდებზე სავაჭრო ფუნქციებიც. რუსული აქციები Bloomberg-ის გლობალური კაპიტალის ინდექსებიდან 9 მარტს ამოიღეს, ხოლო მისი ობლიგაციები ამოღებულია ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებიდან, რომლებიც თვის ბოლოს ბალანსდება.  4 მარტს Bloomberg-მა განაცხადა, რომ გააჩერებს ჟურნალისტების საქმიანობას რუსეთში მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის შესახებ.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ  დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ევროკავშირი  G7-ის ქვეყნების კვლადდაკვალ რუსული გაზის რუბლზე ყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რუსული მედია ევროკომისიის წევრ ერიკ მამერზე დაყრდნობით წერს.  მისი თქმით, ევროკავშირი მონაწილეობდა G7-ის წევრ ქვეყნების ჯგუფთან ერთად ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობდა და „დიდი შვიდეულის“ დასკვნები ევროკავშირისთვის სამართლიანია.  „ჩვენი პოზიცია იგივეა რაც G7-ის“, - აცხადებს მამერი კითხვის პასუხად, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ევროკავშირი ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც რუსული გაზი რუბლებში უნდა გაიყიდოს.  „რაც შეგვეხება ჩვენ, ვთქვით რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს დოლარში ან ევროში“, - აღნიშნა მან.  მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად დააყადაღა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის დაყადაღების ბრძანება პირველად გასცა. 38 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტა Phi-ის მფლობელი ოლიგარქის სახელი ცნობილი არ არის. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაფსის თქმით, ეს ნაბიჯია „მკაფიო და დაუფარავი გაფრთხილება პუტინისა და მისი მეგობრებისთვის". მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის.  ასევე წაიკითხეთ სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია  იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

პოლონეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სამართლებრივ-ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ უკრაინული მედია TVN24-ზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ მეტს ვეღარ დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პეტრე მიულერმა.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე სანქციების შემოღებას გეგმავდა. თუმცა ამ დრომდე ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.   დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის.  ასევე წაიკითხეთ  გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა. ინფორმაციას იაპონიის მთავრობა ავრცელებს.  იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდამ 5 აპრილს ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებზე ემბარგოს დააწესებს. „ჩვენ მკაცრი სანქციების განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვიმუშავებთ, მათ შორის დიდი შვიდეულის ჯგუფის ქვეყნებთან". - თქვა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ. იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მანქანები შეადგენენ იაპონიიდან რუსეთში მიმავალი გადაზიდვების დიდ ნაწილს. 2020 წელს გადაზიდული მანქანების ღირებულებამ შეადგინა 627,8 მილიარდი იაპონური იენი ($5 მილიარდი) 1 მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ  დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

მედია: ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ბანკებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.  გამოცემის ინფორმაციით იგეგმება სანქციების გამკაცრები ბანკებისთვის და რუსი ოლიგარქების ოჯახების წევრებისთვის. ასევე იგეგმება მათთვის კრიპტოვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, რასაც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებენ.  გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სანქციების გამკაცრებას იმ ოთხი ბანკისთვის გეგმავს, რომლებიც SWIFT სისტემიდან ამოიღეს. სანქციები გავრცელდება „ვითიბი“ ბანკზე, რომლის აქტივებიც აშშ-სა და ბრიტანეთში გაყინეს, ხოლო ევროკავშირმა ამ ბანკთან მიმართებით სანქციებისგან თავი შეიკავა.  ჯერ-ჯერობით სანქციერებულთა სიაში არაა „სბერბანკი“, რომელიც ევროპული კომპანიების ენერგოდანახარჯების გადახდებს ემსახურება.  ამასთან, გამოცემის ცნობით, უკვე არსებობს რუსი ოლიგარქების „შავი სია“.  The Wall Street Journal წერს, რომ ახალი სანქციების შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რადგან ეს საკითხი ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის უნდა შეტანხმდეს.  ცნობილია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში იმყოფებიან და ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს.  აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ, რომლებიც კრიტიკულია უკრაინაში განგრძობითი შეჭრისთვის, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებზე,- განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ 30 მარტს გააკეთა.  შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში

„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან ჩვენი სანქციების სიძლიერით. ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას, ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში. მიზანში ამოღებული გვაქვს არა მხოლოდ ოლიგარქების ბიზნესი, არამედ მათი აქტივები და ცხოვრების საერთაშორისო სტილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიზანია „აკრძალოს რუსი ოლიგარქების წვდომა გაერთიანებული სამეფოს საავიაციო და საზღვაო ტექნიკურ სერვისებზე". საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი კრძალავს თვითმფრინავების ან გემების ტექნიკურ მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ან მათ ბიზნესებს ეკუთვნით“. ასევე დასტურდება, რომ სანქციები გაძლიერდება რუსი ბიზნესმენების, ევგენი შვიდლერისა და ოლეგ ტინკოვის მიმართ. 24 მარტს ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.  ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს. სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა

იტალიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედერი დააყადაღა. ამის შესასხებ The Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჯავშნიანი მერსედესი უსმანოვის იმ აქტივებს შორისაა, რომელიც იტალიის საგადასახადო პოლიციამ სარდინიაში მარტის დასაწყისში დააყადაღა. გამოცემის ინფორმაციით, შავი ფერის Mercedes Maybach S650 Guard VR10-ის ღირებულება € 600 000 მეტია. ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს. ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო. Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო. ამავე თემაზე რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

EBRD: ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს აღდგება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით ომი რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. თუ ცეცხლი დროულად არ შეწყდა ორივე ქვეყნის ეკონომიკა 25 წლის წინ დაფიქსირებულ მაჩვენებლამდე შემცირდება.  24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანა გაანადგურა, ხოლო მოსკოვი მასშტაბური სანქციების წინაშე დააყენა, რამაც ის გლობალური ფინანსური სტრუქტურიდან გათიშა. მკვეთრად გაიზარდა საქონლისა და ენერგიის ფასები. EBRD-ის მთავარი ეკონომისტის, ბეატა იავორჩიკის თქმით, უკრაინის ეკონომიკა წელს 20%-ით შემცირდება. თუ ცეცხლი რამდენიმე თვეში შეწყდება, ქვეყნის მშპ 2023 წელს, შესაძლოა, 23%-ით აღდგეს. სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 10%-ით შემცირდება, 2023 წელს კი ნულოვანი ზრდა ექნება. ორივე ქვეყნისთვის შემცირება 1994 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი იქნება. ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა ნავთობისა და გაზის სანქციების გამო დაახლოებით $30 მილიარდის საექსპორტო შემოსავალი დაკარგა, რაც მშპ-ს დაახლოებით 2%-ს შეადგენს. EBRD-ი რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე გადაწყვეტს შეაჩეროს თუ არა რუსეთისა და ბელორუსიის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა განუსაზღვრელი ვადით. კრედიტორი, რომელიც სამი ათეული წლის წინ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ეკონომიკებში ინვესტირების მიზნით შეიქმნა, ამჟამად დაახლოებით 40 ეკონომიკაში მუშაობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ განაცახდა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ორგანიზაციის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  „შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე, ასევე რამდენიმე ევროკომისარსა და ორგანიზაციის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. სანქციერებულთა სიაში არიან ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ეწევიან ანტირუსული პოლიტიკის პროპაგანდას“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმოამდგენლები და მედიასაშუალებების თანამშრომლები, „რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციების შემოღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.  ამ დორისთვის „შავი სია“ გამოქვეყნებული არ არის.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

აშშ-მ რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებსა და 13 პირს ახალი სანქციები დაუწესა

31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქცები დაუწესდა მიკროსქემების უმსხვილეს მწარმოებლებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. კერძოდ 13 პირსა და 21 ორგანიზაციას, მათ შორის სააქციო საზოგადოება „მიკრონს“ - რუსეთში მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელსა და ექსპორტიორს, ამასთან მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელს ამ ქვეყანაში. სამინისტრომ გააფართოვა სანქციების სფეროში უფლებამოსილება, რომელიც ეხება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებს, რაც ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს, სანქციები დაუწესოს ამ სექტორებში მომუშავე ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. Wall Street Journal-ის ცნობით,  26 მარტს ცნობილი გახდა, რომ „თეთრი სახლი“ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებდა. აშშ-მა სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დროებით შეზღუდვის შესახებ, ინფორმაცია უწყების ტელეგრამ არხზე გავრცელდა.  კერძოდ, 15 აპრილიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან 1.5 მილიონ ტონაზე მეტი ზეთის ექსპორტი აიკრძალება. 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სრულად იკრძალება რუსეთიდან მზესუმზირის ექსპორტიც. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მზესუმზირის ზეთის დეფიციტისა და  ფასის ზრდის პრევენციისთვის მიიღო. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 76.7% რუსულია. 

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

გერმანია და საფრანგეთი რუსული გაზის იმპორტის პოტენციური შეწყვეტისთვის ემზადებიან, რადგან მოსკოვი 1-ელი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის რუბლში დაფარვას ითხოვს, რაზეც ევროპელები არ თანხმდებიან. ამის შესახებ Le Figaro წერს.  გამოცემის ცნობით, დღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცახდა, რომ რუსული გაზის საფასურს მხოლოდ კონტაქტში მითითებული ვალუტით გადაიხდიან.  ამასთან გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ გაბეკმა თქვა, რომ გერმანია ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა, მათ შორის ევროპაში რუსული გაზის ნაკადების შეჩერებისთვისაც.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. G7-ის ქვეყნების შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა 30 მარტს განაცხადა ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელის თებერვლის მეორე ნახევრიდან ოქროს რეზერვების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა, განაცხადა, რომ რეზერვები თვენახევარში $40 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს.  გამოცემის ცნობით, ოქროს რეზერვების შემცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინანსურ სანქციებს უკავშირდება.  ცენტრალური ბანკის ცნობით რუსეთის ოქროს რეზერვები 18 თებერვლიდან 25 მარტამდე $38,8 მილიარდით $604,4 მილარდამდე შემცირდა.  „ოქროს რეზერვების შემცირება ძირითადად სავალუტო ოპერაციებითა და აქტივების გადაფასებით იყო გამოწვეული“, - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე

ესტონეთმა Yandex.Taxi-ს ქვეყანაში მუშაობა აუკრძალა

ესტონეთის მთავრობამ რუსულ ტაქსის კომპანია Yandex.Taxi-ს სანქცია დაადო და ქვეყანაში მუშაობის უფლება აუკრძალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ "Yandex ტაქსისთვის მუშაობის აკრძალვა მკაფიო სიგნალია, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას შევთავაზეთ, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც დაუწესონ სანქცია იანდექსს". - თქვა კაია კალასმა. ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ანდრეს სუტიმ განაცახადა, რომ იანდექსისთვის მუშაობის აკრძალვის მიზანი ის, რომ ესტონელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ამ კომპანიის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს. „ეს ესტონეთის უსაფრთხოებას სეროზულ საფრთხეს უქმნის". - ამბობს სუტი. 21 მარტს ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ასევე წაიკითხეთ ლატვიაში Yandex Go-ს აპლიკაცია დაბლოკეს

ნიდერლანდებმა €516 მილიონის რუსული აქტივი გაყინა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო €516 მილიონის რუსული აქტივი გაყინეს და 154 მილიონი ტრანზაქცია დაბლოკეს.  22 მარტის მდგომარეობით, გაყინული აქტივების მოცულობა  € 400 მილიონს შეადგენდა.  ამასთან ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებში შესაძლებელია იმ ქონების კონფისკაცია, რომელსაც რუსები ფლობენ და დახურული სააქციო საზოგადოების სახელზეა რეგისტრიებული.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა

რუსული „სბერბანკის“ ფილიალმა ბრიტანეთის სასამართლოს თანხმობა მიიღო ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დაშვების შესახებ. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივად რუსული ბანკის ფილიალის გაკოტრების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg წერს.  გამოცემის ცნობით, ბანკის საკონტროლო პაკეტს რუსეთის ხელისუფლება ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ „სბერბანკის“ ფილიალს ბრიტანეთში სანქციები არ შეხებია, დედა კომპანიას ბრიტანეთის გავლით საკლირინგო გადახდები აეკრძალა და აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან კავშირი გაწყვიტა.    ამასთან Sberbank CIB U.K.-მა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მომხმარებლის წინაშე ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ ბრიტანეთის ბაზარზე საქმიანობას შეაჩერებს.  „სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.  ასევე წაიკითხეთ  ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს

მედია: რუსეთი ფრანგული შამპანურის გარეშე დარჩა

რუსეთში ფრანგული შამპანურის შეტანა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეჩერდა. ამის შესახებ რუსული მედია „ფრანგული შამპანურის სახლის“ გენერალურ დირექტორზე დავიდ შატიონზე დაყრდნობით წერს.  „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფრანგეთმა რუსეთში შამპანურის მოწოდება შეაჩერა. სამომავლოდ ამ პროდუქტის მოწოდების პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ეს მჭიდროდაა კავსირში გეოპოლიტიკურ ვითარებასთან“, - განაცხადა შატინიონმა.  მანამდე ღვინის სადისტრიბუციო კომპანია Fort-ის ხელმძღვანელმა დარია სოლოგუბმა მედიასთან განაცახდა რომ ევროპული ღვინობი მოწოდების შეჩერების შემთხვევაში სსომხეთიდან, საბერძნეტიდან, ჩილედან, არგენტინიდან, თურქეთიდან და სერბიიდან ექსპორტით ჩანაცვლდება.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

აშშ-ს ახალი სანქციების სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 120 ორგანიზაცია, მათ შორის „კგბ“და თავდაცვის საწარმოები

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციების სიაში რუსეთისა და ბელორუსის კიდევ 120 ორგანიზაცია დაამატა, რომელთაც კავშირი აქვთ აეროკოსმოსურ და საზღვაო სექტორებთან. შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნება აშშ-ის ფედერალურ რეგისტრის ვებგვერდზე 7 აპრილს იგეგმება.  ახალი სანქციების სიაშია ბელორუსის „კგბ“ (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი), სპეცდანაყოფი „ალფა“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, სახელმწიფო საწარმო „ვარსკვლავი“, ცენტრალური აეროჰდროდინამიკური ინსტიტუტი და სხვა.  დოკუმენტის თანახმად, ამ ორგანიზაციების საქმიანობა „ეწინააღმდეგება ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს, ან ქვეყნის შიდა პოლიტიკსა“. მანამდე, „თეთრი სახლის“ წარმოამდგენელმა კეიტ ბედინგფილდმა განაცხადა, რომ სანქცირებული კომპანიები ვერ მიიღებენ „მოწინავე ამერიკულ ტექნოლოგიებს“ კიცენზიის გარეშე.  აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა. საპასუხოდ მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ლანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა ამერიკელ მაალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

CNN: რუსეთი რუბლს ხელოვნურად იჭერს

დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას უკვე ანგრევს. ამ ფონზე რუსეთის ხელიუფლება ცდილობს რუბლის კურსი ხელოვნურად დაიჭირონ და ეროვნული ვალუტა გაუფასურებისგან იხსნან. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტის მაღალჩინოსანმა CNN განუცხადა.  შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გამო რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. ანტირეკორდი 7 მარტს დაფიქსირდა, როცა ერთი დოლარი 143 რუბლი ღირდა. 1-ელი აპრილის მდგომარეობით აშშ დოლარი 88 რუბლი ღირდა.   რუსული რუბლის კურსის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში ახცადებენ, რომ რუსულმა ვალუტამ მსყიდველობითი უნარი დაკარგა, რადგან ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.  რაც შეეხება რუბლის გამყარებას, აშშ-ის ფინანსათა სამინისტროში აცხდებენ, რომ ეს პროცესი დროებითია და ექსპორტიორებისთვის სავალუტო შემოსავლის 8%-ის გაყიდვის მოთხოვნას, ასევე სავალუტო გადარიცხვების აკრძალვას უკავშირდება. ამ ნაბიჯების შედეგად რუბლზე მოთხოვნა ხელოვნურად გაიზარდა.  „რეალურად რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში გადადის და დეპრესიაშია მაღალი ინფლაციის გამო“, - აცხადებენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელის თებერვლის მეორე ნახევრიდან ოქროს რეზერვების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა, 32 მარტს განაცხადა, რომ რეზერვები თვენახევარში $40 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს.   ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

Wizz Air-ი რუსეთში ფრენებს აჩერებს

 უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი რუსეთის ფედერაციაში ფრენებს 30 ოქტომბრამდე აჩერებს.  ამის შესახებ კომპანიამ განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. მომხმარებელი ავაიაბილეთების დაჯავშნას ვეღარ შეძლებს. დამატებითი ცვლილებების შესახებ კომპანია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.  Wizz Air-ი 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. Wizz Air-მა პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა. 2015 წლის 25 თებერვალს Wizz Air-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ბრიტანეთმა რუს ოლიგარქთან დაკავშირებული მესამე თვითმფრინავი დააკავა

ბრიტანეტეთში დააკავეს რუს ოლიგარქთან დაკავშირებული მესამე თვითმფრინავი. ამის შესახებ The Guardian ტრანსპორტის მინისტრ გრენტ შაპსზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ უსაქმოდ არ დავჯდებით და ვუყურებთ მათ, ვინც პუტინის მფარველობის წყალობით მილიარდებს შოულობს, უპრობლემოდ ცხოვრობს, მაშინ როცა სადღაც უდანაშაულო ადამიანებს კლავენ“, - განაცხადა მან. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, თვითმფრინავი დარჩება აეროპორტში, ვიდრე  ბრიტანელი ოფიციალური პირები არ დარწმუნდებიან, რომ ის ექვემდებარება სანქციებისა და შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ ყველა თვითმფრინავზე. ტრანსპორტის სამინისტროში არ აცხადებენ, თუ რომელ ოლიგართან შეიძლება იყოს  დაკავშირებული ბრიტანეთში დაკავებული თვითმფრინავი.  ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია რუს ოლიგარქ ევგენი შვიდლერთან, აბრამოვიჩის თანამოაზრეთან დაკავშირებული ორი თვითმფრინავის დაკავების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს 38 მილიონი ფუნტის ღირებულების ელიტარული იახტა დააკავეს ლონდონის სანაპიროზე. მისი ოფიციალური მფლობელი არ არის სანქციების სიაში, მაგრამ რეალური მფლობელის სახელი ჯერ უცნობია.  მანამდე The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული რუსების არაერთმა თვითმფრინავმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველი კვირის შემდეგ, მოახერხა ევროკავშირისა და ბრიტანეთის აეროპორტების გამოყენება.  ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს.  ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა.  The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ  დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters  სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა    

აშშ: რუსი ოლიგარქები სანქციების მიუხედავად აქტივების დამალვას მაინც ახერხებენ

აშშ-ის პროკურატურამ იპოვა მტკიცებულება, რომ რუსი ოლიგარქები ცდილობენ სანქციებისაგან თავის არიდებას და აქტივების დამალვას. ამასთან, ამას ცდილობენ ის რუსებიც, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდება.  ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან არსეობული პერატიული ჯგუფის KleptoCapture-ს გენერალურმა პროკურორმა ანდრიუ ადამსმა განაცახდა.  ადამსი ამბობს, რომ ოლიგარქების მცდელობას დამალონ აქტივები, ხელს უშლის უპრეცედნტო საერთაშორისო თანამშომლობა, იმისთვის რომ რუსული ელიტა კაპიტალის დამალვაში ამხილონ.  „არსებობს მცდელობები - რამდენიმეს შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია...მაგალითად იახტების გადაადგილება, თვთმრინავების გადაყვანა იმ იურისდიქციაში, სადაც ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ მათი აქტივების დაყადაღება რთული იქნება“, - აღნიშნა ადამსმა.  მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ოლიგარქების კვალის მიგნება რთულია, რადგან აქტივები დამალულია ფიქტიურ კომპანიებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული. თუმცა ადამსი ამბობს, რომ აშშ-ს პროკურატურა ინფორმაციას იღებს იმ ადგილებიდან, რომლებიც ადრე ოლიგარქების აქტივების გადასამალად „უსაფრთხოდ იყო მიჩნეული“.  მაღალჩინოსანმა არ დაასახელა კონკრეტული იურისდიქციები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან და ასევე ის პირები, რომლებზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე  

კომპანია Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა რუსეთი დატოვა

კომპანია Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა ელენა ბუნინამ რუსეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ Forbes კომპანიაზე დაყრდნობით წერს.  ბუნინამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს კვიპროზსზე იყო დასასვენებლად და მას შემდეგ რუსეთში არ დაბრუნებულა. „1-ელ მარტს გადავფრინდი ისრაელში და ბოლო თვეა თელავივის ოფისში ვმუშაობ. მე არ დავბრუნდები რუსეთში, არ შემიძლია იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელსაც [კონფლიქტი] აქვს მეზობლებთან“, - აცხადებს ბუნინა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სატრანსპორტო იზოლირებას აპირებენ

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო იზოლირების პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუსტაფა ნაიმემ განაცხადა.  „გასულ კვირას, ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ჩვენს კოლეგებს თხოვნით, რომ რუსეთთან შეაჩერონ სატრანსპორტო მიმოსვლა. მადლობა ჩამოთვლილი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებს.რეაქცია მყისიერია. ველით საბოლოო შედეგს“, - აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი.   ამ პროცესს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები სავარაუდოდ უახლოეს 48-72 საათში დაიწყებენ.  მუსტაფა ნაიმეს თქმით, დადებით გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთის ფედერეაციისა და ბელორუსის საზღვრები დაიხურება და ავტომიმოსვლა და სატრანსპორტო გადაზიდვები შეუძლებელი გახდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

EBRD რუსეთსა და ბელორუსს დაფინანსებას უჩერებს

​რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ინფორმაცია EBRD-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ასევე აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა. გარდა ამისა, EBRD-ი „სარგებლობს ყველა უფლებით შეაჩეროს ან გააუქმოს არსებული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაცემა“. „სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით ამდენი წლის თანამშრომლობისა და აქტივობის შემდეგ ორივე ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობით ომმა უკრაინაში სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დავგმოთ უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სიტყვებია. ასევე, საჭიროა ორ ქვეყანას ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ შეარყიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს განცხადებაში EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო ბასო.  მისი თქმით, EBRD-ი ახლა ფოკუსირებულია 2 მილიარდი ევროს მდგრადობისა და საარსებო წყაროს მხარდაჭერის პაკეტი მიაწოდოს უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ლტოლვილთა კრიზისს. „ „ზომები შექმნილია კომპანიებისა და თემების დასახმარებლად. დაფინანსება სწრაფადაა ხელმისაწვდომი, რათა უკრაინულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ლიკვიდურობის მხარდაჭერა, სესხების გადავადება და ვაჭრობის დაფინანსება. სადაც ეს შესაძლებელია, ბიზნესებს დაეხმარებიან გადაადგილებაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც პირობები შესაძლებელს გახდის, ბანკმა ასევე დადო პირობა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაში. EBRD-ი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს თავის ყველა ქვეყანას, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს და მის ეკონომიკურ გავლენას“, – ვკითხულობთ EBRD-ის განცხადებაში. 29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.  ასევე წაიკიხეთ  EBRD: ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს აღდგება  

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი Gazprom Germania-ს დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს. 30 სექტემბრამდე „გაზპრომის“ შვილობილი გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს მფლობელობაში გადავა. ამის შესახებ Bloomberg გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკზე დაყრდნობით წერს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ამ ნაბიჯის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ  Gazprom Germania ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვან გაზის ინფრასტრუქტურას მართავს. გარდა ამისა, მისი თქმით, 31 მარტს „გაზპრომმა“ შეწყვიტა მონაწილეობა Gazprom Germania-ში და მის აქტივებში ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე და ამით დაარღვია ადგილობრივი კანონები. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. იუწყება Ansa. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს", - განაცხადა მან. იტალია თავისი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას. რუსეთის ჯარის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და სასტიკ დანაშაულების მტკიცებულებების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის კოორდინაციას გაუწევს სანქციების გამკაცრების საკითხს ევროკავშირის პარტნიორებთან და განსაკუთრებით გერმანიასთან. Financial Times იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს 6 აპრილს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე ავრცელებს: რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს; 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან; ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა; 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის, მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა  5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები; მიზანმიმართული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა;  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება

ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.  Bloomberg წერს, რომ პუტინის ქალიშვილებისადმი, კატერინასა და მარიას მიმართ სანქციების დაწესება ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, ფლობენ თუ არა ისინი მნიშვნელოვან აქტივებს რუსეთის ფარგლებს გარეთ.  პუტინის ქალიშვილების ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული, მათ სხვადასხვა გვარი აქვთ. კრემლს არასოდეს დაუდასტურებია პუტინის ქალიშვილების სახელები და არ გაუვრცელებია მათი სრულწლოვნების პერიოდში გადაღებული ფოტოები. 2015 წელს პუტინმა ქალიშვილების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამჟღავნა. მათ შორის, აღნიშნა, რომ ორივემ დაამთავრა რუსული უნივერსიტეტები და საუბრობენ არაერთ ენაზე. 36 წლის მარია ვორონცოვა Nomenko-ს თანამფლობელია. 37 წლის კატერინა ტიხონოვა კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს მართავს. 5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო რუსულ darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. ამის შესახებ Reuters წერს.  უწყების ცნობით, კრიპტობირჟები ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებენ. „მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში". - თქვა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. სანქციები Hydra-სა და კრიპტოვალუტა Garantex-ს დაუწესდა. ახალი სანქციებით, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ, მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია, მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე. ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის, რომელსაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო "ყველაზე დიდ და ცნობილ darknet-ის ბაზრად" აფასებს. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ დახურეს Hydra-ს სერვერები გერმანიაში და ამოიღეს 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი.  დახურვამდე, DarkMarket-ს, საშუალოდ 500 000 მომხმარებელი ჰყავდა და ევროპოლის მიხედვით, აქ ჯამში განხორციელდა 320 000 ტრანზაქცია. ამ ბაზარზე ვაჭრობდნენ ისეთი არალეგალური საქონლით, როგორიცაა ნარკოტიკები, ყალბი ფული, მოპარული საკრედიტო ბარათების დეტალები თუ მავნე კომპიუტერული პროგრამები. ევროპოლის შეფასებით, DarkMarket-ზე დღევანდელი კურსის ექვივალენტური 140 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქცია გაიყიდა, ბიტკოინისა და მონეროს კომბინაციით.

WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა

აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტში რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი „სბერბანკი“ მოხვდა. ცნობილია, რომ ევროკავშირი ამ ბანკის სანქციების ქვეშ მოქცევაზე ამ დრომდე თავს იკავებდა.  ამის შესახებ WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტში აკრძალვები ვრცელდება რუსეთში განსახორციელებელ ახალ ინვესტიციებზე და მსხვილ ბანკებში არსებულ უცხოურ აქტივებზე.  ძირითადად სანქციები შეეხებათ რუსეთის მსხვილ ბანკებს, მათ შორის იგეგმებას „სბერბანკის“ აქტივების გაყინვა.  სანქციების ახალ პაკეტში ჩართული იქნება „ვითიბი ბანკი“ და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც სანქციები ადრეც ამოქმედდა. ახლა კი ზეწოლა გაძლიერდება.  ასევე აშშ-ის სანქციები გავრცელდება რუსეთის ოფიცილურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე.  5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს

ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელ გერმან გრეფსა და „ალუმინის“ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ამატებს.  ამასთან სიაში მოხვდება რუსეთის ელექტრონული კომერციული პლატფორმის Ozon-ის მფლობელი ალექსანდრე შულგინი. ასევე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბორის როტენბერგი და ოქროს მომპოვებელი კომპანიის „პოლუსის“ მფლობელი საიდ ქერიმოვი.  სანქცირებულთა სიაშია „სურგიტნეფტგაზის“  გენერალური დირექტორი ვლადიმერ ბოგდანოვი, რომელის საწარმოც რუსეთის ნავთობის ბაზარზე მესამეა და მასზე მოპოვებული ნავთობის 10% მოდის.  თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს მხარს დაუჭერენ, მაშინ ამ პირებს აქტივებს გაუყინავენ და ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ. საგულისხმოა, რომ სია არაა საბოლოო და მის დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.    ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.  5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორისა პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი.  აშშ-ის სანქციები ეხება რუსეთის უშიშრობის საბჭოს წევრებს, ექს-პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს. მოქმედ პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს. სანქციების შედეგად გაეთიშებიან აშშ-ის ფინანსურ სისტემას და აშშ-ში მატი ყველა აქტივი გაიყინება. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.  ასევე წაიკითხეთ მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

Reuters: ჩინეთი რუსეთთან ახალი ნავთობკონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებს

ჩინეთის სახელმწიფოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთთან ნავთობის არსებულ კონტრაქტებს იცავენ, თუმცა, მიუხედავად დიდი ფასდაკლებებისა, ერიდებიან ახალ შესყიდვებს. ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აზიის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანია Sinopec-ი, ასევე CNOOC-ი, PetroChina და Sinochem -ი კვლავ ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან. ჩინურ სახელმწიფო ფირმებს ნავთობის დამატებითი მოცულობის შეძენით არ სურთ ღიად დაუჭირონ მხარი მოსკოვს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვაშინგტონმა ქვეყანაში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა რუს წერსულ ექსპორტიორებს, „როსნეფტსა“ და „გაზპრომნეფტს“ სანქციები დაუწესა. „SOE-ის წარმომადგენლები ფრთხილად არიან, რადგან სანქციების ფონზე, მათ არ სურთ რუსული ნავთობის იპორტიორებად გამოჩნდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური პირი Reuters-თან ინტერვიუში.  ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, რუსეთიდან დღეში 1,6 მილიონ ბარელს ყიდულობს. წყაროებზე დაყრდნობით, ჩინეთის სახელმწიფო ფირმები მიყვებიან რუსეთთან არსებულ გრძელვადიან კონტრაქტებს, თუმცა მათი გახანგრძლივებისგან ან ახალი შეთანხმებებისგან თავს იკავებენ. ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ბრიტანეთმა „სბერბანკსა“ და 8 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

ახალი შემზღუდავი ზომების თანახმად, ლონდონი რუსეთის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს და ბანკების გარდა 8 ოლიგარქს სანქციებს უწესებს. სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტისა და რუსეთის ფედერაციიდან ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, სანქცეიბი უწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკ "სბერბანკს" და მოსკოვის საკრედიტო ბანკს. ამავდროულად, გაფართოვდა ლონდონის მიერ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეთა სია და დაემატა 8 ფიზიკური პირი (ოლიგარქი): სერგეი ივანოვი "ალროსა"; ანდრეი აკიმოვი "გაზპრომბანკი"; ალექსანდრე დიუკოვი "გაზპრომნეფტი"; სერგეი კოგოგინი "კამაზი", ანდრეი გურიევი "ფოსაგრო"; ვიაჩესლავ კანტორი "აკრონი"; ლეონიდ მიხელსონი "ნოვატეკი"; ბორის როტენბერგი  „გაზპრომნეფტი“; ამასთან, ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს. 5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე 

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია  აღნიშნული.  კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და EFTA-ს ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უერთდებიან დეკლარაციას. დეკლარაცია მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს. „მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში. ევროპული საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც დანაშაულების ჩადენის მომენტში კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი. 29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რათა სამხედრო დანაშაულებზე მტკიცებულებები შეაგროვოს  

„ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსეთის ჯარები გავიდა. გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის მივუსამძიმრე და ამ საშინელ დროს ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ეს უკიდურესი სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის დამტკიცებამდე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენნი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. „ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. მისი ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები უკრაინაში. რუსეთი სასტიკ და დაუნდობელ ომს არა მხოლოდ უკრაინის მამაცი ჯარების, არამედ მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც აწარმოებს. ამ კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნება. სანქციების ოთხმა პაკეტმა მძიმე დარტყმა მიაყენა და შეზღუდა კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები. ხელშესახებ შედეგებს ვხედავთ. მაგრამ ცხადია, მოვლენების გათვალისწინებით, ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. დღეს შემოგვაქვს წინადადება, ჩვენი სანქციები მეტად გავაძლიეროთ. სანქციებს გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ, რათა რუსეთის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეიჭრნენ“,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი მნიშვნელოვანია და რუსეთს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს. „ამ მეხუთე პაკეტს აქვს ექვსი მიმართულება. პირველ რიგში, დავაწესებთ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ღირებულება წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სანქცია რუსეთს შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს. მეორე:ტრანზაქციების სრულად აკრძალვა ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე - VTB ბანკთან. ამ ოთხ ბანკს, რომლებიც ჩვენ ბაზრებს  სრულად ჩამოვაშორეთ, რუსეთის საბანკო სექტორში საბაზრო წილის 23% უკავიათ.ეს რუსეთის ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო შეასუსტებს. მესამე: რუსეთის გემებისა და რუსეთის სარგებლობაში მყოფი გემებისათვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარკვეული გამონაკლისები შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე - ენერგომატარებლებს.  გარდა ამისა, დავაყენებთ წინადადებას რუსეთის და ბელარუსის საგზაო სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვების დაწესების თაობაზე. ეს რუსეთის სამრეწველო დარგს საჭირო ნაწარმის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს. მეოთხე: 10 მილიარდი ევროს მოცულობის ექსპორტის აკრძალვა ისეთ მიზნობრივ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ყველაზე დაუცველია. ამაში შედის, მაგალითად, კვანტური კომპიუტერები და თანამედროვე ნახევარგამტარები, აგრეთვე მაღალი სიზუსტის მოწყობილობები და სატრანსპორტო ტექნიკა. ამით რუსეთის ტექნოლოგიური ბაზის და სამრეწველო სიმძლავრეების დასუსტებას გავაგრძელებთ. მეხუთე: ახალი აკრძალვები იმპორტზე, 5.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის ფულის ნაკადის შესამცირებლად ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ხის მასალა თუ ცემენტი, ზღვის პროდუქტები თუ ალკოჰოლური სასმელები. ამით რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ კავშირებს დავასუსტებთ. მეექვსე: მივიღებთ რიგ მიზანმიმართულ ზომებს, როგორიცაა რუსული კომპანიებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება როგორც ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. იმიტომ, რომ ევროპელთა მიერ გადახდილი გადასახადების თანხები რუსეთში არანაირი ფორმით ან სახით არ უნდა მოხვდეს. და ბოლოს, ასევე გთავაზობთ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას, რასაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგიხსნით. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და ვმსჯელოებთ წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ იდეაზე, როგორიცაა გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, როგორიცაა პირობითი დეპონირების ანგარიშები. დღეს მსგავს სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის არჩევანის წინააღმდეგ. მკაფიო პოზიცია მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ და მკაფიო პოზიცია მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის წინააღმდეგ“, - განაცახადა ევროკომისის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.  ასევე წაიკითხეთ:  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

BBC: ვინ არიან პუტინის ქალიშვილები

აშშ პირველად უწესებს სანქციებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოჯახის წევრებს. თეთრი სახლის ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სანქციები პუტინის „სრულწლოვან“ შვილებს დაუწესდებათ.   ვინ არიან პუტინის ქალიშვილები - ამის შესახებ BBC-მ რამდენიმე მედიაზე დაყრდნობით დაწერა.    რა არის ცნობილი პუტინის ქალიშვილებზე რუსეთის პრეზიდენტს ჰყავს ორი შვილი ლუდმილა პუტინასთან ქორწინებაში, რომელთან გაყრის შესახებაც მან 2013 წელს გამოაცხადა.  რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობს შვილებზე, მან ქალიშვილებთან გადაღებული ფოტო, ბოლოს 2002 წელს გამოაქვეყნა.  The New Times ცნობით, პუტინის უფროსი ქალიშვილია მარია ვორონცოვა. სააგენტო Reuters-მა 2015 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ფუნდამენტური მედიცინის კურსდამთავრებულია და კარიერას ენდოკრინოლოგიაში იკეთებს. ასევე მედია წერდა, რომ უფროსი ქალიშვილი ბიზნესმენ იორიტ იოსტ ფასენის მეუღლეა და ნიდერლანდებში ცხოვრობს. 2022 წლის მარტში გამოცემა Follow The Money დაუკავშირდა ფასენს, მან განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა პუტინის ქალიშვილზე დაქორწინებული.  ვორონცოვა - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია. 2017 წელს მან დისერტაცია დაიცვა თემაზე „ჰიპოფიზის ჯირკვლის მქონე ბავშვების მკურნალობა ზრდის ჰორმონის პრეპარატებით: სამედიცინო და ეკონომიკური ასპექტები“.  როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, მარია ვორონცოვა არის კომპანია Nomeco-ს თანამფლობელი, რომელიც ჩართულია რუსეთის ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი კერძო საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში. პუტინის ოჯახის ნაცნობმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილია. პუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა, როგორც სააგენტობი Reuters და Bloomberg 2015 წელს წერდნენ „ნაციონალური ინტელექტის განივითარების“ ფონდი დირექტორია. ეს ინფორმაცია BBC-ის რამდენიმე წყარომაც დაადასტურა.  ამასთან ტიხონოვა პუტინის შვილად აშშ-ის ფინანსთა მინისტრის პრეს-რელიზშიც იყო დასახელებული 2018 წლის 6 აპრილს. თავად პუტინი მასთან ნათესაურ კავშირს არც არასდროს ადასტურებდა და არც უარყოფდა.  2019 წლის მაისში BBC-ის ჟურნალისტები დაესწრნენ ტიხონოვას საკანდიდატო დისერტაციის დაცვას ლომონოსოვის სახელობის მექანიკის ინსტიტუტში. ტიხონოვას შრომა მიეძღვნა ვესტიბულური აპარატის შესწავლას და მისი ერთ-ერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი. 2019 წლის დეკემბერში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, BBC-ის კორესპონდენტმა ფარიდა რუსტამოვამ პუტინს დაუსვა კითხვა მისი ქალიშვილების შესახებ, მაგრამ მან პირდაპირ არ უპასუხა. „თქვენ ახსენეთ ერთი ქალი, მეორე. თქვენ ახსენეთ მათი პირადი წილები, ბიზნესის მოცულობა. თქვენ უბრალოდ მიუთითეთ ფაქტი, როცა ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, როგორი ბიზნესია, არის თუ არა ის იქ, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება“, - თქვა პუტინმა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება

ესტონეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული გაზზე უარს იტყვის

ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  2022 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტზე უარს იტყვის. ამის შესახებ უკრაინული მედია ERR-ზე დაყრდნობით წერს.  „რაც შეიძლება მალე უნდა შევწყვიტოთ გაზის ყიდვა პუტინის რეჟიმისგან, რადგან შემოსავალს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ მიწოდება და შევქმნათ ტერმინალი პალდისკში თხევადი ბუნებრივი აირის შესანახად.  ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის, შევიდეთ მომდევნო ზამთრის სეზონში რუსულ გაზზე ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. მან დასძინა, რომ ქვეყნის პრინციპული პოზიციაა, რომ გემები, რომლებიც გაზს LNG ტერმინალში მიაწვდიან, არ უნდა შეიცავდეს რუსულ გაზს. ამასთან ესტონეთი და ფინეთი შეთანხმდნენ ერთობლივად იჯარით აიღონ მცურავი LNG ტერმინალი, რომელსაც შეუძლია ორივე ქვეყანაში ჩასვლა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე.  1-ელი აპრილიდან ლიეტუვა პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი. რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

G7-ის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში ინვესტირება აკრძალეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ეკონომიკის „საკვანძო სფეროებში“ ახალი ინვესტიციები აკრძალონ.  როგორც G7-ის ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი, ინვესტიციების აკრძალვას ექვემდებარება ენერგეტიკის სფეროც.  ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ „რუსული ბანკების გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის პროცესი გაგრძელდება“.  G7-ის ქვეყნების განცხადებაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია დაანონსებული. კერძოდ ეს ეხება რუსეთის ელიტასა და მათ ოჯახებს.  „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ დააჩქარებენ რუსულ ენერგეომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად დასახულ გეგმას. ამავდროულად, ეტაპობრივად უარს იტყვიან რუსულ ქვანახშირზე.    5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

Bloomberg: 2022 წელს რუსეთში უმუშევრობის დონე შესაძლოა გაორმაგდეს

2022 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე რუსეთის ფედერაციაში ორჯერ გაიზრდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში 9%-ს პირველად გადააჭარბებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ექსპერტების შეფასებით რუსეთის შრომის ბაზარზე რისკის ზონაშია 2-მილიონამდე სამუშაო ადგილი.  „ეს მაგონებს 90-იანი წლების დასაწყისს, როცა რუსეთში დაიწყო რეფორმები და იხურებოდა ქარხნები“.- ამბობს გამოცემასთან საუბარში პროფესორი, ეკონომისტი ევგენი გონტმახერი.  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შრომის ბაზარზე კრიზისი თანდათან განვითარედება. კომპანიები ხელისუფლების ზეწოლის გამო თანამშრომლებს არ გაუშვებენ, თუმცა დაიწყება ხელფასების შემცირება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა ომის დაწყებიდან €35 მილიარდი დახარჯა რუსეთის ენერგომატარებლებზე და მხოლოდ €1 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის 

უკრაინას მივეცით თითქმის 1 მილიარდი ევრო. ეს შეიძლება ძალიან ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად ენერგიისთვის, რომელსაც გვაძლევს. ომის დაწყებიდან მას მივეცით 35 მილიარდი ევრო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში განაცხადა.  მისი თქმით, ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ, 35 მილიარდი ევრო გადაიხადა რუსეთის ენერგეტიკაში, რაც 35-ჯერ უფრო დიდი თანხაა უცხოეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან შედარებით. „ეს არის ის, რასაც უკრაინელები ჩვენგან მოელიან და ჩვენ ამას ვაკეთებთ; ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ... ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დაეხმარეთ მათ, რომ ებრძოლონ დამპყრობელ ძალებს“, - აღნიშნა ბორელმა.  7 აპრილს ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა.  5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

აშშ-მ „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სამ რუსულ ავიაკომპანიას „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა.  შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს, რომ ავიაკომპანიები ვერ შეძლებენ არა მხოლოდ ამერიკული პროდუქციის გატანას აშშ-დან, არამედ რეექსპორტს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. სანქციები დაწესებულია 180 დღის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით. აშშ-ს მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შეზღუდვები იმის გამოა მიღებული, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები დაარღვიეს.  რუსული ავიახაზები იყენებენ ამერიკული წარმოების თვითმფრინავებს, სანქციები კრძალავს მათ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილების შეძენას. სანქციების გამო, მეიჯარეების მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიების თვითმფრინავების დაკავება დაიწყო საზღვარგარეთ. ამან გამოიწვია რუსული ავიახაზების საზღვარგარეთ ფრენების თითქმის სრული შეწყვეტა. 14 მარტს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსული ავიახაზების მიერ იჯარით აღებული უცხოური თვითმფრინავების უფლებების რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ. კანონით ასევე ნებადართულია შიდა ფრენისუნარიანობის სერტიფიკატების გაცემა ისეთ თვითმფრინავებზე, რომლებსაც ასევე შეექმნათ სირთულეები სანქციების გამო. ამის შემდეგ „აეროფლოტმა“ განაახლა ფრენები ზოგიერთ უცხო ქვეყანაში. 18 მარტს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავების სია, რომლებიც აგრძელებენ ფრენას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად. სიაში შედიოდა აეროფლოტის 33 თვითმფრინავი, აქედან 23 Azur Air -ს ეკუთვნოდა, ხოლო 12 Utair-ს. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს  

ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ რატომ არ დაუწესა საქართველომ რუსეთს სანქციები

ჩვენ ვთქვით ცალსახად, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ დავაწესებდით ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს და, რა თქმა უნდა, სანქციები არის ამასთან პირდაპირ კავშირში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ სანქციების ეკონომიკურ ასპექტზეც ილაპარაკა. „ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამ ურთიერთობების მყისიერი ჩაჭრა კარგად მოგეხსენებათ, რასაც გამოიწვევს, იქნება უმძიმესი შედეგები ქართულ ეკონომიკაზე, იგივე ენერგეტიკის სფეროში ძალიან მძიმე იქნება ამ კავშირების ჩაჭრა რუსეთთან. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ან რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არის ორი ფაქტორი - ინტერვენციის რისკი და ეკონომიკური მხარე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შეძლებლობების მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, ისევე, როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კობახიძემ.  25 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცახდა, რომ საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში

შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7 აპრილის მდგომარეობით $8 მილიარდის (7,5 მილარდი შვეიცარული ფრანკი) რუსული აქტივები გაყინა, მას შემდეგ რაც კრემლთან დაახლოებული პირებისთვის პირველი სანქციები დააწესა. ამის შესასხებ Bloomberg ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივან ერვინ ჰოლინჯერზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, ეს ციფრი 30% გაიზარდა, იმ მონაცემებტან შედარებით, რაც შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრომ 24 მარტს წარმოადგინა. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

აშშ-ს შემდეგ პუტინის შვილებს სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა

აშშ-ს კვალდაკვალ პუტინის შვილებს სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გერიც. ამის შესახებ საუბარია სანქციების განახლებულ სიაში, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა 8 აპრილს წარმოადგინა.  სანქციების თანახმად ლავროვისა და პუტინის შვილების აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება, ასევე მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაც ეკრძალებათ. 6 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორისა პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი.  „ჩვენი სანქციების უპრეცედენტო პაკეტი ურტყამს ელიტას და მათ ოჯახებს, ამავდროულად ამცირებს რუსეთის ეკონომიკას იმ მასშტაბით, რაც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უნახავს”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება BBC: ვინ არიან პუტინის ქალიშვილები

აშშ-მ მსოფლიოში უმსხვილეს ალმასის მომპოვებელ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

„ალროსა“ და მისი 28 შვილობილი კომპანია სანქციების ქვეშ მოექცა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  „ალროსა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ალმასს მოიპოვებს. რუსეთის ფედერაციაში მოპოვებული ალმასის 90% ამ კომპანიაზე მოდის.  ამასთან სანქციები ვრცელდება 28 შვილობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებზე.  აშშ-ს სანქციებს კომპანიის პრეს-სამსახური გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ალროსას“ გენერალური დირექტორი სერგეი ივანოვი უხოეთში აქტივებს არ ფლობს, ამიტომ მასზე აშშ-სს და ბრიტანეთის სანქციები ვერ გავრცელდება.  „ალროსა“ მსოფლიოში ალმასების მსხვილი მწარმოებელია. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 27%-ს, ხოლო რუსეთის ბაზარზე 95%-ია. 2021 წელს „ალროსას“ გაყიდვებმა $4,169 მილიარდი შეადგინა.  აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო. „ბოლო სანქციები მივიღეთ რუსეთის არმიის მიერ ბუჩასა და სხვაო კუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მხეცობის შემდეგ. ჩვენი სანქციების მიზანია, შევაჩეროთ რუსული ჯარის უგუნური, არაადამიანური და აგრესიული ქცევა და კრემლში გადაწყვეტილების მიმღებები მივახვედროთ, რომ მათი უკანონო აგრესია ძვირად დაუჯდებათ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. რას ითვალისწინებს სანქციების მე-5 პაკეტი იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ამ დროისთვის ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს. იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. იკრძალება ნებისმიერი რუსული და ბელორუსიის ავტოტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა ევროკავშირის ფარგლებში და მათ შორის ტრანზიტი. გამონაკლისია ფარმაცევტული, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქცია. მათ შორის ხორბალი და ავტომობილები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებისთვისაა საჭირო. იკრძალება რეაქტიული საწვავის, კვანტური კომპიუტერების, მოწინავე ნახევარგამტარების, მაღალი ხარისხის ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, მგრძნობიარე მანქანების და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი. ახალი აკრძალვები ეხება ისეთი პროდუქტების იმპორტს, როგორიცაა ხე, ცემენტი, სასუქი, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლი. შეთანხმებული ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვები, შესაბამისად, 10 მილიარდ ევროს და 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის გარდა ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს იმ კომპანიებს, ვისმა პროდუქციამაც და ტექნოლოგიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გავლენა იქონია. სანქციები ეხება კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, ასევე სანქცირებულთა ოჯახის წევრებს. ამასთან, სრულად აიკრძალა ოთხი რუსული ბანკის ტრანზაქციები, რომელთაც საბანკო ბაზრის 23%-ი უჭირავთ. სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის მიზნით, ახალი პაკეტით ასევე გაფართოვდა კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვები. ევროკომისიის განაცხადებით, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, დამატებით 217 ადამიანი დაემატა ევროკავშირის შავ სიას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება და ისინი დაექვემდებარებიან ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. ჯამში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ადამიანების რაოდენობა 900-მდე გაიზარდა. ბლოკი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია. აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ზელენსკი: გვჭირდება სანქციების ისეთი კოქტეილი, რაც მოლოტოვის კოქტეილად დაგვამახსოვრდება

ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება, როგორც მოლოტოვის კოქტეილები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტში ვიდეოფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც ევროკავშირში თქვენს პარტნიორებს აქვთ... დაჟინებით მოითხოვეთ... მთლიანად უნდა გაწყდეს ეკონომიკური კავშირი ამ სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა დღეს სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ:  ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს

იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს. „რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებით და ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით. ეს უპატიებელი სამხედრო დანაშაულებია“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ამასთან Kyodo წერს, რომ იაპონიის ხელისუფლება აპირებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომელთა აქტივებსაც გაყინავს. ეს დაახლოებით 550 ადამიანია და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ასევე იაპონია რუსეთის ფედერაციაში ახალ ინვესტიციებს შეაჩერებს.  21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

კომპიუტერების მწარმოებელი Acer რუსეთში საქმიანობას აჩერებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თვენახევრის შემდეგ Acer რუსეთში საქმიანობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე  Acer-მა გადაწყვიტა რუსეთში საქმიანობა შეაჩეროს. კომპანია შეეცდება დაეხმაროს თანამშრომლებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ კომპანიაში. Acer 1976 წელს ტაივანის ქალაქ სინჯუში მულტიტექნიკური კომპანიის სახით სტან შიჰმა და მისმა მეუღლემ კიდევ ხუთ სხვა ადამიანთან ერთად დააარსეს. მათი თავდაპირველი კაპიტალი 25 000 აშშ დოლარი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსეთის სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. როგორ ჩაანაცვლებს რუსულ ქვანახშირს? ამ თემაზე Eurotime მიმოხილვას გთავაზობთ. ექსპერტების შეფასებით, რუსული ქვანახშირის ჩანაცვლება ევროკავშირისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. 2021 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექსპორტმა 69 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან გერმანიაზე 22,3 მილიონი ტონა მოდის. ევროკავშირის სანქციები რუსეთისთვის - ორი მხარე ვინაიდან ევროკავშირის ქვანახშირის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის სიდიდით მესამე ექსპორტიორია, ბლოკს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს სანქციების შემდეგ მიწოდების დეფიციტის შევსება. „ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მოემზადონ ელექტროენერგიის მაღალი ფასებისთვის ამ წლის განმავლობაში, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი ქვანახშირზე დამოკიდებულ ქვეყნებში მთელ კონტინენტზე გავრცელდება კარგად დაკავშირებული ელექტრო ქსელების მეშვეობით“, - ნათქვამია Rystad Energy-ის შენიშვნაში. Rystad Energy-ის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის ხელმძღვანელის კარლოს ტორეს დიასის თქმით, ევროკავშირის უახლესი სანქციები „ორლესული მახვილია“. „რუსული ქვანახშირის ექსპორტი წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს და ევროპის ენერგეტიკულ ბალანსში რუსული ნედლეულის მარტივი და ეკვივალენტური ჩანაცვლება არ არსებობს. ევროპელი მომხმარებლები, მსხვილი კომპანიებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული, უნდა ელოდონ მაღალ ფასებს 2022 წლის ბოლომდე, რადგან ქვანახშირი და გაზი საჭიროა კონტინენტის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,” - თქვა მან. რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ნედლეულის ფასების ზრდისა და შეზღუდული მიწოდების ფონზე API2 Rotterdam Coal Futures მონაცემებით, ევროპული ქვანახშირის ფასების საორიენტაციო მაჩვენებელმა, მაისის კონტრაქტებში ტონაზე $300-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო სამ კვირაში სანქციების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. Rystad Energy-მის შეფასებით, შეზღუდული ბაზრის გამო, საკმაოდ რთულია ქვანახშირის მიწოდების ალტერნატიული წყაროების პოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მეტი გადაიხადონ თავიანთი პორტებისთვის მოქნილი მიწოდების წყაროების მოსაზიდად. „საზღვაო თერმული ქვანახშირის მომწოდებლებმა უკვე ამოწურეს თავი ექსპორტის მოცულობების თვალსაზრისით. ამიტომ რუსეთში დეფიციტის შესავსებად ნახშირის რეალური დეფიციტია. აშშ შეიძლება იყოს ქვანახშირის პოტენციური ექსპორტიორი ევროპაში, მაგრამ არა საჭირო რაოდენობით„- ნათქვამია Rystad Energy ანგარიშში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით, ქვანახშირის მსოფლიო მოპოვება ვერ ეწევა 2021 წლის მოთხოვნებს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, რაც გამოიწვევს მარაგების შემცირებასა და ფასების ზრდას. ქვანახშირის მთლიანმა გლობალურმა წარმოებამ 2020 წელს - 7,560 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 7 889 მილიონი ტონა. ჩინეთში ქვანახშირის წარმოება 2021 წელს შეადგენდა 3 925 მილიონ ტონას, ინდოეთში 793 მილიონ ტონას, ინდონეზიაში 576 მილიონ ტონას და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ავსტრალიაში 470 მილიონ ტონას. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 528 მილიონი ტონაა, რუსეთში 429 მილიონი ტონა, ხოლო 329 მილიონი ტონა ევროკავშირზე მოდის. „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით ქვანახშირის წარმოება რუსეთში 2024 წელს 445 მილიონ ტონს მიაღწევს, 2024 წლისთვის მოსალოდნელია მოპოვების 44 მილიონი ტონით შემცირება. აშშ-ს და ევროკავშირში მოპოვება 82 მილიონი ტონით შემცირდება. ევროკომისიის ვებგვერდის მიხედვით, ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის 45%-ი რუსეთზე მოდის. თუმცა, ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის ანალიზის მიხედვით, დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს თერმული ნახშირის იმპორტზე, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ევროკავშირის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირი ელექტროენერგიის დაახლოებით 15%-ს ნახშირისგან გამოიმუშავებს. ევროკავშირში ქვანახშირის მოპოვების კლების ტენდენცია კლიმატის დაცვასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსული ქვანახშირის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აშშ ევროკავშირში 1990-იან წლებში ქვანახშირის მსხვილი იპორტიორები იყვნენ, რუსეთმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ სეგმენტში დეფიციტის შესავსებად. მონაცემები, რომელიც გამოცემა  Anadolu-მ IEA-დან  ( ენერგეტიკის ინფორმაციის მართვის ადმინისტრაცია, აშშ) მიიღო აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთმა ევროკავშირში 262 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტი განახორციელა, ზრდა 7%-ია. ვინ არიან რუსული ქვანახშირის მსხვილი იმპორტიორები 2022 წლის 3 თვის მონაცემები: ჩინეთი -  62,8 მილიონი ტონა; ევროკავშირი - 69 მილიონი ტონა; გერმანია - 22,3 მილიონი ტონა; ნიდერლანდები - 15,8 მილიონი ტონა; პოლონეთი - 9,1 მილიონი ტონა; იტალია - 5,9 მილიონი ტონა; ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით IEA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ინდონეზიას ქვანახშირის ექსპორტის მიმართულებით ყველზე მაღალი პოტენციალი აქვს. მოპოვებამ 2021 წელს 440 მილიონი ტონა შეადგინა. მეორეა ავსტრალია 376 მილიონი ტონა. ექსპერტების შეფასებით, 2024 წლისთვის ინდონეზიაში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი 415 მილიონ ტონამდე დაეცემა, ხოლო ავსტალიაში ექსპორტი376 მილიონი ტონიდან 288 მილიონამდე შემცირდება. აშშ-ს საექსპორტო სიმძლავრე (ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე მეოთხე მოთამაშეა) 2021 წელს 80 მილიონი ტონა იყო. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 57 მილიონამდე შემცირდება. ასევე დაეცემა სამხრეთ აფრიკისა და კოლუმბიის საექსპორტო სიმძლავრე 63 მილიონი ტონიდან -54 მილიონამდე; კოლუმბია (72 მილიონი ტონიდან -58 მილიონამდე). ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე რუსული ქვანახშირის წილი მაღალია, მისი ჩანაცვლება მაინც შესაძლებელია. „აღსანიშნავია, რომ გერმანიის „ქვანახშირის იმპორტიორთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ რუსული ქვანახშირი რამდენიმე თვეში ჩანაცვლდება. თუმცა, გაურკვეველია, რა სახის ქვანახშირის ბუფერს უზრუნველყოფს ევროკავშირში გარდამავალ ეტაპზე. პორტები რუსეთის იმპორტს დაახლოებით სამი კვირა დაფარავს, მაგრამ ელექტროსადგურების საწყობებში მეტი ნედლეული უნდა დარჩეს“, - ნათქვამია IEA-ს ანალიზში.

უკრაინამ რუსეთს სრული ემბარგო დაუწესა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან ვაჭრობაზე ემბარგო დააწესა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცახდა. „შემოღებულია ემბარგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აკრძალულია იმპორტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან“, - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა. ამასთან დღეს გამართულ სხდომაზე ხელისუფლებამ ბელორუსთან და რუსეთთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ფრანგული საფინანსო ჯგუფი Société Générale რუსეთის ბაზრიდან გადის

მსხვილი ფრანგული საფინანსო ჯგუფი Société Générale რუსეთის ბაზარზე საქმიანობას წყვეტს. მისი ძირითადი აქტივი „როსბანკი“ იყიდება. მისი სავარაუდო მყიდველი „ინტერროსია“, რომელსაც ვლადიმირ პოტანინი ფლობა. ამ დროისთვის ფინანსური გარიგების თანხა არ სახელდება. დახურული გარიგება რამდენიმე კვირაში დასრულდება, მარეგულირებელი ორგანოებიდან ყველა პასუხის მიღების შემდეგ. Société Générale  რუსეთში 1993 წლიდან საქმიანობს. რუსეთის ბაზარზე ფრანგული ფინანსური ჯგუფის მთავარ აქტივი „როსბანკი“ 2021 წლის მონაცემებით 4 მილიონამდე ადამიანს ემსახურებოდა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა  და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. „მე მოხარული ვარ, რომ ევროკომისიამ გასაგებად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელშიც  „ნავთობის ოფცია“ იქნება“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, 8 აპრილს ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო.  აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს  

ეგვიპტე და ევროკავშირი ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ეგვიპტე და ევროკავშირი შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ბუნებრივი გაზის სფეროში, დასავლეთის ბაზრებზე რუსული გაზის ჩანაცვლების ფარგლებში. ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიასთან ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სამიჰ შუქრი კაიროში შეხვდა ევროკავშირის დელეგაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობით, რომელიც „ევროპის მწვანე კურსს“ კურირებს. „მხარეები ასევე შეთანხმდნენ თხევადი ბუნებრივი გაზისა და მწვანე წყალბადის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის მწვანე წყალბადის სეგმენტში პარტნიორობის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს წყალბადით ვაჭრობას ევროპას, აფრიკასა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე, კაირო და ბრიუსელი თანხმდებიან, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენამ არ უნდა შეასუსტოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სურვილი და არ გამოიწვიოს განვითარებადი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ფინანსური სივრცის შევიწროება. ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.  11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. 4 აპრილს ლიტუვას ენერგეტიკის სამინისტრომ განაცახდა, რომ ქვეყანამ რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური  რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. 2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ასევე წაიკითხეთ რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

მედია: რუსეთიდან კაპიტალის გადინება ოთხჯერ გაიზარდა

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი იზრდება. რუსული მედიის ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში კაპიტალის გადინების მაჩვენებელი $64,2 მილიარდამდე გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $17,5 მილიარდი იყო. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელმა $72,6 მილიარდი შეადგინა. „მიმდინარე ოპერაციების პროფიციტი 2022 წლის პირველ კვარტალში 2,6 -ჯერ გაიზარდა და $58,2 შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი $22,5 მილიარდი იყო. რუსეთის ვაჭრობის დადებითმა სალდომ კი პირველი კვარტლის მონაცემებით $66,3 მილიარდი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ მეტია რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. მაშინ ეს მაჩვენებელი $25,8 მილიარდი იყო“, - წერს რუსული მედია. ამასთან, 2022 წლის დასაწყისში ომის საფრთხის გამო ინვესტორებმა რუსეთიდან აქტივების გატანა დაიწყეს. მაღალი მაჩვენებლის გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აქტივების გატანა დროებით შეზღუდა, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვისაც. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა

S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა

რუსეთმა შიდა ვალზე ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა და ობლიგაციების მფლობელებს გადახდა აშშ დოლარის ნაცვლად რუბლში შესთავაზა. ამის შესახებ CNN საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ზე დაყრდნობით იუწყება.  სარეიტინგო კომპანიის მონაცემებით, რუსეთი შეეცადა დოლარში ნომინირებული ორი სახეობის ობლიგაციის რუბლში განაღდებას, რომელთა დაფარვის დროც 4 აპრილს ამოიწურა. გადაწყვეტილება უდრის „არჩევით დეფოლტს“ აცხადებს S&P. რუსეთს აქვს შეღავათიანი 30-დღიანი პერიოდი, რომ ვალდებულება შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს S&P-მ რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი რეიტინგი SD-მდე შეამცირა. „ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები რუბლში გადახდების კონვერტირებას მოახდენენ [თავდაპირველად გათვალისწინებულ] აშშ-ი დოლარის ეკვივალენტში, ან ხელისუფლება მოახდენს ამ გადახდების კონვერტირებას საშეღავათო პერიოდში“, - ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში. აღნიშნული ინფორმაცია CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრმა ჯონ კუპერმა დაუდასტურა. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. 11 აპრილს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გამოთქვა მზადყოფნა სასამართლოში წასვლის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ დეფოლტი გამოცხადდება. ამ დროისთვის რუსეთს არ აქვს წვდომა $300 მილიარდის სავალუტო რეზერვებზე სანქციების გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა. 9 აპრილს S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა  

ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მიმართებით პირველი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესა ბოსნიელ სერბ პოლიტიკოსებს, მილორად დოდიკს და ზელიკა ცვიანოვიჩს. ბრიტანეთმა ისინი ბოსნია-ჰერცეგოვინის ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა იმ პოლიტიკის გატარებით, რომელიც "დე ფაქტო გამოყოფას" უტოლდება. სერბმა მინისტრებმა ბოსნიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაბლოკეს.  დოდიკს და ცვიანოვიჩს აეკრძალათ ბრიტანეთში შესვლა და გაიყინება მათი ნებისმიერი ქონება, რომელიც ბრიტანეთშია განთავსებული. „ეს ორი პოლიტიკოსი განზრახ ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინაში ძნელად მოპოვებულ მშვიდობას. მათი უგუნური ქცევა, რომელიც წახალისებულია პუტინის მიერ, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ამ მკაცრი სანქციებით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მშვიდობის მტრები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. იანვარში შეერთებულმა შტატებმა მილორად დოდიკს სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა ვიოლა ფონ კრამონი: ბოსნიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტება, ნიშნავს, პუტინის პირდაპირ მოწვევას, იმოქმედოს არამხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში

იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს

იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაყადაღებულია ვილა, რომელიც რუს ოლიგარქს, დმიტრი მაზეპინს და მის ავტომბროლელ ვაჟს, ნიკიტას ეკუთვნით. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“-ი წერს იტალიის პოლიციაში ორ წყაროზე დაყრდნობით. ამასთან, დაყადაღებული ვილა დაახლოებით 105 მილიონი ევრო ღირს. ცნობისთვის, მამა-შვილი მაზეპინები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა

Nokia რუსეთის ბაზარს ტოვებს

ფინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Nokia-მ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებშივე ჩვენი კომპანიისთვის ცხადი იყო, რუსეთის ბაზარზე საქმიანობა და ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. ერთი კვირაა, რაც პროდუქციის მოწოდება შევაჩერეთ. აღარ ვაწარმოებთ ახალ ბიზნესს და გაგვაქვს რუსეთის ფარგლებს გარეთ. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ. ამ პროცესში ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოება და ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Nokia-ს ქვეყანაში 2000 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ზოგიერთ მათგანს რუსეთის ფარგლებს გარეთ რელოკაციას შესთავაზებს. რუსული ბაზრის დატოვებით Nokia და Ericsson-ი ბაზარს ჩინურ კონკურენტებს, Huawei-სა და ZTE-ს უთმობენ. კომპანიებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტები უმსხვილესი ოპერატორებისთვის მეხუთე თაობის ქსელების მიწოდების შესახებ. ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე, მხოლოდ Huawei საქმიანობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა

ლე პენი რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, რომელიც 24 აპრილს მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, ამბობს, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა არა ნავთობისა და გაზის სექტორში. ლე პენმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები. საფრანგეთი, როგორც ევროპის ქვეყანების დიდი ნაწილი, ძირითადად რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირების გამო. ევროკავშირმა სანქციების ხუთი პაკეტი დაუწესა რუსეთსა და ბელარუსს. სანქციები შეეხო რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ეკონომიკის მთელ დარგებს. უკანასკნელი პაკეტით აიკრძალა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის სატვირთო ტრანსპორტის შესვლა. მანამდე რუსეთის ენერგორესურსებს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.  ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

ნიდერლანდებმა 20 რუსული იახტა დააკავა

20 იახტა, რომელიც რუსებს ეკუთვნით, სანქციების გამო ნიდერლანდების ტერიტორიას ვერ ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, . იახტების სიგრძე 8,5-დან 120 მეტრამდეა. სანქციების შემდეგ, ამ იახტებზე გაძლიერებული კონტროლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მფლობელების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. აკრძალულია იახტების გაყიდვა ან ქვეყნიდან გაყვანა. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2 იახტა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საკუთრებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა

ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. რუსების სანქცირებულთა სიას კიდევ 206 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა. მათ შორის სანქციები დაუწესდა ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარსა და მისი ქალიშვილის ნათლიას ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს. სანქცირებულთა ახალ სიაშაია „ლუკოილის“ მთავარი აქციონერი ვაგიტ ალეგპეროვი, რომლის ქონებაც 2021 წელს $25 მილიარდად იყო შეფასებული. „უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ახალ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც კავშირშია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მხეცობებში“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. მისი თქმით, სანქციების სამიზნე ყველა ის ადამიანი გახდება, ვინც პუტინის ომს მხარს უჭერს. „ხვალიდან ჩვენ ვაჩერებთ რუსული ფოლადისა და თუჯის  იმპორტს, ასევე კვანტური ტექნოლოგიების ექსპორტს, რომელიც ასე სჭირდება პუტინს. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენი მიზანია პუტინის „ომის მანქანის“ გაჩერება“, -აღნიშნა ტრასმა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს.  დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ დიდი ბრიტანეთი: რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები ელის, რაც არასდროს უნახავს

კუნძულმა ჯერსიმ რომან აბრამოვის $7 მილიარდის აქტივები გაუყინა

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს კუნძულმა ჯერსიმ $7 მილიონის აქტივები გაუყინა. აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა, ამავდროულად პოლიციამ გაჩხრიკა ის შენობა, რომელიც შესაძლოა ოლიგარქთან ყოფილიყო კავშირში. მედიის ცნობით, $7 მილიარდი აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა. კუნძულ ჯერსის ბრიტანეთის სამეფო მართავს და მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის მიმზიდველია და „საგადასახადო სამოთხედ“ მიიჩნევა. დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

იტალიამ შესაძლოა, რუსული ენერგომატარებლების ემბარგოს მხარი არ დაუჭიროს

„როგორი იქნება ენერგიის ფასი?- ყველაზე მეტად ამ მომენტში ეს გვაღელვებს“, მაგრამ „იტალია არ აპირებს, დაადოს ვეტო სანქციებს, რომლებიც ეხება ენერგიას“, - ამის შესახებ CNN-ს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განუცხადა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რა შემთხვევაში არ დაადებს რუსული ენერგომატარებლების ემბარგოს ვეტოს. „მაგალითად, არიან საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ს ან უფრო მეტს იხდიან. ამ მომენტში ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სპეკულაცია, ენერგიაზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით“, - აღნიშნა დი მაიომ CNN-თან. იტალია ამ მოსაზრების გაჟღერებას ევროკომისიის წინაშე აპირებს. „ჩვენ ამის მიღწევა [სპეკულაციური ფასის გამორიცხვა] ევროპული ენერგობირჟის მეშვეობით გვსურს. ამით უკიდურეს შემთხვევაში ოჯახებისთვის სტაბილური ფასების შენერჩუნებას შევძლებთ“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დი მაიომ ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ალჟირში იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტისას ენერგომატარებლების იმპორტის ზრდაზე პირველადი ხელშეკრულება გაფორმდა. 4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

კვიპროსმა ოთხ რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა

კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა. პასპორტებს კვიპროსის 21 მოქალაქეს ჩამოართმევენ. კვიპროსზე რუსებისთვის „ოქროს პასპორტების“ ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირმა სანქციები დააწესა. სანქციები ამ მოქალაქეებზეც გავრცელდა. მედიის ცნობით, კვიპროსის მოქალაქეობა მიხაილ გუცერიევს, ალექსანდრე პონამარენკოს, ვადიმ მოსკოვიჩს და ალექსეი კუზმიჩევსა და მათი ოჯახის წევრებს ჩამოერთვათ. ეს ოლიგარქები ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. მათ კვიპროსის  მოქალაქეობა 2013-2019 წლებში მიიღეს. კვიპროსის მოქალაქეებს „ოქროს პასპორტის“ ფარგლებში ქვეყანაში 2,5 მილიონი ევროს ინვესტირება უნდა მოეხდინათ. ამის შედეგად, ისინი ევროკავშირში თავისუფალი მოგზაურობის უფლებას მოიპოვებდნენ. კვიპროსი მდიდარი რუსებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილია. იქ შესაძლებელია დასვენება და ამავდროულად, ფინანსურ ცენტრსაც წარმოადგენს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

პუტინთან დაახლოვებული ოლიგარქ ვექსელბერგის იახტა ესპანეთში დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ აშშ-ის ფედერალურ ბიუროსთან ერთად გაჩხრიკეს და დააკავეს იახტა Tango, რომელიც სანქცირებული ოქლიგარქის ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის, რომლსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირი აქვს. ამის შესახებ Associated Press წერს.  გამოცემის ცნობით, ოლიგარქის იახტა პალმა-დე-მალიორკას პორტში დააკავეს. მეგა იახტის სიგრძე 78 მეტრია, კუკის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს და მისი სავარაუდო ფასი $120 მილიონია.  ვიქტორ ვექსელბერგი Renova Group-ის ხელმძღვანელია. კონგლომერატი დაკავებულია ლითონების მოპოვებითა და ტექნოლოგიებით. ასევე ფლობს სხვა აქტივებს.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო რუსი მაღალჩინოსნები და მილარდერები აქტივების გადამალვას ცდილობენ.  ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა. იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს. მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. 17 მარტს ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს.  29 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის დაყადაღების ბრძანება პირველად გასცა. 38 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტა Phi-ის მფლობელი ოლიგარქის სახელი ცნობილი არ არის. 2022 წლის დასაწყისიდან, რუსეთში 22 უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 1-ელი აპრილის მონაცემებით, Bloomberg Billionaires Index-ით $50 მილიარდით შემცირდა და $229,47 მილიარდი შეადგინა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა

ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს.  „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. მისი თქმით, იტალიის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეები დაიცვას კონფლიქტის შედეგებისგან. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს  

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი

ლიტვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს.  უწყებაში აღნიშნეს, რომ ლიტვას გაზის ტრანსპორტირების სისტემა 1-ელი აპრილიდან რუსული გაზის იმპორტის გარეშე  მუშაობს. ქვეყნის მოთხოვნას გაზზე სრულად აკმაყოფილებს კალინინგრადის თხევადი გაზის ტერმინალი.  „ესაა ხანგრძლივი და თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკის და თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“- ასე შეფასა ვითარება ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა

გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. G7-ის ქვეყნების შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტი განაცხადა ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.  გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა ანაზღაურდეს და ევროპული კომპანიებისთვის არაფერი იცვლება. შოლცთან სატელეფონო საუბარში პუტინმა თქვა, რომ თანხა ჯერ „გაზპრომ ბანკში“ გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში - რუბლებში. „გაზპრომ ბანკი“, ამ დროისთვის, სანქცირებული არ არის.  გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით „შოლცი ამ პროცედურას საუბარში არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა".  მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ინფორმაციით „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.  30 აპრილს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა.  მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ

ევროკავშირის სანქციებიდან თავდაცვის მიზნით, მსხვილი გლობალური მოვაჭრეები, გეგმავენ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისგან ნავთობისა და საწვავის შესყიდვა 15 მაისიდან შეაჩერონ. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს წყაროების ცნობით, სავაჭრო კომპანიები წყვეტენ შესყიდვებს რუსული Rosneft-ისგან. ევროკავშირის სანქციების ფორმულირება გამორიცხავს სანქციებს ნავთობის შესყიდვებზე Rosneft-ისგან ან Gazprom Neft-ისგან, რომლებიც მიჩნეულია “მკაცრად აუცილებლად” ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი ამცირებენ შესყიდვებს, რათა უზრუნველყონ შესაბამისობა 15 მაისამდე, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის შეზღუდვები. რუსეთის სახელმწიფო კომპანია Transneft-ის სანქციებში ჩართვა, რომელსაც საკვანძო პორტები და მილსადენები ეკუთვნის, სამომავლოდ გაყიდვებს კიდევ უფრო გაართულებს. Trafigura, რომელიც რუსული ნავთობის მსხვილი შემსყიდველია, აცხადებს, რომ არ არღვევს სანქციებით დაწესებულ შეზღუდვებს და აქვს მოლოდინი, რომ 15 მაისიდან ვაჭრობა კიდევ უფრო შემცირდება. კიდევ ერთი მსხვილი შემსყიდველი Vitol ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა  მანამდე განაცხადა, რომ „რუსული ნავთობით ვაჭრობის მაჩვენებელი მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და 2022 წლისთვის ამ ნედლეულით ვაჭრობას შეაჩერებს. საგულისხმოა, რომ ევროკავშირს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვა არ დაუწესებია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ალტერნატივისთვის ინფრასტრუქტურა არ აქვს. ევროპაში ნავთობგადამამუშავებლებს, სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსული ნედლეულის გადამუშავება, რამაც უკვე დააზიანა რუსული ექსპორტი, თუმცა ინდოეთისა და თურქეთის მიერ განხორციელებული შესყიდვებით ამ დანაკლისის კომპენსირება ხდება. რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობს ჩინეთიც. გადაზიდვების გეგმის მიხედვით,  Rosneft-ისა და Gazprom Neft-ის ბრუნვამ აპრილში 29 მილიონი ბარელი შეადგინა, თითქმის 1 მილიონი ბარელი 24 საათში, რაც  აპრილში რუსეთის დასავლეთის პორტებიდან Urals მარკის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 40% -ია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდება მაისიდან შესაძლოა დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდეს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.    BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა

ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ორ რუს ოლიგარქს დაუწესა. ევგენი ტენენბაუმი და დავიდ დავიდოვიჩი რუსეთის პრეზიდენტისა და რომან აბრამოვიჩის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. ამ დროისთვის, ბრიტანეთში მათი ყველა აქტივი გაყინულია. ოლიგარქების კუთვნილ თვითმფრინავებსა და იახტებს ქვეყნის საგადასახადო სამსახური აკონტროლებს. ამ ორი ოლიგარქის მფლობელობაში ბრიტანეთში არსებული აქტივების ღირებულება 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. „ეს ბრიტანეთის ისტორიაში უცხოური აქტივებს გაყინვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ევგენი ტენენბაუმი, რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორი და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორია. ცნობილია, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას ცდილობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, 24 თებერვალს, ტენენბაუმმა საინვესტიციო კომპანია Evrington Investments Limited-ის ხელმძღვანელობა გადაიბარა, მარტიდან კომპანიას დავიდოვიჩი მართავს. შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის $7 მილიარდი [5,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი] აქტივები დაუყადაღა,  რაც მედიის ცნობით, აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა. დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, კანონი კრძალავს პოლონეთის ტერიტორიაზე ქვანახშირისა და კოქსის იმპორტს რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიიდან. კონტროლზე პასუხისმგებელი იქნება საბაჟო და საგადასახადო სამსახურის უფროსი, რომელსაც ექნება საქონლის ჩამორთმევისა და კონფისკაციის მოთხოვნის უფლებამოსილება. ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც დაარღვევენ აკრძალვას, ემუქრებათ ჯარიმა 20 მილიონ ზლოტამდე. დაზარალებულ სუბიექტებს აუნაზღაურდებათ სანქციით გამოწვეული ზარალი. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს

იტალიის ხელისუფლება 17 აპრილიდან რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს. შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. იტალიის პორტების ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კვირას, რუსული გემებისთვის პორტები უნდა დაიხუროს. შეზღუდვა ეხება იმ გემებსაც, რომლებმაც დროშა 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსულმა გემებმა, რომლებიც ახლა იტალიის პორტებში დგანან, ეს ტერიტორია კომერციული საქმიანობის დასრულებისთანავე უნდა დატოვონ. გამონაკლისი დაწესდება იმ გემებისთვის, რომელთაც ავარიული გაჩერება სჭირდებათ. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს  Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ

Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის

ბრიტანეთი, შესაძლოა ევროპისთვის გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ამის შესახებ Reuters წერს. კომპანია National Grid ბრიტანეთიდან ევროპის მიმართულებით აპრილიდან სექტემბრამდე, გაზის ექსპორტის ზრდას ელოდება, რადგან ზამთრის დადგომამდე ევროპა გაზსაცავებში მარაგის შევსებას იწყებს. არის მოლოდინი, რომ წელს ევროპისთვის თხევადი გაზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. National Grid-ში მიაჩნიათ, რომ თხევადი გაზის ტრანზიტი ზაფხულში 6,4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5,1 მილიარდი კუბური მეტრი იყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

ანა ნაცვლიშვილი: უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ გვთხოვა, საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ნაცვლშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვა. „ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში იყვნენ ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგო შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში იყოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ნავთობის ემბარგო შეიძლება იყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. „ევროკავშირი ასევე განიხილავს შეზღუდვებს საბანკო სექტორზე, განსაკუთრებით Sberbank-სა და რუსეთის ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ანდრეი იერმაკმა. ევროკავშირის ხელმძღვანელობა მუშაობს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა სანქციებით უკრაინაში კრემლის შეჭრის ომის გამო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ალექსანდრ ვუჩიჩი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სერბეთს ძვირად დაუჯდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძვირად დაუჯდება სერბეთს, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა TV Pink-თან ინტერვიუში. „რუსეთი მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას 2001 წლიდან... მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ რუსულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად", - განაცხადა ვუჩიჩმა. სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული, კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადების გამო და უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „ეს ომი ასევე ეხება სერბეთს. ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და პატივი ვცეთ პრინციპებს", - განაცხადა ვუჩიჩმა. უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელს ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკოს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი, თავის ევროპულ გზაზე, გააგრძელებს „ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორობის შენარჩუნებას რუსეთთან და ჩინეთთან“. შეხვედრაზე განიხილეს სერბეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხი, მათ შორის ენერგეტიკის სფერო, იმის მოლოდინით, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება გაზის მიწოდების რაოდენობაზე, ფასებსა და სხვა პირობებზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს. პაპუაშვილის თქმით, ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა შესაძლოა, თავმოყრილად არ არის მოცემული. „თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, ეს გაბნეულად არის, მაგრამ არაერთხელ ითქვა, მათ შორის თებერვალში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მანამდე, ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც საქართველომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ანუ, ამაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია იყო, შესაძლოა, თავმოყრილად არ არის. თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია თავმოყრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეშვეობით ვთხოვ, რომ კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაცია იქნებ, გამოითხოვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „სანქციების საკითხი იქცა ერთ-ერთ ზედმეტად პროპაგანდისტულ თემად სხვადასხვა მხრიდან: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო რეალურად რამდენიმე მიმართულებით შეერთებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს. სიცხადის შესატანად, ხომ არ შეიძლებოდა, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, ალბათ ესაა მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი, ძალიან მკაფიოდ განემარტა და ჩამოეთვალა შიდა და გარე მოხმარებისთვის კონკრეტულად რა შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო“.  

საბერძნეთმა EU-ს სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით რუსული ტანკერის დაკავების შესახებ განკარგულება შავი ფულის გათეთრებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლმა უწყებამ გასცა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესდა. რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობით დატვირთული ტანკერი „პეგასი“ პელოლონესისკენ მიემართებოდა, რათა უამინდობის გამო ტვირთი სხვა გემზე გადაეტანა, რა დროსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დააკავა. ტანკერის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ტანკერი ტვირთის გარეშეა დაკავებული. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს  ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ოფისის თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს და რუსეთის ბაზარს ტოვებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ცნობით, დილერებმა უკვე მიიღეს შეტყობინება ავტომანქანებისა და ნაწილების მიწოდების შეჩერების შესახებ. General Motors-მა რუსეთიდან წარმოება 2015 წელს გაიტანა, როცა აგრესორი ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა. ამის შემდეგ ამერიკული კონცერნი რუსეთის ბაზარს მხოლოდ ძვირადღირებული  Chevrolet-ისა და Cadillac-ის მოდელით ამარაგებდა. 11 მარტს ლუქსის მოდელების ექსპორტი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე შეჩერდა. ბოლო კვირებში GM სანქციების თაობაზე აშშ-ის რეგულატორის პასუხს ელოდა. პასუხის მიღების შემდეგ კი რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი

Bloomberg: იტალია მზადაა, რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვას

იტალია უარს იტყვის გაზის საფასურის კრემლის ახალი პირობებით რუბლში გადახდაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. „EU-ს წინასწარი შეფასებით, კრემლის პირობები ბლოკის სანქციების პირდაპირი დარღვევაა. იტალიის ხელისუფლება ელოდება, ვიდრე ბრიუსელი დაასრულებს იურიდიულ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს“, - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ. იტალიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ევროკომისიის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით. შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას უფრო მალე დააღწევს თავს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

კანადამ პუტინის შვილებსა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის ფედერაციის 14 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ეხებათ ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს. სანქცირებულთა სიაში არიან ვლადიმერ პუტინის შვილები მარია ვორონცოვა და ეკატერინე ტიხონოვა. ასევე, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი მიხაილ გუცერიევი, მეწარმე ალექსანდრ პონომარენკო, ასევე Finstar Financial Group-ის პრეზიდენტი ოლეგ ბოიკო, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ტორშინი, საერთაშორისო კომპანია „არეტის“ მფლობელი გორ მარკოვი. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი, ასევე, Alfa Group-ის თანამფლობელები მიხაილ ფრიდმანი, პეტრ ავენი, გერმან ხანი, ვიოლონჩელისტი და ბიზნესმენი სერგეი როლდუგინი. „ჩამოთვლილი პირები წარმოადგენენ რუსული რეჟიმის მომხრეებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - აცხადებენ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში. კანადა სანქცირებული პირების ქონებას დააყადაღებს და ამ ადამიანებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს  

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნედლეულზე უარს ამბობს

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს და მომწოდებლის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ  Reuters კომპანიის ხელმძღვანელ ცუტომუ სუგიმორიზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ მივიღებთ რუსული ნავთობის ალტერნატივას სავაჭრო პარტნიორებისგან, მათ შორის საუდის არაბეთისგან, აბუ-დაბისგან, ქუვეიტისგან. ჩვენ ვცდილობთ მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას, რათა ნაკლებად ვიყოთ მომავალში ახლო აღმოსავლეთზე დამოკიდებული“, - აცხადებს სუგიმორი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა იაპონიაში Eneos-მა და Idemitsu-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე მიმდინარე კონტრაქტების დასრულების შემდეგ უარი თქვეს. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

Bloomberg: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოიტანს

ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გამოტანას გეგმავს, რომელიც აგრესორის თავდაცვის კომპლექსისა და ოლიგარქების წინააღმდეგ იქნება მიმართული. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სანქციები რუსი სამხედროებისა და თავდაცვის კომპანიების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ასევე რუსი ოლიგარქებისა და მათთან დაახლოებულ პირებთან მიმართებით. გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ხელისუფლება მომავალ სანქციებს მედიასთან არ განიხილავს. ასევე განიხილება რიგ რუსულ საქონელზე გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა და უახლოეს კვირებში შესაძლებელია კრემლის პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების გაფართოება. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა კოორდინაციას უწევს G7-ის სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირს. ევროკავშირმა ასევე უნდა გამოაცხადოს სანქციების მეექვსე რაუნდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა

ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. „ვამბობ პირდაპირ და არაორაზროვნად: დიახ, გერმანია სრულად შეწყვეტს რუსული ენერგომატარებლების იმპორტს“, - განაცხადა ბერბოკმა. „ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - აღნიშნა მან. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე. 13 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. 12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა

სანქციების არიდებაში დახმარებისთვის, ამერიკის სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა, მოკავშირეებთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა 40-ზე მეტ ინდივიდსა და იურიდიულ პირს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სი და მისი 10 აფილიატი. სანქციების ქვეშ მოექცნენ კრიპტოვალუტის რუსი მაინერები, ბანკი და ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევის ქსელი. კერძოდ, აშშ-ში აქტივები სრულად გაუყინეს „ტრანსკაპიტალბანკს“ , რომელიც რამდენიმე აზიურ ბანკს საერთაშორისო სანქციების თავიდან ასარიდებლად ვარიანტებს სთავაზობდა. ასევე სანქციები შეეხოთ კრიპტოვალუტის  მომპოვებელ კომპანიებს, იმისთვის რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება ვერ შეძლოს. შეზღუდვა შეეხო „ბიტრივერს“ და მის ათამდე შვილობილ კომპანიას. ამასთან „ტრანსკაპიტალბანკმა“ თავის კლიენტებს ტრანზაქციების განხორციელება საკუთარი საბანკო სისტემა TKB Business-ით შესთავაზა, რაც SWIFT-ის ადგილობრივ ალტერნატივას წარმოადგენს. ამის გარდა, აშშ-მ სანქციები დაუწესა ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევს, იმისთვის, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს სანქცირებული, უკრაინის აღმოსავლეთში ტერორისტებს აფინანსებდა. აშშ-მ დაუწესა სანქციები მალოფეევის ქსელს სახელწოდებით „სუვერენული განვითარების საერთაშორისო სააგენტო (IASD). ის პოზიციონირებს როგორც ფინანსური კონსალტინგი, თუმცა პრაქტიკაში რუსეთის  ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს ახალი ბიზნესების შეყვანას სანქცირებულ რუსულ კომპანიებში. ამასთან, სანქციების ქვეშ მოექცნენ სააგენტოს „ტოპ ჩინოსნები“ და შვილობილი კომპანიები. სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის კომპანია MarGlo, რომელიც ასევე კავშირშია მალოფეევთან. კომპანიის მიზანი იყო სანქცირებული კომპანიებისთვის ფინანსური მომსახურების გაწევა. მალოფეევის ქსელის მეორე ფრთაა - ორგანიზაცია „ცარგარდი“, რომლის ამოცანაა კრემლის პროპაგანდის გავრცელება და დეზინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისთვის. ეს ორგანიზაცია იყო შუამავალი ევროკავშირში პრორუს პოლიტიკოსებსა და კრემლს შორის. ორგანიზაცია ხელმძღვანელ პავლე კუზმინთან ერთად ახალი სანქციების სიაშია. ღია სააქციო საზოგადოება „კატეჰონი“ მდებარეობს მოსკოვში, რომელიც ანალიტიკური ცენტრის ქოლგის ქვეშ ანტიდასავლურ და კრემლისთვის სასარგებლო პროპაგანდას ეწევა. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 აპრილს განაცხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში

მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟაზე რუსეთის მოქალაქეებს წვდომა შეეზღუდათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მ რუსეთის იმ მოქალაქეებს შეუზღუდა წვდომა, რომელთა კრიპტოაქტივების მოცულობა €10 000-ზე მეტია. ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ  Binance-ს წარმომადგენლები. მათი თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის საფუძველზე მიიღეს. 20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის, ამერიკის სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა, მოკავშირეებთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა 40-ზე მეტ ინდივიდსა და იურიდიულ პირს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სი და მისი 10 აფილიატი. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 აპრილს განაცხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციები რუსეთის კიდევ 147 მოქალაქეს, სენატორებს, პუტინის შვილებსა და რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილს დაუწესა. ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ავსტრალიის სანქციების ქვეშ, ბოლო მონაცემებით რუსეთის 750 მოქალაქე მოექცა, რომელთაც ავსტრალიაში შესვლა აეკრძალათ და აქტივები გაეყინათ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარის პეინის განცხადებით, „ავსტრალია განაგრძობს შემზღუდავი ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც ემხრობა უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ქვეყანაში გავლენებით სარგებლობს“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფი დააწესა. ავსტრალიამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, 7 აპრილს ბუჩას მოვლენების შემდეგ სანქციების კიდევ ერთი პაკეტი გამოიტანა.  8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა  

ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა

ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა, ამის შესახებ CNN-ს ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განუცხადა. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე გაამკაცრებს, ვიდრე ომი არ დასრულდება. მომავალ კვირას, ევროკავშირი გეგმავს სანქციების მე-6 პაკეტზე მსჯელობის დაწყებას. წინასწარი ინფორმაციით ლაპარაკია რუსული ნავთობის ემბარგოსა და რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვაზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ამცირებს

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს, ამის შესახებ ელექტროქსელების ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა. გატარების სიმძლავრე 24 აპრილიდან 1300-დან 900 მეგავატამდე შემცირდება. ოპერატორი რუსული ელექტროენერგიის შემცირების მიზეზად, რისკებსა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. ამასთან, რუსული ელექტროენერგიის მიწოდებას ფინეთი სრულად შეზღუდავს ატომური ელექტროსადგურის ტესტირებისას. ფინეთიდან რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი ძველ ნიშნულზე რჩება. შეგახსენებთ, რომ ფინეთმა სანქციების გამო, რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე გადასასვლელი გადაკეტა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

რუსული „აეროფლოტის“ მგზავრთნაკადი 20%-ით დაეცა

რუსულ ავიაგადმზიდავ „აეროფლოტს“ მგზავრთნაკადი მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.4% -ით შეუმცირდა. ავიაკომპანიის შემადგენლობაშია კომპანია „პობედა“ და „რაკეტა“. ინფორმაცია ჯგუფის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. შიდა ხაზებით, მარტში კომპანიამ 2 მილიონი ადამიანი გადაიყვანა, რაც გასულ წელთან შედარებით 15,7%-ით ნაკლებია. საერთაშორისო ხაზებით მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი 50%-ით დაეცა და 189 ათასი შეადგინა. ყველაზე მეტად მგზავრთნაკადი (32,1%) შეუმცირდა „აეროფლოტს“, ყველაზე ნაკლებად სანქციებისგან დაზარალდა „პობედა“, რომლის მგზავრთნაკადი 7,3%-ით დაეცა. 11 აპრილს ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ. ამ  სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები  „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ  მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე. ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა

პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აცხადებს. „სანქციების მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რუსული მხრის დაფინანსების შეზღუდვა. კანონი სანქციების შესახებ ვრცელდება იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პოლონეთში აწარმოებენ ბიზნესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სანქციების პირველ პაკეტშია 50 პუნქტი, რომელშიც არიან ოლიგარქები და რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“. სანქცირებულია ასევე ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი, რომელიც კომპანია „აზოტის“ 20%-ს ფლობს. შეზღუდვები შეეხოთ, ძირითადად ლუკაშენკოს რეჟიმთან კავშირში მყოფ პირებს. ასევე სანქცირებული იქნება ყველა პირი, ვინც „დონბასიდან პოლონეთში ქვანახშირის იმპორტს ახორციელებდა“. „ჩვენ გამოვიყენებთ რამდენიმე ტიპის სანქციებს, მათ შორისაა ქონების გაყინვა, ტენდერებში მონაწილეობა. ოლიგარქებს კი აეკრძალებათ პოლონეთში შესვლა. ეს პირველი სიაა და კიდევ გაფართოვდება“, - განაცხადა მინისტრმა. კერძოდ, პოლონეთს შეუძლია გამოიყენოს 4 სახის ღონისძიება: 4 სუბიექტისთვის დაწესებული თანხების გაყინვა, პოლონეთის ტერიტორიაზე ოლიგარქების შესვლის აკრძალვა, ასევე 25 სუბიექტისთვის დაწესებული საჯარო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ტენდერებში მონაწილეობის ჯარიმა, მიუხედავად აკრძალვისა, 20 მილიონ ზლოტამდეა. „პირველი სია უკვე გამოქვეყნდა პოლონურ ბიულეტენში. სამომავლოდ, შესაბამისი სამსახურების მიმართვები უკრაინაში რუსული აგრესიის დამფინანსებელი პირების მიმართ განიხილება უწყვეტ რეჟიმში. სანქციების სია, რა თქმა უნდა, გაფართოვდება“, - ირწმუნება კამინსკი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს

ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ IL Messaggero-ს განუცხადა, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების წინაპირობა განახლებად ენერგიაზე გადის. „სხვადასხვა სანქციების პაკეტების ევოლუცია სავარაუდოდ მოიცავს ენერგიასაც. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა წელს ორი მესამედით შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, ხოლო 2027 წლისთვის ნულამდე მივიყვანოთ“,- აცხადებს ჯენტილონი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს

რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ბულგარეთის გაზის კომპანია Bulgargaz-ს აცნობა, რომ მიწოდებას 27 აპრილიდან შეუწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. უწყების ცნობით, ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფისთვის ხდება ზომების მიღება და გაზის მოხმარების შეზღუდვის საჭიროება არ დადგება. „ბულგარეთმა სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები და გაზის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხადა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. „თუმცა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ახალი ორეტაპიანი გადახდის პროცედურა (გადახდა სპეციალური ანგარიშებით Rosbanks - ES) არ შეესაბამება მოქმედ კონტრაქტს და მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ბულგარეთს,“- დასკვნა სამინისტრომ. მანამდე, პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ევროკომისიის პრეზიდენტი: პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა, კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. "პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ „გაზპრომის“ გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. როგორც პოლონეთი, ასევე ბულგარეთი ახლა გაზს ევროკავშირს წევრი მეზობლებისგან იღებენ". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ:  „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

შვეიცარიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა

შვეიცარიის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვსა და მინსკს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი შეზღუდვებით, იკრძალება რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყის, ცემენტის, ზღვის პროდუქტებისა და იკრის იმპორტი. ასევე იკრძალება იმ პროდუქტების ექსპორტი, რასაც რუსეთის წარმოებას გააძლიერებს. მათ შორის (რობოტექნიკა და ქიმიური პროდუქცია). ახალი შეზღუდვები ასევე, ეხება ფინანსურ სექტორსაც. ნებისმიერი მხარდაჭერა იკრძალება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენენ. ამასთან ბელორუსის მოქალაქეებისთვის, იურიდიული პირებისთვის და რეზიდენტებისთვის იკრძალება ფასიანი ქაღალდების მიყიდვა. ახალი შეზღუდვები ძალაში 27 აპრილს კიევის დროით 19:00 საათიდან შევა ძალაში. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს დროებით აუქმებს

ევროკომისიამ უკრაინასთან დროებითი "ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები" მიიღო, რაც ყოველგვარ იმპორტზე დამატებითი გადასახადების, ტარიფებისა და კვოტების განსაზღვრული ვადით მოხსნას გულისხმობს. „ეს დროებითი და განსაკუთრებული ზომები ხელს შეუწყობს უკრაინიდან ევროკავშირში იმპორტის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოქმნის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იმპორტის გადასახადის დროებით 0-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამრეწველო და სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს - უკრაინიდან ევროკავშირში.  ასევე წაიკითხეთ  დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი გამოუყოს

ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რომ რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან და უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც რუს ოლიგარქებს ქონება უნდა ჩამოართვან და ეს აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. „დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, რომ რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოტოტად ნაშოვნ სარგებელს". – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე. ჯო ბაიდენის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას. „როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოვიყენოთ უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ამ ქვეყნის ასაშენებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.  უკრაინული მედიის ცნობით, წინადადებების ეს პაკეტი შექმნის ახალ უფლებამოსილებებს რუსულ კლეპტოკრატიასთან დაკავშირებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, საშუალებას მისცემს აშშ-ს მთავრობას გამოიყენოს შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად და შემდგომ გააძლიეროს შესაბამისი სამართალდამცავი ინსტრუმენტები. შეთავაზებებში შედის: - გამარტივებული ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა სანქცირებული ოლიგარქების დაკავებისა და ქონების ჩამორთმევის მიზნით; - კლეპტოკრატების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინაში გადატანის შესაძლებლობა რუსული აგრესიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით; - სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის აღკვეთა: ეს წინადადება საშუალებას მისცემს რუსი ოლიგარქების მიერ გამოყენებული ქონების კონფისკაციას სანქციების თავიდან აცილების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით, აშშ-ს შეუძლია სანქციების დარღვევის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია, მაგრამ მას არ შეუძლია კონფისკაცია მოახდინოს სანქციების დარღვევის ხელშესაწყობად გამოყენებული ქონების კონფისკაციაზე. ეს წინადადება ავსებს ამ ხარვეზს. - ფულის კონტროლის ვადის გახანგრძლივება: ეს წინადადება გააუმჯობესებს შეერთებული შტატების უნარს რათა გამოავლინოს ფულის გათეთრების ფაქტები და მოახდინოს ჩამორთმევა, გასამართლების შემდეგ, უცხოური დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების გზით 5-დან 10 წლამდე. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა

Bloomberg: რუსულ ნავთობზე ემბარგო, შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს

ევროკავშირი მომავალ კვირას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აანონსებს. იგეგმება „სბერბანკის“  SWIFT-დან გათიშვა და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს დაწესება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. კერძოდ, ლაპარაკია ჯერ ტანკერის, ხოლო შემდეგ ნავთობსადენის ნავთობის აკრძალვაზე. ამასთან, ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვდება ბელორუსიც, რადგან ის რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გარკვეულ პლაცდარმს წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს  იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა  უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

ფინანსთა მინისტრი: საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. პარტნიორები ინფორმირებული არიან, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ და ვერ იქნება, სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კი, პარტნიორებს კითხვები არ აქვთ. „ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად გაცხადებულია, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. „მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახორციელებს ინფორმაციის გაცვლასა და დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებებით. შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული. სანქცირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ხაზინისა და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდებზე, რომელსაც დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, ორმ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ცნობისთვის, 30 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. „ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აცხაებს დეგნანი. ამავე თემაზე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს  

მედია: ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაცია Deutsche Welle AFP-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება. პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ეკონომიკური ზომების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა. AFP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება, მათ შორის, რუსი სამხედროების და კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ოჯახის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება  

ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დადგეს, თუმც ამაზე კონკრეტული მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. რადიო თავისუფლება: ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს ღიად შეეხო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე თხოვნით მიმართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. მან მოიშველია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან და თქვა, რომ ეს საუბარი აშკარად მიანიშნებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზე. თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო დაწესებაზე? განიხილება ეს საკითხი რაიმე ფორმით? ანდრიუს კუბილიუსი: სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.  

ბრიტანეთმა რუსეთს საკონსულტაციო, პიარისა და აუდიტის მომსახურებებზე წვდომა შეუწყვიტა

ბრიტანული კომპანიები სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციიდან მომხმარებლებს  საკონსულტაციო, პიარისა და აუდიტის მომსახურებაზე უარს ეტყვიან. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „რუსეთი დიდწილადაა დამოკიდებული დასავლური კომპანიების ამ სერვისებზე წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქტების ექსპორტში. ახალი ზომებით, პუტინზე ეკონომიკური ზეწოლა უფრო გაძლიერდება“, - აცხადებენ ბრიტანეთში. ასევე ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში მოექცა 63 ფიზიკური და იურიდიული პირი და რამდენიმე მედია ორგანიზაცია. მათი აქტივები  გაიყინება და ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, ბრიტანეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც კრემლის ძირითადი საინფორმაციო წყაროები RT (რაშა თუდეი) და Sputnik-ი დაიბლოკება. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი კომპანიები ბრიტანეთში მათ კონტენტს მედიასა და სოციალურ ქსელებში დაბლოკავენ. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოიტან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა

Bloomberg: რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც დღეს გამოცხადდა, მოიცავდა უძრავი ქონების ტრანზაქციების აკრძალვას. Bloomberg-მა მოიპოვა შესაბამისი მასალები, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ. კერძოდ, ევროკომისიის წინადადებით შეჩერდება უძრავი ქონების ტრანზაქციეიბი რუსეთის მოქალაქეებთან, რეზიდენტებთან და იურიდიულ პირებთან. სანქციები აკრძალავს „ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, ან უძრავ ქონებაზე წვდომის უზრუნველყოფას საწარმოებში საკუთრების უფლების პირდაპირ ან ირიბად გაყიდვას ან გადაცემას“. აკრძალვა ვრცელდება რუსებზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები და არ აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების უფლება. ეს არ ეხება მათ, ვისაც აქვს მოქალაქეობა ან რეზიდენტია ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში. 4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება

მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას. დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ხელშეკრულებების ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. მარიო დრაგის მიერ 3 მაისს გაკეთებულ ამ განცხადებას euobserver.com ავრცელებს. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპა პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა წავიდეს, რათა ეკონომიკური, ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად უკეთ მოემზადოს.„თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყებას, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა კონტინენტზე მშვიდობა. ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება „ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების ეს პრინციპი, რომელსაც ჯვარედინი ვეტოების ლოგიკისკენ მივყავართ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინაში ომს „უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ეკონომიკური“ კრიზისი უწოდა. „კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება, რაც შეუძლებლად აქცევს ერთი ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენებით გადაწყვეტილებების დაბლოკვას. ევროპა, რომელსაც შესწევს ძალა, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არის ევროპა, რომელიც უფრო მეტად სანდოა მისი მოქალაქეებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ. უკრაინაში ომის ფონზე იტალიამ რუსული გაზის ალტერნატივის ძიება აქტიურად დაიწყო და რიგი ხელშეკრულებებიც გააფორმა, მათ შორის ალჟირთან და კონგოსთანაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მედია: რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი "საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა" შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ცნობები სანქციების შედეგად რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს.   ასევე წაიკითხეთ Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება

საფრანგეთში, ოლიგარქ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს

საფრანგეთში, სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს. ამის შესახებ რუსული მედია The Insider -ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ სან-ტროპეში ფრიდმანის ვილა Copab დააყადაღეს. როგორც ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, ვილა ფრანგულ ფირმა SNC COPAB-ზეა რეგისტრირებული. მისი ბენეფიციარები არიან მიხაილ ფრიდმანის შვილები ლარისა და ეკატერინე, ხოლი 1%-ს მისი ყოფილი ცოლი, ოლგა აიზმანი ფლობს.  დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ფრიდმანი ვილის გაქირავებით თვეში €180 ათასიდან €440 ათასამდე შოულობდა. ვილის ტერიტორიაზეა აუზი, საუნა და ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი. ამასთან, პარიზში დააყადაღეს მიხაილ ფრიდმანის სახლი, რომელიც ასევე შვილებისა და ცოლის სახელზე კომპანია SCI მეშვეობითაა რეგისტრირებული. ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია. 29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს

იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს, ასევე სანქციები გავრცელდება რუსეთის სამხედრო ქარხნებისთვის ექსპორტზე. ამის შესახებ Reuters იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე, იაპონიის სანქციების ქვეშ ასამდე რუსეთის მოქალაქე მოხვდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვოლოდიმირ პუტინი, მილიარდერები ალექსეი მორდაშოვი და ვიქტოე ვექსელბერგი. ამასთან, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ იაპონია რუსულ ნავთობზე ემბარგოს ვერ შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს, ამიტომ გაუჭირდება ევროკავშირის მსგავსად, მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა. 1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.  ასევე წაიკითხეთ იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

Wall Street Journal: ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები რუსეთის ბაზარს ჩუმად ტოვებენ

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Lenovo და Xiaomi, უარს ამბობენ რუსეთში ბიზნესის წარმოებაზე, რათა თავიდან აიცილონ დასავლეთის სანქციები. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. დასავლეთის სანქციების წინააღმდეგ პეკინის პოზიციის გათვალისწინებით, ჩინური კომპანიები არ აკეთებენ საჯარო განცხადებებს აგრესორთან ვაჭრობის შესახებ, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. კომპანიებს შორის, რომლებიც აჩერებენ მიწოდებას რუსეთში, არის Lenovo, მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უდიდესი მწარმოებელი და რუსეთში მოწყობილობების სიდიდით მეორე გამყიდველი HP Inc-ის შემდეგ. Xiaomi-მა, მეორეა რუსეთში ტელეფონების გაყიდვებით, რომელმაც ასევე შეაჩერა მიწოდება რუსეთში. ამავდროულად, რეგიონში მოქმედმა ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა WSJ-ს განუცხადა, რომ ბოლო კვირებში რუსეთის ბაზარზე პროდუქტი არ შეუტანია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში მარტიდან სწრაფად შემცირდა. ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით, სმარტფონების მიწოდება 60%-ზე მეტით, ხოლო სატელეკომუნიკაციო საბაზო სადგურების ექსპორტი თითქმის შეჩერდა და დაეცა 98%-ით. ჩინეთის მთავრობის უახლესი მონაცემებით, მთლიანი ექსპორტი რუსეთში თებერვლიდან მარტამდე 27%-ით შემცირდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს 

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებ. ამის შესახებ CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სანქციები მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება. სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი ,,სბერბანკიდან", რომლებიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. პაკეტი რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც მოიცავს, ასევე, სავიზო შეზღუდვებს რუსეთისა და ბელორუსის 2600 ოფიციალური პირისთვის. სანქციები სამ რუსულ ტელევიზიასა (Россия 1, Первый канал Россия და НТВ) და ,,გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. CNN-ის ცნობით, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ეს პირველი ასეთი სანქციაა. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ეს არ არის სრული ბლოკირება და ,,გაზპრომბანკის" აქტივებს არ ყინავენ. „გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება. გარდა ამისა, აკრძალულია 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქიმიური ნივთიერებების, პლასტმასის, რეზინისა და მძიმე ტექნიკის ექსპორტი. ამ მოცულობიდან 1.4 მილიარდი იყო რუსული ექსპორტი ბრიტანეთში, რომელზეც ლონდონი ახლა დამატებით 35-პროცენტიან იმპორტის ტარიფს აწესებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკვე ეხება პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში, დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იყო.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   დიდი ბრიტანეთი უკრაინას $1,6 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს  

იაპონიამ, მიხაილ მიშუსტინისა და რუსეთის თავდაცვის კომპანიებს სანქციები დაუწესა

იაპონიამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ისინი მიმართულია პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის სექტორის კომპანიებზე. საუბარია სანქცირებული ჯგუფებისთვის გარკვეული საქონლის ექსპორტის აკრძალვაზე და რიგი რუსი ოფიციალური პირებისა და ე.წ. „LDNR“-ის წარმომადგენლების აქტივების გაყინვაზე. სანქციები ეხება რუსეთის რვა მოქალაქესა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წევრს. იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმირ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. სანქციების ქვეშაა, ასევე 70 კომპანია და კონცერნი „ალმაზ-ანტეი“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ეტალონი“. შეგახსენებთ, რომ იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 700-მდე მოქალაქე და 200 ორგანიზაცია. რუსეთმა იაპონიის სანქციებს თავადაც სანქციების დაწესებით უპასუხა - ოფიციალური პირებს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა. 1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.  ასევე წაიკითხეთ იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

Financial Times-ი: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი.  ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის.   ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს  

გერმანიაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავეს, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა

გერმანიაში, ჰამბურგის პორტში დააკავეს რუსი ოლიგარქის, ფარხად ახმედოვის იახტა, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა, ხოლო სიგრძე 15 მეტრია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა, Süddeutsche Zeitung-ი წერს. ცნობისთვის, „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ახმედოვის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ახმედოვი იმ რუს ოლიგარქებს შორისაა, რომელთაც დასავლეთის სანქციები შეეხოთ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   ასევე წაიკითხეთ: რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს  

Reuters: ესპანეთში 15 რუსი ოლიგარქის იახტები, სახლები და სხვა აქტივები აღმოაჩინეს

  ესპანეთის ხელისუფლებამ, სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქტივები, სახელები და იახტები გამოავლინა. Reuters-ს ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიანო გარსია ფრესნომ უთხრა, რომ აქტივები უკრაინაში რუსეთის შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგაა აღმოჩენილი, როცა ოლიგარქები ცდილობდნენ აქტივების დამალვის მიზნით, ზოგიერთ კომპანიაში საკუთარი წილების გადაცემას ნათესავებისა და პარტნიორებისთვის.    ფრესნოს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი 15 ოლიგარქის გარდა, აღმოჩენილია მათთან, ან მათი ოჯახის წევრებთან კავშირის მქონე 105 პირი. მისი თქმით, მათ შორისაა როგორც ძალიან, ასევე, ნაკლებად ცნობილი პირები.   ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს აძევებს „ესპანეთში 2004 წლიდან დარეგისტრირებული ტრანზაქციებიდან 1000-ზე მეტი პირის შემოწმებით დაადგინეს, რომ სანქცირებულ ოლიგარქებს წილი ჰქონდათ სულ მცირე 10 ესპანურ და 13 უცხოურ კომპანიაში“, - განუცხადა  Reuters-ს მარიანო გარსია ფრესნომ.    მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს და ფინანსური დაზვერვის სამსახურს. აპრილის ბოლოს, ესპანეთის მთავრობაში დაადასტურეს, რომ გაყინულია სანქცირებულთა სიაში მყოფ 5 პირთან დაკავშირებული 12 საბანკო ანგარიში და დაყადაღებულია 3 იახტა და უძრავი ქონების 23 ობიექტი. ფრესნოს თანახმად, რუს ოლიგარქებთან კავშირის მქონე კომპანიები ესპანეთში ფლობენ უძრავი ქონების 35-მდე ობიექტს და საბანკო ანგარიშებსა და წილებს ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებში

ბრიტანეთმა, სანქცირებულთა სიაში ალინა კაბაევა და პუტინის ყოფილი ცოლი შეიყვანა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები მოექცნენ. ვის და რატომ დაუწესდა სანქციები ალინა კაბაევა, „ნაციონალური მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონია (2004 წ) და რუსეთის სახელმწიფო დუმის მე-5 და მე-6 მოწვევის დეპუტატი. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაბაევას „ახლო ურთიერთობა“ აქვს პუტინთან. The Wall Street Journal-ის ცნობით კაბაევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში პუტინის აქტივების გადამალვის კუთხით. ლონდონმა ყოფილი ტანვარჯიშის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმით ახსნა, რომ NMG, რომელსაც კაბაევა ხელმძღვანელობს, "აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას" უკრაინაში შეჭრის შესახებ. ამბობენ, რომ კაბაევა "ჩართულია უკრაინის დესტაბილიზაციაში", რადგან ის თავად ან NMG-ის მეშვეობით "უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას". ინდივიდუალური სანქციები ვლადიმერ პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიასაც შეეხო. დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ასევე დაამატა ალექსანდრე პლეხოვი და ვიქტორ ხმარინი, რომლებიც პუტინის "მეგობრებად" მიიჩნევიან. ასევე სანქცირებულია მიხაილ კლიშინი, Bank Rossiya-ს აღმასრულებელი დირექტორი, კაბაევას ბებია, ანა ზაცეპლინა, Gelendzhik Seaport-ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ კოლბინი და Gazfond-ის პრეზიდენტი იური შამალოვი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება.

დიდი შვიდეული: კიდევ უფრო გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიაში, სამდღიანი სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად. „ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. მათივე თქმით, გაფართოვდება სასანქციო ზომები, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული. დიდი შვიდეულის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პირობა დადეს, რომ შეებრძოლებიან რუსულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანია დასავლეთის დადანაშაულება მსოფლიოში, სურსათის მიწოდების გამო შექმნილ პრობლემებში, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო შეიქმნა.   G7-ის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა მოუწოდეს ჩინეთს, არ დაეხმაროს მოსკოვს და არ გაამართლოს რუსეთის ომი.   ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში   მინისტრების განცახდებით, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გასაღებია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა ან შესყიდვის ეტაპობრივი შეწყვეტა. „ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ, მომავალ კვირას ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინაც კი, თუ უნგრეთი განაგრძობს  წინააღმდეგობას“, - ნათქვამია განცხადებაში.   „ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შევამციროთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება მალე, G7-ის ვალდებულებების საფუძველზე, ეტაპობრივად შეწყდეს ან აკრძალოს რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.   „ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიის გზით ცდილობდა და მხარს დავუჭერთ უკრაინას, მათ შორის ყირიმის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - განაცხადეს მინისტრებმა.    მინისტრებმა ასევე გააკრიტიკეს ბელორუსი უკრაინაში ომის მიმართ პოზიციის გამო. „ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს რუსული აგრესიის ხელშეწყობა და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში. G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება  დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება. დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

McDonald’s რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს

McDonald's აცხადებს, რომ 32- წლიანი საქმიანობის შემდეგ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის. რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სწრაფი კვების გიგანტი ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება "აღარ არის მდგრადი და არც McDonald’s-ის ღირებულებებს შეესაბამება". რუსეთიდან გასვლის გამო, McDonald’s-ის ზარალი სავარაუდოდ, $1,2-დან $1,4 მილიარდამდე იქნება. რუსული ბიზნესიდან გამოსვლის პროცესის ფარგლებში, McDonald's დაიწყებს რესტორნებიდან ყვითელი "M" ასოების და სხვა ბრენდირების ამოღებას. ამავდროულად, ქსელი შეინარჩუნებს უფლებებს სასაქონლო ნიშანზე რუსეთში და რესტორნები, რომლებიც McDonald's-ის ადგილზე გაიხსნება, ვერ გამოიყენებენ მის სახელს, ლოგოს და მენიუს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

უკრაინაში, რუსი ოლიგარქ ფრიდმანს, აქტივები დაუყადაღეს

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინაში „ალფა ბანკში“ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანის 12,4 მილიარდი გრივნას აქტივები დააყადაღეს. ეს ფასიანი ქაღალდებია, კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიების, რომლებიც, ბიზნესმენთანაა აფილირებული. აღნიშნული აქტივები, უკრაინაში, „ალფა ბანკის“ ფილიალი ინახებოდა.  ამასთან, ფრიდმანს დაუყადაღეს 469 მილიონი გრივნა, რომელიც „ალფა ბანკის“ანგარიშებზე იყო განთავსებული. ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია. 29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 მილიონი გამოუყონ იარაღის შესაძენად. 11 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა, რომ რუსეთის ენერგოემბარგოს მხარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ბლოკი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე იმუშავებს და ალტერნატივას შესთავაზებთ.  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა

ავსტრალიის მთავრობის ახალი სანქციები რუსეთის 11 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციაზე ვრცელდება. სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ბოგდანოვსკი და უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრორუსი წევრი, ილია კივა. ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს „ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სანქცირებულ ორგანიზაციებს შორისაა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.„ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, რაც აშკარად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, სანქციები დაუწესდა ორ ბელორუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას. „ორივე კომპანია აწარმოებს აღჭურვილობას, რომელსაც იყენებს ბელარუსის შეიარაღებული ძალები, რომელიც, თავის მხრივ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ძალებს,“- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავსტრალიამ ამ დრომდე სანქციები დაუწესა 827 ფიზიკურ პირსა და 62 ორგანიზაციას.

ბრიტანეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ახალი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. როგორც საგარეო მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს. სანქციები დიდ ბრიტანეთის აეროპორტებში რუსეთის ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვას აუკრძალავს სანქციები შეეხება „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, ავიაკომპანია „როსიას“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანულ აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიების დაჯდომის ადგილები 50 მილიონი ფუნტის ღირებუებისაა. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა „აეროფლოტი“, რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც რეიტინგით მსოფლიოს 20 უმსხვილეს ავიაკომპანიას შორისაა. კომპანიის საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს, ამიტომ „აეროფლოტს“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აგრესორი ქვეყნის მთავრობისთვის. „აეროფლოტი“ არა მხოლოდ მომსახურებას უწევს რუსეთის მთავრობას, არამედ ქმნის კრემლის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა Rossiya Airlines, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში. ეს კომპანიაც სახელმწიფო საკუთრებაშია, როგორც აეროფლოტის ნაწილი. ამრიგად, Rossiya Airlines მოქმედებს, როგორც რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერია. „ურალის ავიახაზები“, ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში, ადრე „აეროფლოტის“ ნაწილი იყო. ამ კომპანიასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის მთავრობისთვის.

WSJ: აშშ ბელორუსს სანქციების დროებით მოუხსნის, თუ უკრაინიდან ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს

აშშ-ის ხელისუფლება და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში განიხილავენ ბელორუსისთვის კალიუმის სასუქების ექსპორტზე სანქციების დროებით მოხსნის თუ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბელორუსს 6 თვით სასუქების ექსპორტზე სანქციებს შეუჩერებენ თუ ლუკაშენკო დაუშვებს, რომ უკრაინული მარცვლეული სარკინიგზო ტრანსპორტით ბელორუსის გავლით ლიტვის პორტ კლაიპედაში გადაიზიდოს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ბელორუსს კალიუმის მრეწველობასთან დაკავშირებული სანქციები დააწესა მიგრაციის კრიზისისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ. WSJ მიუთითებს, რომ ანტონიო გუტერეში ასევე ცდილობს მოლაპარაკებას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო დერეფნის შექმნაზე, რისთვისაც ის ხვდება რუსეთის, თურქეთის და უკრაინის ხელისუფლებას. ეს ვარიანტი ითვალისწინებს რუსული და ბელორუსული სასუქების ექსპორტის ხელშეწყობას. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია. გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს

რუსეთი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და აშშ-ს 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს 963 მოქალაქეს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთი აშშ-ის საელჩოს პრესმდივანს ქვეყნიდან აძევებს მარია ზახაროვა: რუსეთი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ ,,შავ სიას" გამოაქვეყნებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება საჯარო მას შემდეგ გახადა, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფაზე კანონს მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად სამოქმედო გეგმა გადასცა 14 აპრილს, რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში

„სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს, აუაროს გვერდი სანქციებს. „ეს გაცხადებული ჩვენი მიზანი და პოლიტიკაა. მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან და ამაზე, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს, არცერთი მტკიცებულება, არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია უკრაინულ მხარეს. ეს რაზე მიუთითებს - რაზეც მე გითხარით, მესმის, რომ არიან გაწბილებულები, რომ ვერ მიიღეს მეორე ფრონტი და ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ ვფიქრობთ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ჩემთვის მთავარი ეს არის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება არის, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ სხვის ინტერესებზე, ეს არის უბედურება, ამაშია ჩვენი ტრაგედია. ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა და ჩვენ ეს კარგად ვიცით. არ მინდა საჯაროდ ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ ჩვენ მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები. ჩვენი წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა სიმართლესთან, რომ თითქოს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის უპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. გვესმის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კიდევ ერთხელ, სოლიდარობა მინდა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც. საქართველომ და ქართველმა ხალხმა აჩვენა ყველაზე ძლიერი ხასიათი. მთელი ერი მობილიზდა და 190 ერს შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში. ეს არის ჩვენი დიდი ერი, ძლიერი ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.

ავსტრიამ, სანქცირებული რუსი ოლიგარქების €254 მილიონის აქტივები გაყინა

ავსტრიამ სანქცირებული რუსი ოლიგარქების 97 ანგარიშზე €254 მილიონის აქტივები გაყინა. ამის შესახებ ORF ავსტრიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, გაყინული აქტივების მოცულობა მარტთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ავსტრიაში რუსი ოლიგარქების აქტივების გამოვლენის საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელობით. ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა მანამდე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გერჰარდ კარნერმა კომპლექსური გამოძიების შესახებ განაცხადა, რომელიც საჭიროებდა სიღრმისეულ მუშაობას, ხოლო კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ აუცილებელია "ოლიგარქების" ფულის დაკავება, რათა მათ ზიანი მიაყენონ. კანცლერმა პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სანქციები უპირობოდ დაწესდეს სამხედრო ლიდერებისა და პუტინის მხარდამჭერების წინააღმდეგ“. ზელენსკიმ და დრაგიმ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

Starbucks-ი რუსეთის ბაზარს საბოლოდ ტოვებს

მსოფლიოს უდიდესმა ყავის მაღაზიათა ქსელმა Starbucks-მა გადაწყვიტა საბოლოოდ დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, Starbucks აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე და დახურავს თავის 130 ლოკაციას ქვეყანაში. ამასთან, კომპანია განაგრძობს რუსი თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ექვსი თვის განმავლობაში, ასევე დაეხმარება მათ დასაქმებაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, Starbucks-მა მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აჩერებს საქმიანობას რუსეთში და ხურავს თავის ყავის მაღაზიებს. Starbucks-ის პირველი ყავის მაღაზია რუსეთში 2007 წელს გაიხსნა. Starbucks დაარსდა 1971 წელს სიეტლში. კომპანიის ქსელი მოიცავს 32000-ზე მეტ ყავის მაღაზიას მთელს მსოფლიოში. მანამდე, მაკდონალდსმა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა, გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი. . კომპანია რუსულ ბაზარზე 32 წელია მუშაობს.

ევროკომისია წინადადებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად ჩაითვალოს. Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ევროკავშირის მთავრობებს, ჩამოართვან აქტივები იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც  მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის შეზღუდვებსთავს არიდებენ. ევროკავშირის სანქციების დარღვევა დანაშაულად ევროკავშირის 12 ქვეყანაში ითვლება, რასაც ზოგი ქვეყანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს, ზოგიც - სისხლის სამართლის დანაშაულად. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებიც შესაბამისად განსხვავებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად

მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო გამოვიდა. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც გემებს უკრაინიდან უსაფრთხო მარშრუტის საშუალებას მისცემს, თუ სანქციები მოიხსნება. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის პორტებში ფაქტობრივად, ყველა საზღვაო ვაჭრობა შეაჩერა. რუსეთი ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინა  მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქვეყანას შავი ზღვის პორტებიდან ტოვებს. პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას WFP-ი (მსოფლიო სასურსათო პროგრამა  უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია) აცხადებს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს, რადგან რამდენიმე ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის იმპორტზე. ამასთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტს ახდენენ, განსაკუთრებით დაზარალდებიან საზღვაო ტვირთზე ხარჯების გაზრდის გამო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხელახლა გახსნას უკრაინის პორტები ექსპორტისთვის, რათა არ დაუშვას ბავშვების შიმშილი მთელ მსოფლიოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

AP: დასავლეთმა რუს ოლიგარქებს უკრაინის აღდგენის დაფინანსების სანაცვლოდ, შესაძლოა, სანქციები მოუხსნას

კანადის ფინანსთა მინისტრი, ხრისტია ფრილანდი რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა. სანაცვლოდ, სანქცირებულმა რუსმა მილიარდერებმა უკრაინის აღდგენა უნდა დააფინანსონ. ამის შესახებ Associated Press-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  ავსტრიამ, სანქცირებული რუსი ოლიგარქების €254 მილიონის აქტივები გაყინა სააგენტოს წყაროების ცნობით, ხრისტია ფრილანდმა ეს საკითხი გასულ კვირას G7 -ის ფინანსთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა. თუმცა მანამდე ეს თემა, რუს ოლიგარქებთან განიხილა. ზოგიერთ მათგანს ფრილანდი იმ პერიოდიდან იცნობს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ სააგენტო წერს, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა იცოდნენ ამ საკითხის განხილვის შესახებ. ამასთან დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რუსი ოლიგარქები პრეზიდენტ პუტინის „დაშორდნენ“ და ამავდროულად უკრაინის აღდგენა დააფინანსონ. სააგენტოს წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ წინადადებაა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც AP წერს, ეს ვარიანტი, შესაძლოა დაეხმაროს იურიდიული დაბრკოლებების მოხსნაში იმ ქვეყნების ხელისუფლებებს (მაგალითად, გერმანია), სადაც გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა ძალიან რთულია. „თუ რუსი ბიზნესმენები ნებაყოფლობით დათმობენ თავიანთი ქონების ნაწილს საზღვარგარეთ, ეს გაამარტივებს ამოცანას“, - მიიჩნევენ სააგენტოს თანამოსაუბრეები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ამ დრომდე სანქციების ქვეშ მოექცა რუსული ბიზნესის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებმა, რუს ოლიგარქებს თითქმის 10 მილიარდი ევროს მოცულობის აქტივები გაუყინეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პრემიერი: უკრაინის დაზვერვის ორი უარგუმენტო განცხადება გავრცელდა სანქციების გვერდის ავლაზე, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი რეაქცია?

„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს, საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში პრემიერის დაბარების ინიციატორი „ლელო“ იყო. მოსმენა სამ საათს გაგრძელდა. მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე

კვლევა: რუსული კომპანიების 86%-ი ამბობს, რომ სანქციების გავლენა იგრძნო

რუსეთის ფედერაციაში, ბიზნესკომპანიებმა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციების გავლენა უკვე იგრძნეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კომისრის ოფისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სანქციები შეეხო რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს. კვლევის შესახებ, ინფორაციას რუსული მედია ავრცელებს. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ ამ დოკუმენტის საფუძველზე, დაწესებული სანქციებით დაზარალებული კომპანიების 77,4%-მა შეძლო ადაპტაცია, მაგრამ 11,7%-მა ეს ვერ მოახერხა და ბიზნესი მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა. გამოკითხულთა 67,1%-მა განაცხადა, რომ გრძნობს ეკონომიკური ვარდნის შედეგებს. კვლევისთვის გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 10.4%-მა განაცხადა, რომ მათი ბიზნესი კვლავ სტაბილური და მზარდია. იმ პრობლემებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე, გამოკითხულთა 62.2%-მა დაასახელა მოთხოვნის შემცირება, „შემდეგ მოდის საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი და ნაღდი ფულის ხარვეზები, მიწოდების ჯაჭვის მოშლა და იმპორტის მიწოდების სირთულეები“. კომპანიების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სანქციების ქვეშ იმუშაოს, 35% კი ხელისუფლების ქმედებებს ეფექტურად მიიჩნევს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტი ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში სამხედროების წარმატების შესახებ იუწყება. შესაბამის კომენტარს CNN ავრცელებს. „უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს და აკავებენ რუსულ ძალებს ზაპორიჟიეში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს ღამით გამართულ მიმართვაში. ჩვენი დამცველები ავლენენ უკიდურეს გამბედაობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს არსებითი უპირატესობა ძალისა და იარაღის მხრივ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე. ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა „ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შეთანხმებულია. მის დამტკიცებას და ძალაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პაკეტის ძირითადი ელემენტები უკვე ნათელია და მთავარია მისი მიმართულება. ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე. ვაფასებ ძალისხმევას ყველა იმ ადამიანის, ვინც იმუშავა ამ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად. პრაქტიკული შედეგი არის მინუს ათობით მილიარდი ევრო, რომლითაც რუსეთი ტერორიზმს ვეღარ დააფინანსებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.   

მედია: რუსეთის ეკონომიკა სანქციების გავლენით შემცირებას განაგრძობს

რუსეთის მშპ მარტში 1.3%-ით, თებერვალში 4.1%-ით და იანვარში 5.6%-ით ზრდის შემდეგ, აპრილში წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ეს შედეგი „უპრეცედენტო სანქციების ზეწოლით“ აიხსნება, რამაც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკური შეზღუდვები, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო შიდა შეფასებით, სანქციების გამო მშპ-ს 12%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რამაც შესაძლოა გაანადგუროს „ეკონომიკური ზრდის ათწლეული“. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს უკრაინის ეკონომიკის 35%-ით, ხოლო რუსეთის 8,5%-ით დაცემას პროგნოზირებს. რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთის მშპ 8-10%-ით შემცირდება.  

აშშ-მა სანქციები დაუწესა ალექსეი მორდაშოვს, სერგეი როლდუგინს, მარია ზახაროვას და რამდენიმე რუსი მინისტრს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. გაფართოვდა სანქცირებულთა სია, რომელთა შორისაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და კრემლის პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა. ასევე, სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი, ვიტალი საველიევი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი. სანქცირებულთა სიაში მოხვდა მონაკოში დაფუძნებული იახტების კომპანია Imperial Yachts-იც, რომელსაც მოსკოვში დაბადებული ევგენი კოჩმანი აკონტროლებს. ეს კომპანია რუს ოლიგარქებს ემსახურება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული ჩელისტი სერგეი როლდუგინი, ბიზნესმენი ალექსეი მორდაშოვი და მისი ცოლი, გოდ ნისანოვი და მორდაშოვის ორი შვილი. სიაში არის რუსეთის ერთი ფედერალური მინისტრი, ირეკ ფაიზულინი, რომელიც საბინაო-კომუნალურ საქმეებს განაგებს და კიდევ რამდენიმე კრემლთან დაახლოებული როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები. აშშ-მ რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებსა და 13 პირს ახალი სანქციები დაუწესა აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.    

რუსეთის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა. გამოცემა წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.  დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა. ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას. როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.   

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა. დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა. ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის,  Bloomberg წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.  როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.   

სასტუმროების ქსელი Marriott-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Marriott International რუსეთში მუშაობას აჩერებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები შეუძლებელს ხდის ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას. მარტის დასაწყისში Marriott-მა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, ის ხურავს თავის კორპორატიულ ოფისს მოსკოვში და აჩერებს ინვესტიციებს და აღარ გახსნის ახალ სასტუმროებს რუსეთში. ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ კვლავ ორიენტირებული არიან რუსეთში თანამშრომლებზე ზრუნვაზე. იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს ან ქვეყანაში საქმიანობას შეზღუდავს.   

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 61 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 61 მოქალაქესთან მიმართებით პერსონალური სანქციები გამოაცხადა. სანქცირებული პირები მსხვილი კომპანიების ყოფილი და მოქმედი ტოპ მენეჯერები და მაღალჩინოსნები არიან. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი „ეს რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ასევე შიდა ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივად მზარდი სანქციების საპასუხოდ გაკეთდა", - წერს რუსული მედია. სანქციები ეხება აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს, ენერგეტიკის მინისტრს ჯენიფერ გრენჰოლმს, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორს კეიტ ბედინგფილდს და Netflix-ის ერთ-ერთ ლიდერს რიდ ჰასტინგსს. სიაში ასევე მოხვდნენ OneWeb-ის, Delta Airlines-ის, Universal Pictures-ის, CBS-ის, Moody's, Nasdaq-ის ტოპ მენეჯერები. სანქციებში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ რუსეთში შესვლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

იაპონია ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს

იაპონია სანქციებს უწესებს კიდევ ორ რუსულ ბანკს. შეზღუდვები დაუწესდება - „მოსკოვის საკრედიტო ბანკსა“ და „როსსელხოზბანკს“. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფინანსური ორგანიზაცია რუსეთის ათი უმსხვილესი ბანკის სიაში შედის. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთს მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, იაპონიამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს

ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად მოიცავს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. პროექტი ასევე მოუწოდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს რეზოლუციის პროექტის ტექსტი კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება, შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით. EPP-ს პროექტში ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად. რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლება ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში. რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი. პროექტი მოუწდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის, საქართველოს დამსახურების და მოცემული რეზოლუციის გათვალისწინებით. მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა. წყარო - რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს - ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას... საუბარია გაზზე“, - განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეჩერება უფრო მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა ომის დანაშაულის საპასუხო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებისა და ამ ქმედებების ბელარუსის მხრიდან მხარდაჭერის, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების ფონზე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება როგორც რუსეთის, ასევე ბელორუსის მიმართ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „პაკეტის საშუალებით, დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, ვაძლიერებთ შეზღუდვებს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ უფრო მეტ რუსულ ძირითად ბანკს ვთიშავთ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. ასევე სანქციებს ვუწესებთ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებელ პირებს და ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. სანქციების შეთანხმებული პაკეტი მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობების ეფექტიანად აღკვეთას ისახავს მიზნად. ნავთობი ევროკავშირმა რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი. გარდა ამისა, ბულგარეთი და ხორვატია ასევე ისარგებლებენ დროებითი გამონაკლისით რუსეთის ნედლი ნავთობისა და ვაკუუმური გაზოილის საზღვაო იმპორტთან დაკავშირებით. SWIFT-ის სისტემიდან რუსეთისა და ბელარუსის დამატებითი ბანკების გათიშვა ევროკავშირი SWIFT სისტემასთან დაკავშირებით არსებულ აკრძალვას დამატებით ავრცელებს რუსეთის სამ საკრედიტო ინსტიტუტზე - SWIFT-ის სისტემიდან ითიშება უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი; მაუწყებლობა ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. აღნიშნული სტრუქტურები რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტები უკრაინაში ინტერვენციის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, პროპაგანდის ჩათვლით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. ძირითადი უფლებების ქარტიის შესაბამისად, ეს ზომები ხელს არ შეუშლის ამ მედიასაშუალებებს და მათ თანამშრომლებს, ევროკავშირში მაუწყებლობის გარდა სხვა საქმიანობა განახორციელონ, მაგალითად კვლევა და ინტერვიუები. ექსპორტის შეზღუდვები ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. სიაში დამატებით შევლენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული ორგანიზაციები. ევროკავშირი ასევე გaაფართოვებს იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიების სიას, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას. აღნიშნულ სიაში შევა 80 დასახელების ქიმიკატი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის წარმოებისთვის. საკონსულტაციო მომსახურება ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკონსულტაციო მომსახურებას; ინდივიდუალური სიები გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა სანქციების დაწესება დამატებითი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ: ვინც პასუხისმგებელია ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე; სიაში ასევე შეყვანილია ის პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვანი ბიზნესმენებიის, ოლიგარქების ოჯახის წევრები და კრემლის ოფიციალური პირები, ასევე თავდაცვითი კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები. ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რუსეთში იძულებით გაყვანილი უკრაინელი პირების უსაფრთხო დაბრუნება. „ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. შესაბამისი სამართლებრივი აქტები ოფიციალურ ჟურნალში მალე გამოქვეყნდება.  

პოდოლიაკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტზე განმარტებას სთხოვს

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიიდან ღრუბლოვანი სერვისების ბლოკირების ამოღება არ განმარტა. „თავდაპირველად, ევროკავშირის საბჭო სანქციების მეექვსე პაკეტში ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსეთის ბლოკირების შესახებ აცხადებს. შემდეგ, ევროკავშირის საბჭო არედაქტირებს შეტყობინებას, ამოიღებს ამ მითითებებს. ოფიციალური პირებისგან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციების ზეწოლა და არა შევამციროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა. უკრაინული მედიის ცნობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, კერძოდ, საკონსულტაციო სერვისების, ღრუბლოვანი სერვისების ჩათვლით. შემდგომში, ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცების შესახებ, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შეზღუდვებზე მითითება ამოიღეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას უნდა მოიცავდეს

ევროკავშირმა ერთად უნდა იმუშაოს სანქციების მეშვიდე პაკეტის დასამტკიცებლად, რომელიცრუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ სამშაბათს ვარშავაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შალენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ენერგორესურსებისგან ევროპის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“. თუმცა რაუმ ამას არასაკმარისი ნაბიჯი უწოდა და მოუწოდა, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა სანქციების მეშვიდე პაკეტზე. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს მინისტრის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, სანქციები უნდა მოიცავდეს „რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას და ყველა რუსული და ბელორუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, ხაზგასმით აღნიშნა რაუმ. „ამიტომ, ჩვენ ველით დადებით რეკომენდაციას ევროკომისიისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა რაუმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კურსზე სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია

რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times- თან ინტერვიუში განაცხადა.  ზელენსკიმ გააკრიტიკა ცალკეული დასავლელი მოკავშირეების მცდელობები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებები კულისებში გამართონ და ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთის პირობები გაარკვიონ. „ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკება ნებისმიერ დროს არ შეიძლება. როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაკვირია“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი გააკეთონ, რათა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ. მათ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი და დააწესონ მკაცრი ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო. ზელენსკი თვლის, რომ კიევის პარტნიორებმა მშვიდობისთვის „წინაპირობები“ უნდა შექმნან. "თქვენ გაქვთ გავლენა შედეგზე... სიტყვების გარდა, თქვენ უნდა აჩვენოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რეალურად", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განხორციელებულმა სანქციებმა „ნამდვილად არ იმოქმედა რუსეთის პოზიციაზე“ ომთან დაკავშირებით. მოსკოვი ყოველთვის პოულობდა გზას სანქციების გვერდის ავლისთვის. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ცალკეული დასავლური მთავრობები დაიღალნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შედეგებით და უკვე ეძებენ მათი შერბილების გზებს, რათა დაიცვან თავიანთი კომერციული ინტერესები. "ყველა იქცევა როგორც კრიპტოგრაფები. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ ამავდროულად ამოწმებენ, რა შეიძლება გაკეთდეს სანქციების შესამსუბუქებლად, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს", - შეაჯამა ზელენსკიმ. 3 მაისს ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. იგი მოიცავდა რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების ეტაპობრივ შეწყვეტას. მილსადენის ნავთობის მიწოდება დროებით გამონაკლისად იქცა. ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა Sberbank-ის, Rosselkhozbank-ისა და Moscow Credit Bank-ის SWIFT-დან გათიშვა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ იაბლონსკის განცხადებით, ევროკავშირი უკვე მუშაობს სანქციების მეშვიდე პაკეტზე.

Bloomberg: უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საკონტეინერო იმპორტი 60%-ით შემცირდა

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს საგრძნობლად შემცირდა საზღვაო გზით საკონტეინერო იმპორტი. რუსეთის წყლებში საკონტეინერო გემების რაოდენობა ნოემბრის პიკებთან შედარებით 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია სააგენტო იხსენებს, რომ წამყვანმა ლოჯისტიკურმა კორპორაციებმა Maersk-მა, CMA-CGM და Hapag-Lloyd-მა რუსეთში საქმიანობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე შეაჩერეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შემოჭრის სანქციების გამო რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა იმპორტის მოცულობა და შეიცვალა მომწოდებლები, რის შედეგადაც ბელორუსმა პირველად გაუსწრო გერმანიას აგრესორისთვის მიწოდებული ექსპორტის ღირებულებით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, ასობით მრავალეროვნულმა კომპანიამ დატოვა ქვეყანა, ამიტომ რუსებს მოუწიათ ნედლეულის მოძიება ალტერნატიული უცხოელი მომწოდებლებისგან, ასევე ახალი მარშრუტებისა თუ ხვრელების პოვნა საქონლის მისაღებად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

რუსეთის ზოგიერთი ავიაკომპანია სანქციებისგან თავის დასაღწევად ბიზნესის თურქეთში გადატანას განიხილავს - მედია

რუსეთის ზოგიერთი ავიაკომპანია თავისი ბიზნესის თურქეთში გადატანას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს სანქციები, რომლებიც მათ თვითმფრინავების იჯარით აღებაში, მომსახურებასა და შეკეთებაში ხელს უშლით. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა რუსმა ტუროპერატორებმა Pegas Touristik და Anex Tour, რომლებიც ფლობენ Nordwind-სა და Azur Air-ის ავიახაზებს, შესაძლოა ახალი კომპანიები გახსნან თურქეთში და მათ უკვე აწარმოეს მოლაპარაკება სალიზინგო კომპანიებთან თვითმფრინავების მისაღებად, იტყობინებიან გამოცემის წყაროები. ვინაიდან Nordwind-სი და Azur Air-სი არ ექვემდებარებიან ინდივიდუალურ სანქციებს, იურიდიულად თურქული ავიახაზების შექმნა არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს. Bloomberg-ის ცნობით, Anex Tour-მა შესაძლოა შექმნას ახალი განყოფილება თურქეთში, ანტალიაში და იჯარით აიღოს ბოინგის გემების ფლოტი; გარდა ამისა, გადამზიდავი აწარმოებს მოლაპარაკებებს ბაზრის რამდენიმე სხვა მონაწილესთან, კერძოდ, tailwind ჩარტერულ ავიაკომპანიასთან. Pegas Touristik, თავის მხრივ, განიხილავს ახალი ავიაკომპანიის, Southwind-ის შექმნას, რომელსაც შეუძლია პირველი ფრენები თურქეთიდან ამ ზაფხულს დაიწყოს. ტუროპერატორი სომხეთში საჰაერო ტრანსპორტის საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობასაც განიხილავს. გამოცემა წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, თურქეთი ცდილობს თანაბარი პოზიციის შენარჩუნებას, თუმცა კიევში იარაღის ექსპორტის ნებას რთავს. ამავდროულად, ანკარა არის დამოკიდებული რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე, რომელთა რიცხვი 2021 წელს, მიუხედავად COVID19-ის პანდემიისა, 5 მილიონი იყო.  

Severstal-ის მთავარი აქციონერის სანქცირების შემდეგ, რუსული ფოლადის მწარმოებლების აქციები გაუფასურდა

აშშ-ს ფინანსურმა დეპარტამენტმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 2 ივნისს სანქციები დააწესა Severstal-ის მთავარი აქციონერის ალექსეი მორდაშოვის, მისი ოჯახის წევრებისა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების ქვეშ მოექცა ფოლადის მწარმოებელი Severstal-ი და ოქროს მომპოვებელი Nord Gold-ის.    ამის შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე Severstal-ის აქციები 15%-ით დაეცა და ვარდნა 3 ივნისს განაგრძო. მათ მოჰყვა ფასის ვარდნა სხვა მსხვილი მეტალურგიულ კომპანიების აქციებზე.   2 ივნისს ვაჭრობის დაწყებასთან შედარებით MMK-ის აქციები 10%-ით, NLMK-5%-ით, Severstal-ის 22%-ით დაკლებულია.   Severstal-მა Forbes-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აღარ მუშაობს ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის მიერ მორდაშოვისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე - ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა - „უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანისა და გაშვილებისთვის“. „ჩვენი სამიზნეები არიან პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

Coca-cola რუსეთში პროდუქციის გაყიდვას შეწყვეტს

რუსეთში Coca-cola-ს და სხვა სასმელების წარმოება და გაყიდვა ამ კომპანიის კუთვნილი ბრენდებით შეჩერდება. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. Coca-cola-ს ცნობით, ეს პროდუქციის არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ მოხდება. კომპანია Coca-Cola-მ უკრაინაში ომის გამო რუსეთში ბიზნესის შეჩერების შესახებ განაცხადა. მაისში, კომპანიის მენეჯმენტმა თქვა, რომ რუსეთში ბიზნესი "სრულიად გაქრება", თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება.

ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელობამ შეტყობინება მიიღო, იუწყება კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ბრიუსელმა განმარტა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფონზე, ევროკავშირის სანქციები ასევე ვრცელდება საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ტრანსპორტირდება რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მხარეში და პირიქით - ტრანზიტით ლიეტუვის ტერიტორიით. ალიხანოვის წინასწარი შეფასებით, საუბარია სატრანზიტო ტვირთის მთლიანი მოცულობის 40-50 პროცენტზე. ესაა სამშენებლო მასალები, ცემენტი, ლითონები, კალინინგრადის მხარეში წარმოებული მზა პროდუქცია. ცნობისათვის, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. მასთან სამგზავრო მატარებლებით კავშირი ძველებურად გრძელდება ლიეტუვის გავლით, თვითმფრინავები კი ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავენ, ვინაიდან ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ადგილობრივ ხელისუფლებას სურს სუბსიდიებისთვის მოსკოვს მიმართოს.   

სანქციების გამო რუსმა ოლიგარქებმა €12,5 მილიარდზე წვდომა დაკარგეს

ევროკავშირის ქვეყნებში, სანქციების შედეგად, რუს ოლიგარქებსა და ინსტიტუტებს მდიდრულ იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, უძრავ ქონებაზე და 12,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სხვა აქტივებზე წვდომა აეკრძალათ. ამის შესახებ Die Welt-ს იუსტიციის ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა განუცხადა. „რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და აპრილში დაფიქსირებული 6,7 მილიარდი ევროდან 12,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს“, - თქვა ვიგანდმა. ზრდა დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ გერმანიაში ბევრი აქტივი დაიბლოკა. ფინანსთა ფედერალურმა მინისტრმა კრისტინა ლინდნერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში თითქმის 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა. მათ შორისაა ცენტრალური ბანკის დეპოზიტები, კომპანიის ინვესტიციები, ასევე გემები და იახტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით, 2023 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. „საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2023 წლის 23 ივნისამდე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.  როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შემაკავებელი ზომები პირველად დაინერგა 2014 წლის ივნისში და უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში პროდუქტების იმპორტზე აკრძალვებს მოიცავს. სანქციები ასევე მოიცავს ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული მომსახურების აკრძალვას. გარდა ამისა, გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ან ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოძიების, მოძიებისა და წარმოებისთვის ასევე ექვემდებარება ევროკავშირის შეზღუდვებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გერმანიის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუს პარლამენტარსა და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრს და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა. CNN მიუნხენის პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ამ ქალაქში, დუმის წარმომადგენლისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინები, სანქცირებულებს საბანკო ანგარიშებთან ერთად ჩამოართვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქცირებულ პირს კუთვნილი აქტივები არამარტო გაუყინეს, არამედ ჩამოართვეს. პროკურორის თქმით, სათათბიროს წევრს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ერთი დღით ადრე, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ პუტინის გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო დაუწესა. ორი ბინა ეკუთვნოდა როგორც სათათბიროს წევრს, ასევე, მის მეუღლეს, ხოლო კიდევ ერთი ბინა მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე იყო. მიუნხენის პროკურორის განცხადებით, სანქცირებულია როგორც სახლმწიფო სათათბიროს წევრი, ასევე, მისი მეუღლე. იმავდროულად, სათათბიროს წევრის და მისი მეუღლის წინააღმდეგ, გერმანიის ხელისუფლება სანქციების დარღვევის საქმეზე დამატებით გამოძიებას აწარმოებს.  

ესტონეთმა ფიზიკურ პირებს რუსეთიდან სანქცირებული საქონლის შეტანა აუკრძალა

10 ივლისიდან ესტონეთში იმ საქონლის იმპორტი იკრძალება, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს  ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს ვებგვერდზე საქონლის სრული სია გამოქვეყნდა, „რომლის რეალიზაციიდანაც რუსეთს მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინაში შეიარაღებული აგრესია და დაპყრობითი ომი განაგრძოს“. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია 10 ივლისიდან ესტონეთში შეუძლებელი იქნება ალკოჰოლის „იმპორტი ან გადატანა“. სანქცირებას ექვემდებარება ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი, ლიქიორი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ხის ავეჯი, სასუქები და პნევმატური საბურავები.   სანქციები ასევე ვრცელდება რუსეთში, ფუფუნების საქონლად კლასიფიცირებული რიგი ნივთების ექსპორტზე.   ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. კერძოდ, აკრძალა რუსული ალკოჰოლისა და სასუქების იმპორტი, ასევე, საქონლისა და რიგი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი.  

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკას „იარაღად აქცევს“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინის კრიზისი არის კიდევ ერთი გამოფხიზლების ზარი მთელ მსოფლიოში“. სი ძინ პინის თქმით, არსებული კრიზისი გვახსენებს, რომ ბრმა რწმენა ე.წ. ძლიერების პოზიციის, სამხედრო ალიანსების გაფართოებისა და საკუთარი უსაფრთხოების ძიების მცდელობები, მხოლოდ სხვების ხარჯზე, უსაფრთხოების დილემის წინაშე გვაყენებს. CNN-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი ვირტუალური სამიტის წინ გამართულ ბიზნეს ფორუმზე BRICS-ის ეკონომიკური ბლოკის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად გამოვიდა. „წარსულის ტრაგედიები მოწმობს, რომ ჰეგემონიას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება; ის მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს”, - თქვა განაცხადა სი ძინ პინმა. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები, „რომლებიც გლობალურ ეკონომიკას იარაღად იყენებს, ზიანს მოუტანს მსოფლიოს ხალხს". CNN წერს, რომ ეს კომენტარები ფარული მინიშნება იყო შეერთებულ შტატებსა და NATO-ზე, რომლებსაც პეკინი არაერთხელ ადანაშაულებდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-მ სანქციები კიდევ სამ რუსულ ავიაკომპანიას დაუწესა

შეერთებული შტატები სამ რუსულ ავიაკომპანიას, ამერიკული ნაწილებისა და მომსახურების მიღებას უკრძალავს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა Aeroflot-ის შემდეგ, სამ უმსხვილეს გადამზიდავს Pobeda-ს, Nordwind Airlines-სა და S7 Airlines-ს, სააღსრულებო ზომები შეეხოთ. კერძოდ, საქმე ეხება ექსპორტის კონტროლის დარღვევას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ფედერაციის ყველა ავიაკომპანიის საოპერაციო ზარალმა 61,1 მილიარდი რუბლი შეადგინა. ეს ინდუსტრიისთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. დოკუმენტის თანახმად, ზარალის ძირითადი მიზეზი სანქციების გავლენაა.  

Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება. G7 ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გამოაცხადებენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუსმენენ. შეთანხმების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) რუსეთს ოქროს იმპორტი აეკრძალება.  

კრემლმა ბაიდენის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში, ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცოლი და ქალიშვილი. ასევე "სტოპ ლისტში" არიან სენატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე და მეცნიერები, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა. ყველა მათგანს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსეთის მიერ სანქცირებული აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 1 048-ს მიაღწია. მანამდე, უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა რუსეთში შესვლა თავად ჯო ბაიდენს, მის ვაჟს ჰანტერს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, ასევე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს. სანქცირებულთა შორის არან მარკ ცუკერბერგი და LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და მედუზას ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეთ სანქცირებული ტვირთის მქონდე გემის ბათუმის პორტში შესვლასა და უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით არახამიას განცხადებებზე, რომ თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. კელი დეგნანის განმარტებით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს. „გეთანხმებით, ეს ძალიან სერიზული ბრალდებებია და როგორც ადრეც განვაცხადე, ვფიქრობ, ასეთი სახის მსჯელობა, მთავრობებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიის მეშვეობით, მედიისთვის საწყენად არ ვამბობ. მაგრამ ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს, რომ ბატონ არახამიას არ წამოუდგენია მტკიცებულებები. მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხები დიპლომატიური არხებით განიხილონ და შეწვიტონ საჯარო განხილვა, ვინაიდან საქართველო-უკრაინას შორის ამ საკითხებზე გაცვლა-გამოცვლით სარგებობს მხოლოდ რუსეთი. უკრაინა თითოეული ქალაქისთვის, თითუეული სიცოცხლისთვის იბრძვის და საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო ახლა არ არის, ახლა ამ ქვეყნების გაერთიანების დროა ორივე ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩი USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდა. 27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.

კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვას უპასუხა. ელჩის განმარტებით, აშშ მსგავს აქტივობებს აკვირდება. „ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ ვაკვირდებით ამგვარ აქტივობებს ყველგან. ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამგვარ ანგარიშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 28 ივნისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს. 27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.

ავსტრალიამ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, სანქციები რუსეთის 16 მოქალაქეს დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნათესავები, ოფიციალური პირები და ბიზნესმენები, ასევე ალინა კაბაევა, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი, მშენებლობისა და საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი ირეკ ფაიზულინი, ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, NPF "გაზფონდის" პრეზიდენტი იური შამალოვი, „სოგაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი მიხაილ კლიშინი, სს "როსგეოლოგიის" გამგეობის თავმჯდომარე სერგეი გორკოვი, კიევის პლოშჩადის კომპანიის თანადამფუძნებელი რიკ ნისანოვი, AFK "სისტემას" ყოფილი პრეზიდენტი ევგენი ნოვიცკი, გრიგორი ბერეზკინი, ESN კომპანიების ჯგუფის მფლობელი, კომპანიების ჯგუფის "მერკური" პრეზიდენტი იგორ კესაევი, ბიზნესმენები ალექსანდრე პლეხოვი და იგორ პუტინი, Sogaz-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ პუტინი, რომან პუტინი.  ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას და ამ პირებს ქვეყანაში შესვლაც ეკრძალებათ. მანამდე ავსტრალიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და სხვებს.  

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.  

აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი მუშაობს ახალ სანქციებზე, რომლის თანახმადაც, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა იგეგმება. რუსეთი მსოფლიოში, ოქროს მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა. გასულ წელს, ექსპორტზე - 12,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოქრო გაიტანა. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი მედიის ცნობით, მანამე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება „ძირითადად აისახება“ რუსეთის უნარზე, დააფინანსოს თავისი სამხედროები, ასევე, ოლიგარქების მცდელობებზე, რომ ფინანსური სანქციები ოქროს ზოდების შეძენით აიცილონ თავიდან. აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქცირებული რუსების კუთვნილი თითქმის 14 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.

ბორელი: ევროკავშირი თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რომელიც პუტინის წინააღმდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა

ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიის მიუხედავად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის სტატიაშია ნათქვამი. „2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა, რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, სანქციების დაწესებას ვერ გაბედავდა. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი მცდარი გათვლებიდან, რაც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - ნათქვამია სტატიაში. ბორელმა აღიარა, რომ რუსული ენერგიის წყაროების შეზღუდვა, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.„მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად.  ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობის სულისკვეთებით”, - აღნიშნა ბორელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა სანქციების მომდევნო, მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგო დაწესდეს. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. ოქრო რუსეთის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს - 2021 წელს რუსეთმა ამ ნედლეულის იმპორტიდან, დაახლოებით $15,5 მილიარდი გამოიმუშავა.   

ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა

ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR-ის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს თითქმის ათასი სატვირთო ვაგონი ჩამოერთვათ.  რუსეთის რკინიგზის 6 ივნისს დათარიღებულ წერილში, რომელსაც ის ტრანსპორტის სამინისტროს უგზავნის, ნათქვამია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთს 865 ვაგონი ჩამოართვეს. ფინეთის აღმასრულებელმა ორგანოს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების შესასრულებლად რამდენიმე ათეული რუსი და ბელორუსიელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, სატრანსპორტო ფირმების სულ მცირე, 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინულია.  VR-ის ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ფინეთის მედიასთან განაცხადა, რომ ფინეთში რუსეთის ხუთი ათასამდე ვაგონი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა ქვეყნებს შორის მატარებლების მოძრაობა. ამასთან, ვაგონების უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ სასამართლოს აღმასრულებლებმა მათი ნაწილის დაპატიმრებაზე განკარგულება გასცეს. დაკავებული ვაგონი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. ნაწილი ეკუთვნის აქციონერებს, რომლებიც ასევე არიან სანქციების სიაში.  

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საადვოკატო ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვით, წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეზღუდვებს უწესებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც, არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“ , - თქვა ირაკლი კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და, ეს ვრცელდება მათ შორის "კრედიტ სუისში" განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას - რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს - როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.  

ვიქტორ ყიფიანი: ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი. საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია

ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ  სადმე სახვაგან, სანქციების სახით, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით, ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს შვეიცარულ ბანკთან მიმდინარე დავაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ მისი, როგორც ბენეფიციარის უფლებების შეზღუდვა მიანიშნებს, რომ საქმე ეხება ფაქტობრივ სანქციებს. „ვსაუბრობთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ საკითხზე. ერთი მიმდინარეობს ბერმუდასა და სინგაპურში, ეს არის იმ თანხასთან დაკავშირებული, რომელიც ბანკის მხრიდან სერიოზული დარღვევების შედეგად კლიენტმა იზარალა და შესაბამისად, ჩვენ ვდაობთ ამ თანხის დაბრუნებაზე. ამაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი წარმატებით დასრულდა, ველოდებით პროცესის გაგრძელებას უკვე აპელაციის ფარგლებში. თემა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ განცხადებაში, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სწორედ ის იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რომ საუბარი არის სხვა ფინანსურ აქტივებზე, რომელიც ერთ-ერთი სატრასტო კომპანიის მართვაშია. ჩვენს გაკვირვებას იწვევს სწორედ ის, რომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების, ყოველგვარი მყარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე ბატონ ივანიშვილს შეეზღუდა ამ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ სიტყვათწყობას „ფაქტობრივი სანქციები“. ჩვენ რეალურად გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ბატონი ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტის გამოისობით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ რეალურად სწორედ შებოჭვა მისი უფლებების განხორციელებაში, როგორც ბენეფიციარისა, ჩვენ მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ სანქციებთან. ჩვენ გამოვთქვამთ გაკვირვებას ამ შეზღუდვების დასაბუთებულობასთან მიმართებაში და ვაცხადებთ პირდაპირ, რომ არავითარი დასაბუთება ამ შემთხვევაში არ არის და ვსვამთ კითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი შეზღუდვები, რას ისახავს ეს მიზნად და რა შეიძლება, ამის გაგრძელება იყოს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, ხომ არ შეიძლება, პროცესის მასშტაბები კიდევ გაიზარდოს, ვიქტორ ყიფიანი პასუხობს: „ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჯერჯერობით ამაზე შორს არ მივდივართ და ჩვენ ამაზე შორს თუ წავედით სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. ვისაც აქვს მოლოდინი, როდესაც არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გავრცელდება, გაფართოვდება და ამაში შეიძლება, ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, სახელწიფო თუ არასახელმწიფო, მინდა, მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა იქნა მიტანილი სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ივანიშვილს აქვს ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ აქვს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სხვაგან სადმე ან სანქციების, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილს აქტივები აქვს საქართველოში, საქართველოში რაიმე შეზღუდვებზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც რაიმე შეზღუდვაზე საუბარი, ჩვენი აზრით, გამორიცხულია. ვინმეს თუ ინფორმაცია აქვს, რომ სადმე, გარდა გენზის იურისდიქციისა, სადაც ის ტრასტი არის განთავსებული, აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელი არის, ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ იმ ფინანსურ აქტივებთან მიმართებაში განხორციელდება რაღაც შეზღუდვები, გაგვიზიაროს ჩვენ ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც ვარ ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ დარტყმა იყო იმ მისამართით და იმ წყაროს მიხედვით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ერთ-ერთ განცხადებაში ასევე ვახსენე, რომ ჩვენ გვქონდა ერთჯერადი სახის პრობლემა ლონდონსა და ნიუ იორკში, რომელიც მოგვარდა სამართლებრივი პროცედურების გამოისობით. სხვა პრობლემის წინაპირობა სადმე, რომელიმე სხვა ქვეყანაში, ან რომელიმე სხვა იურისდიქციაში ჩვენ არ და ვერ შეიძლება, გვქონდეს. არსად სხვაგან ჩვენ რაიმე ფინანსური აქტივი ან რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს. ჩვენ მოწმენი ვართ ამ იერიშის მიტანისა სწორედ იქ, სადაც რეალურად აქტივი ფიზიკურად ფაქტობრივად მოცემულია“, – განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ფაქტობრივი სანქციები“ უკვე რეალურად იქცევა და უკვე ოფიციალურად დაუწესდება ივანიშვილს სანქციები, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. „მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივ პროცედურებს ჩვენ ალბათ წლის ბოლომდე მოვაგვარებთ. სხვა მოლოდინი, რომ სადმე იქნება დამატებითი სიმძაფრე შეტანილი, ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, რადგან არსად სხვაგან რაიმე აქტივი ფიზიკურად განთავსებული არ არის“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. ჟურნალისტებმა ასევე ვიქტორ ყიფიანს კითხვა დაუსვეს, რა შეიცვლება ივანიშვილისთვის, რა შეზღუდვები გავრცელდება მასზე, თუ ოფიციალური სანქციები დაუწესდება. „მთავარია, რომ ბატონი ივანიშვილის მიდგომა საკითხისადმი არ არის ამოვარდნილი კალაპოტიდან და ის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს, იმ საჭირო ხარისხის მედეგობას, რაც ჩვენს იურიდიულ გუნდს გვაძლევს საშუალებას, რომ მივყვეთ ამ საქმეს თანმიმდევრულად და ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ ასევე თანმიმდევრულად და სამართლის პროცედურებით. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლებ ჩვენ გამოვიტანოთ. სხვა მხრივ ფაქტობრივი გარდაისახება სამართლებრივში თუ არა, ეს ამ მოცემულობაში ჩემთვის პირადად, მეორეხარისხოვანია“, – აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, ყიფიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველები მუდმივ კომუნიკაციაში არიან უცხოელ იურიდიულ მრჩევლებთან. კითხვაზე, აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ როდის შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეხვდეს მედიას, ადვოკატმა, აღნიშნა, რომ როდის დადგება ამის საჭიროება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.  

აშშ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების რისკებზე საუბრობს

აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოსცეს ერთობლივი გაფრთხილება, რომელიც რუსეთისა და ბელორუსისთვის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის თავიდან აცილების პოტენციურ მცდელობებს ეხება. „უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა გარკვეული საერთო გადაზიდვის პუნქტები, სადაც, როგორც ცნობილია, შეზღუდული ან კონტროლირებადი ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში ადგილამდე მისვლამდე ჩადის. ეს პუნქტები არასრულია, თუმცა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი. ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებული ნივთები, შეიძლება, კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, როგორც სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით, თუმცა ამ მზა პროდუქციისა და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა, აიკრძალოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შვეიცარიამ $6,8 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

7 ივლისის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინული რუსული აქტივების ჯამური მოცულობა 6,7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკია (6,84 მილიარდი დოლარი). ამის შესახებ უკრაინული მედია, შვეიცარიის ეკონომიკური საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. შვეიცარიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში 15 ქონება დაყადაღდა. ქონება გაყინულია შვეიცარიის ფედერალური მთავრობის ბრძანების შესაბამისად, რომელიც სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით ახორციელებს. „გაყინული აქტივების რაოდენობა არ იძლევა სანქციების ეფექტურობის შეფასების საშუალებას. ესაა მხოლოდ მყისიერ მიმოხილვა და შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ მიმართულებით. ერთის მხრივ, SECO მუდმივად იღებს ახალ მონაცემებს, მეორე მხრივ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გაყინული ფინანსური აქტივები საჭირო განმარტებების მიღების შემდეგ სანქცირებას აღარ ექვემდებარება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, შვეიცარიის მთავრობამ 6,3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (6,33 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

კანადამ რუსეთის ინდუსტრიული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადის მთავრობამ რუსეთის ნავთობისა და გაზის და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა 15 ივლისიდან ნებისმიერ პირს კანადაში ან მის ფარგლებს გარეთ ეკრძალება, რუსეთში ნებისმიერ პირს, რომელიც ლითონის პროდუქციის წარმოებასთანაა კავშირში (გარდა მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოებისა) მომსახურება გაუწიოს. ასევე, სანქციები ვრცელდება კომპიუტერზე, ელექტრონულ და ოპტიკურ აღჭურვილობაზე, მანქანებზე, მანქანების წარმოებაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების წარმოებაზე, სატრანსპორტო აღჭურვილობაზე, სახმელეთო ტრანსპორტსა და მილსადენებზე. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით კანადის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და Nord Stream 1 გაზსადენისთვის განკუთვნილი ტურბინა გერმანიას გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ დღეს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი დააანონსა.  სანქციების პაკეტში მთავარი საკითხებია რუსული ოქროს ემბარგო და რუსეთისთვის ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის. „ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა. დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებულია, რომ ევროკავშირის მოქმედი სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდეს. მომდევნო განხილვა კი 2023 წლის იანვრის ბოლოს მოხდება. სანქციების ახალი პაკეტის ძალაში შესვლამდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ.  

ირანმა 61 ამერიკელს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა მაიკ პომპეო

ირანმა 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა.  ირანი, მაიკ პომპეოს ქვეყანაში დისიდენტური ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რადგან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელახლა დასაწყებად მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეფერხდა. მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში დისიდენტური Mujahideen-e-Khalq (MEK) ჯგუფის მხარდასაჭერის გამო მოხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია. წარსულში ათობით ამერიკელზე დაწესებული სანქციები სხვადასხვა საფუძვლებით ირანის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩამოართვას ნებისმიერი აქტივი, რომელიც ისინი ირანში ფლობენ, მაგრამ ასეთი აქტივების აშკარა არარსებობა ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები სავარაუდოდ სიმბოლური იქნება. მანამდე მედია წერდა, რომ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ბირთვული შეთანხმების განახლება ახლა ირანზეა დამოკიდებული. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ აშშ უნდა დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ შეთანხმებას - და რომ სიტუაცია ახლა ირანის ხელშია. 26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია

აშშ ირანს სანქციებით ემუქრება, თუ რუსეთს სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს

რუსეთის არმიისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება „ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება ირანის მიერ უპილოტო ტექნოლოგიების წარმოდგენის გამო. განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს. ყველა ჩვენი სანქცია ძალაში რჩება. ნებისმიერი ასეთი ოპერაცია გამოიწვევს მთელ რიგ სანქციებს, რომლებიც მარაგში გვაქვს. არაა გამორიცხული, რომ ირანს ამ შემთხვევაში სანქციები სხვა ქვეყნებმაც დაუწესონ“, - განაცხადა პრაისმა. როგორც UNIAN იტყობინება, 12 ივლისს ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მედიას აშშ-ს დაზვერვის იინფორმაცია გაუზიარა, რომლის თანახმადაც თეირანს რუსეთისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურს.  მისი განმარტებით, ამ იარაღის შეძენის აუცილებლობა, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა განპირობებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg

ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი „სბერბანკის“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „სბერბანკთან“ დაკავშირებული სანქცია ითვალისწინებს აქტივების სრულ გაყინვას. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს უკვე ცნობილია, რომ უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს. გამოცემა წერს, რომ ახალი ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, რადგან ევროკავშირის სანქციებს ყველა წევრის მხარდაჭერა სჭირდება და შესაძლოა ინიციატივის დეტალები, მის დამტკიცებამდე კიდევ შეიცვალოს. წყაროების ცნობით, გუშინ ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ოქროს ემბარგო, რუსულ საიუველირო ნაწარმზეც გავრცელდეს. „სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.   

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღდვები შევიდა. მათ შორის აიკრძალა რუსული ოქროს იმპორტი. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა „ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიჩინეს ძალისხმევა და კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაახანგრძლივეს. ეს მოსკოვს უგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ ჩვენ განვაგრძობთ მაღალ ზეწოლად, იქამდე ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა. ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.  

ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“

22 ივლისს დამტკიცებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა სანქციები რუსეთის 57 ფიზიკურ პირს დაუწესა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. ასევე სანქციები  მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმერ მაშკოვს დაეკისრათ. ევროკავშირის სანქციების სიაში შედიან Rostec-ის ხელმძღვანელის სერგეი ჩემოზოვის ვაჟი სტანისლავი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი, Night Wolves ბაიკერ კლუბის ლიდერი ალექსანდრე ზალდოსტანოვი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი კავკასიის ფედერალურ ოლქში იური ჩაიკა. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა სიაში ასევე არიან კემეროვოს რეგიონის გუბერნატორი სერგეი ცივილევი. მისი მოადგილე რომან გოვორი (ალექსანდრე გოვორის ვაჟი, რომელმაც რუსეთში მაკდონალდსის ბიზნესი იყიდა) და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი. სანქციები ასევე შეეხო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. სანქცირებულია რუსეთის FSB-ს დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლევი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე - რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი კოზიცინი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი ბელუსოვი. გარდა ამისა, შემოღებულია შემაკავებელი ზომები სანქცირებული ბიზნესმენების ზოგიერთი ნათესავის, მათ შორის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას მიმართ. ორგანიზაციებს შორის, Sberbank-ის გარდა, რომელთა მიმართებითაც სანქციები გაფართოვდა არის FORSS კომპანიების ჯგუფი, რომელიც გემთმშენებლობის ბაზრებზე საქმიანობს და სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის საწარმო Kvant Research and Production Association JSC, Avlita კომპანია, რომელიც პორტებში მუშაობს. სანქციების სიაში ასევე მოხვდა სრულიად რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის სამხედრო პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაცია რომელიც ეწევა რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. სანქციებს ქვეშ მოექცა „რუსული სამყარო“, გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ, ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და აქტივები გაეყინებათ.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკის განსაზღვრულ სექტორებს შეეხება.  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა ევროკავშირის სანქციები რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, წარმოებაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საგნებზე ვრცელდება.   ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“ სანქციები, ევროკავშირმა 2014 წელს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დააწესა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდა.  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი ძალაში ივლისში შევიდა. სანქციები რუსული ოქროს იმპორტს, პირდაპირ ან ირიბ ტრანსფერს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც კრძალავს. აკრძალვა ვრცელდება საიუველირო ნაწარმზეც.    

ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების სია გააფართოვა. მედია: საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიება დაიწყო სანქცირებულთა სიაში რუსეთის კიდევ 41 მოქალაქე მოხვდა, რომელთაც ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, ხოლო მათი აქტივები დაყადაღდება. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად იუსტიციის მინისტრი კონსტანტინ ჩუიჩენკო, ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის ნათესავები და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვიტალი ხოცენკო, ასევე ე.წ. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოადგილე ვლადისლავ კუზნეცოვი და სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი. მანამდე, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.   

ფილიპინები სანქციების საფრთხის გამო, რუსულ ვერტმფრენებს აღარ ყიდულობს

ფილიპინების მთავრობამ, აშშ-ის შესაძლო სანქციების შიშის გამო 16 რუსული Mi-17-ის ვერტმფრენების შესყიდვაზე უარი თქვა.  ფილიპინების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დელფინ ლორენზანამ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ვადის დასრულებამდე 30 ივნისს, რუსეთთან დადებული ვერტმფრენების შესყიდვის ხელშეკრულება გააუქმა.  „ჩვენ შესაძლოა შევჯახებოდით სანქციებს”, - განაცხადა ლორენზანამ.   

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჟოლის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ კანადამ სანქციები გააფართოვა. კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა   ახალი სანქციები 43 სამხედრო პირსა და 17 ორგანიზაციაზე ვრცელდება, რომლებიც „რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბუჩასა და სხვა ადგილებში მოწყობილ სისხლისღვრებში მონაწილეობდნენ“.   კანადამ რუსეთის ინდუსტრიული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა „კანადა, ცალსახად გმობს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს და გამოიყენებს ყველა საშუალებებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიება მთელ უკრაინასა და ბუჩაში სამართლიანად წარიმართოს“, - ნათქვამია კანადის ხელისუფლების პრესრელიზში.  შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კანადამ პერსონალური სანქციები რუსეთის 29 მოქალაქეს დაუწესა.  კანადის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის 1600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა, ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი სანქციები კიდევ რუსეთისა და ბელორუსის 1150 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.   

Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა

რუსი ბიზნესმენისა და ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ლონდონის იმპერია “სანქციების გამო ჩამოინგრა. მისი ქონება საფეხბურთო კლუბ „ჩელსიდან“-მდიდრულ სახლებამდე და Evraz Plc-ის წილით დაყადაღებულია. ამის შესახებ Bloomberg წერს. ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე „მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით, რომან აბრამოვიჩის ლონდონის აქტივები $4,8 მილიარდს შეადგენდა. უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი. რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ Bloomberg წერს ბიზნესმენის სასახლეზე, რომელიც კენსინგტონში - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, ფოლადის მაგნატის ლაკშმი მიტალისა და Warner Music Group-ის მფლობელი ლეონიდ ბლავატნიკის მეზობლად მდებარეობს. ახლა ეს სახლი სანქციების გამო დაყადაღებულია. ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა გამოცემა წერს, რომ 55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო. მან ჩელსის საფეხბურთო კლუბი 2003 წელს £140 მილიონად შეიძინა. გაყიდვამდე აბრამოვიჩმა კლუბისთვის £1 მილიარდის დაფინანსება უზრუნველყო, ხოლო გარიგებიდან თანხების ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. კლუბის ახალი მფლობელთა ჯგუფი, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით, შემდგომში £1.75 მილიარდის ინვესტიციის პირობით £2,5 მილიარდის გადახდას დათანხმდა. ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებოდა, აბრამოვიჩი ლონდონში ორი საკუთრების გაყიდვას ცდილობდა. თუმცა, მას ქონების გაყიდვა აღარ შეუძლია, სანამ გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. ასევე, ნებისმიერი ნაღდი ფული, რომელიც აბრამოვიჩს ქვეყანაში აქვს შენახული, ანგარიშებზე გაყინული რჩება. რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება გაყიდოს წილი Evraz-ში, რომელიც მისი ყველაზე დიდი აქტივი იყო და მაისში დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.   

აშშ-მა ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 ბელორუს სახელმწფო მოხელეს სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-მ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეორე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. სანქცირებულთა შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კგბ-ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამდებობის პირები. ასევე, სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტები, სამხედროები, პარლამენტარები, მოსამართლეები და სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებაში აღნიშნულია, რომ  „სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ წამებაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების უკანონო ჩხრეკაში, მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაში, სტუდენტების გარიცხვაში და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რეპრესიული კანონების მიღებაში".  ბელორუსში 2020 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 297 ბელორუსი მოხვდა, რომელთაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.  

კვლევა: დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება

დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება. ამის შესახებ კიევის ეკონომიკური სკოლის ახალ კვლევაშია ნათქვამი.   რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, რადგან აგრესორის ენერგოექსპორტი შეზღუდული იქნება. ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნის პროგნოზი 2022 წელს 10-30%-დან 6-9,5%-მდე დაკორექტირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე პროგნოზირებული 20%-დან 12-15%-მდე შემცირდა. კიევის ეკონომიკურ სკოლაში განმარტავენ, რომ ასეთი ცვლილებების მთავარი მიზეზი ენერგობაზარზე არსებული მაღალი ფასებია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა სანქციების ზემოქმედებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის შიდა ეკონომიკაში. ამრიგად, ივნისში რუსეთში ავტომობილების წარმოების შემცირებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62% შეადგინა. ხოლო სამრეწველო წარმოება ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით დაეცა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული ძირითადი სანქციები ჯერ არ შესულა ძალაში. შესაბამისად, 5 დეკემბერს ამოქმედდება სანქციები ევროკავშირში რუსული ოფშორული ნავთობის ექსპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აიკრძალება. ამავდროულად, რუსული გაზის გაყიდვები ევროპაში გასული წლის დონის მესამედს შეადგენს და სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება და ფაქტობრივად  არაუგვიანეს 2024 წელს დასრულდება. რადგან, ამ დროისთვის გერმანია მოელის, რომ რუსული გაზისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება.  

რატომ თვლის უკრაინა, რომ ომის აქტიური ფაზის ზამთრამდე დასრულება არსებითად მნიშვნელოვანია

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროგნოზები არაერთხელ გამოთქვა. სახელდება სხვადასხვა პერიოდი. ბოლო პროგნოზი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა. უკრაინის მიზანია, ომის აქტიური ფაზა უკვე შემოდგომის ბოლოსთვის დასრულდეს. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. იერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები ისევ რჩება. „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აგვისტოს განაცხადა. „რუსული ტერორის რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სანქციების გამო, გერმანიას ათი რუსული თვითმფრინავი ვერ ტოვებს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ათი რუსული თვითმფრინავი გერმანიის აეროდრომებზე რჩება. DW-ს ცნობით, ძირითადად საუბარია საქმიანი მიზნით გამოსაყენებელ თვითმფრინავებზე ან ჩარტერულ ფრენებზე. კერძოდ, თვითმფრინავები გაჩერებულია ლაიფციგში, კიოლნში, ფრანკფურტსა და ბადენ-ბადენში. გარდა ამისა, RND Group-ის თანახმად, Airbus A320 თვითმფრინავი, რომელიც ოდესღაც იჯარით იყო გაცემული რუსული გადამზიდავის მიერ, მიუნხენშია გაჩერებული. ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ. გერმანიამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ჩაკეტა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ, მიიღონ მხოლოდ ძირითადი ტექნიკური მომსახურება. აკრძალულია ნებისმიერი სხვა ზომა, ისევე როგორც სათადარიგო ნაწილების მიწოდება. Reuters-ი 9 აგვისტოს იუწყებოდა, რომ რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო.  

შვეიცარიამ იანუკოვიჩსა და მის შვილს სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის ალექსანდრეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩი, როგორც პრეზიდენტი, „აწარმოებდა პრორუსულ პოლიტიკას“ და „იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანს 2014 წელს უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლა წარმოადგენდა“. მანამდე ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.  

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ.   ესტონეთს, სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებთან მიმართებით, შეზღუდვები გამკაცრდეს.   ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობაზეც გამკაცრდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტალინი შეეცდება მიაღწიოს პოლიტიკურ კონსენსუსს შენგენის სავიზო ზონაში, რათა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდეს.    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ესტონეთმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები დააწესეს. დღეისათვის უკვე შემოღებულია სანქციების შვიდი პაკეტი, რომელს მიზანია რუსეთის ეკონომიკის სრული პარალიზება, რათა ომის დაფინანსება შეუძლებელი გახდეს.   

აშშ ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. „19 აგვისტოს ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იუნუს ელიტასს ესაუბრა, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო მრავალმხრივი სანქციების აღსასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევა განეხილა. მდივნის მოადგილე ადეიემომ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები ცდილობენ, გამოიყენონ თურქეთი შეერთებული შტატებისა და 30 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად”, – ნათქვამია შტატების განცხადებაში.  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსეთის 62 მოქალაქესა და ერთ საწარმოს, რომელიც თავდაცვის სექტორში საქმიანობს, სანქციები დაუწესა.  კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, დღეს ყირიმის პლათფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა „ჩვენ ვუწესებთ სანქციებს დამატებით 62 პირს და თავდაცვის სექტორის ერთ ორგანიზაციას, რადგან ისინი იყვნენ თანამონაწილეები რუსეთის უკანონო შეჭრაში უკრაინაში და უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმებში“, - თქვა ტრიუდომ.  ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცახდა, რომ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, სანქციები რუსეთის 1 750 ფიზიკურ პირსა და კომპანიებს დაუწესა.   

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა

იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი აამოქმედა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ანდრეი სიბიგამ იაპონიის ელჩთან კუნინორი მაცუდუსთან შეხვედრისას განაცხადა. იაპონია ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს როგორც სიბიგამ აღნიშნა, ელჩთან ერთად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე უკრაინისა და იაპონიის ურთიერთქმედების საკუთხები გაეროს რეზოლუციის ფარგლებში. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა „იაპონიის უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. პირველად ამ ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში, ისინი გვაწვდიან ძალიან საჭირო არალეტალურ სამხედრო დახმარებას ფრონტზე. ასევე მნიშვნელოვანია იაპონიის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დასწესებულ სანქციები. ტოკიომ უკვე შემოიღო სანქციების 13 ასეთი პაკეტი“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.   

ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა

ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა.  „ჩვენ ევროკავშირთან ისევ ერთად ვმოქმედებთ, იმისთვის რომ რუსეთს სანქციები დაუწესოთ“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.   „ევროკავშირის მიერ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის 2022 წლის 21 ივლისს დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ნორვეგიის კანონმდებლობასთან ინტეგრაცია განხორციელდა და დღეიდან ამოქმედდა“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  სამინისტროში განაცხადეს, რომ ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტების მიზანია, რომ რუსეთს უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსება შეუმცირდეს.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდი სხვა წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებისას, კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და მათ პასუხი უნდა აგონ“. სანქციები მოიცავს აქტივების ბლოკირებას, რესურსების ტრანზიტის, ფრენების შეჩერებას უკრაინის გავლით, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას. ოფიციალური ვიზიტების გაუქმებას და სხვა.

ევროკავშირმა სამ რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სამი რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. უკრაინული მედიის ცნობით, კანონმდებლებს სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო დაუწესეს.  სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა ალა პოლიაკოვამ და ანტონ ტკაჩოვმა ოკუპირებულ დონბასში რუსეთის მარიონეტების აღიარებას მისცეს ხმა ვალერი პონომარევს კი სანქცია რუსეთსა და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ რეგიონებს შორის „თანამშრომლობის ხელშეკრულების“ რატიფიცირების მხარდაჭერისთვის დაეკისრა.  

ზელენსკი: ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ომში ჩართულთაგან ვერავინ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. „დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს იყო, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტზე. მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის და მცდელობებისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს უკრაინის ფინანსური დახმარება. განვიხილეთ სანქცირებისკენ ახალი ნაბიჯები. კერძოდ, ვფიქრობ, რომ სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ომში ჩართულებმა ვერ ისარგებლონ ევროპული სტუმართმოყვარეობით. თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის. სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა სამყარომ რუსებს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს  – მოქმედებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც დაიწყო ეს ომი.  სხვათა შორის, იგივეა, რაც გაზის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადის“ კავშირების შენარჩუნება იქნებოდა პრობლემა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, კატასტროფაში გადაიზარდოს. ზუსტად ასე მოხდა. სავიზო პოლიტიკა აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა 12 ქართველისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა იმ პირთა სია, რომლებისთვისაც უკრაინა სანქციების დაწესებას მოითხოვს. ახალი სია, რომელშიც 12 ქართველია საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა შეადგინა. ამ პროექტს მხარს უჭერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. სანქციების დაწესების მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის მხარდაჭერა სახელდება. ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ უკრაინული მხარე სანქციების დაწესებას შემდეგი პირებისთვის ითხოვს:  ლევან ვასაძე - ბიზნესმენი (შპს PROMETHEUS CAPITAL-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; შპს PET RETAIL-ის თანადამფუძნებელი; ოთარ ფარცხალაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე; სულხან პაპაშვილი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა;  დავით ხიდაშელი - ბიზნესმენი; ივანე ჩხარტიშვილი - შპს Eurasian Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, Smart Capital Management-ის ბენეფიციარი; ტიტე მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და შპს GEO ORGANIKS-ის თანადამფუძნებელი 2022 წლის 2 ივნისამდე;  უჩა მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ბიზნესმენი; გიორგი კაპანაძე - გენერალური დირექტორი: შპს GEO ORGANICS; შპს "GEO-MED"; OOO GEO-VED თანადამფუძნებელი: OOO OV LIMITED  / OOO GEO-INNOVATSIYI-ის გენერალური დირექტორი; თანამფლობელი: OOO Georgian Manganez; შპს ვარციხე ჰესი; ირაკლი რუხაძე - HUNNEWELL PARTNERS (დიდი ბრიტანეთი) UK LLP დამფუძნებელი; ქეთევან ხარაიძე - ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი, GEOORGANICS LIMITED-ის დამფუძნებელი; ალექსანდრე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა, GEOORGANICS LIMITED-ის დამფუძნებელი - 2022 წლის 20 იანვრამდე; ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან - 2013 წლის 20 ნოემბრამდე;  

კელი დეგნანი 12 ქართველის სანქცირებაზე: ინფორმაციას სანქციების დაწესებაზე წინასწარ არავინ ახმოვანებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით 12 ქართველის სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. უკრაინა 12 ქართველისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს აშშ-ის ელჩის განცხადებით, კონკრეტული პირისთვის სანქციების დაწესებამდე, ინფორმაციის გახმაურება არ ხდება. „ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ სანქციები როცა წესდება, არ განიხილება წინასწარ და ამ ინფორმაციას არავინ ახმოვანებს. ეს ხდება  მხოლოდ მას შემდეგ, როცა სანქციები დაწესდება“, - განაცხადა დეგნანმა. მისი თქმით, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურად მუშაობს. „სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ვხედავთ. სხვადასხვა სანქცია, რომელიც მსოფლიომ დააწესა, უკვე მუშაობს და გარკვეული რეაგირება აქვს რუსეთში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.   

აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თეირანში დაფუძნებულ კომპანია Safiran Airport Services-ს სანქციები დაუწესა.  აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ირანულ კომპანიას სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდა. აშშ-ს ცნობით, Safiran-ი „კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო ფრენებს ირანსა და რუსეთს შორის“, მათ შორის ირანული უპილოტო თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და პერსონალის ტრანსპორტირებას. აშშ ამტკიცებს, რომ შეკრებისა და ტესტირების შემდეგ, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსულ თვითმფრინავებთან ერთად ირანულ დრონებს იყენებდნენ.  „რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ არჩევანს აკეთებს, რათა გააგრძელოს თავისი არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენი უპრეცედენტო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის ფონზე,” - თქვა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა. ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაუწესა სანქციები თვითმფრინავების რამდენიმე ირანულ მწარმოებელს. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.   

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და უსუსური მცდელობა. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე რეგულარულად გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი“, - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა.  ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებაზე, ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ელენე ხოსტარიამ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის.  „რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.  

Reuters: აშშ ჩინეთს ტექნოლოგიურ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალი თვიდან, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად საჭირო ნახევარგამტარებისა და მიკროსქემების ექსპორტს შეზღუდავს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.   გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მოსალოდნელი შეზღუდვების შემოღების შესახებ, სამ ამერიკულ კომპანიას KLA Corp-ს, Lam Research Corp-სა და Applied Materials Inc აცნობა. წერილების თანახმად, რომელიც კომპანიებმა მიიღეს, ჩინეთის ქარხნებისთვის მიკროჩიპების ექსპორტირება იკრძალება. ასევე რამდენიმე კომპანიას ჩინეთში, ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მიკროსქემების ექსპორტი აეკრძალა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ აკრძალვები სავარაუდოდ მოიცავს დამატებით სანქციებს ჩინეთის წინააღმდეგ. შეზღუდვები ასევე ექვემდებარება ცვლილებას და მათი სია მოსალოდნელზე გვიან გამოქვეყნდება.    

აშშ-მა სამი ირანული სატვირთო თვითმფრინავი სანქციების სიაში შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციების სიაში, სამი ირანული Boeing 747 სატვირთო თვითმფრინავი შეიყვანა. ამერიკელების თქმით, ამ თვითმფრინავებით, სანქციების გვერდის ავლით რუსეთში საქონელი, მათ შორის ელექტრონიკა გადაიზიდა. ჯო ბაიდენი: ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით დაეხმარა თვითმფრინავები ირანულ ავიახაზებს Iran Air-ს, Mahan Air-სა და Qeshm Fars Air-ს ეკუთვნის, იტყობინება Reuters. სამივე სატვიტო თვითმფრინავი უკვე აშშ-ის სანქციების ქვეშაა. ახლა აშშ-ის სიაში 183 თვითმფრინავია, რომლებიც, აშშ-ის მონაცემებით, სანქციების გვერდის ავლით მიწოდებისთვის გამოიყენეს. ირანის კუთვნილი 3 თვითმფრინავი ამ სიაში პირველად მოხვდა.   

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, კიდევ 8 ქვეყანა შეუერთდა

რვა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, შეუერთდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების სიის გაფართოების შესახებ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართონაშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.   2022 წლის პირველ სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ იმ პირთა, ორგანიზაციებისა და ორგანოების სიაში დაამატა სამი პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და უკრაინა, პოტენციური კანდიდატი ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ საბჭოს გადაწყვეტილებას. პირველ სექტემბერს დამტკიცებულ გაფართოებულ სიაში შედიან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები: ალა პოლიაკოვა და ანტონ ტკაჩევი, ასევე რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს წევრი ვალერი პონომარევი.  

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადდება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააიზრდება. იუწყება Reuters-ი. პაკეტის ფორმალიზება შესაძლებელია ოქტომბერში, როდესაც მინისტრები შეიკრიბებიან.  

სოჭის პორტი სანქციების გამო, უცხოურ საკრუიზო გემებს ვეღარ მიიღებს

19 უცხოურმა საკრუიზო გემმა, რომლებმაც გასულ წელს მიმართეს სოჭის პორტს, უარი თქვეს კონტრაქტებზე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ სოჭის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, სოჭის ნავსადგურმა მთლიანად დაკარგა მოგება საერთაშორისო კრუიზებიდან, რაც მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას პრობლემას უქმნის. მაისში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა, რომ უმსხვილესმა საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებმა Carnival Cruise Line, Princess Cruises და Costa Cruises და მათმა შვილობილმა კომპანიებმა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე ტურების გაყიდვა შეაჩერეს.   

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა.   მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ დაკავების შესახებ ახალი გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში მიიღო. Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და ძმები როტენბერგები ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. გაზაფხულზე Yandex Oy-მა შეცვალა სახელი და ფინეთში Global DC Oy სახელით ოპერირებს. ვოლოჟმა უკვე დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი და ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. თუმცა, ეს მას სანქციებისგან არ ათავისუფლებს.  ძმები როტენბერგების გარდა, კიდევ ერთი ოლიგარქი, გენადი ტიმჩენკო, ფლობს მნიშვნელოვან წილს კომპანია Helsinki Halli-ში. მისი აქციები უკვე გაყინულია.  

დენის შმიგალი: დასავლეთის ქვეყნებმა $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს

დასავლეთის ქვეყნებმა $300-დან $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ამ აქტივების კონფისკაციისთვის, ახალი საერთაშორისო შეთანხმების მიღებას ლობირებს.  „უკრაინის სასარგებლოდ აქტივების კონფისკაციისთვის, ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის საკითხს განვიხილავთ. აგრესორმა უნდა გადაიხადოს თავისი ფასი და მისი სახსრები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენისთვის მთავარი რესურსი უნდა გახდეს", - განაცხადა შმიგალმა.   

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა.  პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსული პროდუქციის იმპორტზე, რითაც რუსეთს, შემოსავლების სახით, 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება. ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს. „ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს დამატებითი მომსახურებები რუსეთისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.  

მედია: ევროკავშირი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის სერვისებზე წვდომა შეუზღუდოს

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტის ინვესტიციებზე წვდომის დახურვას გეგმავს, ამის შესახებ CoinDesk და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერენ. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა მედიის ცნობით, ამას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ საპასუხოდ მომზადდა. გაზაფხულზე, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს 10 000 ევროზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის აქტივების მომსახურება აუკრძალა. ამ შეზღუდვას მსოფლიოში უდიდესი კრიპტო ბირჟა Binance დაემომრცილა. „ახლა 10 ათასი ევროს ზღვარი ნულამდე დაიყვანება. პოტენციურად, ეს ნიშნავს, რომ რუსები ვერ შეძლებენ რაიმე აქტივების შენახვას ევროკავშირის კრიპტო საფულეებში“,- განუცხადა წყარომ CoinDesk-ს. Bloomberg-ის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტის საფულეების, ანგარიშების ან კრიპტოვალუტის შენახვის სერვისების მიწოდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის და რუსეთში რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის. რუსეთში კრიპტოვალუტებზე, პირველ რიგში, სტაბილკოინებზე მოთხოვნა ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა. სანქციების პირობებში, კრიპტოვალუტა ფინანსური სახსრების საზღვარგარეთ გატანის ერთ-ერთი საშუალებაა.

აშშ რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსი „ფოლადის“ მაგნატი ოლეგ დერიპასკა და მისი თანამოაზრეები, ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომელშიც დერიპასკას და მის ორ თანამზრახველს - აშშ-ის მოქალაქე ოლგა შრიკის და რუსეთის მოქალაქე ნატალია ბარდაკოვას - ოლიგარქისა და მისი კერძო საინვესტიციო ფირმის Basic Element-ის მიმართ დაწესებული აშშ-ს სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ. ეკატერინა ვორონინას, დერიპასკას შეყვარებულს, ბრალი დასდეს აშშ-ს ხელისუფლებისთვის ცრუ ჩვენებაში, როდესაც ცდილობდა ქვეყანაში ბავშვის გაჩენას. „რუსეთის უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მე დავპირდი ამერიკელ ხალხს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იმუშავებდა, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც არღვევს ჩვენს კანონებს და ემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ. „დღევანდელი ბრალდებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ“, -აღნიშნა პროკურორმა.  დერიპასკა, 23 სხვა რუსი ოლიგარქი და მთავრობის წარმომადგენელი 2018 წლის აპრილში, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმში შეჭრისა და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო აშშ-ში ყველაზე მკაცრი ზომების წინაშე აღმოჩდნენ.  

პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა

ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ  კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს.  მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.  

აშშ-მა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამო, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს 278 დეპუტატი, რომლებმაც „რუსეთს ფიქციური“ რეფერენდუმის ჩატარების და ტერიტორიის ანექსიის უფლება მისცეს“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც მესამე ქვეყნებს სანქციების გაფართოების რისკზე აფრთხილებს, იმ სემთხვევაში თუ რუსეთს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ.  „ჩვენ არ გავდგებით გვერდზე, სანამ პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. ფინანსთა დეპარტამენტი და აშშ-ს მთავრობა დღეს იღებენ მასიურ ზომებს რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემდგომი შესუსტების მიზნით და უკანონო ომის წარმოებისთვის, მის უნარს ძირს უთხრის," – განაცხადა ჯანეტ იელენმა.  დღეს პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა.  უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. აშშ-მა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთი ხელს შეუშლის რუსეთის წვდომას IT საკონსულტაციო სერვისებზე, თანამშრომლობას არქიტექტურაში, ინჟინერიაში, რეკლამასა და აუდიტში. გარდა ამისა, ბრიტანეთი იურიდიულ კონსულტაციასა და ტრანზაქციებზე წვდომას დახურავს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ლეგალურადაა დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე: ყველა სერვისის 85% იმპორტირებულია G7-ის ქვეყნებიდან ლონდონში,  „რომელიც საერთაშორისო იურიდიული ცენტრია“ და მასზე ამ იმპორტის 59% მოდის. „შეზღუდვების შემოღების შემდეგ რუსული ბიზნესის საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობა შეზღუდულია“, - ნათქვამია დოკუმენტში. გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბულინას.  სამინისტროს ცნობით, ნაბულინამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „რუბლის გავრცელებაში უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით რუსეთის მიერ კონტროლდება". ასევე, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში თითქმის 700 საქონლის ექსპორტი აიკრძალა. სიაში შედის ასობით პროდუქტი, რომლებიც რუსეთის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.  დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.  

მედია: ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სამშაბათს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.  ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა ამის შესახებ Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე, ასევე რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკზე მითითებით იტყობინება. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ. პაკეტი ასევე მოიცავს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვას, რასაც ადრე საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა ეწინააღმდეგებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.   

რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, სანქციები ასევე შეეხება მათ, ვინც ფსევდორეფერენდუმებსა და ომზე რუსეთის პროპაგანდას უჭერს მხარს. მედია: ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე, რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.  მედია: გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს. სანქციების ახალ პაკეტში, საკვანძო საკითხია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის მიყიდვის ფასის შეზღუდვა. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის განცახდებით, სანქციების ახალი პაკეტი კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობებს, მაგრამ ევროკავშირისთვის ყველა შესაძლო შედეგი გათვალისწინებულია. სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის წვდომაზე დასავლურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, კერძოდ, ელექტრონიკის კომპონენტების, თვითმფრინავების და ქიმიკატების იმპორტზე. ეს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ეფექტურ ფუნქციონირებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. ბრიუსელმა ასევე აკრძალა ისეთი სერვისები, როგორიცაა IT კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება რუსეთის ხელისუფლების ან იურიდიული პირებისთვის. ახალ პაკეტში ასევე შედის სანქციები არაერთი პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რომლებმაც ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ „რეფერენდუმში“ მიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის კრიპტო საფულეების ფლობა იკრძალება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იაპონიამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთისთვის სანქციები გააფართოვა და სიას კიდევ 81 ადამიანი და 9 ორგანიზაცია დაამატა. იაპონია, რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტს კრძალავს კერძოდ, სანქციების სიას დაემატნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების და ნაციონალური ძალების ნათესავები.  იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა ორგანიზაციებს შორის, რომელთა მიმართ სანქციები დაწესდა, არის Rostec Corporation, Ruselectronics ჰოლდინგი, კალაშნიკოვის კომპანიების ჯგუფი, JSC UEC-Klimov, More გემთმშენებელი ქარხანა, Sozvezdie კონცერნი, JSC United Engine Corporation და გემთმშენებელი ქარხანა "Yantar". ბოლოს იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები სექტემბრის ბოლოს დააწესა. შემდეგ ტოკიომ სანქციების სიაში 21 რუსული კომპანია დაამატა და ასევე რუსეთში „ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული“ საქონლის ექსპორტი აკრძალა.   

ევროპარლამენტის პრეზიდენტი „შეშფოთებულია“ რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული „ხვრელების“ გამო

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობს რუსეთი და არ გამორიცხა, რომ ახალი პაკეტები მომავალშიც შემუშავდება. „კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უცვლელი უნდა დარჩეს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღიარა, რომ არსებობს შიში, თუ კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მკაცრი ზომებისთვის მზად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის პირობებში, თუმცა განარტავს, რომ „უკრაინის გამო დაღლილობა არ არსებობს“. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ომის გამო გამოქცეული 7 მილიონი უკრაინელი შეიფარეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების“ გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც უკვე დგანან ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ან ამის სურვილი აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში.  ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხსენებულ საკითხებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.  

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა. საჯარიმო ზომები შეეხება საწვავის შესყიდვის ქსელს, რომელიც ვაშინგტონის თქმით, მხარს უჭერს ფხენიანის იარაღის პროგრამებს და მის სამხედროებს. კერძოდ, საუბარია სინგაპურში დარეგისტრირებულ ორ კომპანიასა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფირმაზე, ვაშინგტონი ცდილობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩრდილოეთ კორეის მიერ გადარიცხვების წარმოებასთან დაკავშირებით, რაც გაეროს სანქციების გვერდის ავლით ხდება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის სინგაპურში დაფუძნებულს ადანაშაულებს გემის მფლობელობაში ან მართვაში, რომელიც სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა. „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, დესტაბილიზაციის გამომწვევი და სახიფათოა. დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს შეიარაღების პროგრამებს სანქციების თავიდან აცილების გზით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გაშვება, მათ შორის იაპონიის თავზე, მეტყველებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულვებელყოფაზე“, - განაცხადა თავის მხრივ, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მრავალმხრივი სანქციების აღსრულებას და ყურადღებით დააკვირდება DPRK-ის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ პირთა დასახელებით, ვინც მხარს უჭერს ამ საქმიანობას. გაეროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ აუარა გვერდი შეზღუდვებს.

რუს მილიარდერ ალექსანდრ აბრამოვს, ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.  შეზღუდვების ქვეშ მოექცა 51 ბიზნესმენი და რუსეთის 24 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში მონაწილეობენ. სანქციერებულთა სიაშია „გაზპრომბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, Rostec-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და Novatek-ის გამგეობის თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ თავის განცხადებაში ცალკე აღნიშნა, რომ სანქციები შეეხო Evraz Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრ აბრამოვს, რომელსაც აქვს კავშირები ახალ ზელანდიასთან და ხელისუფლების ცნობით, იქ $50 მილიონად შეფასებულ სახლს ფლობს, თუმცა ქვეყანაში არ ცხოვრობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრამოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას ხელისუფლებამ გამოიყენა ინდივიდუალური მიდგომა და შემოიღო შეზღუდვები ბიზნესმენის ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაანალიზების შემდეგ. შედეგად, აბრამოვს ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა, მაგრამ მის აქტივები არ გაყინულა. მახუტამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, აბრამოვს უკრაინაზე რუსული ჯარების თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 2016 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობდა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აბრამოვი დაგმობს მოსკოვის ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალულია ფუფუნების საგნების, მათ შორის ახალი ზელანდიური ღვინისა და ზღვის პროდუქტების, რუსული არაყისა და ხიზილალის ექსპორტი და იმპორტი.  

რუს ოლიგარქ დერიპასკასთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებით, ბრიტანელი ბიზნესმენი დააკავეს

62 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ კარტერი ამერიკელების მოთხოვნით ლონდონში დააკავეს. მას ბრალი ედება რუსი მილიარდერის ოლეგ დერიპასკას სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება. აშშ რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს პროკურატურის განცხადებით, ბონემ კარტერი დერიპასკას ქონებას აშშ-ის კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. ის, სავარაუდოდ, მუშაობდა კომპანიებში, რომლებსაც მილიარდერი 2003 წლიდან აკონტროლებდა. „ამასთან, ბრალდებული დაფინანსების წყაროებს მალავდა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, ბონემ კარტერი, ნიუ-იორკში, აუქციონის სახლში დერიპასკასათვის ნაყიდი ხელოვნების ნიმუშების უკანონო ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი შეგნებულად მალავდა ინფორმაციას, რომ ეს რუსი ოლიგარქის საკუთრება იყო. ვაშინგტონმა დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები 2018 წელს დააწესა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქი სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა.  დერიპასკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება $1,7 მილიარდად შეაფასა. მეწარმემ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან ზარალი $7,5 მილიარდად შეაფასა. დერიპასკა მის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს და აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანას სასამართლოში აპროტესტებს.   

უკრაინას სურს, ბელორუსის მიმართ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდეს და რუსეთის მოქალაქეებზე, ყველა კატეგორიის ვიზების გაცემა აიკრძალოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვქვამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტში ახალი შეზღუდვები უნდა შევიდეს.   „მადლობა მერვე პაკეტისთვის, მაგრამ უკვე მეცხრე პაკეტზე ვმუშაობთ და იქ უნდა იყოს ყველაფერი, რაც არ იყო მერვე და წინა სანქციების პაკეტში. რუსეთისა და ბელორუსის ყველა ბანკი, განსაკუთრებით „გაზპრომბანკი“, ჯერ არ არის გათიშული SWIFT-დან. “- განაცხადა ჟოვქვამ. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია რუსული გაზის ფასის შეზღუდვა ან მისი ექსპორტის აკრძალვა. აუცილებელ სანქციებს შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დაასახელა რუსეთის ფედერაციის პორტებში ევროპული გემების შესვლის აკრძალვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემის აკრძალვა. ამასთან, ჟოვქვამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ბელორუსის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი. კერძოდ, მისი თქმით, ეს შეზღუდვები, როგორც რუსეთის ფედერაციის მიმართ, ისე ბელორუსის საბანკო სისტემას უნდა შეეხოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ასევე გაიხსენა, რომ ბელორუსი ჩინოვნიკების მიმართ პერსონალური სანქციები უკვე დაწესებულია და მათი გაფართოება მნიშვნელოვანია. „ბელორუსიაც არის ხედვის არეში - როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის ევროკავშირიდან“, - დასძინა ჟოვქვამ.  

უკრაინაში, ოლიგარქების კურჩენკოსა და დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აღასრულა.  პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პაველ ლებედევის, ასევე ოლიგარქების სერგეი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა.  Ukrinform-ის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე 12 ოქტომბრის No694/2022 შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები ვრცელდება იანუკოვიჩზე, კურჩენკოს, დერიპასკასა და ლებედევზე. სანქციები  ამ პირების აქტივების ბლოკირებას - კერძოდ, მათი აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებს.  სანქციები 10 წლის ვადით ამოქმედდა.   

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ალუმინის სრულად აკრძალვას განიხილავს - Bloomberg

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსული ალუმინის სრულ აკრძალვას განიხილავს. ეს აკრძალვა აქამდე არ იყო შეტანილი სანქციების პაკეტებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. Bloomberg ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, თეთრი სახლი აკვირდება სამ ვარიანტს, მათ შორის პირდაპირ აკრძალვას და ტარიფების გაზრდას. სექტემბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 24 თებერვლიდან გაზარდეს რუსული ალუმინის და ნიკელის იმპორტი, იმპორტის მთლიანმა ღირებულებამ ამ პერიოდში 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, 11 პირსა და ოთხ ირანულ ორგანიზაციას, ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ სიაში მოხვდნენ ე.წ. მორალის პოლიციის მაღალჩინოსნები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთა „ბასიჯი“ და ეროვნული პოლიციის დანაყოფი. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, უკანონო დაკავება და ქალების წამება. ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. აქციები პროვოცირება მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც  მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ახლობლების თქმით, გოგო დაკავებისას სცემეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მაჰსა ამინი ავად იყო. მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გაუმართლებელი და მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ ანტიირანულ სანქციებს 17 ოქტომბერს დაამტკიცებენ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, თავის მხრივ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ს ადანაშაულებს.  

კანადამ, რუსულ არხ „ზვეზდასა“ და 30-ზე მეტ პროპაგანდისტს, სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ტერიტორიების ანექსიის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.  კანადამ სანქციები 34 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დააწესა, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, სანქცირებულთა სიაშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი პროპაგანდისტული არხი Zvezda, რუსი მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები თინა კანდელაკი და ნაილია ასკერ-ზადე, პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და სხვები. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.  

კანადა ირანს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ახალ სანქციებს უწესებს

 კანადამ ირანში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქციების ახალ პაკეტში 6 ფიზიკური პირი და 4 ორგანიზაცია შევიდა. მათ შორის შს მინისტრის მოადგილე სეიედ მაჯიდ მირაჰმადი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ოპერაციული ბაზის მეთაური მოჰამად ქარამი და ირანის სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ეზატოლა ზარგამი. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ირანის ხელისუფლების სტრუქტურაში კომისიებისა და საბჭოების სახით ფუნქციონირებენ. მათ შორის არის ექსპერტთა ასამბლეა, რომელიც პასუხისმგებელია უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის არჩევაზე. კანადის განმარტებით, სანქციები დაწესდა „ადამიანის უფლებების სისტემატური უხეში დარღვევების და რეგიონში უსაფრთხოებისა და წესრიგის ძირგამომთხრელი ქმედებებისთვის“.  

ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „ტვ.პირველთან“ აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისა და გარემოცვის წევრების სანქცირების შესახებ, შვეიცარულ ბანკთან დავის საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს.  უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „საერთოდ ეგ საკითხი არანაირ კავშირში არაა იმ დავებთან, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ჩემგან რთული იქნება. პრობლემები არათუ შეექმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება რიგ საკითხებში, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, - აღნიშნა ყიფიანმა.  ამასთან, ყიფიანმა განაცახდა, რომ ის უკრაინის მიერ, ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ვერც უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მითუმეტეს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე. თავიდათავი ჩემი პასუხი ისაა, რომ ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ესაა დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ყიფიანმა.  დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.  

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.  ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება №727/2022 ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. მათ შორის, სანქცირებულთა სიაშია, დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები. ამავდროულად, №726/2022 დადგენილებით ამოქმედდება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება „პერსონალური განსაკუთრებული ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, რომელს საფუძველზეც სანქციები ფიზიკურ და იურიდიული პირებს უწესდებათ. გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, სანქციები დაუწესდა 2 251 პირს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინე ერნსტი, თინა კანდელაკი, იგორ პუტინი, ალინა კაბაევა და სხვები. გარდა ამისა, ამავე განკარგულებით სანქციები უწესდება 1 374 იურიდიულ პირს, მათ შორისაა სააქციო საზოგადოება „ალფა-ბანკი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სბერბანკ ფაქტორინგი“ და ა.შ.  

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სანქცირებაზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება

სამწუხაროა უკრაინის პრეზიდენტისა და რადას აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება. ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცახდა.   უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „თავიდან, როგორც ვიცი, უკრაინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში სხვა ბიზნესმენებიც იყვნენ და დღეს დარჩნენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირები, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, გვაჩვენონ. დანარჩენთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ესაა სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტკური სპეკულაციის შემცველი ბრძანებულება“, - აღნიშნა ადვოკატმა.    ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.  

ევროკავშირის სანქციები ნავთობზე, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს - Bloomberg

ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს გამოცემის ცნობით, ოფშორული ნავთობის მიწოდება რუსეთიდან 21 ოქტომბრამდე, შვიდი დღის განმავლობაში, ხუთკვირიან მინიმუმამდე დაეცა.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში სტაბილურია, ინდოეთის ორმა მთავარმა გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა, რადგან 5 დეკემბერს ევროკავშირის სანქციები ამოქმედდება, რის შემდეგაც გემები, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ვეღარ შეძლებენ.  ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რაც სანქციების რისკს ზრდის.  ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში რუსული ნავთობის ნაკადმა პიკს ივნისში მიაღწია და დღეში 2,2 მილიონი ბარელი შეადგინა. 21 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით დღეში 330,000 ბარელით დაეცა. თუმცა, ნავთობის მოცულობა იმ ტანკერებზე, რომლებიც საბოლოო დანიშნულების ადგილზე არ მისულან, მიწოდება დღეში 310 000 ბარელზე მეტს შეადგენს.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც

ევროკავშირმა უკვე ბევრი გააკეთა რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით და რუსული „ომის მანქანის“ დაფინანსების შესაზღუდად, თუმცა საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რომ ეს რესურსი უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც, მაგრამ ამისვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ექსპერტები ყველა წევრი ქვეყნიდან, არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.  ჯგუფს ეწოდება „გააჩერე და გაყინე“. ჯგუფის მიზანია არამხოლოდ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყინულია, არამედ, სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ამ აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანია კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში

აშშ-ის სანქციების საბოლოო მიზანი კრემლის შესაძლებლობების დასუსტებაა, რათა რუსეთმა აგრესიული ომების წარმოება ვეღარ შეძლოს. ამისთვის შტატები სანქციების სამიზნეებს დიდი სიფრთხილით საზღვრავს, ისე, რომ მინიმუმანდე შემცირდეს მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე, მის პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რითაც სააგენტოს შეკითხვას უპასუხა უკრაინის მიერ, 20 სექტემბერს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. „ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანი არის კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში. ჩვენ გულმოდგინედ და ყურადღებით ვმუშაობთ ამ მიზნების წინსვლისთვის და მინიმუმამდე ვამცირებთ მის გავლენას შეერთებულ შტატებზე, ჩვენს პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. უკრაინის მთავრობას მიმართეთ მათი სანქციების შესახებ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 24 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს უკრაინის მიერ, 20 ოქტომბერს დაწესებული სანქციების შესახებ. როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში არიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები. ჟურნალისტი დაინტერესდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა აშშ-ს რაიმე კონსულტაცია უკრაინელებთან.  „ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათ მივანდობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა, დააწესეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ისინი ახორციელებენ იმ რეფორმებს, რომლისკენაც ევროკავშირმა და ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მისი უფრო ფართო ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  შეგახსენებთ, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები 20 ოქტომბერს დაუწესა.

აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, მოლდოვაში ცხრა ადამიანისა და 12 ორგანიზაციის წინააღმდეგ, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დააწესა.  „სანქცირებულ პირებსა და სუბიექტებს შორის არიან ოლიგარქები, რომლებიც ფართოდ არიან ცნობილი მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ხელში ჩაგდებისა და კორუმპირების გამო“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამგვარად, სანქციების სიაში მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ფორმალური ლიდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი მოხვდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ის ჩართული იყო მანიპულაციებში რესპუბლიკის ხელისუფლების საკვანძო სექტორებში, მათ შორის ზეგავლენას ახდენდა სამართალდამცველ, საარჩევნო და სასამართლო ორგანოებზე. გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები სხვა პოპულისტი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობები ეკავათ და ცდილობდნენ მოლდოვას კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.  

ირანი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს

ირანმა, ევროკავშირთან დაკავშირებულ რვა ორგანიზაციასა და 12 ფიზიკურ პირს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ბრიუსელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების საპასუხოდ, სანქციები დაუწესა.  ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებსა და ორგანიზაციებს ბრალად ედებათ „საქმიანობების განხორციელება, რამაც გამოიწვია არეულობები, ძალადობა და ტერორისტული აქტები ირანელი ხალხის წინააღმდეგ“. თეირანის სანქციების სიაშია შემდეგი ორგანიზაციები: „თავისუფალი ირანის მეგობრები“ და მისი წევრები ევროპარლამენტში, „რასიზმისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის ასოციაცია“.  ირანის სანქციების სიაში მოხვდნენ ევროპარლამენტარები: ჩარლი ვაიმერსი, იან ზაგრადილი, ჰელმუტ გოიკინგი და ჰერმან ტერჩი, ასევე გერმანული სახელმწიფო მედია Deutsche Welle, სპარსული და ფრანგული რადიო France Internationale. ყველა ჩამოთვლილი პირი, ირანის ვიზის აღებას ვერ შეძლებს და მათ ქონებას ირანში ჩამოართმევენ. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ირანის 11 მოქალაქესა და 4 ორგანიზაციას. მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.  

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაუწესა. შტატების ახალი ზომები ამოქმედებულია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დარბევისთვის. თვეზე მეტია, ირანში მართავენ ანტისამთავრობო აქციებს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებისას გარდაიცვალა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალი თანამდებობის პირებსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეეხო. სანქცირებულები არიან ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი წარმომადგენელი, ასევე, რავინის აკადემია. აშშ-ის ცნობით, ხსენებულ ორგანიზაციაში ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება.  

გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია

გერმანია და ევროკავშირის რვა სხვა წევრი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს, იტყობინება ჟურნალი Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით.  ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. მოსალოდნელია, რომ ხსენებულ პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო შეხვედრაზე, 14 ნოემბერს დაამტკიცებენ. სანქციები შეეხება ისლამურ რესპუბლიკაში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. გერმანიის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. ისლამურ რესპუბლიკასა და დასავლეთს შორის კავშირები სულ უფრო იძაბება იმ ფონზე, როცა ირანელები ანტისამთავრობო პროტესტს აგრძელებენ.

ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg

ევროკავშირის მკაცრი აკრძალვის ფონზე, რომელიც 10 აგვისტოს რუსული ნახშირის იმპორტზე ამოქმედდა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა, ნედლეულის ფასდაკლებით შესყიდვა დაიწყეს. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული ქვანახშირის საზღვაო ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა - Bloomberg როგორც Bloomberg წერს, ნახშირის ეს პარტიები სხვა ქვეყნების მსგავსი კლასის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. მაგალითად, სექტემბერში თურქეთმა 1 ტონა რუსული თერმული ნახშირი $199-ად შეისყიდა, რაც კოლუმბიის პროდუქციაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი მომწოდებელია, 23%-ით იაფია. რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია შეგახსენებთ, რომ რუსული ნახშირის იმპორტი ჩინეთში, 2022 წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. სექტემბერში ჩინეთმა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) და ფოლადის ნახშირის რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელა.   

საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს - Bloomberg

საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისთვის, ევროკავშირი, ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწსებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ირანში საპროტესტო აქციის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აპირებენ მხარი დაუჭირონ წინადადებებს, რომლებიც  რამდენიმე ირანელი ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგაა მიმართული. ამ საკითხს, შემდეგი კვირის დასაწყისში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა ირანში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა სასაზღვრო პროვინციებში საპროტესტო აქციები დაარბიეს.  ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.  

Financial Times: უზბეკეთმა ევროკავშირს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ უსმანოვისთვის, სანქციების გაუქმება სთხოვა

უზბეკეთის ხელისუფლება, USM ჰოლდინგის დამფუძნებლის, ალიშერ უსმანოვისა და მისი დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ლობირებდა. ამის შესახებ The Financial Times-ის წყაროებმა განაცხადეს. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ბოლო შეხვედრებით ისარგებლეს და ალიშერ უსმანოვისთვის დაწესებული სანქციების გამო, შეშფოთება გამოხატეს. „ტაშკენტი ამტკიცებს, რომ შეზღუდვები ხელს უშლის უსმანოვს ინვესტირებას იმ ქვეყნის ეკონომიკაში, რომელთანაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. ქვეყნის ხელისუფლება ასევე მზადაა, იურიდიული დახმარება გაუწიოს ბიზნესმენს, თუ ევროკავშირი უარს იტყვის შეზღუდვების მოხსნაზე“, - წერს გაზეთი. „ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარის გაკეთება უზბეკეთის მთავრობის ქმედებებზე, მაგრამ სანქციები ხელს უშლის საინვესტიციო და საქველმოქმედო პროექტებს“, - განუცხადა უსმანოვის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.     

რუსეთმა, აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სიაშია ჯო ბაიდენის გარემოცვა

რუსეთმა, აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომელთაც რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. „მათ შორის არიან ხელისუფლებისა და კანონმდებლების ცალკეული წარმომადგენლები, ასევე მათი ახლო ნათესავები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებისა და საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპერტები და ლობისტები, რომლებიც მონაწილეობენ რუსოფობიური კამპანიის ხელშეწყობასა და კიევის რეჟიმის მხარდაჭერაში“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სანქცირებული პირთა შორის არიან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და, ვალერი ოუენსი და მისი ორი ძმა ჯეიმსი და ფრენსისი. სიაში ასევე არიან, თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინე ჟან-პიერი, კონგრესმენები და სენატორები, ოფიციალური პირები და მათი ოჯახები, ბიზნესმენები, საკონსულტაციო კომპანიების ხელმძღვანელები. სრული სია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  

რუსეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 100 კანადელს, მათ შორის ჯიმ კერისა და მარგარეტ ეტვუდს

რუსეთის ხელისუფლებამ კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორისაა ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ კერი და გასული საუკუნის შუა პერიოდის უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერის შვილიშვილი, სტეფან ბანდერა, ასევე პოპულარული მწერალი, მარგარეტ ეტვუდი.  კანადამ, რუსულ არხ „ზვეზდასა“ და 30-ზე მეტ პროპაგანდისტს, სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს ჯიმ კერისთვის სანქციების დაწესების მიზეზებს, მაგრამ მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ისაუბრა. 2022 წლის 27 თებერვალს მან შემდეგი ტვიტი დაწერა:„შინაგანად ყველაფერი მიტრიალდება, როცა ვხედავ უდანაშაულო ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში არსებული პოლიტიკური იდიოტის გამო. გეშინოდეთ მათი, ვინც არ გიყვარდათ“.  მანამდე, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.  

აშშ-მ, სანქციები დაუწესა იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთს, იარაღის ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებოდნენ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 40-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ არალეგალური სქემების მუშაობას, რომლის საშუალებითაც მიღებული ტექნოლოგია, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ეხმარებოდა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 14 ნოემბრის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, სანქციები დაუწესდათ გლობალური ქსელის ფინანსურ შუამავლებს, დამხმარეებსა და სხვა პირებს, რომლებსაც კავშირო აქვთ კრემლის ელიტასთან.  ჯამში, აშშ-ის ახალი სანქციები დაეკისრა 14 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს.  ამასთან, სანქციების სიაშია რუსული შპს „იმპერატორის“ 8 თვითმფრინავი.  ასევე, შეზღუდვები დაუწესდა რუსული მიკროჩიპების მწარმოებელი PPK Milandr JSC-ისა და მასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას სომხეთიდან, ტაივანიდან და შვეიცარიიდან. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქის, სულეიმან კერიმოვის ოჯახის წევრები. აშშ-მ სანქციები დააწესა რუსი ოლიგარქის მურატ ალიევის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია კერიმოვთან და მის კომპანიებთან მოსკოვსა და კვიპროსში. იმავე სიაში მოხვდა პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ანდრეი გურევი. სანქცირებულია მისი ორი კომპანია შვეიცარიაში, რომელსაც ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ.  

აშშ, სანქციებს უწესებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთს იარაღის შესყიდვაში ეხმარებიან

შეერთებული შტატები, ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთს, უკრაინაში ომის წარმოებისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაში ეხმარებიან.  ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები 14 ფიზიკურ პირსა და 28 სუბიექტს შეეხება. მათ შორის ფინანსურ შუამავლებს. ჯანეტ იელენმა უარი თქვა დეტალების გამჟღავნებაზე, რუსული შესყიდვების შესაჩერებლად რომელი ტექნოლოგიები გახდება სანქციების სამიზნე.  ამერიკამ უკრაინაში რუსეთის მიერ იარაღის უკანონოდ შეძენის აღსაკვეთად პროგრამა აამოქმედა მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთში მსხვილ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს, ხოლო ვაჭრობის დეპარტამენტმა შეაჩერა ამერიკული კომპონენტებისა და ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტი, რომლებიც გამოიყენება რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში. ცნობილია, რომ რუსეთმა ირანიდან დრონები შეიძინა, რომლებიც უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. ირანის სამხედრო ორგანიზაციები და ინდუსტრიები, თეირანის ბირთვული განვითარების პროგრამის გამო, აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ უკვე იმყოფებიან.   

ჩინეთმა, რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ. დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყოს და ალტერნატიული მიწოდება ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან გაზარდეს. ჩინურმა საწარმოებმა, ეს ნაბიჯი იმის მიუხედავად გადადგეს, რომ ამ ქვეყნებიდან ნავთობი უფრო მაღალ ფასად იყიდება. სახელმწიფო საწარმოებმა ასევე დაიწყეს ნაკლები რუსული ნავთობის ყიდვა, რათა წინა ორი თვის განმავლობაში საწვავის დიდი მარაგების შესყიდვის შემდეგ, სანქციების რისკი თავიდან აიცილონ.  ოქტომბერში ჩინეთმა, დღეში 235,000-340,000 ბარელი რუსული ნავთობი გადაზიდა.  Vortexa-ს ანალიტიკოსი ემა ლი აღნიშნავს, რომ ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის 85 პროცენტი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის, რაც სამჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ინდოეთმა, რომელიც რუსული ნავთობის მეორე მთავარი იმპორტიორია, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას რუსული ნავთობის შეძენაზე. ამის მიზეზი შესაძლოა, ტვირთის მაღალი ხარჯები გახდეს, ამ შემთხვევაში ქვეყანა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყებს ნავთობის იმპორტს.  

ახალმა ზელანდიამ, რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს, ასევე ნავთობისა და გაზის და ფოლადის სექტორის ზოგიერთ საწარმოს სანქციები დაუწესა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი ზელანდიის სანქციების მორიგი პაკეტი ვრცელდება რუსეთისა და ბელორუსიის 22 მოქალაქეზე, რომლებიც, ახალი ზელანდიის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უჭერენ მხარს. სანქციების ახალ სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და ბელორუსის პრეზიდენტის ცოლ-შვილი და თავად ალექსანდრე ლუკაშენკო. ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი და მეწარმე. გარდა ამისა, შემაკავებელი ზომები მიიღეს რუსული საწარმოების მიმართ, მათ შორის „რუსეთისთვის ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობის, ნავთობისა და გაზის, ფოლადის და ტრანსპორტის სექტორებში და რადარებისა და ელექტრონული აღჭურვილობის წარმოებაში“.  

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მიიღო

შვეიცარიის მთავრობამ, სრულად შეასრულა სანქციების მერვე პაკეტით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაამტკიცა. ამის შესახებ Swissinfo წერს. შვეიცარიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გავლენას ახდენს რუსულ ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასების დასადგენად საკანონმდებლო ბაზის შემოღებაზე. სანქციები ასევე მოიცავს შეზღუდვებს „რკინისა და ფოლადის პროდუქტებზე, კოსმოსურ პროდუქტებზე და რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელობის მქონე საქონელზე. შვეიცარია ასევე  მიუერთდა აკრძალვებს რუსეთის მთავრობისა და რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო, არქიტექტურული, იურიდიული და IT სერვისების მიწოდებაზე. ამრიგად, შვეიცარიამ სრულად შეასრულა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის ყველა ზომა, რომელიც ევროკავშირმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, 2022 წლის 6 ოქტომბერს მიიღო.   

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს.   

ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიას დაამატა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დანაშაულების სიას შემაკავებელი ზომების დარღვევა დაემატა. უფრო კონრეტულად, საუბარია ბლოკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს „ამჟამად წევრ ქვეყნებს განსხვავებული განმარტებები აქვთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელები უნდა იყოს გამოყენებული მისი დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება, ზომების გვერდის ავლის რისკი გამოიწვიოს, რაც პოტენციურად, საშუალებას მისცემს სანქცირებულებს, გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ზომების სამიზნედ ქცეულ რეჟიმებს“, - ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში. „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 83(1) მუხლის თანახმად, პარლამენტმა და საბჭომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სფეროებში სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სანქციების განსაზღვრასთან დაკავშირებით შეიძლება მინიმალური წესები დაადგინონ. ამ მუხლში მოცემული დანაშაულის სფეროებია: ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, გადახდის საშუალებების გაყალბება, კომპიუტერული დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული“, - წერია ინფორმაციაში. შემდეგი ეტაპი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკომისია წარადგენს წინადადებას დირექტივის შესახებ, რომელიც შეიცავს მინიმალურ წესებს სისხლის სამართლის დანაშაულების განსაზღვრასთან და ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სასჯელებთან დაკავშირებით. ეს დირექტივის პროექტი შემდეგ განიხილება და საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიიღება.

ბრიტანეთმა რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ, დღეს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა და რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორს არკადი გოსტევი, როსტოვის ოლქის ფედერალური პენიტენციური სამსახურის უფროსის დიმიტრი ბეზრუკი. სანქციები ვრცელდება კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წევრებზე, ათი გუბერნატორსა და რუსეთის ფედერაციის რეგიონების ხელმძღვანელებზე, მათ შორის დაღესტნის, ინგუშეთისა და ყალმუხეთის ლიდერებზე.  

რუსულმა Severstal-მა სანქციების გამო $400 მილიონი დაკარგა

ევროპული სანქციების გამო, რუსულმა კომპანია Severstal-მა $400 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მორდაშოვმა „რუსი ინდუსტრიალისტების“ ფორუმის დროს განაცხადა. „ყველას გვესმის, რომ ახლა ძალიან რთულია ქვეყანაში სავალუტო შემოსავლის დაბრუნება, ნაწილობრივ შეუძლებელი. მაგალითად, ჩვენ, სევერსტალმა, დავკარგეთ 400 მილიონი დოლარი. თანხა დააკავეს ინვენტარის ანგარიშის სახით. ნაშთებს სანქციების მოხსნამდე ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მორდაშოვმა. აღსანიშნავია, რომ მარტში Severstal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციონერზე დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირში მიწოდება შეწყდა.მოგვიანებით, თავად ევროკავშირმა აკრძალა რუსული ფოლადის იმპორტი. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ წარმოება წლიურად 8%-ით შეამცირა. Politico-ს ცნობით, ევროკავშირმა დაბლოკა დაახლოებით 68 მილიარდი ევროს რუსული აქტივები.   

კრასნოიარსკის გუბერნატორის შვილი, იტალიაში, სანქციებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის დააკავეს

იტალიაში დაკავებულ არტემ უსს, რომელიც კრასნოიარსკის სანქცირებული გუბერნატორის ალექსანდრე უსსის შვილია, დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ რუსულ მედიას, მილანში, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა კონსულმა დიმიტრი შტოდინმა განუცხადა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არტემ უსს დღეს შინაპატიმრობა შეეფარდა. იტალიელი ადვოკატების განცხადებით, ის მილანის გარეუბანში მდებარე ბინაში გადაიყვანეს, რომელიც მისმა ოჯახმა სპეციალურად ამისთვის იქირავა“, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა. არტემ უსსი, იტალიაში ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, მას ბრალად ფულის გათეთრება და სანქციებისთვის თავის არიდება ედება.  

უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 10-მდე უკრაინელ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა. უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება სანქცირებულთა შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი. სანქციები ძირითადად დაუწესდათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სასულიერო პირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.  

პორტუგალიამ €18 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

პორტუგალიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სანქცირებული პირების დაახლოებით 18 მილიონი ევროს აქტივები გაყინა. ამის შესახებ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა.  შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, გეგმავს შეიმუშაოს „გაყინული რუსული აქტივების“ კონფისკაციის გეგმა, რათა მოგვიანებით ეს თანხა უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯოს და აანაზღაუროს რუსეთის ომით მიყენებული ზიანი.  

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევებისთვის ხუთწლიანი პატიმრობის ინიციატივით გამოდის

ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადება ზომების შემოღების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. კერძოდ, ეს წინადადება  გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნისა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას. „ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განხორციელება ოლიგარქების საკუთრებაში არსებული აქტივების იდენტიფიცირებას ართულებს. შემოთავაზებული დირექტივა კი, შემოიღებს ჯარიმების ერთსა და იმავე დონეს ყველა წევრ ქვეყანაში“, - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მისივე თანახმად, „დანაშაულიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ პირს შეიძლება, მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისროს; კომპანიებს კი, შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა იურიდიული პირის (კომპანიის) მთლიანი მსოფლიო ბრუნვის არანაკლებ 5%-ისა“. ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებები ახლა ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა განიხილონ. ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიას 28 ნოემბერს დაამატა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ 10 პრორუს მღვდელს სანქციები დაუწესა

უკრაინა სანქციებს უწესებს მოსკოვის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ 10 მაღალ სასულიერო პირს იმ მოტივით, რომ ისინი შეთანხმდნენ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან მუშაობაზე ან გაამართლეს კრემლის შეჭრა უკრაინაში, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. განცხადებაში უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ 10 სასულიერო პირი სხვადასხვაგვარად შეთანხმდა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, პრორუსულ ნარატივებს უწყობდნენ ხელს და ამართლებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამ რეგიონში, ეკლესია-მონასტრებში ჩხრეკას ატარებს „ამ სასულიერო პირების უმეტესობა ცხოვრობს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ან საზღვარგარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ყოვლისმომცველ მუშაობას უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვის მიზნით და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ზომების თანახმად, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, სანქცირებულთა აქტივები გაიყინება, დაუბლოკავს მათ უკრაინიდან კაპიტალის ექსპორტს და ხელს შეუშლის მიწის საკუთრების უფლებაში.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელიც შესაძლოა, ერთ კვირაში დამტკიცდეს. ამის შესახებ Twitter-ზე, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა. „ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის შემუშავების შესახებ აცნობა. საინტერესოა, რომ ბელორუსი სანქციების ქვეშ ისევ არ მოექცა", - წერს იოზვიაკი. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, ადრე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტზე ნელი ტემპით მუშაობს. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, კომისიას შეზღუდვების პროექტი რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს.  ამ ქვეყნების მიერ წარდგენილ წინადადებებს შორისაა, ბირთვული ენერგიის სფეროსა და ტექნოლოგიურ სექტორში თანამშრომლობის აკრძალვა, ყველა ტიპის დრონის ექსპორტის აკრძალვა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში მომსახურების შემცირება. სანქციების მე-9 პაკეტის სიაში ასევე შედიოდა რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა და ფედერაციის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შეზღუდვა.  

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა

ევროკომისიამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასამტკიცებლად სთავაზობს.  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს განაცხადა.  პირველ რიგში, ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების მე-9 პაკეტი, 200-მდე პირისა და კომპანიის სანქცირებას გულისხმობს. სანქციერებულთა სიაში მოხვდნენ სამხედროები, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკოსები. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების ქვეშ მოექცნენ პირები, რომლებც პასუხისმგებელნი არიან მიზანმიმართულ დარტყმებზე სამოქალაქო სექტორსა და რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე.    ასევე, ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ სანქციები რუსეთის სამ ბანკს დაუწესდეს, მათ შორის სრულად აიკრძალოს რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკის ტრანზაქციები.   

Bloomberg: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს პარასკევს გამოაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები რუსეთში ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს დაუწესდებათ. ასევე ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ზომების გამკაცრებას, რათა მათ არსებულ სანქციებს თავი ვერ აარიდონ. ამასთან, ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლების კავშირში არიან კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.  7 დეკემბერს, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი წარადგინა.   

აშშ-მ რუსეთის კოსმოსურ ძალებს, სანქციები დაუწესა

ირანიდან უპილოტო თვითმფრინავების უკანონო შეძენისა და მათი უკრაინის ომში გამოყენების გამო, აშშ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს სანქციებს უწესებს.  უკრაინა: რუსეთი ირანულ დრონებს ისევ იყენებს უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს სატელეფონო ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ სანქციებს სამი რუსული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლებიც ირანული თვითმფრინავების შეძენისა და გამოყენების სათავეში იდგნენ“, - განაცახდა კირბიმ.  ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.  

ავსტრალია ირანსა და რუსეთს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების  დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, ავსტრალია სანქციებს 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას უწესებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები ასევე დაწესდება რუსეთის შვიდ მოქალაქეზე, რომლებიც, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ. დღემდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალიამ სანქციები დააწესა რუსეთისა და ბელორუსიის 850 მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორის ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე უმსხვილესი რუსული საწარმოებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში იარაღისა და კომპონენტების, ნედლეულისა და აღჭურვილობის ექსპორტი ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის, რუსული ენერგიის, იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტი. მანამდე ავსტრალიამ დააწესა ავტონომიური სანქციების პაკეტი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.   

WSJ: აშშ, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას გეგმავს

შეერთებული შტატები, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინისთვის სანქციების დაწესესებას გეგმავს, იუწყება Wall Street Journal ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით. სანქციები, რომლებიც შესაძლოა, 15 დეკემბერს გამოცხადდეს, სავარაუდოდ პოტანინს, მის მეუღლეს ეკატერინა პოტანინას შეეხება. ასევე იგეგმება მისი იახტის დაყადაღება, ამბობენ წყაროები. მედია წყარობზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების სიაში ასევე იქნება Interros-ი, საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც პოტატინი აკონტროლებს.  სანქციების სიაში, სავარაუდოდ არ მოხვდება კომპანია Norilsk Nickel-ი, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც პოტანინია, - ამბობენ Wall Street Journal-ის წყაროები. ივნისის ბოლოდან პოტანინი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

აშშ-მ როსბანკისა და რუს ოლიგარქ პოტანინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Rosbank-ისა და მისი თანამფლობელის, Interros-ისა და Norilsk Nickel-ის აქციონერის, ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. WSJ: აშშ, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას გეგმავს კომპანია Norilsk Nickel-ი, რომლის მთავარი აქციონერი Potanin-ია, სანქციებს არ დაექვემდებარა. პარალელურად, სანქციები დაწესდა ვიცე-პრემიერების ანდრეი ბელუსოვისა და დიმიტრი ჩერნიშენკოს, ასევე 29 რუსი გუბერნატორის წინააღმდეგ.  

მედია: ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ

რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, მედიას წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მედიის ცნობით, სანქციების პაკეტმა უნდა გაიაროს წერილობითი დამტკიცების პროცედურა პარასკევს შუადღისთვის, ამის შესახებ Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ციტირებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.  

ევროკავშირმა შესაძლოა, ილონ მასკს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა, მალე სანქციები დააწესოს ილონ მასკს, ამერიკელი ჟურნალისტების Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით, რაც „ძირითადი უფლებების“ დარღვევაა. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ პარასკევს Twitter-ზე დაწერა. მან განმარტა, რომ ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის შესახებ პრეტენზიები „შეშფოთებას იწვევს“, რადგან ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი „ითხოვს პრესის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას“ და ნაკარნახევია პრესის თავისუფლების კანონმდებლობით. „ილონ მასკმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. აქ არის წითელი ხაზები. სანქციების დაწესება შესაძლებელია“, - გააფრთხილა იუროვამ მასკი. 15 დეკემბერს Twitter-მა დაბლოკა ჟურნალისტების ანგარიშები, რომლებიც წერდნენ მილიარდერ ილონ მასკზე, მის ოჯახზე და კომპანიის ახალ პოლიტიკაზე, იტყობინება Associated Press. დაბლოკილია The New York Times-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტების ანგარიშები, ასევე CNN არხი. ანგარიშის აკრძალვა შესაძლოა უკავშირდებოდეს Twitter-ის ახალ პოლიტიკას ადამიანების მონაცემების მათი თანხმობის გარეშე გამჟღავნების შესახებ.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სანქციების მეცხრე პაკეტი მოიცავს: იზღუდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 168 რუსული კომპანიის საქმიანობა; იკრძალება რუსეთში ავიაციის ძრავების, მათ შორის თვითმფრინავების ექსპორტი; სანქციეიბის ახალი პაკეტი ითვალისწინებს NTV / NTV-Mir, Rossiya-1, REN TV და Channel პირველი არხებიდან მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას; სანქციები უწესდება ენერგეტიკისა და სამთო სექტორებს; განხორციელდება ორი რუსული ბანკის სახსრების გაყინვა; რეგიონების განვითარების სრულიად რუსული ბანკის ტრანზაქციების დაბლოკვა; 2022 წლის 16 დეკემბრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფო კონტროლირებადი კომპანიის, ორგანიზაციის ან ორგანოს მენეჯმენტში ევროკავშირის მოქალაქეებს საქმიანობა ეკრძალებათ; ასევე ევროკავშირში აკრძალული იქნება რუსეთისთვის რეკლამის სფეროში სერვისების მიწოდება, ასევე ბაზრის კვლევა და მისი დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის აქტივების გაყინვის შესახებ. ეს სანქციები ვრცელდება იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქებით ვაჭრობაში. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ.  

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას ზრდის. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ უკრაინული პორტების წინააღმდეგ რუსეთის ოპერაციების გამო, რუსეთის საზღვაო სექტორს სანქციები დაუწესდებათ. აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი ზელენსკის ვიზიტს მოჰყვა. „შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა რომ შეაჩეროს რუსეთის შეტევები უკრაინაზე ჰაერიდან, მიწიდან თუ ზღვიდან. ეს ზომები ხაზს უსვამს მარტივ გზავნილს: კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი სასტიკი კამპანია უნდა დაასრულოს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სანქციების გამო რუსული „აეროფლოტის“ 13 თვითმფრინავი დააყადაღეს

ამჟამად „აეროფლოტის“ ჯგუფს აქვს 357 თვითმფრინავი, რომელთაგან 13 უცხოური წარმოების ავიალაინერი, რუსეთის ფარგლებს გარეთ დაყადაღებულია.  ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა ამის შესახებ „აეროფლოტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ალექსანდროვსკიმ განაცხადა. რუსული „აეროფლოტის“ მგზავრთნაკადი 20%-ით დაეცა „ამავდროულად, „აეროფლოტის“ თვითმფრინავების უმეტესობის ფრენები დაბლოკილია გეგმიური, ტექნიკური, ან საერთაშორისო ფრენებისას საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო“, - განაცხადა სერგეი ალექსანდროვსკიმ. 11 აპრილს ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ. ამ  სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები  „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ  მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე. ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა

Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა

გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი ოფშორში გადაიტანა. Guardian-ის მიერ ნანახი ფაილები აჩვენებს, რომ აბრამოვიჩის ინტერესებისთვის შექმნილ 10 ოფშორული კომპანიაში რეორგანიზაცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, სამი კვირით ადრე განხორცილდა, სანამ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. აბრამოვიჩის ფინანსური საქმეების მასიური რეორგანიზაცია რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობები დაემუქრნენ რუს ოლიგარქებს სანქციების დაწესებით, იმ შემთხვევაში თუ „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყებოდა. აბრამოვიჩის შვიდი შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა, გახდნენ ტრასტების ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის ძვირადღირებული უძრავი ქონება და სუპერიახტების, ვერტმფრენების და კერძო თვითმფრინავების ფლოტი. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებმა აბრამოვიჩს, პუტინთან ახლო ურთიერთობების გამო „პროკრემლისტური ოლიგარქი“ შეარქვეს და სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესეს. აბრამოვიჩმა უარყო ფინანსური კავშირები კრემლთან და ევროკავშირის ზომების გაუქმების შესახებ სარჩელი შეიტანა. აბრამოვიჩი, რომელსაც ერთდროულად რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ის სანქციების სიაში არ შედის. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ თეთრ სახლს სთხოვა, არ დაეწესებინა სანქციები მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაოფიციალური შუამავალი გახდა. როგორც ჩანს, ფაილები მოპოვებულია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული სერვისის პროვაიდერის გატეხვით, რომელიც მართავს აბრამოვიჩის ტრასტებს. დოკუმენტების დიდი ქეში ანონიმურად გადაეცა Guardian-ს. ფაილებიდან ჩანს, რომ 2022 წლის თებერვალში, JI-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩი გარიცხეს FBI-ს მიერ გამოვლენილი ორი ტრასტის ბენეფიციარებიდან. ამასობაში მისი შვილები მამის სასარგებლოდ შექმნილი რვა დამატებითი ტრასტის ბენეფიციარებად დანიშნეს. სანქციების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა, „მიზანმიმართული იყო, მაგრამ არა უკანონო“. მათი თქმით, რეორგანიზაციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, რომელიც ახლა ამუშავებს აქტივებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აბრამოვიჩის საკუთრება იყო, რადგან ისინი განსაზღვრავენ, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს მრავალმილიარდ დოლარიან ქონებას: ოლიგარქი თუ მისი შვილები? აბრამოვიჩმა და მისმა შვილებმა The Guardian-ს ამ კითხვაზე არ უპასუხეს.  რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის დღევანდელ ქონებას 6,9 მილიარდ დოლარად აფასებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს. ხუთი მათგანი სრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა.  

აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანში უპილოტო თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნაში მონაწილეობდნენ

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების ირანულ მწარმოებელთანან არიან კავშირში. ასევე სანქცირებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის დირექტორი. ირანს და რუსეთს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, როგორც არასდროს - Foreign Policy ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.  „დღევანდელი ქმედებები განხორციელდა 13382 რეზოლუციის შესაბამისად და წარმოადგენს ჩვენი გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც სექტემბერსა და ნოემბერში იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ მივიღეთ, რომლებიც მონაწილეობდნენ ირანული „შაჰედისა“ და „მოჰაჯერის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და გადაცემაში, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისას იყენებს, მათ შორის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთთან მიმართებით, არა მხოლოდ აძლიერებს კონფლიქტს უკრაინაში, არამედ გამოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევა, სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს ინდივიდუალური თანხმობის გარეშე. „ირანი ახლა გახდა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი. ირანმა უნდა შეწყვიტოს მხარდაჭერა რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიული ომისადმი უკრაინაში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას ამ მიწოდების ჩაშლისა და გადადების მიზნით და ჯარიმების დაწესებას ამ ქმედებებში ჩართული პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გამოიწვევს თეირანზე ზეწოლისთვის ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას.  

ზელენსკიმ რუს მსახიობებს, პროპაგანდისტებსა და ტელეწამყვანებს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკათ. გარდა ამისა, შეწყდება მათთან სავაჭრო ოპერაციები, გაუქმდება ყველა ლიცენზია თუ ნებართვა, აიკრძალება ფასიანი ქაღალდებით გარიგებები და საავტორო უფლებების გადაცემა. სანქციერებულთა შორის არიან მსახიობები და წამყვანები:  მსახიობი და კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი;იუმორისტი ევგენი პეტროსიანი;ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა; (რეჟისორ ალან ბადოევის ყოფილი მეუღლე და გადაცემის "არწივი და რეშკა" თანაწამყვანი);ტელეწამყვანი დანა ბორისოვა;ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი. მომღერლები და მუსიკოსები: რეპერი ბასტა (ვასილი ვაკულენკო);რეპერი და პროდიუსერი ვლად ტოპალოვი;ჯაზმენი იგორ ბუტმანი;მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი;მომღერალი ირინა ალეგროვა;მომღერალი დიმიტრი ბილანი;მომღერალი ლარისა დოლინა;მომღერალი ფილიპ კირკოროვი;მომღერალი სერგეი ლაზარევი;მომღერალი ალექსანდრე ბუინოვი;მომღერალი ვალერი დიდულა;მომღერალი ვალერი კიპელოვი, ჯგუფ "არიას" ყოფილი ვოკალისტი;მომღერალი პოლინა გაგარინა;მომღერალი როდიონ გაზმანოვი;მომღერალი გრიგორი ლეპსი;მომღერალი ლოლიტა მილავსკაია;მომღერალი ანა ნეტრებკო;მომღერალი ვიქტორ რიბინი, ჯგუფ "Dune"-ს ვოკალისტი;მომღერალი იულია სავიჩევა;მომღერალი ანა სემენოვიჩი;მომღერალი პელაგია;მომღერალი ალექსანდრე სკლიარი;მომღერალი ლიუბოვ უსპენსკაია;მომღერალი მიხაილ შუფუტინსკი;პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი. პროპაგანდისტები: პროპაგანდისტი დიმიტრი კისელევი;პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი;პროპაგანდისტი ფიოდორ ლუკიანოვი;პროპაგანდისტი კრისტინა პოტუპჩიკი;პროპაგანდისტი ალექსანდრე პროხანოვი;პროპაგანდისტი ევგენი სატანოვსკი; RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი. მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები: მსახიობი ვიქტორ დობრონავოვი;მსახიობი დიმიტრი დიუჟევი;მსახიობი დიმიტრი ხარატიანი;მსახიობი ვიქტორ სუხორუკოვი;მსახიობი სერგეი ჟიგუნოვი;რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი; ქორეოგრაფი ალა დუხოვა;დიზაინერი და ბლოგერი არტემი ლებედევი;უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი (შახტარის ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვლის შემდეგ დარჩა პეტერბურგის ზენიტში). მანამდე ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ცნობით, საუბარია 13 სასულიერო პირზე. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აგრესორის წინააღმდეგ მრავალი სანქცია დაწესდა.  

ევროკავშირი G7-ის ქვეყნებთან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს განიხილავს

ევროკავშირი G7-ის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის შემოღებაზე, მჭიდრო დიალოგს გამართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს: გავაძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ევროკავშირში შვედეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ლარს დანიელსონმა განაცხადა.  ამასთან, მან აღნიშნა, რომ სულ უფრო რთული ხდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სანქციების მეათე პაკეტი უფრო დიდ გავლენას მოახდენს რუსეთზე, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე“, - განმარტა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ახალი სანქციების მიღება შესაძლებელია მხოლოდ G7 ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ. გარდა ამისა, შვედეთმა, რომელიც 2023 წელს ევროკავშირის თავმჯდომარეა, დადო პირობა, რომ ევროკავშირისა და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ზღვრის მოქმედების ვადას გაახანგრძლივებს. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მოუწოდა დასავლეთს, რომ 2023 წელს რუსეთის პატრიარქ კირილის (ვლადიმერ გუნდიაევის) წინააღმდეგ სანქციები შეოიღონ.  ამ დრომდე ევროკავშირმა რუსეთის წინაარმდეგ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სანქციების 9 პაკეტი დაამტკიცა.   

სანქციების გამო „ლუკოილმა“ იტალიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაყიდა

რუსულმა ტრანსნაციონალურმა ენერგეტიკულმა კორპორაციამ „ლუკოილმა“, იტალიაში, თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა  დასავლურ კერძო ინვესტიციებისა და სავაჭრო კომპანიების კონსორციუმს მიჰყიდა. ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა - მედია აქტივის მყიდველი G.O.I. Energy Limited-ია, რომელიც ფონდ ARGUS New Energy Fund-ის ენერგეტიკული განყოფილებაა. G.O.I. Energy პარტნიორობაზე კომპანია Trafigura-ს შუთანხმდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილესი ტრეიდერია.  ავსტრიის ყოფილი კანცლერი „ლუკოილის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს რუსული კომპანია „ლუკოილი“ დასავლური აქტივების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მყიდველი იყო, მაგრამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს აქტივები პრობლემური გახდა. მედია: დასავლური სანქციების გამო LUKOIL-ი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს „კერძოდ, დიდი პრობლემაა სანქციები, რომლებიც დაწესდა რუსულ კომპანიებსა და მეწარმეებზე. გლობალური სანქციების შედეგად გააყინეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები, რაც რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარია, თუმცა „ლუკოილი“ არ იყო დასავლეთის სანქციების პირდაპირი სამიზნე, მისთვის სულ უფრო რთული ხდება უცხოური აქტივების გამოყენება“, - წერს მედია.   

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ  პერსონალური სანქციები შემოიღო ბრიტანეთის მთავრობის წევრების, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. „ეს ნაბიჯი უკავშირდება „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსს, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.    

WSJ: აშშ და მისი მოკავშირეები რუსულ ნავთობზე ახალ სანქციებს დააწესებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ, იტყობინება Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. წყაროების თქმით, ფასების ლიმიტის ამოქმედდება 5 თებერვლიდან იგეგმება.  WSJ-ის მიხედვით, ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ ახალ ჯარიმებს შეიძლება, უფრო დიდი ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს და ბაზრის დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ რუსეთს უფრო გაუჭირდება პროდუქციის ექსპორტისთვის სხვა გზის არჩევა.  

ზელენსკიმ რუსეთისა და უკრაინის 198 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც რუსეთისა და უკრაინის (ჯამში) 198 მოქალაქის წინააღმდეგ, სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.  შესაბამისი განკარგულება უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ამოქმედდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, - ნათქვამია განკარგულებაში. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება შეიცავს 198 კულტურისა და მედიის სფეროში მოღვაწე მოქალაქეების სიას, რომელთა მიმართ პირადი სანქციებია დაწესებული. მითითებულ სიაში შეყვანილი პირების მიმართ შემოღებული პერსონალური სანქციების სრული პაკეტი ძალაში 10 წლის განმავლობაში იქნება.  

Bloomberg: რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის გზა იპოვა

რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების „ხვრელი“ იპოვა - სინგაპურში რუსულ ნედლეულს ურევენ სხვა მარკის ნავთობს და იქიდან რეექსპორტი მთელს მსოფლიოში ხდება. რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია ამის შესახებ Bloomberg წერს.  სააგენტო განმარტავს, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ არ აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ვერ განახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთის ფედერაციის საწარმოებთან. „ქვეყანაში ნავთობის შესანახ ავზებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. იმის გამო, რომ მომგებიანია რუსეთიდან იაფი ნედლეულის შერევა სხვა წყაროებიდან შესყიდულ ნავთობთან და განზავების დახმარებით შესაძლებელია საქონლის წარმოშობის დამალვა“, - წერსგამოცემა. გადამზიდავი კომპანია Vortexa Ltd-ის მონაცემებით, სინგაპურის ტერმინალებმა 2022 წლის დეკემბერში ორჯერ მეტი ნავთობი შეისყიდეს ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. სინგაპურმა 2,6 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო, რაც 40-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.  რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის. გამოცემა წერს, რომ რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა. WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს. რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე.    

უკრაინაში შეჭრის წლისთავზე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს - მედია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ორშაბათის შეხვედრაზე ისაუბრებენ, -  წერს Reuters. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა „შემდეგი პაკეტი მზად იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ტრაგიკული წლისთავთან დაკავშირებით", - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.  ახალი სანქციების შესაძლო ვარიანტებს შორისაა რუსეთის აგრესიაში მონაწილე პირთა სანქციების სიის გაფართოება. უფრო მკვეთრი ზომები, როგორიცაა ბირთვული ენერგიის შეწყვეტა და ბრილიანტის ემბარგო, დიდი ხანია განიხილება, მაგრამ უმრავლესობის მხარდაჭერას ამ საკითხებზე ჯერ ვერ მოხერხდა.  თუმცა ევროკავშირი ამტკიცებს, რომ უკრაინას ბოლომდე დაუჭერს მხარს და ჯერჯერობით უნგრეთის დარწმუნებასაც კი ახერხებს, რომელიც ევროპის ეკონომიკის აღდგენის მიზნით სანქციების მოხსნას ღიად ითხოვს.  შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 9 პაკეტი დაამტკიცა.   

ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ სანქციების გამო ფრენები შეაჩერა

2022 წელს ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა. ოთხ მათგანს „როსავიაციამ“ ავიაოპერატორის სერთიფიკატი შეუჩერა, კიდევ ერთი კი მთლიანად გააუქმა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს. საუბარია ავიაკომპანიებზე SkyGates, Kamchatka, Bystrolet, Skol, Rostvertol Avia, ჩარტერულ სამეფო ფრენაზე, რომელიც დაკავშირებულია Coral Travel ტუროპერატორთან, Sirius Aero ბიზნეს ოპერატორთან და ორ სატვირთო გადამზიდავთან, რომლებიც Volga-Dnepr-ის კომპანიების ჯგუფში შედის. ასევე ფრენები შეაჩერა „ატრანმა“ და AirBridgeCargo-მ. „უმეტეს შემთხვევაში, ფრენების შეჩერება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.  2022 წელს სამი სერტიფიკატი უშუალოდ სანქციების გამო - თავად გადამზიდავების მოთხოვნით შეჩერდა“, - წერს მედია.   „კომერსანტის“ ცნობით, ახლა „როსავიაციის“ რეესტრში 114 გადამზიდავია, მაგრამ მხოლოდ ხუთი უმსხვილესი ავიაკომპანია უზრუნველყოფს მგზავრთა ორი მესამედის გადაყვანას. ექსპერტების აზრით, სამომავლოდ, მცირე რეგიონული გადამზიდავები დატოვებენ ბაზარს, რომლებსაც „ლიკვიდაცია ან უფრო დიდი კონკურენტების ფრთის ქვეშ გადასვლა მოუწევთ“.  

სანქციების დარღვევის რისკის გამო 1000-ზე მეტი ოპერაცია შეჩერებული ან გაუქმებულია - ფინანსთა მინისტრი

არანაირი საფუძველი, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბროსას განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მის პარტნიორებთან. „სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელებულია ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რაც დადგენილია. შესაბამისად, ამ ნაწილში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც საბაჟოს ვაჭრობაში, ასევე საფინანსო მიმართულებით, საბანკო სექტორთან მიმართებით, ადგილზეა და შესაბამისად, ეს ღონისძიებები ტარდება. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე, იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომელიც ახორციელებს შესაბამის კონტროლს როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები და შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს სანქციების მიმართულებით ჰყავს ორი სპეციალისტი, რომელთაც კვალიფიკაცია აშშ-ში აიმაღლეს და შესაბამისად, საქართველოს საბაჟოზე არის რესურსი, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც არის ბრალდება საჭიროა მტკიცებულებები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენა გამორიცხულია. „როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე ეს ეხება ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, რეექსპორტის მაჩვენებელს. ყველა საბაჟო ოპერაცია არის მაცრი კონტროლის ქვეშ იმ პირებთან და საქონელთან მიმართებით, რომელიც სანქცირებულია. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანომ დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი შეაჩერა და გააუქმა, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი“, - აღნიშნა ხუციშვილმა. მანამდე, CNN-ის წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაში განაცხადა, რომ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ხვდება.  

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა

ევროკავშირის წევრების გარდა, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ბლოკის მიერ შემოღებულ კონკრეტულ პერსონალური სანქციებს, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდა. საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების გადაწყვეტილებას „მიესალმება“. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანქციები 1 206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირთან მიმართებით, სანქციები კიდევ 6 თვით გახნგრძლივდა. ამრიგად, სანქციები ძალაში 2023 წლის 15 მარტამდე რჩება.  

ელჩი პეტერ ფიშერი: ჩვენს მეგობრებს ვთხოვთ, სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, კარგ სამუშაოს ასრულებს

„რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით“, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ. მისივე თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. „რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ  -  ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს“.

უკრაინამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 ლიდერსა და მღვდელმსახურს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 ლიდერსა და მღვდელმსახურს, მათ შორის პატრიარქ კირილის ძმისშვილს, მიხეილ გუნდიაევს, სანქციები დაუწესა. უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები დაუწესდა რუსეთის 22 მოქალაქეს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას სულიერების საფარქვეშ. სია შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი.  

ზელენსკიმ ყოფილ სახალხო დეპუტატსა და 9 სასულიერო პირს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოფილ სახალხო დეპუტატს, ბიზნესმენ ვადიმ ნოვინსკისა და 9 სასულიერო პირს სანქციები დაუწესა.  24 იანვარს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძალაში შევიდა NSDC-ის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 21 წინამძღოლსა და მღვდელმსახურს შემაკავებელი სანქციები დაუწესა. მათ შორის არის რუსეთის პატრიარქის კირილის ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევი.  

Bloomberg: სანქცირებული რუსი ოლიგარქის „ნორნიკელი“ წარმოებას ამცირებს

რუსეთის სამთო-მეტალურგიული გიგანტი „ნორნიკელი“, რომელიც მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის ბაზრის 10%-ს აკონტროლებს, წარმოებას ამცირებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  აშშ-მ როსბანკისა და რუს ოლიგარქ პოტანინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა Norilsk Nickel-ის მთავარ აქციონერს ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესეს, ეს თავად კომპანიასა და რუსეთის ლითონის ექსპორტზე არ ვრცელდება. თუმცა, უკრაინის ომმა გამოიწვია ლოგისტიკის, დაზღვევისა და მიწოდების შეფერხება. Nornickel-ის წარმოების შემცირება აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის ლითონის წარმოებისთვის დასავლური ფირმების მიერ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტა. Norilsk Nickel-ი ნიკელის გლობალური ბაზრის დაახლოებით 10%-ს აკონტროლებს“, - წერს გამოცემა. დეკემბერში Bloomberg-მა განაცხადა, რომ Norilsk Nickel-ი ნიკელის მოპოვების შემცირებას განიხილავდა, რადგან ზოგიერთი ევროპელი მყიდველი რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობას თავს არიდებს.  წელს Norilsk Nickel-ი ნიკელის წარმოების შემცირებას 204 000 ტონიდან 214 000 ტონამდე ელოდება. კობალტის წარმოებამ შესაძლოა, 1000 ტონას მიაღწიოს. ბოლო წლებში წარმოება 2 500 ტონას შეადგენდა.  შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ოლიგარქმა, ვლადიმერ პოტანინმა განაცხადა, რომ Norilsk Nickel-მა სანქციების ფონზე სხვა ბაზრებზე შესვლის გეგმებზე უარი თქვა.  შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ უმდიდრეს ოლიგარქ ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესა და მისი აქტივები - „ინტერროს ჰოლდინგი“, „როსბანკი“ და იახტა - ასევე სანქციების ქვეშ მოექცა.  

იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებს პერსონალურ სანქციებს უწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს

3 თებერვლიდან იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებთან მიმართებით, დამატებით პერსონალურ სანქციებს აწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კერძოდ, ტოკიო რუსეთში საქონლის მიწოდებას 49 კომპანიას უკრძალავს. რუსეთის ბაზარზე შეწყდება ნახევარგამტარული აღჭურვილობისა და კომპონენტების, გაზის საძიებო მოწყობილობის, რობოტების, ელექტრო გენერატორების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასევე ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება. სანქციების ქვეშ მოხვდნენ თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია JSC Irkut Corp-ი და საზენიტო რაკეტების მწარმოებელი, მოსკოვის „ავანგარდის„ ქარხანა. გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა კიდევ სამი ორგანიზაციისა და 22 რუსეთის მოქალაქის აქტივები, ასევე 14 პირის ანგარიში, რომლებიც „უკრაინის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის“ ანექსიასთან არიან დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ იაპონია, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა, მიიჩნევს რომ რუსეთის ომი უკრაინაში, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის მოლაპარაკებებში დომინირებს.  

ავსტრალიამ, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ავსტრალიამ ირანის წინააღმდეგ, რუსეთისთვის უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები ოთხი ირანელი ფიზიკური პირისა და ოთხი სუბიექტის მიმართ დაწესდება, რომლებიც მოსკოვისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ . „ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სტრატეგიას ადამიანის უფლებების დასაცავად - დიალოგიდან და დიპლომატიური სანქციებით დამთავრებული - ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ირანის 7 ოფიციალურ პირის სანქციები დაუწესა, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელ ირანულ თავდაცვის კომპანიასთან არიან კავშირში. ამ კომპანიის ნაწარმს, რუსეთი უკრაინაში ომისთვის იყენებს. შეგახსენებთ, რომ კიევისა და დასავლეთის პრეტენზიების მიუხედავად, ირანმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით ეხმარება, თუმცა უკვე აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დრონები გადასცა. მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში, სანქციებს უწესებენ.  

აშშ დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შვიდი ირანული კომპანია დაამატა. ეს კომპანიები აწარმოებენ თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა. აშშ მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად, მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ დგას. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გაეროში, რუსეთისა და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის სახიფათო მიწოდებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას როგორც რუსეთის, ასევე ირანული იარაღის ვაჭრობის მიმართ, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ჩვენ ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რათა თავი დავიცვათ ამ ტიპის იარაღისგან“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Europetime-თან. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიწოდება გააძლიერეს. ირანული წარმოების საკრუიზო რაკეტებისა და კამიკაძე თვითმფრინავების წინააღმდეგ, დასავლეთი ზომებს იღებს. რუსულმა ჯარებმა ამ ზამთარში ირანული დრონები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენეს. კანადამ გამოაცხადა, რომ აპირებს, უკრაინისთვის შეიძინოს აშშ-ის წარმოების მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ი, რომელიც საჰაერო იერიშისგან დასაცავად გამოიყენება. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა ორი ასეთი სისტემა. ცნობილი გახდა, რომ კიევს ახალი NASAMS-ი მალე მიეწოდება. დიდი ბრიტანეთი, აშშ და ნიდერლანდები ასევე დაჰპირდნენ კიევს სხვა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კერძოდ, Patriot-ს, რომელიც Raytheon Technology Corp-ის მიერ არის წარმოებული. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშში აღინიშნა, რომ ირანული თვითმფრინავები რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად მიეწოდება, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.  

საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით - პაპუაშვილი

საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რომ ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები. ვნახეთ თუ რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში. ეს ეკონომიკურადაც დათვლილია. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის? ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამას ააცილა. თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს", - განაცხადა პაპუაშვილიმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ევროკავშირმა ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განცხადების თანახმად, არსებული სიტუაციის სიმძიმის და რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიაში ბელორუსის ჩართულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ყველა მიღებული ზომა ძალაში დარჩეს. ევროპული სანქციების ქვეშ სულ 243 ფიზიკური პირი, მათ შორის თავად ალექსანდრე ლუკაშენკო, ასევე 32 იურიდიული პირი იმყოფება. შეზღუდვები აქტივების გაყინვას ეხება, ფიზიკური პირებისთვის კი, ეს ზომა ევროპის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს.  

სანქცირებულმა „Тинькофф“-მა საქართველოში გადმორიცხვები შეაჩერა

რუსული მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების გამო რუსულმა ბანკმა „Тинькофф“-მა საქართველოში სავალუტო გადარიცხვები შეაჩერა. ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოლარის ვალუტაში ტრანსფერები შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში. ევროს გადარიცხვა კი, ჩინეთისა და უზბეკეთის ბანკებში. ევროკავშირმა ხსენებული ბანკი სანქციების მეათე პაკეტში 25 თებერვალს შეიყვანა.  

აშშ ირანის ოფიციალურ პირებს ქალთა უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს

აშშ-მ ირანის ოფიციალურ პირებს ქალთა უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სიაშია ირანის გენერალური პროკურორის მოადგილე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში წერი, რომ ირანის ციხეები ცნობილია პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობით და სიკვდილის შემთხვევებით. ქალი პატიმრები კი, განსაკუთრებით ხდებიან სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი. სასანქციო სიაში არიან ირანის პენიტენციური სისტემის მაღალი რანგის პირები - პროვინცია ალბორზის ციხეების უწყების ხელმძღვანელი ალი ჩეჰარმაჰალი და პროვინცია დასავლეთის აზერბაიჯანის ორუმიეს ცენტრალური ციხის უფროსი დარიუშ ბახში. ირანში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის სექტემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული უფლებადამცველი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ჯარებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.  

თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს - Reuters

თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თურქეთმა რუსეთში, დასავლეთის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეაჩერა, უკრაინაში ერთწლიანი ომისა და ანკარაზე აშშ-სა და ევროპის ზეწოლის გაძლიერების შემდეგ“, - წერს სააგენტო. „თურქეთის მთავრობამ კომპანიებს აკრძალული უცხოური საქონლის სია გადასცა და დაავალა, არ გადაეტანა ისინი რუსეთში პირველი მარტიდან“, - განაცხადა სტამბოლის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. მისივე ინფორმაციით, ხსენებულ სიაში არსებული ნებისმიერი საქონელი დაბლოკილია რუსეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან მოდის ის. ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ანკარამ ევროკომისიას სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ პირველი მარტიდან საქონელი რუსეთში ტრანზიტით არ განხორციელდება, თუ ისინი შეესაბამება ევროკავშირის, აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის სანქციებს და ექსპორტის კონტროლს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს რეკორდული სანქციები, გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესეს.

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი. ბოლო გადაწყვეტილებით, „შავ სიაში“ შეიყვანეს რვა ფიზიკური და ორი იურიდიული პირი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და სამართალდამცავი ძალების მაღალჩინოსნები არიან. მათ სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევებისთვის. ასევე სანქცირებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩართული არიან ირანში დრონებისა და ბალისტიკური რეკეტების წარმოებაში. კერძოდ, შეზუდვები შეეხო კომპანია Qods Aviation Industries-ის აღმასრულებელ დირექტორს, გასემ დამავნდიანს და აეროკოსმოსური სამრეწველო ორგანზიაციის დირექტორს, ნადერ ხუნ სიავაშს. ბოლო მონაცემებით, კანადას სანქციები აქვს დაწესებული ირანის 147 ფიზიკური და 191 იურიდიული პირის წინააღმდეგ.  

პუტინი აღიარებს, რომ სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, შეიძლება, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, იტყობინება რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააგენტო RIA Novost-ი 29 მარტს. პუტინმა ეს კომენტარი რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა. „სანქციებს ნამდვილად შეუძლია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ კუთხით ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის მდგრადი ზრდა“. პუტინი ადრე არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იმოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკაზე. 25 თებერვალს ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთმა არაერთი მძიმე სანქცია დაუწესა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი იწყება - WSJ

უკრაინაში წარმოებული ხანგრძლივი ომისა და აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა თანდათან კოლაფსს განიცდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. გამოცემის თანახმად, რუსეთის მთავრობის შემოსავალი იკუმშება და მისი ეკონომიკა უფრო დაბალი ზრდის ტრაექტორიაზე გადავიდა, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში. რუსეთულმა გაზმა და ნავთობმა ძირითადი მომხმარებლები დაკარგა. ნოემბრის შემდეგ, რუბლი დოლართან მიმართებით 20%-ით დაეცა. გარდა ამისა, სამუშაო ძალა შემცირდა, რადგან ახალგაზრდებს ფრონტზე აგზავნიან ან ქვეყანას გაწვევის შიშით ტოვებენ. გაურკვევლობამ შეზღუდა ბიზნეს ინვესტიციები. „რუსეთის ეკონომიკა გრძელვადიან რეგრესში შედის“, - აცხადებს ალექსანდრა პროკოპენკო, რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა წარმომადგენელი, რომელმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ მალევე დატოვა. რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ რუსეთს ნაღდი ფული ეწურება. „მომავალ წელს ფული აღარ იქნება, უცხოელი ინვესტორები გვჭირდება“, - განაცხადა ნედლეულის მაგნატმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, შეიძლება, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, იტყობინებოდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააგენტო RIA Novost-ი 29 მარტს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზე მუშაობასაც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში აპირებს. მან კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ამბიციებსა და დასავლეთთან საქართველოს კავშირების გაძლიერების პერსპექტივებზე. „ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლური ქმედებების ან ჩინეთის მავნებლურ აქტოვობებთან მიმართებით. სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, შუა დერეფანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ნამდვილად ეხმარება საქართველოს, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტულად ქცევას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, როდესაც ჰკითხეს, რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, რომ უპასუხოს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საქართველოზე. რობინ დანიგენმა აქვე უპასუხა შეკითხვას, უნდა დაიკავონ თუ არა ხისტი პოზივია საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ. „მჯერა, რომ აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელნი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებსაც ვხედავთ. დანიშვნის შემთხვევაში, გავაგრძელებ გულწრფელ ურთიერთობას მთავრობასთან. მე ვიცი, რომ ამჟამად გვაქვს მთავრობასთან ასეთი საუბარი და გავაგრძელებ მას“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. რაც შეეხება უკრაინას, რობინ დანიგენის შეფასებით, ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში. „ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რაც ახლა უკრაინის წინაშეა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთი გავხადოთ ანგარიშვალდებული, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. სანქციებთან შესაბამისობა დანიგენის შეფასებით, საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და აშშ-ს მიმართავს გარკვეული ტრენინგებისთვისაც. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზეც იმ რეზოლუციების მიღებაში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას. რობინ დანიგანმა განაცხადა, სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ხსენებული დიალოგის გასაგრძელებლად. „მოგეხსენებათ, ჩვენი, აშშ-ის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციებთან შესაბამისობა და შესრულება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბარი საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს საფინანსო სექტორთან. საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს, გააგრძელოს სანქციების აცილების გზით რუსეთის ომის დაფინანსება სამომავლო აგრესიებისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან. სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად“. მისივე თქმით, საქართველო ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც გაეროში, ასევე ეუთოში უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციების მიღებაში, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას. „ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. ამავე მოსმენიდან: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია

აშშ-ის საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. „მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს. ამასთან, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. „სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - არჩილ თალაკვაძე

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აღარ ჩაგრავს სასამართლოში (მოქალაქეს), როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს არის სერიოზული საკითხი, რომელსაც მმართველი გუნდი სერიოზულად მოეკიდება და ეს თემა საქილიკო არ არის.  არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო ისევე როგორც სხვა ინსიტუტები ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება. არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ პერიოდში, როცა ხსენებული მოსამართლეები მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე თანაბრად იგებდა საქმეებს. ამ თემაზე თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი  

სასამართლო დავა არ წყდება ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე - კელი დეგნანი

სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ქრთამის, დაშინების თუ ზეწოლის საფუძველზე. ლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. „დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. ყველა საქართველოს მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე: ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“

„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება. ამ განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. „კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი „გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიდო მდივნამდე. ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იღვიძებს და არ იძინებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.  მისი თქმით, „რამდენიმე ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“. მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

ამერიკის საელჩო ხშირად დასმული კითხვების ნუსხას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ვინ არიან სანქცირებული პირები?   ·                     მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.   არის ეს სანქციები?    ·                     აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის  7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას,  იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში.    რა არის სანქცირების შედეგები?  ·                     სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.    უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას?  ·                     ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს.  სანქცირებულ პირებს ამერიკაში შესვლა აეკრძალათ მუდმივად თუ გარკვეული დროით?   ·                     აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.   რა არის სანქცირებულ პირთა კორუფციის კონკრეტული მაგალითები?  ·                     სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი  აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.   როდის მოიპოვა ამერიკამ აღნიშნული ინფორმაცია?  ·                     ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ  უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი  სარგებლის  მიღების მიზნით.  გაუზიარებთ თქვენს მტკიცებულებებს საქართველოს პროკურატურას, რათა ხელი შეუწყოთ დევნის განხორციელებას?   ·                     ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში  ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა.     რატომ განხორციელდა სანქცირება ახლა?  ·                     როგორც  ახლახან გამართულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, კორუფციასთან ბრძოლა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს სანქცირების უფლებამოსილებისა და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას საერთაშორისო დონეზე კორუფციასთან  ბრძოლის მიზნით.   აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას უილიამ კორტნი გაფრთხილებად მიიჩნევს

ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, უილიამ კორტნის შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებად მიაჩნია, ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ მკვლევარი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციული ქმედებების გაგრძელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი სადამსჯელო ზომა ამერიკის მხრიდან: „სანქციები [როგორც წესი] მიიღება იმ ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცნობილნი არიან კორუფციით და ვისაც დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ეს მოულოდნელი სანქცია ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული კლებისა და იმ რეფორმების უკუსვლის მასშტაბს, რომლებმაც კორუფცია შეამცირა. ამ გაუარესებამ საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა და ჩააყენა პოზიციაში, როცა ქვეყანა შეიძლება, უფრო მოწყვლადი იყოს მტაცებელი სახელმწიფოების წნეხის მიმართ“, - აცხადებს კორტნი ამერიკის ხმასთან. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკაში შესვლა აეკრძალა ოთხ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ლევან მურუსიძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის - ჩინჩალაძის - მოადგილე, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - ირაკლი შენგელია. ყოფილი მოსამართლე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი - ვალერიან ცერცვაძე.

მეთიუ ბრაიზა მოსამართლეების სანქცირებაზე: უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს მუშაობდა ამ თანამდებობაზე და ხშირად უწევდა საქართველოში მივლინებით ყოფნა, Europetime-თან ამბობს, რომ სანქციები უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. შტატების მიერ მოსამართლეებისთვის დაწესებულ ვიზის აკრძალვას ის გამაოგნებელს უწოდებს.   „სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან „მნიშვნელოვან" კორუფციულ საქმიანობაში, რამაც გამოიწვია, ვიზის აკრძალვა,  უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს სიტუაცია ზუსტად ასახავს აშშ-ის მთავრობის შეხედულებას, რომ ამ ადამიანებმა ძირი გამოუთხარეს საქართველოს სასამართლო სისტემას, რაც ასუსტებს დემოკრატიას ქვეყანაში, ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს შესაძლებლობას, განიხილებოდეს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორად.   როგორც ჩანს, ეს არის გაფრთხილება, რომ თბილისს აღარ შეეძლება, მოახდინოს საქართველოს NATO-ში საბოლოოს გაწევრიანების მიზნებთან მიმართებით აშშ-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც გზა, გააქარწყლოს ვაშინგტონის კრიტიკა დემოკრატიის უკანდახევასთან დაკაშირებით, ისევე როგორც მისი რბილი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ლინკევიჩუსი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე: გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. „ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე, მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც“, - ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. მეთიუ ბრაიზა მოსამართლეების სანქცირებაზე: უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებაა ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ლევან მურუსიძე მისი დასანქცირების შესახებ: აშშ-ის საელჩოს სურს, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება

აშშ-ის საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება , - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ ან შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი - ქადაგიძე მოსამართლეების სანქცირების საკითხზე "თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ. კორუფციის გამოწოვილი ბრალდებით, რომელზეც მტკიცებულება არ არსებობს, მართლმსაჯულების მიტაცება ხდება. ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თუ ელჩმა იცის, რომ ლევან მურუსიძე ღამე ახორციელებს ზარებს, ე.ი. ტელეფონზე მისმენენ. მთავარი ის კი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქციას ამერიკის შეერთებული შტატები დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. ამას მე თავს გავართმევ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ კორუფციაზე არ არის საუბარი, ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი რომ კორუფციას აქვს ადგილი. აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა იმისთვის, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი ლევან მურუსიძეს ექნება თუ არა სანქციები, მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი, აშშ-ს საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა. სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება. თუ დაინტერესდებით, ამ ქვეყნებსაც ნახავთ“,- აღნიშნავს მურუსიძე. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა  

კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე: საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე

„საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რა წყაროებს დაეყრდნო აშშ სანქციების დაწესებისას. „სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩართულნი არაინ კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია, თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს, შევიდეს ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვას, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, „იმედის“ თარგმანის თანახმად, ელჩი პასუხობს: „ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. თუ ქართველი სამართალდამცველები გადაწყვეტენ, დაიწყონ გამოძიება, მათთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. ეს ბრალდებები არის ცნობილი. როგორც გითხარით, ამერიკული კანონის მოთხოვნა იყო, ჩვენ ასე მოვქცეულიყავით. უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა გამოძიებას“. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

აშშ: ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო აკრძალვა წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია

აშშ მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ „აშშ კვლავ მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ევროკავშირის მიერ გასულ წელს დასახული ნაბიჯების განხორციელებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“. „სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი სფერო, რომელზე ფოკუსირებაზეც "ქართული ოცნების" მთავრობას ევროკავშირი უბიძგებდა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და ეს პროცესი წარიმართება ინკლუზიურად“, - აცხადებს ამერიკის ოფიციალური პირი რადიო თავისუფლების ცნობით. მაღალი თანამდებობის პირი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს შეზღუდვები არ არის პოლიტიკური“. კითხვაზე, რის გამო მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა ეს გადაწყვეტილება, იგი უპასუხებს, რომ „როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი ოფიციალური პირის მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის შესახებ, ჩვენი კონგრესი მოითხოვს ჩვენგან, შევზღუდოთ ამ თანამდებობის პირების შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა“. მანამდე, ამის შესახებ accentnews.ge წერდა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება - კალაძე

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა “თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, თუ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”, - განაცხადა კალაძემ.  

მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება - იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს ყველაფერი მის მანდატს სცდება. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე :ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ, ჯამში 80 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ დამატებითი სანქციები აამოქმედა. დიდ ბრიტანეთთან ერთად აშშ-ს სანქციებს იღებს USM Holding-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოლიგარქთან ალიშერ უსმანოვთან არის დაკავშირებული. აშშ-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, USM Holding-ის მეშვეობით უსმანოვი საკუთარი კომპანიების უმრავლესობას აკონტროლებს და ფლობს. უსმანოვი სანქციების ქვეშაა 2022 წლის მარტიდან. „უსმანოვის განკარგულებაში არის კომპანიების ფართო ქსელი და ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც პოტენციურად, სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს”, - აღნიშნულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა სანქციების ასევე ჰოლდინგთან დაკავშირებულ 20-ზე მეტ იურიდიულ პირზე ვრცელდება, რომლებიც რუსეთში, უზბეკეთში, შვეიცარიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასანქციო სიაშია ცალკე 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში მუშაობენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, ასევე დამატებითი კომპანიები, რომლებიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსატომთან” არიან დაკავშირებულები. სანქციები აღნიშნული პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში აქტივების გაყინვას და ამერიკელი მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის მათთან საქმის წარმოების აკრძალვას ითვალისწინებს.  

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას „უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის“ აღების ინიციატივით გამოდის

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ევროპული ვიზების გაცემა ან, როგორც ვარიანტი, ვიზის გაცემისას მათგან “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებლის” აღება უნდა მოხდეს. ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ „სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი შემუშავდეს. ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ გასცემენ ტურისტულ ვიზებს და სხვა სახელმწიფოებმაც უნდა განიხილონ ეს შესაძლებლობა. „რუსებს არჩევანი ექნებათ, მეტი გადაიხადონ და რომი ნახონ ან ეკონომია გააკეთონ და მინსკში დაისვენონ”, - აღნიშნულია დოკუმენტში. სხვა რეკომენდაციებს შორის არის ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევა, ფიზიკური პირების სასანქციო სიის გაფართოება და რუსეთის ათი უდიდესი ბანკის წინააღმდეგ დამბლოკველი სანქციების შემოღება. შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება  

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა, ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში კი, ცდილობს, გაამართლოს რუსული აგრესია. სანქციები ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და იურიდიული პირების მეშვეობით რაიმე ფინანსური ტრანზაქციის აკრძალვას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას გულისხმობს.  

ქართული კომპანიები არ უნდა გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად - ჰერჩინსკი

ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ევროკავშირმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა. ჩვენი მიზანია რუსეთის ქცევის შეცვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რაც შეიძლება მალე და ეს საშინელი ომი დასრულდეს. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო მიერ ხდება და ასევე ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ვიცი, რომ ამ ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარად შეაქვს. საქართველომ შემოიღო ზოგიერთი ჩვენი სანქცია, არა ყველა მათგანი. ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ საქართველო ხელს უწყობს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.

სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას - ფინანსთა სამინისტრო

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით. შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.  

მამუკა მდინარაძე: დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს

დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს. ეს იმიტომ ხდება, რომ მან სამშობლოს არ უღალატა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. „ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც საზოგადოებამ კარგად იცის - უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან 2011 წელს დაიწყო. Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობის ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. მათ შორის შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხების თაობაზე, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა. მან Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ საფინანსო ინსტიტუტმა ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა.  

ევროკავშირი გეგმავს, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან - FT

ევროკავშირი ჩინური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი Financial Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. შვიდი ჩინური ბიზნესია ჩამოთვლილი სანქციების ახალ პაკეტში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ კვირაში განიხილავენ. თუ სანქციების მე-11 პაკეტი ჩინურ კომპანიებსაც შეეხება, ეს იქნება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელშიც ჩინური კომპანიებიც შევლენ. FT-ის ცნობით, სანქციების სიაში შედის ორი კონტინენტური ჩინეთის კომპანია, 3HC Semiconductors და King-Pai Technology, ასევე, ხუთი კომპანია ჰონგ კონგიდან, მათ შორის, Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links, Tordan Industry და Alpha Trading Investments. ჩამოთვლილთაგან ზოგი ჩინური კომპანია, მაგალითად, King-Pai Technology უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ. ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი მოუწოდებს ევროკავშირს, თავი აარიდოს „არასწორ გზას“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მტკიცე ზომებს მიიღებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა, 121 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.  

არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს - ფინანსთა მინისტრი

არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას ნახავდით იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა. არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები - არცერთი ფაქტი, რომ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინცაა, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო, არ მომხდარა. პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ პრაქტიკულად არც ერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში. ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და ამაზე განმარტებების გაკეთება ხდება. ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართოდ, ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, მეტი ყურადღება არსებობდეს, რადგან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  

რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს, ევროკავშირიდან გაგზავნილი ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი „გაქრა“

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაგზავნილი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი რუსეთში ტრანზიტის დროს „გაქრა“. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, „ფარული ვაჭრობის" ნაკადმა, ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის ომის დროს ეკონომიკას. ტვირთი გაიგზავნა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც სამ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსთან,  ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და სომხეთთან, რომლებიც ახლა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირშია, ევროკავშირის მგრძნობიარე ვაჭრობა უპრეცედენტო დონეზე გაიზარდა. ღია მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ტრანზიტის საბაბით ორი მილიარდი დოლარის საქონელი შეიტანეს. ამავდროულად, როგორც გამოცემაში წერს, ევროკავშირიდან რუსეთში „ფარული ვაჭრობის“ რეალური მოცულობა გაცილებით მაღალია.  „რუსეთმა მოახერხა სანქციების გვერდის ავლა ევროკავშირის საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მიმართულებების ჩამოთვლით. ამრიგად, საქონელი, რომლის ექსპორტი რუსეთში აკრძალულია, როგორიცაა, თვითმფრინავის კომპონენტები, ოპტიკური აღჭურვილობა და გაზის ტურბინები, პირდაპირ შევიდა ქვეყანაში ევროკავშირიდან იმ საბაბით, რომ ისინი მხოლოდ ტრანზიტში იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. არაპროპორციულად, ასეთი ექსპორტის დიდი ნაწილი კი, რუსეთში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მიდის, - წერს FT.  ამავდროულად, რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სანქციებს, აღნიშნეს გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტის საეჭვოდ მკვეთრი ზრდა.  

ზელენსკიმ კრემლის მომხრე ოლიგარქთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციების მორიგი პაკეტი აამოქმედა. უკრაინა რუსული კომპანიების და მათთან დაკავშირებული სუბიექტების საკუთრების წინააღმდეგ შემზღუდამ ზომებს უწესებს. „დღეს ჩვენ ვხსნით ამ რისკებს. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა მედვედჩუკთან დაკავშირებულ კომპანიებს და სხვა სანქცირებული პირების, დამფუძნებლების, მენეჯერების, პრორუსული კომპანიების ბენეფიციარებს, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს უკრაინის ტერიტორიაზე“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინული მედიის ცნობით, 2023 წლის 12 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა სანქციების ხუთი პაკეტი, რომელიც უკრაინაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე რუსეთის გავლენას ბლოკავს.  

ილია დარჩიაშვილი: არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა

„თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. „უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებით, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ევროკომისია აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაგეგმილი სანქციების პაკეტი მოიცავს ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან არსებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, Euronews-ი იტყობინება.  მე-11 პაკეტი ძირითადად კონცენტრირებული იქნება რუსეთის მიერ დაწესებულ ზომებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე. „ეს ძირითადად გაფრთხილებაა, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი, რომ ჩვენი სანქციით შეგვიძლია, ავკრძალოთ ამ საქონლის ტრანსპორტირება მესამე ქვეყანაში, თუ არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხდება სანქციების გვერდის ავლით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, თუმცა აღნიშნა, რომ „რამდენიმე საკონტროლო პუნქტი“ შეზღუდვების აუცილებლობას ადასტურებს. რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი  

NYT: სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეტანილია მილიონობით დოლარის ღირებულების ავიანაწილები

გამოცემა The New York Times რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის  მისივე თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის „აეროფლოტს", „რასიას", „პაბედას", „ურალს", UTair-ს და S7 Airlines-ს. საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს. კერძოდ მიწოდება ხდება ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით - პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები. ერთ-ერთი ამგვარი სქემის ორგანიზატორები შესაძლოა, აშშ-ში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი ყოფილიყვნენ. NYT-ის თანახმად, ისინი გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების ინფორმაციით, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემის, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო. სტატიაში ნათქვამია, რომ მიწოდეა ხდება ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში დაფუძნებული კომპანიების ქსელის მეშვეობით.

მოსკოვი „ხედავს ნიშნებს“, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შესაძლოა, შუა აზიის ზოგიერთი ქვეყანაც შეუერთდეს

ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნისგან რუსეთი ხედავს მინიშნებას, რომ ისინი შესაძლოა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების დაუშვებლობისა და არალეგიტიმურობის შესახებ რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანს გარისკვა არ სურს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები წერენ. სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას ეძღვნებოდა, გალუზინი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არავის კარნახობს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის", „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" და დსთ-ის ფარგლებში აღებულ ურთიერთვალდებულებებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსეთში დარწმუნებულნი არიან, რომ "ცენტრალური აზიის დედაქალაქებში კარგად ხედავენ და ესმით, რომ რუსეთთან კავშირების ხელოვნურად დანგრევას მოჰყვება გაცილებით მძიმე ზარალი, ვიდრე მეორადი სანქციებისგან დანახარჯს“. შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი ამ დრომდე არ შეერთებიან. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე, „დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო.  

რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია Georgian airways-ის ოფისთან გაგრძელდა

„არა რუსულ ფრენებს" - ამ ლოზუნგით, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა Georgian airways-ის ოფისთან გადაინაცვლეს. რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრები და რიგითი მოქალაქეები აქციას სახელწოდებით, „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მართავენ და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. კომპანია "Georgian airways"-ის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

დიდი ბრიტანეთი რუსული ალმასის, სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს

გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, ასევე აიკრძალება რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც. გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ამზადებს ახალ ინდივიდუალურ სანქციებს 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ.  

ზელენსკი ირანის წინააღმდეგ სანქციების 50 წლით დაწესებას ითხოვს - მედია

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების 50 წლით დაწესება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტი, რომელიც უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციების და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებას და ირანის აქტივების უკრაინიდან გატანის აკრძალვას. ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანს სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესეს. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 28 მაისს, გამთენიისას განხორციელებული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმისას, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სულ მცირე 54 ირანული წარმოების დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვამ მათგან 52 ჩამოაგდო, თუმცა ნამსხვრევებმა კიევში, მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.  

ლევან დავითაშვილი: პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეუძლიათ. მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა. „ევროპელ პარტნიორებთან პოზიტიური შეხვედრები ხშირად გვაქვს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ვისურვებდით, რომ თანამშრომლობის ასპექტებზე მეტად გვესაუბრა. ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ვერ ვჯერდებით და აზრთა სხვადასხვაობები არსებობს. ვიცე-პრემიერი ევროკავშირის დემარშის შემდეგ: შეიძლება, გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობასთან ჩვენი გაიგივება არ შეიძლება განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს. ეს ყველაფერი დისკუსიის პროცესია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან ღია და გახსნილი საუბრები გვაქვს. ეს მუშა პროცესია, ასე რომ, ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეგვიძლია. პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა. „უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს“. „მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, "რუსთავი 2"-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. ცნობისთვის, აშშ-მ 5 აპრილს დაუწესა სანქციები თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

აშშ-მ ირანის და ჩინეთის კომპანიებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ დაასანქცირა ირანის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის შვიდი წარმომადგენელი და ექვი უწყება, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანსბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად,  მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში დაეხმარნენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლაა ირანზე, რომ მან სარაკეტო პროგრამის გაფართოება შეწყვიტოს. აშშ-ის ცნობით, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები, მეტალები და რადარის მასალები მიჰყიდეს გავლენიან უწყებებს სანქციების სიაში მოხვედრილ ირანის თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის (MODAFL) სააგენტოში.  

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ო’ბრაიენის ნათქვამი, მედიის მიერ არის ინტერპრეტირებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება“. „სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით. დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია. სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის თქმით, საქართველო 5 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს - Politico

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც (რუსეთის წინააღმდეგ, რედ.) სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. კითხვას, რომელი ქვეყნები ქმნიან სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით ხუთი ქვეყანა, რომლებიც იწვევენ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას. ესენი არიან: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ევროკავშირი შიშობს, რომ ასეთი ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „ქართველი ბიზნესმენები „რულეტს თამაშობენ“ რუსეთში ელექტრონიკის გაგზავნით, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს“. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მფლობელები შეიძლება გახდნენ სანქციების დამრღვევები, ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ასეთი სახის ვაჭრობა. „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული საქონელი რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ჩანდეს, როგორც კარგი ბიზნეს შესაძლებლობა ამ ქვეყნებში ვინმესთვის. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც ჩვენ განვმარტავთ, ამ საქონლის ნაწილი შესაძლოა ბრძოლის ველზე აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ო’ბრაიენმა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან გულმოდგინედ ასრულებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს“, მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ ელექტრონიკის მიწოდებაზე „ჩვენ ვხედავთ ელექტრონული საქონლის ტრანზიტის ზრდას საქართველოს გავლით რუსეთისკენ“. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ფედერაციისთვის ელექტრონიკის მიწოდების ბრალდებას უარყოფს. განახლება რადიო თავისუფლების თანახმად: Politico-ს ცნობა შეეხებოდა ჯიმ ო’ბრაიენის გამოსვლას ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. ო’ბრაიენი 7 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს“ (ECFR) ორგანიზებულ დისკუსიაზე იმყოფებოდა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კარლ ბილდტი, ECFR-ის თავმჯდომარე და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოვიტა ნელიუპსიენე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არანჩა გონსალესი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი ჯიმ ო’ბრაიენი - სანქციების კოორდინატორი დისკუსია, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს. ასევე, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით. ო’ბრაიენის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლა „პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ექსპორტის კონტროლისა და სანქციების დამსახურებით, რუსეთის უნარი, აწარმოოს იარაღი, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“. „ვიცით, რომ [სანქციების გვერდის ავლა] სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში, ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში, სხვა ადგილებში… გვყავს ჯგუფი, რომელიც თურქეთში დადის და ა.შ.“, - განაცხადა მან. როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას? ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, როგორ მიუდგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პრობლემას: „პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამ ნივთების ექსპორტი თავად უნდა შეგვეწყვიტა. რადგან ეს ვაჭრობა, - იმის გამო, რომ ტექნიკურად ორმაგი დანიშნულების ტვირთი იყო, - ლეგალური იყო. ასე რომ, მაგალითად, ყაზახეთში მისი გაგზავნა ლეგალური იყო“, - განაცხადა მან. მისი განმარტებითვე, პირველად ევროკავშირმა დააწესა ამ მიმართულებით შეზღუდვები, რასაც დიდი შვიდეულის ქვეყნები თებერვალში მიჰყვნენ. „და ახლა უკანონოა ამ ნივთების გაგზავნა, თუკი ვფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ იყენებენ მათ. ვაჭრობის შესახებ მონაცემები ოდნავ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ ვხედავთ, რომ რიცხვები მცირდება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. „მეორე მხარეა ურთიერთობა იმ საკვანძო ქვეყნებთან, რომლებსაც იმპორტისთვის იყენებენ. მეორე მხარეა, მივიდეთ მათთან და ვუთხრათ: "ხომ იცით, რომ თქვენ ფულს ძირითადად შოულობთ ევროპასთან, ამერიკასთან, იაპონიასთან ურთიერთობით. და რატომ აყენებთ ამას რისკის ქვეშ რამდენიმე პარტიის გადაზიდვის გამო?" ამის გაკეთების შემდეგ ვნახეთ, რომ: თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები, და თქვა, რომ რეექსპორტს არ დაუშვებდა; ყაზახეთმა შეიმუშავა პროცედურების ახალი პაკეტი, და ვხედავთ, რომ [რუსეთთან აღნიშნული საქონლით ვაჭრობის] რიცხვები მცირდება; UAE მზადაა, იმოქმედოს, როდესაც კონკრეტული ინფორმაციით ვუპირისპირდებით; და სხვა რამდენიმე ქვეყანაც იწყებს ამ პროცედურების დანერგვას; ასე რომ, იმედია, ეს რიცხვები შემცირდება“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა. ო’ბრაიენის თქმით, ამ შეზღუდვების შედეგი არის ის, რომ „რუსეთი აღარ არის ცენტრალურ აზიაში ეკონომიკის ცენტრი“.

მედია: ყაზახეთმა ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ

ყაზახეთის ხელისუფლებამ ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ. ამ ინფორმაციას Newsinfrance ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის თანახმად, 14 DJI AgrasT30-ის ტიპის დრონის პარტია, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 16 მილიონი რუბლია, ჟამბილის რეგიონში, საზღვრარზე, გადატანის მცდელობისას დააკავეს. ტვირთი ყირგიზულ კომპანია „იმპულს-ინვესტს“ გადაჰქონდა, თუმცა მას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები რუსული სამშენებლო კომპანია „ნოვასთვის“ იყო განკუთვნილი. „იმპულს-ინვესტს" ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ჟამბილის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის დეპარტამენტმა ჩამორთმეული დრონები აუქციონზე გაიტანა. მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ყაზახეთი ეხმარება რუსეთს დრონებისა და ჩიპების შეძენაში. ყაზახური კომპანიები მოქმედებენ როგორც შუამავლები ჩინეთსა და რუსეთს შორის, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონლის შესყიდვის ტრანზაქციებისას. გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ხელისუფლება მეორადი სანქციების რისკის შესახებ გააფრთხილა. ამის შემდეგ ყაზახეთმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს ბრძოლას სანქციების გვერდის ავლის მცდელობებთან. ივნისში, ქვეყნის ბანკებმა რუსული კონპანიებკს გადარიცხვების დაბლოკვა დაიწყეს. 

ზელენსკიმ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 178 პირის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება (No321/2023) პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეზღუდვები ხუთი წლის განმავლობაში დაწესდა. სანქციები რუსეთის 178 მოქალაქის მიმართ ამოქმედდა, თუმცა სიიდან 81 პირს ასევე აქვს უკრაინის მოქალაქეობა. სანქციების სიაშია რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ზორკინი.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ამ სანქციების სრულად აღსრულება, არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას. ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში და თანამშრომლობს თუ არა თბილისი ვაშინგტონთან იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა ვერ შეძლოს - ეს არის კითხვები, რომლებიც „ამერიკის ხმამ“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაუსვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს“ - აცხადებს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია. „შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ომი დასრულდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა რაც შეიძლება მალე აღდგეს. ამ ომის დასრულება შედის არა მხოლოს შეერთებული შტატების ინტერესში, არამედ მთელი მსოფლიოს, მათ შორის და განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლზე გასულ კვირაში, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა. ობრაიენს ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა. პასუხად ობრაინემა თქვა, „ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებითი პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში. ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში და სხვაგან. ჩვენ გვყავს გუნდები, რომლებიც მიდიან თურქეთში და სხვა ადგილებში“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მთავარ გზად, შეერთებული შტატები ამ ქვეყნებთან აქტიურ ჩართულობას ხედავს და ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შედეგები უკვე სახეზეა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა. ფართოვდება სანქციების სამიზნე ფიზიკური და იურიდიული პირების სია. შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვაზე გემების ჩატვირთვის პრაქტიკის შესაჩერებლად, მე-11 პაკეტი კრძალავს ევროკავშირის პორტებთან წვდომას გემებისთვის, რომლებსაც ტვირთი გემიდან გემზე გადააქვთ, თუ არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობის იყო. დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიის მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რომლებმაც შესაძლოა, ის რუსეთს მიჰყიდონ. ასეთი ქვეყნების სახელები შეიძლება, დაემატოს ევროკავშირის სანქციების რეგულაციის დანართს 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობით. ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი პაკეტი სანქციების თავიდან არიდების მცდელობის აღკვეთას მოემსახურებოდა.  

ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა - მედია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში, ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაარსებული ბანკი შეიტანა. დოკუმენტში, რომელიც „ეხო კავკაზამ“ მოიპოვა, წერია, რომ  "საერთაშორისო ბანკმა" გახსნა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ის რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ მოქმედებს. გარდა ამისა, ბანკმა რეგიონში გახსნა ბანკომატები და ფილიალს ამუშავებს ლუგანსკშიც. „ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. „ეხო კავკაზა“ თვითგამოცხადებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „საერთაშორისო ბანკის“ გახსნის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა. „საერთაშორისო გადარიცხვების ბანკმა" დონეცკში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის ბანკის მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას ამერიკული გაზეთი The Washington Post 2018 წელს წერდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „გადაიქცა ფინანსურ ოფშორად, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში“ სეპარატისტებს აფინანსებს. სანქციების განახლებული პაკეტი ევროკავშირმა 21 ივნისს შეათანხმა. მისი დამტკიცება ხვალ, 23 ივნისს, იგეგმება.  

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს მხარი დაუჭირეს. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან სანქციების გვერდის აცილების კუთხით. უკრაინული მედიის თანახმად, დიალოგი და თანამშრომლობა თუ სასურველ შედეგს არ მიაღწევს, საბჭომ განაცხადა, რომ შესაძლოა, მიიღოს უკიდურესი ზომა და გააფართოოს სანქციები თუნდაც მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი 21 ივნისს შეათანხმეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა. ფართოვდება სანქციების სამიზნე ფიზიკური და იურიდიული პირების სია. შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვაზე გემების ჩატვირთვის პრაქტიკის შესაჩერებლად, მე-11 პაკეტი კრძალავს ევროკავშირის პორტებთან წვდომას გემებისთვის, რომლებსაც ტვირთი გემიდან გემზე გადააქვთ, თუ არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობის იყო. დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიის მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რომლებმაც შესაძლოა, ის რუსეთს მიჰყიდონ. ასეთი ქვეყნების სახელები შეიძლება, დაემატოს ევროკავშირის სანქციების რეგულაციის დანართს 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობით. ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი პაკეტი სანქციების თავიდან არიდების მცდელობის აღკვეთას მოემსახურებოდა. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს მას. ახლა უკრაინა კონტრშეტევის ეტაპზეა, პარტნიორები კი, მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას აქტიურად განაგრძობენ. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა  

მეთიუ მილერი: შეშფოთების საფუძველს გვაძლევს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება, აირიდოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ნებისმიერი ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება, გვერდი აუაროს სანქციებსა და ზომებს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.  მილერს ტრადიცულ ბრიფინგზე ჰკითხეს: „ელჩი ო’ბრაიენი ევროპელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად თბილისში მიემგზავრება სანქციების საკითხის განხილვის მიზნით. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთს სხვა ქვეყნებთან ერთად ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. რატომ იმართება ეს ვიზიტი ახლა და რა ინსტრუმენტებს ფლობს შეერთებული შტატები ხსენებული ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკების ფონზე? მეთიუ მილერი: დისკუსიებზე დეტალურად საუბარი არ მსურს. მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ გვაქვს შეშფოთება ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება, თავიდან აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია გამკაცრდეს სანქციები, ან მკაცრი ზომები მივიღოთ ნებისმიერი ფიზიკური პირის ან კომპანიის მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავიდან აიცილონ ისინი, მაგრამ ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება მათ შესახებ დაწვრილებით საუბარი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან იწყება.  

ირაკლი შოთაძის თქმით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს

„საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ 28 ივნისს.  გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ქმედებებზე, რასაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე იმ შედეგებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას აქვს ეფექტიანი რეაგირების კუთხით, რამაც ჩვენი სტუმრების მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა ამ მიმართულებით საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალისხმევით კიდევ უფრო ეფექტიანად წარიმართოს. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მედია: ზელენსკის განკარგულებით, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მისივე თანახმად, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს - თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა. „კერძოდ, შეზღუდვები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ელჩმა დეგნანმა განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენები რატომ იწვევს შეშფოთებას

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენები რატომ იწვევს შეშფოთებას. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ, იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში, ეს ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად ყველა ის ზომა, რაც არის მიღებული ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეაჩერონ ეს აგრესიული ომი და სწორედ ამას ემსახურება სანქციები, შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ასევე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს  

დავითაშვილი უკრაინის მიერ „აირზენას“ დასანქცირებას, პოლიტიკურად განპირობებულ არამეგობრულ გადაწყვეტილებას უწოდებს

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკურად განპირობებული არამეგობრული გადაწყვეტილება. მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი არამეგობრული ნაბიჯი იყო. „ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ. ამაში, ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და, შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს  

ზელენსკის თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ 18 კომპანიას სანქციები დაუწესდა

უკრანის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ 18 იურიდიულ პირზე შეზღუდვები დაწესდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 5 ივლისს მოაწერა. „ჩვენი პრინციპი ნათელია: ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა, რომლებზეც რუსეთის რეჟიმის ტერორის უნარი აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სანქცია სინქრონიზებული იყოს რაც შეიძლება ბევრ იურისდიქციასთან,“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვას, უკრაინიდან მათი ექსპორტის აკრძალვას და სხვა ღონისძიებებს. ზომები აქმოქმედდა შპს AS Finance-ის, LLC-ის AS Holding-ის, UNS-Holding LLC-ისა და სს ალფა სტრახოვანის წინააღმდეგ.  

Washington Post: აშშ-მ ყირგიზეთს სანქცირებული პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამო შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

Washington Post-ის თანახმად, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. გამოცემის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთს „შავ სიაში“ შეტანილ აწვდის პროდუქციას აწვდის, მათ შორის ელექტროტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ოპტიკურ სამიზნეებსა და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს. „ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქში ვიზიტებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამის გამო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ზემოქმედება მოახდინოს ყირგიზეთის მთავრობაზე, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს. Washington Post-ის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება. ცნობისათვის, სანქციების კოორდინატორები ყირგიზეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდნენ, მათ შორის, დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად. ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. „ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა. ელჩი დეგნანი: სანქციების კოორდინატორის გზავნილია - მადლობა თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 6 თვით გახანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.   შეზღუდვები ვრცელდება ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების სფეროზე, ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტსა და ფუფუნების სხვა საქონელზე.    სანქციები 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მაუწყებლისთვის ლიცენზიების შეჩერებასაც.ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი პირველად 2014 წელს აამოქმედა, 2022 წლის თებერვალში კი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააფართოვა.ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტი 23 ივნისს დაამტკიცა.  

ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა იმისთვის, რომ დრონების კომპონენტების ექსპორტი აღკვეთოს

ევროკავშირის საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. სანქციები კრძალავს ირანში კომპონენტების ექსპორტს, რომლებიც ჩვეულებრივ, თავდასხმის დრონებისთვის გამოიყენება. ექვსი ირანელი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერაში მონაწილეობენ, აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას დაექვემდებარებიან. სანქციებს წინ უძღვის უკრაინის განცხადება, რომ დასავლური წარმოების ნაწილები ირანულ დრონებში კვლავ აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ირლანდიის შემთხვევაში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ამ განცხადების შემდეგ, ირლანდიამ გამოძიებაც დაიწყო. რუსული დრონი, რომელიც 18 ივლისის ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა - „დამზადებულია ირლანდიაში.“ ამის გამო მან ახალი სანქციების საჭიროებაზე მიუთითა. ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ასევე განაცხადა 3 ივნისს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მოკავშირეების მიერ წარმოებული თვითმფრინავების ნაწილები აღმოაჩინა. ევროკავშირმა სანქციების შესახებ განცხადებაში მიუთითა, რომ გმობს „ირანული თვითმფრინავების რუსეთში მიწოდებას და მათ სასიკვდილო განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში.“ რუსეთი ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს უკრაინაზე თავდასხმისთვის სექტემბრიდან იყენებს, ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ანადგურებს ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

რუსული Tinkoff Bank-ის UnionPay-ს ბარათებს სანქციების გამო, საზღვარგარეთ ვეღარ გამოიყენებენ

რუსული Tinkoff Bank-ის UnionPay ბარათებს მალე საზღვარგარეთ ვეღარ გამოიყენებენ. 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ეს ბანკი აშშ-ისა და კანადის სანქციების ქვეშ მოექცა. ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში Tinkoff Bank-მა განმარტა, რომ ბარათები საზღვარგარეთ ფუნქციონირებას 21 ივლისიდან შეწყვეტენ. „უახლოეს მომავალში ჩვენ შევწყვეტთ UnionPay ბარათების გაცემას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან მალევე, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს. ამის გამო მათმა ბარათებმა საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტეს. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, საზღვარგარეთ Mir-ის და UnionPay-ს გადახდის სისტემების ბარათები გამოიყენონ. რუსული მედიის თანახმად, ბანკებმა მათზე მოთხოვნის გაზრდის შესახებ მიუთითეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები. მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი. სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი. შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა".რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს რულმასშტაბიან ომს.  მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.

მედია: ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სომხეთის რიგმა ბანკებმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ Unistream-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

ორმა ბანკმა უზბეკეთში, ექვსმა ბანკმა ყირგიზეთში და ოთხმა ბანკმა სომხეთში, რუსული გადახდის სისტემა Unistream-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ყაზახეთის Kazpochta-მ (ყაზახეთის ფოსტა) და Nurbank-მა 24 ივლისს განაცხადეს, რომ სანქციების გამო, დაუზუსტებელი ვადით შეაჩერეს ყველა ოპერაცია Unistream-თან. უზბეკეთის სახალხო ბანკმა, Kapital Bank-მა და Ipoteka Bank-მა, ასევე ყირგიზეთის Kompanyon Bank-მა, Finca Bank-მა, RSK Bank-მა, Kapital Bank-მა, Halyk Bank-მა და Bank of Asia-მ ასევე განაცხადეს, რომ შეაჩერეს Unistream-თან დაკავშირებული ოპერაციები. ტაჯიკეთში Oryonbank-მა და Humo Bank-მა ასევე შეაჩერეს თანამშრომლობა Unistream-თან. სომხეთში მსგავსი განცხადებები გააკეთეს Ardshinbank-მა და Converse Bank-მა, ხოლო ორმა სომხურმა ბანკმა. 20 ილისს Unistream-ი ამერიკის სანქციების ქვეშ მოექცა. Unistream-ით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების ქვეშა მოექცა, იანვარ-ივნისში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა ტაჯიკეთში Orienbank-მა და Humo Bank-მა შეწყვიტეს Unistream-ით სარგებლობა. რუსული მედიის ცნობით, აქ მხოლოდ ტაჯიკეთის სახელმწიფო ბანკი აგრძელებს რუსული გადახდის სისტემის მომსახურებას.  

კოსოვო რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლეს სანქციებს შეუერთდა

კოსოვომ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტისადმი მიერთებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. „სანქციების შეთანხმებული პაკეტი შეიცავს შემდეგ ზომებს: მესამე ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტის აკრძალვა, ექსპორტის შეზღუდვების გაძლიერება, დამატებითი სანქციების დაწესება 71 ფიზიკური და 33 იურიდიული პირის მიმართ და ასევე, „ვაგნერის“ ჯგუფს," - კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დონიკა გერვალა-შვარცმა. კოსოვო ადრე თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, კოორდინაციას უწევდა მის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკასთან. ევროკავშირის საბჭომ ივნისის ბოლოს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომლის მთავარი მიზანი ადრე დაწესებული შეზღუდვების გაძლიერება და სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაა. მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები, უკრაინაში მის შეჭრას მოჰყვა. კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ​​განაცხადი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში წარადგინა.  

BRICS-ის ქვეყნების მიერ შექმნილი ბანკი, რუსეთში ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს აცხადებს

ახალი განვითარების ბანკი (NDB), რომელიც BRICS-ის ქვეყნების მიერ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნა, რუსეთში ინვესტირებას არ განახორციელებს. ამის შესახებ განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა, დილმა რუსეფმა, რომელიც 2011-2016 წლებში ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მან უსაფუძვლო უწოდა ვარაუდებს, რომ ბანკმა შესაძლოა, მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელოს. BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. მომავალ თვეში დაგეგმილია აფრიკის ქვეყანაში შეკრება, რომელსაც პუტინი არ დაესწრება. BRICS ჯგუფმა ბანკი, რომლის სათაო ოფისი შანხაიში მდებარეობს, 2015 წელს გახსნა. რუსეფი მის ხელმძღვანელად ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამ წლის დასაწყისში დანიშნა. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვი მძიმე სანქციების ქვეშაა.  

აშშ-მ რუს ოლიგარქებს, მიხაილ ფრიდმანსა და პეტრ ავენს სანქციები დაუწესა

11 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქიები გააფართოვა. სიაში გამოჩნდნენ Alfa-Bank-ის დამფუძნებლები, მიხაელ ფრიდმანი და პიოტრ ავენი, ასევე Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. ფრიდმანი და ავენი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მოხვდნენ. აშშ-ის სანქციების ქვეშაა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც. სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკური პირებსა და კომპანიებს აქტივებს გაუყინავენ. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება და მათთვის მომსახურების გაწევა. ოთხივე ბიზნესმენს სანქციები დაუწესეს კანადამ, ავსტრალიამ, შვეიცარიამ და ახალი ზელანდიამ. ეს ქვეყნები მათ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.  

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა. შვეიცარიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მიერ 23 ივნისს მიღებული ზომები მათ ქვეყანაშიც ამოქმედდეს. 28 ივნისს სანქციების სიას უკვე დაემატა ასზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი. შვეიცარია ევროპული ბლოკის წევრი არ არის, თუმცა ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იცავს ყველა სანქციას, რაც ბლოკმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დააწესა. შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მცდელობების ეფექტიანი შეჩერება მოითხოვს მჭიდრო საერთაშორისო კოორდინაციას.   „შვეიცარია ყურადღებით ადევნებს თვალს ამ თემაზე საერთაშორისო დისკუსიებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან,“ - ნათქვამის შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1%-ით შემცირდა - ბორელი

აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1 პროცენტით შემცირდა. მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს.  ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით. „2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.“ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას. „ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე."  

აშშ-მ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ჩართულ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკსა“ და ასევ რუსეთის 11 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაურის დედას, აიმანი კადიროვას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, „აიმანი კადიროვა ჩართულია ბავშვების უკრაინიდან ჩეჩნეთის გროზნოს გარეთ მდებარე სამხედრო ბანაკებში გადაყვანის ძალისხმევაში.“ გარდა ამისა, სანქციები ქვეშ არიან ბანაკ „არტეკის“ დირექტორი, კონსტანტინ ფედორენკო, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი მუსულმან ხუჩიევი, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარი მანსურ სოლტაევი და ასევე კალუგის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონების ბავშვთა ომბუდსმენები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, განახლებული სანქციების სიაში მოხვედრილი პირები ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში რუსეთსა და უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს. სანქცირებულთა სრული სია ხელმისაწვდომია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. სანქციები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. „აშშ განზე არ გადგება, როცა რუსეთი სჩადის ამ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა.

ევროკავშირის სასამართლომ რუს ოლიგარქებს, გენადი ტიმჩენკოსა და დიმიტრი პუმპიანსკის სანქციები არ მოუხსნა

რუსმა მილიარდერებმა, გენადი ტიმჩენკომ და დიმიტრი პუმპიანსკიმ ევროკავშირის სანქციებისგან თავის დაღწევის მცდელობის პირველი რაუნდი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სავარაუდო მჭიდრო კავშირების გამო წააგეს. ევროკავშირის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პუმპიანსკის მეუღლისა და შვილის საჩივრები. გადაწყვეტილებები შეიძლება, გასაჩივრდეს. ასევე არ დაკმაყოფილდა ტიმჩენკოს მეუღლის საჩივრები. რუსეთის ფოლადის მილების უმსხვილესი მწარმოებლის, TMK-ის დამფუძნებელი პუმპიანსკი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში 2022 წლის მარტში მოხვდა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს. „ასობით სხვა სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ყურადღებით აკვირდება, რას მოიმოქმედებს ბრიუსელი,“ განუცხადა  მილიარდერისა და რუსული პოპულარული საძიებო სისტემის, Yandex-ის თანადამფუძნებლის არკადი ვოლოჟის წარმომადგენელმა Financial Times-ს რამდენიმე დღის წინ. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მომდევნო ექვსი თვით, 2024 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მისთვის საფრთხის შექმნაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. სანქციები ითვალისწინებს ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. სანქციები გაგრძელდება მთლიანობაში თითქმის 1800 ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ.  

ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელწმიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, აშშ-მ სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანასურ არხებზე, რომლებიც უკრანაში ომის გასაგრძელებლად სჭირდება. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. „ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან „ეფესბესთან,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.  „პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, სადაც ფარცხალაძეს 50 პროცენტი ეკუთვნის. ფარცხალაძე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი,“  - წერია დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციების სიაში მოხვედრილთა საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და ინტერესი, რომელიც შეერთებულ შტატებშია რეგისტირებული, იბლოკება. ასევე იბლოკება ნებისმიერი სახის გადარიცხვა ამ პირებთან ან მათთან, ვინც ამ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებში ფლობს 50-პროცენტიან წილს. ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. 2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ, რაშიც ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. თორდია აცხადებდა, რომ თავდასხმა მის სამსახურეობრივ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღის შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს. 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ყოფილი პროკურორი გაამართლა.  

ოთარ ფარცხალაძე: ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა, საკუთარი პოზიცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს წერილობით მიაწოდა. ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული. „ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება. ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ: „FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.“ „გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.“ ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა! სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს! რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემ წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული," - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ის ხედვას საქართველოსთან ურთიერთობებზე, არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. დეპარტამენტში დღევანდელი პრესკონფერენცია მილერმა სწორედ სანქციების თემით დაიწყო, რის შემდეგაც შეკითხვებს უპასუხა. „მე არ მინდა რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა დეტალური ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით...“ უპასუხა მილერმა ჟურნალისტს. დამაზუსტებელ შეკითხვას, რომ ეს უკვე მეორე სასანქციო აქტია, რომელიც ქართველს ეხება, რაც უპრეცედენტოა და გარკვეულწილად, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოსთან ურთიერთობაზე, მილერმა ასე უპასუხა:  „არ ვფიქრობ, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, ქვეყანა იყოს თავისუფალი და სუვერენული საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზანზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არცერთი ინდივიდუალური სანქცია და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, არ შეცვლის ჩვენს ხედვას ამ ურთიერთობაზე.“ ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს  

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის განხილვას გეგმავს - Bloomberg

ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის განხილვის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. პაკეტის წარდგენას ოქტომბრის დასაწყისში ელოდებიან. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ტექნოლოგიების სფეროში და თხევადი გაზის აკრძალვის მიმართულებით სანქციების გამკაცრებას ითხოვს. ასევე, სავარაუდოდ, ახალ პაკეტში იქნება ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

"ლიბერთი ბანკი": ოთარ ფარცხალაძე ჩვენი კლიენტი არ არის

„ლიბერთი ბანკი" აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა. შესაბამისი პასუხი ბანკიდან რადიო თავისფლებამ მიიღო. „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ  

მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

„საქართველოს ბანკი", TBC ბანკი, „ლიბერთი", „ტერა ბანკი"„ბაზის ბანკი" და „პროკრედიტი" აცხადებენ, რომ  საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. „ტერაბანკი“: ბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს." „პროკრედიტ ბანკი“: „ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.“ „ბაზისბანკი“: „ბაზისბანკი“ წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.“ ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.  

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი: შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადება შემაშფოთებელია. „როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - აღნიშნა ჯეიმს ჯონმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება აამოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად. ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

UBS-ის აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც საბანკო-საფინანსო ორგანიზაციას სანქციების თავიდან არიდებას ედავებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი შვეიცარიული საბანკო-საფინანსო ორგანიზაციის, UBS-ის აქციები ოთხშაბათს 8%-მდე დაეცა მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ შვეიცარიული ბანკი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გაფართოვებული გამოძიების ქვეშაა. მიზეზი რუსული სანქციების თავის არიდებისთვის ხელშეწყობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე ადამიანებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ ის, რაც დაიწყო რამდენიმე ბანკში გამოძიების სახით, გადაიზარდა სრულმასშტაბიან გამოძიებაში, რომელიც Credit Suisse-ზეა ფოკუსირებულია.Credit Suisse- UBS-მა ამ წლის დასაწყისში იყიდა. UBS-მ CNN-თან კომენტარი არ გააკეთა.  

აშშ-მ გამოაცხადა სანქციები ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ირანში დრონების წარმოებას უწყობს ხელს

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ოთხშაბათს გამოაცხადა სანქციები ხუთი სუბიექტისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ ირანიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც ხელს უწყობენ კომპონენტების მიწოდებას ირანის დრონების პროგრამისთვის. აშშ-ს ცნობით, კომპანიებისა და ფიზიკური პირების ქსელმა ხელი შეუწყო მიწოდებას და ფინანსურ ტრანზაქციებს კრიტიკული კომპონენტისთვის, რომელიც გამოიყენება ირანის Shahed-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების სერიაში. შეერთებულმა შტატებმა ასევე შავ სიაში შეიყვანა ირანული კომპანია Pishgam Electronic Safeh Company და მისი ლიდერი ჰამიდ რეზა ჯანგორბანი. ირანის უპილოტო საფრენი აპარატის პროგრამის წინააღმდეგ ეს არის აშშ-ის სანქციების მეცხრე რაუნდი - ვაშინგტონი მიზნად ისახავს, შეაჩეროს თეირანის უკანონო საქმიანობა და ხელი შეუშალოს მას რუსეთის შემდგომი შეიარაღებული მხარდაჭერისგან. აშშ დიდი ხანია, მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიურ კომენტარს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს  

აშშ-მ რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსული ავიახაზების Aeroflot-ის, Utair-ის და Azur Air-ის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები 180 დღით გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და 180 დღით აგრძელებს შეზღუდვებს. დოკუმენტების თანახმად, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ, რომელიც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის, რუსული ავიახაზების წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ მოთხოვნა 5 სექტემბერს წარადგინა. აშშ-მ „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა აშშ-ის მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტში სანქციების შემოღებისას განმარტავდნენ, რომ შეზღუდვები იმის გამოა მიღებული, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები დაარღვიეს.   

ეროვნული ბანკი: საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც

ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული. საქართველოს ეროვნული ბანკი „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება „აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ და მიზნად ისახავს „არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის“ მცდელობას. „გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. „საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია,” - აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება აშშ-ის მიერ სანქცირებულებს ხელს აფარებს  

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მ, რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის, 230 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტქნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტირებას ახდენდა, მათ შორის არიან პირები და კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან დაკავშირებული პირთა ქსელი. პეტროვი სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. ამერიკელების ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა. აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი. ცალკე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 100 სანქცია შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული და საშემოსავლო, მეტალურგიული და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების წინააღმდეგ. ასევე, იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობის სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ გააფართოვა სანქციები, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.  

Guardian: ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში მედვედევის შვილიც მოხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 რაუნდი, სავარაუდოდ, შეეხება ილია მედვედევს, ყოფილი პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ერთადერთ ვაჟს, იტყობინება Guardian 16 ნოემბერს წყაროზე დაყრდნობთ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იარაღის წარმოებისთვის იყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება Bloomberg 15 ნოემბერს მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. სხვა წინადადებები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს რუსული ბრილიანტების აკრძალვას და ზომებს, რაც რუსული ნავთობის შეზღუდვას ეხება. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის, აშშ-ს და ჯგუფის შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსული ნედლი ნავთობის აბსოლუტური უმრავლესობა ახლა 60 დოლარის ზღურბლს ზემოთ ვაჭრობს. მიუხედავად ამისა, სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია ფასების ლიმიტის დარღვევასთან და სხვა ზომებთან დაკავშირებით, მოსკოვის ნავთობის მოგების შემცირება მაინც მოახერხა. ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს, 15 ნოემბერს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე Politico-სა და Bloomberg-ის წყაროების თქმით, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს რუსული თუჯისა და სარკისებრი თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და ფოლგის, რუსული გათხევადებული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ანგარიშვალდებულებას გაამკაცრებს კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადრე შემოღებული ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის, დაცვას.  

რა ზომებს მოიცავს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იარაღის წარმოებისთვის იყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება Bloomberg 15 ნოემბერს მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. სხვა წინადადებები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს რუსული ბრილიანტების აკრძალვას და ზომებს, რაც რუსული ნავთობის შეზღუდვას ეხება. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის, აშშ-ის და ჯგუფის შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსული ნედლი ნავთობის აბსოლუტური უმრავლესობა ახლა 60 დოლარის ზღურბლს ზემოთ ვაჭრობს. მიუხედავად ამისა, სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია ფასების ლიმიტის დარღვევასთან და სხვა ზომებთან დაკავშირებით, მოსკოვის ნავთობის მოგების შემცირება მაინც მოახერხა. ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს, 15 ნოემბერს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე Politico-სა და Bloomberg-ის წყაროების თქმით, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს რუსული თუჯისა და სარკისებრი თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და ფოლგის, რუსული გათხევადებული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ანგარიშვალდებულებას გაამკაცრებს კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადრე შემოღებული ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის, დაცვას.  

რუსეთი აცხადებს, რომ სანქციების გამო 76 თვითმფრინავი დაკარგა

უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო, რუსეთმა 76 სამგზავრო თვითმფრინავი დაკარგა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო RBC-ს, ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა. საუბარია რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებზე, რომლებიც საზღვარგარეთ დაფრინავდნენ იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ. აღნიშნული თვითმფრინავები ძირითადად უცხოურ კომპანიებს ეკუთვნოდა და ისინი რუსულ ავიაგადამზიდველებს ლიზინგით ჰყავდათ ექსპლუატაციაში. საველიევის თქმით, 76 თვითმფრინავი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ტექნიკურ ავტოსადგომებზე, ტექნიკური მომსახურებისთვის იმყოფებოდნენ აეროპორტებში დააკავეს, რასაც რუსეთი არ მოელოდა. საველიევის თქმით, რუსეთში ამჟამად 1,167 სამგზავრო თვითმფრინავი ფუნქციონირებს. მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობა უცხოური წარმოებისაა. სანქციების დაწესების შემდეგ, იჯარით აღებული თვითმფრინავი რუსულ რეესტრს გადაეცა და დაზღვეულია რუსული სადაზღვევო კომპანიების მიერ. როგორც საველიევმა აღნიშნა, რუსული ავიაკომპანიები აგრძელებენ ფრენების შესრულებას 11 ქვეყანაში, რომლებისგანაც არსებობს გარანტია, რომ ისინი არ დააპატიმრებენ თვითმფრინავებს. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები არ სრულდება. სანქციები ითვალისწინებს რუსული თვითმფრინავების ფრენების აკრძალვას დასავლეთის ქვეყნებში და პირიქით. Boeing-მა და Airbus-მა რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ასევე რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა შეაჩერეს.  

პაპუაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა

„რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა. ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს,“ - ამ კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ სანქციებთან მიმართებით. მედიის კითხვას, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია. „მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ჯეიმს ო’ბრაიენი: ჩვენ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის ადგილი გახდეს

როგორ აფასებს აშშ იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ეს საკითხი განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რასაც წინ უძღოდა გამოცემა Financial Times-ის სტატია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. „შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და G7-ის პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მოხდება. თურქეთმა გაატარა რიგი რეფორმები, რამაც გაართულა გარკვეული პროდუქციის ტრანზიტი თურქეთში, განსაკუთრებით, მაგრამ ცხადია, გასაკეთებელი ყოველთვის მეტია. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე პირსა და ინსტიტუტს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ვაჭრობაში; ზოგიერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, რომლებმაც შექმნეს კომპანიები და ცდილობდნენ ბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ელექტრონიკისა და სხვა პროდუქციის თურქეთის გავლით რუსეთში გადატანას. ჩვენ ვნახეთ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ, მაგრამ ეს არის სამუშაო, რომელიც არ დასრულებულა. რუსები ყოველთვის ცდილობენ მეტ იმპორტს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისთვის კარის დახურვა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ მეტ ისეთ მოვლენას, როგორიც მაგალითად, ამ შაბათ-კვირას მოხდა, ვგულისხმობ, ძალიან დიდ თავდასხმას კიევზე,  და ვიცით, რომ პროდუქციის ის სახეობები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ თავდასხმებს, იმპორტირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ბლინკენის თანაშემწემ.  

ნათია თურნავა: განუხრელად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. თურნავას თქმით, “ამის არანაირი დასტური არ არსებობს.“ „საქართველო არასდროს იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების დარღვევის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ საფინანსო სისტემას. არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემქმნელი? - არამც და არამც და პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომი სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ძალიან ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით. ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. შეკითხვები იყო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს - მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია,” - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“

უკრაინამ რუსული აგრესიის მხარდამჭერებს, მათ შორის, კადიროვთან დაახლოებულ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის 185 პირს სანქციები დაუწესა. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქციები ასევე შეეხო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსა და უკრაინის მოქალაქეებს. სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეჩერებას, უკრაინის საზღვრებიდან კაპიტალის გატანის პრევენციას, სავაჭრო ხელშეკრულებების შეწყვეტას. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორი ადილ შირინოვი, ლუგანსკის თვითმფრინავების სარემონტო ქარხნის დირექტორი ალექსანდრე ვარიჩი, შპს Aeroscan-ის დირექტორი ალექსანდრე სტოროჟენკო, თათრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე-ეკონომიკის მინისტრი მიდჰათ შაგიახმეტოვი; უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ოლექსი კუნევიჩი; იმ კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ხრუსული არმიის საჭიროებების დაკმაყოფილებაში მონაწილეობენ. სანქციები დაუწესდა ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირებსაც. სანქციები დაწესდა 181 იურიდიულ პირზეც. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას რუსული რეგისტრაცია აქვს, ზოგიერთი კი, რეგისტრირებულია უზბეკეთში, ყაზახეთში, შვეიცარიაში, ლატვიაში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მოლდოვაში, ირანსა და ოკუპირებულ ყირიმში.  

დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის სასამართლო სისტემის 17 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის სასამართლო სისტემის 17 წევრის მიმართ, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების წინააღმდე სანქციები, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მონაწილეობის გამო დააწესა. სანქცირებული პირები პოლიტიკური აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და უფლებადამცველების წინააღმდეგ საქმეებში მონაწილეობდნენ. ბელოურის ორგანიზაციის - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 157-ე ადგილზეა. The World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, ბელორუსმა 142 ქვეყანას შორის 104-ე ადგილი დაიკავა.  

აშშ სანქციებს უწესებს ათობით პირს ცხრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

აშშ-მ სანქციები დაუწესა ათობით პირს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავღანეთში, ჩინეთსა და ირანში, მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ადამიანის უფლებათა დაცვის დღის წინ, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დაუწესდა 20 ადამიანს - ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ცხრა ქვეყანაში. „აშშ-ის ხაზინამ და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ბრიტანეთთან და კანადასთან კოორდინირებული ქმედებების საფუძველზე, სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს 37 ადამიანს 13 ქვეყანაში,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ეს ზომები მოიცავს სანქციებს „თალიბანის“ წევრების მიმართ, ქალებისა და გოგოების რეპრესიებთან მათი კავშირების გამო და ირანის დაზვერვის ორი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ხალხს იბირებდნენ შეერთებულ შტატებში თავიანთ სასარგებლოდ მუშაობისთვის.  

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ. „ევროპული საბჭი მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, თუმცა მის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა. ავსტრიის უკმაყოფილება გამოწვეული იყო უკრაინის მიერ ავსტრიული Raiffeisen Bank International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვლენილია სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა, ეს არის პროდუქცია, რომელიც ევროპიდან რუსეთში იგზავნებოდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სანქციების ასარიდებლად ქვეყნის გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. „მინდა, შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენი თვის წინ, მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი ბატონი ო’ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. არც ერთიფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას. ეს ასეც მოხდა. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1000-მდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ფინანსთა სამინისტრო და მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში დიმიტრი მედვედევის ვაჟი და ვლადიმერ პუტინის დისშვილი მოხვდნენ

ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში, 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა. ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები. სანქცირებული პირების სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი ანა ცივილევა, რომელიც ვლადიმერ პუტინის დისშვილია, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, იური ჩიხანჩინი, „ურალვაგონზავოდის“ დირექტორი ალექსანდრე პოტაპოვი, ბაშკირეთის ხელმძღვანელი, რადი ხაბიროვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრი და სხვა პირები. ევროკავშირში განმარტავენ, რომ ცივილევა დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

აშშ ევროკავშირის სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლას გავაგრძელებთ

„შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, G7-თან და სხვა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამკაცრდეს“. ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ „პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ცდილობს, თავი აარიდო სანქციებს.“ ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ორშაბათს, 18 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან ამ სანქციების შესახებ, ისევე როგორც ამ კონფლიქტის დაწყების დღიდან,” - განაცხადა მილერმა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე

აშშ ირანული დრონების წარმოებაში ჩართულ პირებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანში და სხვა ქვეყნებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციების შესახებ გამოაცხადა. სანქციების სამიზნეები ირანული სამხედრო დრონების წარმოებისთვის საჭირო ნაწილებს უზრუნველყოფდნენ. „აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლი (OFAC) აწესებს სანქციებს 10 სუბიექტისა და ოთხი ფიზიკური პირის მიმართ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ირანში, მალაიზიაში, ჰონგ-კონგსა და ინდონეზიაში და რომლებიც მხარს უჭერენ ირანის უპილოტო საჰაერო ხომალდის (UAV) წარმოებას,“ - განაცხადა დეპარტამენტმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები რუსეთის საჰაერო თავდასხმების მთავარი იარაღი გახდა უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ცენტრებზე იერიშის მისატანად. ამ თვის დასაწყისში მოსკოვი და თეირანი საჯაროდ შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ებრძოლონ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც დაწესდა ორი რეჟიმის წინააღმდეგ მათი როლის გამო უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვი თეირანთან სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს. დასავლეთი აგრძელებს სანქციებს, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის შესაძლებლობას, ირანის დახმარებით აწარმოოს თავისი ომი უკრაინის წინააღმდეგ.  

ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციები არ მოუხსნა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ იყო მცდარი, რადგან აბრამოვიჩი არის მეტალურგიული ჰოლდინგის Evraz-ის უმსხვილესი აქციონერი, რომელსაც მნიშვნელოვან როლი წვლილი შეაქვს რუსეთის ეკონომიკაში. რომან აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში რუს ოფიციალურ პირებთან, გამოჩენილ ბიზნესმენებთან და ოლიგარქებთან ერთად ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას "დიდი ხნის და მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან" და "ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტთან და ინარჩუნებდა ძალიან კარგ ურთიერთობას მასთან." ევროკავშირის თქმით, ამ კავშირებმა მაგნატს საშუალება მისცა, „შეენარჩუნებინა თავისი მნიშვნელოვანი სიმდიდრე“ და, შესაბამისად, „ესარგებლა რუსეთის ლიდერებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.“  რომან აბრამოვიჩი, გარდა ევროკავშირის სანქციებისა, ასევე ჩნდება დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში. რომან აბრამოვიჩმა სანქციების სიაში მისი შეყვანა მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა. ის ამტკიცებდა, რომ ეს იყო აშკარა შეცდომა.  

აშშ რუსულ ნავთობზე სანქციებს გაამკაცრებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე. ცვლილებები მიმართულია ატესტაციის პროცესების გამკაცრებაზე და ნავთობის ტრანსპორტირების გარკვეული პროვაიდერების ინფორმაციის შენახვაზე. დამატებით აშშ-მ სანქციები შემოიღო გემის მფლობელი SUN Ship Management კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დარეგისტრირებული და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტს” მიეკუთვნება. სანქციები ასევე შეეხო რუსული ნავთობის სამ ტრეიდერს, რომლებიც მოსკოვს ჰონგ-კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

ევროკავშირმა რუსეთის ალმასის უდიდეს მომპოვებელს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ალროსას“ და მისი გენერალურ დირექტორს ძვირფასი ქვების იმპორტის აკრძალვის სახით, სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა „ალროსა,“ რომელიც მსოფლიოში ალმასის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა და მისი ხელმძღვანელი, პაველ მარინიჩევი. სანქციები გულისხმობს ევროკავშირში აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. „ალროსაზე“ მოდის რუსეთში ალმასის მოპოვების 90 პროცენტი, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა. „ალმასის მრეწველობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის ქვეყნიდან არანედლეულის ყველაზე დიდი ექსპორტი,” - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.  

სანქციები მკაცრდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და სანქციები, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მისი თქმით, ახალი კანონი მიმდინარე წლის 11 იანვრიდან შევა ძალაში. „მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი კანონის მიხედვით: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა). ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსს ტოვებენ - მედია

კვიპროსს სანქციების გაფართოების გამო, უფრო და უფრო მეტი რუსული კომპანია ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. სულ მცირე ათი მსხვილი რუსული კომპანია უკვე გავიდა ან აპირებს, რომ დატოვოს კვიპროსი, რომელიც დიდი ხანია რუსული ბიზნესის მთავარი ოფშორული „ყულაბა“ იყო. ამ კომპანიებს შორისაა TCS Group (Tinkoff Bank-ის დედა კომპანია), Marketplace Ozon, საცალო ვაჭრობა Fix Price და United Medical Group (ევროპული სამედიცინო ცენტრის ჰოლდინგი). როგორც მედია წერს, ამ კომპანიებიდან ზოგიერთი ირჩევს ხელახლა რეგისტრაციას ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან რუსეთის მთავრობის "არამეგობრულ" სიაში. სხვები გადადიან რუსეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში (SAR) კალინინგრადის რეგიონში, რომელიც შეიქმნა "უცხოური ბიზნესისა და ინვესტიციების მოსაზიდად უცხოური იურისდიქციებიდან." კვიპროსიდან კომპანიების გასვლის მთავარი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მუდმივი გაფართოებაა, რაც უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ დაწესდა. სანქციები ტრანზაქციებს ართულებს.   

აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა. კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ს მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას. „დღევანდელი ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვინც დაარღვევს ფასების ზღვარს, ამას შედეგები მოჰყვება,“- განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ უოლი ადეეომ. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის.  

Reuters: პეკინის მიერ სანქციების უგულებელყოფის ფონზე, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და 2023 წელს ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ Reuters ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა გასულ წელს ჩინეთში 107,02 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაგზავნა, რაც დღეში 2,14 მილიონი ბარელის ექვივალენტია. რუსული ნედლი ნავთობის ფასი დასავლეთის სანქციებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის ფონზე დაეცა, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის ჩინელი მყიდველებისთვის. სააგენტო წერს, რომ ჩინეთის გადამამუშავებელი მწარმოებლები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, შუამავლების გამოყენებით, რუსული ნავთობის გადაზიდვისა და დაზღვევისთვის. 18 იანვარს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა. კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ის მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ  

აშშ-მ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასს“ სანქციები დაუწესეს

შეერთებული შტატები დღეს, 22 იანვარს „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების მეხუთე რაუნდს აწესებს მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო ასევე აწესებენ სანქციებს „ჰამასის“ მთავარი აქტორებისა და მათი პარტნიორების წინააღმდეგ. „ავსტრალიელ და გაერთიანებულ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ დამატებით სანქციებს ვუწესებთ „ჰამასს.“ 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ეს აშშ-ის მიერ სანქციების მეხუთე რაუნდია. დღევანდელი ქმედების სამიზნეა „ჰამასთან“ აფილირებული ფინანსური ქსელები ღაის სექტორში, მათ მფლობელები და პარტნიორები,“ - წერს სპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებული ექვსი პირი 20 იანვარს დაასანქცირა.  

აშშ-მ ერაყის ავიაკომპანიას, მის დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ ერაყის ავიაკომპანიას, მის აღმასრულებელ დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა. ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რეგულარულ შეტევებს ახორციელებდნენ. სანქციები ერაყის ავიაკომპანია Fly Baghdad-სა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაუწესდა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღს მთელი რეგიონის მასშტაბით აწვდის. „ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ, რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ,“ - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ირანის უკანონო ქმედებებისთვის ხელის შეშლას. აშშ თეირანს რეგიონის სტაბილურობის შერყევაში ადანაშაულებს.  

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე გეგმავს. პოტენციური ზომები შეიძლება, მოიცავდეს ახალ ჩამონათვალს, მეტ სავაჭრო შეზღუდვებს და ასევე ითვალისწინებდეს იმას, რომ მოსკოვს როგორც მესამე ქვეყნების, ისე ევროკავშირში განთავსებული კომპანიების მეშვეობით სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა წაართვას. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ნიდერლანდებმა ანტირუსული სანქციების თავიდან აცილებაში ეჭვმიტანილები დააკავა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ,რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბური სანქციების გვერდის ავლისთვის მუშაობდნენ. ფისკალური ინფორმაციისა და საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა სამი ადამიანი დიმენიდან და ჰააგიდან. ყველას ასაკი ორმოცდაათ წლამდეა. რეიდები ასევე განხორციელდა ესტონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და კანადაში. დაკავებები 9 იანვრით თარიღდება. ორი ეჭვმიტანილი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანიის ადმინისტრატორი იყო, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. „ევროჯასტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან რუსეთში „ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობა“ პოტენციურად სამხედრო მიზნებისთვის გაიტანა. გასული წლის ოქტომბერში, ნიდერლანდების სასამართლომ რუს ბიზნესმენს რუსეთში ელექტრონული საქონლის ექსპორტისთვის 18-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. შეგახსენებთ, კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა, (მათ შორის, ნიდერლანდებმა) გამოავლინეს ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი არალეგალურად შეჰქონდა.  

აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს

აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მოძრაობა, რომელიც იემენის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს, ჰუთების სახელითაც არის ცნობიილი. სანქციების სიაში არიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად ფადლ აბდ ალ-ნაბი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ „ჰუთების ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ სანქციები წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში გემებზე უკანასკნელი თავდასხმებისთვის დაწესდა ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. გემებზე თავდასხმების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჰუთები კვლავ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.  

ISW: თურქული ბანკები რუსების ანგარიშებს სანქციების საფრთხის გამო ხურავენ

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი თურქული ბანკი, რომელიც რუსულ ბიზნესთან არის კავშირში, აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების გამოწვევის შიშით, ანგარიშებს, ხურავს იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) პირველ თებერვალს რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთ „ვედომოსტის“ ციტირებით. რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებმა Vedomosti-ს განუცხადეს, რომ თურქეთში ბანკები ხურავენ რუსულ კორპორატიულ ანგარიშებს და წყვეტენ ურთიერთობას კლიენტებთან, რომლებიც თურქულ ბანკებთან, 2022 წლის თებერვალში უკრაიანში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თანამშრომლობენ. წყაროების თქმით, თურქულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეს ზომები აშშ-ის სანქციების საფრთხის საპასუხოდ მიიღეს. კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. „დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ აქტიურ დიალოგში ვართ ჩვენს თურქ პარტნიორებთან და კოლეგებთან, განვიხილავთ ამ საკითხებს," - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე. მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა - Reuters ცნობისთვის, სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსსაც ტოვებენ.  

რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს იმ პირებსა და ფირმებს, რომლებიც რუსული იარაღის წარმოებაში არიან ჩართულნი, ასევე - მონაწილეობენ იმ ძირითადი ტექნოლოგიების წარმოებაში, რომლებსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის შესაქმნელად იყენებენ. რუსეთის მიერ 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკომისია სანქციების მე-13 პაკეტის ამოქმედებას ისახავს მიზნად. ახალი პაკეტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა Bloomberg იტყობინება, რომ სანქციების სამიზნე იქნება 55 კომპანია და 60-ზე მეტი პირი, რომლებიც რუსეთში იარაღის წარმოებაში მონაწილეობენ. შესაძლოა, ასევე დაზარალდნენ გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში, საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების პაკეტის შინაარსი ჯერ კიდევ არ არის გასაჯაროებული, ზოგიერთი უკვე იმედგაცრუებული იყო, რადგან ახალი პაკეტი სავარაუდოდ, იმპორტის დამატებით აკრძალვებს არ მოიცავს. „სანქციების მე-13 პაკეტი „დღემდე ყველაზე სუსტი და არაამბიციური პაკეტი იქნება,“ ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.  

აშშ-ის შემდეგ, ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ექსტრემისტი ისრაელის მოქალაქე ახალმოსახლეები პალესტინელებს ემუქრებიან, ხშირად იარაღის გამოყენებით და აიძულებენ დატოვონ მიწა, რომელიც კანონიერად მათ ეკუთვნით,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს. „ეს საქციელი უკანონო და მიუღებელია. ისრაელმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს და ახალმოსახლეების ძალადობა შეაჩეროს. ძალიან ხშირად ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვხედავთ, მაგრამ მათი შესრულება არ ხდება,“ - აღნიშნა დევიდ ქემერონმა. ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ ოთხ ისრაელელს სანქციები დაუწესა  

ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივი საფუძველი შექმნა

ევროკავშირმა რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ. „ეს გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს,“ - აცხადებს ევროკავშირის საბჭო. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული. რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი  

უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება - მედია

უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს. უზბეკეთის მეჯლისის საკანონმდებლო პალატის მორიგ პლენარულ სხდომაზე დეტალურად განიხილეს კანონპროექტი „უზბეკეთის რესპუბლიკის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.“ როგორც რიგი მედიასაშუალებები წერენ, უზბეკეთი ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო შემუშავდა, დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ის ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური სანქციების მზარდი რისკების გამო, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უზბეკეთის საბანკო სექტორში სანქციების შესაბამისობის სისტემის ორგანიზებისა და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების აუცილებლობა იზრდება. „ეს კანონპროექტი, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებში, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, ცენტრალური ბანკისთვის, მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამისად, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე და ოპერაციების განხორციელებაზე, რაც ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების ნაწილია. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების საქმიანობაში ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების რეგულირებისა და კონტროლის სამართლებრივ საფუძველს. ეს საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ეკონომიკურ სანქციებს ან სანქციების რისკის ქვეშ არიან, თავისუფლად გახსნან ანგარიშები და განახორციელონ ტრანზაქციები ადგილობრივ ბანკებთან. კანონის ინიციატორების თქმით, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების განსაზღვრის სამართლებრივი ბაზის შექმნა საშუალებას მისცემს ცენტრალურ ბანკს, დროულად გამოავლინოს სისუსტეები საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების რისკების მართვის სისტემებში და შექმნას ეფექტიანი მექანიზმი რისკების სწორად შეფასებისა და მინიმიზაციისთვის. „ამ კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას, გაზრდის საერთაშორისო და უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქვეყნის საბანკო სისტემის მიმართ და უზრუნველყოფს მოქალაქეთა და ბიზნეს სუბიექტების ტრანსსასაზღვრო ოპერაციების უწყვეტობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთის წინააღმდგ ეკონომიკური სანქციების მთავარი არქიტექტორი თეთრ სახლს უბრუნდება - AXIOS

რუსეთის წინააღმდგ ეკონომიკური სანქციების მთავარი არქიტექტორი თეთრ სახლს უბრუნდება. Axios-ი წერს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილედ დაბრუნება, დელიპ სინგს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ის ძალისხმევა, რომელიც 2022 წლის აპრილში შეწყვიტა. კერძოდ, მოიძიოს რუსეთის დასჯის ინოვაციური გზები და ხელი შეუწყოს უკრაინის მხარდაჭერას. ინგჰი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახაზინო დეპარტამენტში მსახურობდა, შეცვლის მაიკ პაილს, რომელიც პოზიციას თვის ბოლოს ტოვებს. პოზიცია, ეროვნული უშიშრობის საბჭოს, ისევე როგორც, ეროვნულ ეკონომიკურ საბჭოს ექვემდებარება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თეთრ სახლში. სინგი დაეხმარება აშშ-ის პოზიციის კოორდინაციას დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის სამიტებზე. წელს G7-ის ლიდერები ივნისში იტალიაში შეხვდებიან. ნოემბერში კი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბრაზილიაში G20-ის სამიტია დაგეგმილი.   

უკრაინა სანქციებს დაქვემდებარებული 600-ზე მეტი რუსული აქტივის გაყიდვას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება აპირებს, გაყიდოს 691 რუსული აქტივი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანამ სანქციები დააწესა, განაცხადა უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა ტოკიოში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენციაზე. "ჩვენი გეგმები მოიცავს [რუსული] აქტივების გაყიდვას, რომელიც სანქციებს ექვემდებარება. „ამჟამად ჩვენ გვაქვს 691 ასეთი აქტივი," - განაცხადა კოვალმა. ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს, რა აქტივებზეა საუბარი და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.  

ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან

რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც გამოჩნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს. რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც გამოჩნდება. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთში აკრძალულია ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი.  

ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „დიდ პაკეტს“ ამზადებს

შეერთებული შტატები პარასკევს, 23 თებერვალს, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. „პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს ამ პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმაზე, რაც მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა AFP-ის ცნობით. მან არ დააკონკრეტა ამ პაკეტის დეტალები, მაგრამ, როგორც AFP აღნიშნავს, მისი განცხადება ასევე ემთხვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია დააწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების სამიზნე ის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს. სანქციების სიაში ასევე მოხვდა სამი ჩინური, ორი ბელორუსული, ერთი თურქული და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია. სანქციები დაუწესდა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს: 14 ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან ისეთი საბრძოლო მასალის წარმოებასთან, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სამხედრო აღჭურვილობაში გამოყენებული სხვა მნიშვნელოვანი მასალები, ასევე, რუს იმპორტიორებსა და ჩარხების მწარმოებლებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემებისა და კომპონენტების წარმოებაში, დაწყებული რაკეტებიდან და ძრავებიდან, დამთავრებული ტანკებით და მოიერიშე თვითმფრინავებით. ასევე, ალმასის მწარმოებელი ორ რუსულ კომპანიას, სპილენძის, თუთიის და ფოლადის მწარმოებლების ხუთ აღმასრულებელს ან მფლობელს და სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. „სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის შეიარაღებას ისეთი საბრძოლო მასალებით ამარაგებს, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ახალი სანქციების სამიზნეს, ასევე, წარმოადგენს რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროები,” - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

აშშ-მ რუსი ოლიგარქების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი გარემოსცვის წევრების დაკავება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სანქცირებული რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან კრემლისა და მისი ჯარისკაცების მხარდაჭერაში, რიგი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო ზომები წამოიწყო, სანქციების დარღვევის გამო. აშშ თაღლითობაში დადანაშაულებული რუსი ოლიგარქებისა და მათი თანამზრახველების წინააღმდეგ ბრძოლის „ახალი თავის“ შესახებ აცხადებს. VTB ბანკის პრეზიდენტის, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი ბრალდებულია ფულის გათეთრებაში და სანქციების დარღვევაში. მისი ორი თანამოაზრე, ვადიმ ვოლფსონი და განონ ბონდი შეერთებულ შტატებში დააკავეს იმ ბრალდებით, რომ ისინი რუს ოლიგარქს კოლორადოს 12 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების გადამალვაში დაეხმარნენ.  კოსტინი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება, კვლავ თავისუფალია. ამასთან, შვეიცარიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქის, ვლადისლავ ოსიპოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გამოქვეყნდა. მას ბრალი ედება საბანკო თაღლითობაში, ის დაკავშირებულია ძვირადღირებული იახტის „ტანგოს“ შენარჩუნებასთან, რომელიც რუს ოლიგარქ ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის. ოსიპოვი, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე რიჩარდ მასტერსთან ერთად, უკვე დაადანაშაულეს ამ იახტის მესაკუთრეობის დამალვაში. ვაშინგტონში, რუს ბიზნესმენს ბრალი საბანკო თაღლითობაში წაუყენეს. გარდა ამისა, სერჰი კურჩენკო, პრორუსი, მეტალურგიის უკრაინელი მაგნატი, ფლორიდის შტატში სანქციების თავიდან აცილების მცდელობაში დაადანაშაულეს. აშშ ასევე ცდილობს სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვიქტორ პერევალოვისთვის ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების ჩამორთმევას.  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადა სანქციებს კიდევ 10 ადამიანს და 153 დამატებით რუსულ კომპანიას. CBC-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, სანქციები შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით გამოაცხადა. შეგახსენებთ, აშშ-მ რუსეთის მიერ, 2022 წლის 24 თებერვალს ომის წამოწყების შემდეგ, დღეს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.  

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

მოჰამად რეზა ფალახზადე, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუს-ქუდის ძალების (IRGC-QF) მეთაურის მოადგილე და იემენის ჰუთის მილიციის წევრი იბრაჰიმ ალ-ნაშირი, აშშ-ის სანქციების სამიზნეები გახდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანულმა სამხედროებმა უზრუნველყვეს იარაღი და სადაზვერვო მხარდაჭერა ჰუტისებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ჯგუფის თავდასხმებს წითელ ზღვაში საერთაშორისო გემებზე.  

საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 6 მარტს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მანიპულაციას უწოდებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ამ მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში.“ „რადიო თავისუფლების“ ეს სტატია არის მანიპულაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად! ეს არ არის პირველი შემთხვევა და მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში! ამ 2 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი ბრალდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პასუხი რომ არ გაგვეცა და ბუნებრივია, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის დასადასტურებლად, თითქოს, საქართველოში კონკრეტული ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის არაბუნებრივი ზრდა გვაქვს (ამისთვის აღებულია მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იმპორტი) და თითქოს საქართველოდან ეს საქონელი შეიძლება მოხვედრილიყო სანქცირებულ ქვეყანაში (ამ უკანასკნელის არანაირი მტკიცებულება კვლავ არ არის წარმოდგენილი). სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივად გადასამოწმებელია „საქსტატის“ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში (Geostat.ge), რეალურად გაზრდილია თუ არა კონკრეტული ორმაგი დანიშნულებით გამოყენებადი საქონლის იმპორტი საქართველოში: სტატიის მიხედვით: 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი (29 ათასი დოლარიდან 179 ათას დოლარამდე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 14-ჯერ, 2.6 მილიონი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე; სტატიის მიხედვით: ინტეგრალური სქემების იმპორტი აშშ-დან ათჯერ მეტია, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი (ჯამურად, 2 წლის განმავლობაში 50 ათასი დოლარის) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 3-ჯერ, 5.2 მილიონი დოლარიდან 1.6 მილიონ დოლარამდე; სტატიის მიხედვით: 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი (საუბარია 1670 დოლარის ჯამურ ღირებულებაზე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი გვქონდა 2019 წელს 5600 დოლარის ოდენობით და 2022 წელს 5700 დოლარის ოდენობით; სტატიის მიხედვით: აშშ-დან ნახევარგამტარების იმპორტში ზრდა გვაქვს 1790 დოლარამდე 2023 წელს - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 22%-ით, 23.2 ათასი დოლარიდან 18 ათას დოლარამდე. პრაქტიკულად ყველა მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან (აშშ) იმპორტის მაგალითზე, სრულიად აცდენილია რეალურ სურათს და ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი იგივე წყაროზე, რაც სტატიაშია მითითებული: „საქსტატი“ - „საქართველოს იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით (HS 6-ნიშნა) 2015-2024 წლები.“ ძალიან რთულია ოფიციალური სტატისტიკის აუდიტორიისთვის ამ ფორმით მიწოდებას ვუწოდოთ შეცდომა, როცა ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი ყველა ეს ინფორმაცია და ისედაც ცხადია, რომ მოყვანილი საქონლის იმპორტი შიდა მოხმარების საშუალო მაჩვენებელსაც კი არ აღემატება. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოახერხა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების აკრძალული საქონლის შეძენა, მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ზემოთ ჩამოთვლილი საქონლის იმპორტის ღირებულება ჯამურად 250 ათას დოლარსაც კი, არ აღემატება და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2018/2019 წლის ფასების შედარება ხდება 2022/2023 წლის ფასებთან. საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რასთან დაკავშირებითაც სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო სანქციების დამწესებელი ჩვენი პარტნიორები. მათ შორის, სტატიაში მოყვანილი პერიოდი შეფასებული იყო საერთაშორისო სანქციების კოორდინატორების მიერ საქართველოში ვიზიტის დროს და საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებისთვის დანერგილმა სისტემებმა მიიღო მაღალი შეფასება, რაც საჯაროდაც იქნა გაჟღერებული. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას, განცხადებების შესახებ, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სენატში შეხვედრაზე სენატორების მიერ. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება იქნა გაკეთებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ. საქართველოსთან მიმართებაში კომიტეტზე წარმოდგენილი ინფორმაცია (კონკრეტულად მხოლოდ 4 კომპანიის ჭრილში) საერთოდ არ ასახავს ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს და აჩვენებს რეალობიდან არსებითად აცდენილ სურათს. აშშ-ის სანქციების აღმასრულებელ ყველა ორგანოსთან ფინანსთა სამინისტროს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა და დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია (ჯერ კიდევ ველოდებით), რაც რაიმე ფორმით დაადასტურებდა გამოთქმულ ვარაუდებს. საქართველოზე მეტს (არა მხოლოდ რეგიონში) არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, რაზეც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. დროა დასრულდეს ცილისწამების ეს ორკესტრირებული კამპანია და ადეკვატური შეფასება მოჰყვეს იმ ძალისხმევას, რასაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების გლობალურ საკითხში,“ - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  

ქალთა უფლებების დარღვევის გამო, კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ ირანის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების დარღვევის გამო, სანქციები გააფართოვა. ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციების სიაში დაემატა ორი მაღალი რანგის ირანელი წარმომადგენელი. „ახალი ზომები გამოიყენება ორი პირის მიმართ ირანის მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების სასტიკ რეპრესიებში მონაწილეობის გამო. სანქციების სიას თეირანის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი მასუდ დოროსტი დაემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის გამო. სიაში ასევე მოხვდა გავლენიანი პარლამენტარი ზოჰრენ ელაია მოძრაობა "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება" მონაწილე მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერის გამო. ამ ორმა ადამიანმა გამოიყენა თავისი გავლენები ირანში ქალებისა და გოგონების მიმართ რეპრესიების მოწოდების, ან ჩადენის მიზნით," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს კანადის მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მე-17 პაკეტია. ამ დროისთვის სანქცირებული პირების საერთო რაოდენობა 153-ს შეადგენს. ასევე სანქციების ქვეშაა 87 ირანული კომპანია და ორგანიზაცია.  

ევროპარლამენტმა სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტს ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. 27-მა თავი შეიკავა. ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვალე არიან, მიიღო თავიანთი კანონები, რომლებიც საერთო წესს შეესაბამება. სანქციებისთვის თავის აცილება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. კანონი ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ. ახალი კანონით ასევე დადგინდა სანქციების დარღვევის განსაზღვრა და მათ გამო სასჯელის პრინციპები. უნებლიედ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით სავაჭრო ქმედება, რომელიც დაუდევრობით განხორციელდება. კანონი ასევე ითვალისწინებს სანქციების გვერდის ავლით მიღებული შემოსავლის და ამისთვის გამოყენებული საშუალებების კონფისკაციას და ეხება აქტივებს, რომელთა მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსი მეწარმეებისა და რუსული კომპანიების ქონების კონფისკაცია მოახდინოს.  

აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებდნენ და ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში პროპაგანდასა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც "საინფორმაციო მომსახურებას" უწევდნენ რუსეთის მთავრობას. „მოსკოვი იყენებს უამრავ ინსტრუმენტს, მათ შორის, მავნე გავლენის კამპანიებს და უკანონო კიბერ აქტივობებს, რათა ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში," - ნათქვამია ინფორმაციაში. გარდა მისა, აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დააწესა სამი შესყიდვის ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ირანში, თურქეთში, ომანსა და გერმანიაშია დაფუძნებული. უწყების ცნობით, ისინი მხარს უჭერდნენ ირანის ბალისტიკურ რაკეტებს, ბირთვულ და თავდაცვის პროგრამებს, ასევე, ყიდულობდნენ ნახშირბადის ბოჭკოებს, ეპოქსიდურ ფისებს და სხვა მასალებს რაკეტებისთვის, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსური ჯიჰადის ორგანიზაცია, ირანის თავდაცვისა და ლოგისტიკის სამინისტრო და სანქცირებული სხვა სუბიექტები იყენებდნენ.  

აშშ-მ სანქციები დაუწესა კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს კრიპტო ბაზრებზე უკანონო ფინანსური ტრანზაქციებსა და სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. შესაბამისი განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) გააკეთა.კერძოდ, დაუწესდა შემდეგ რუსული კომპანიებ: B-Crypto, Masterchain, Laitkhaus, Atomaiz. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან Tokentrust Holdings. (კვიპროსი), Bitfingroup OÜ (ესტონეთი), Crypto Explorer (UAE).ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ხუთ ორგანიზაციას აკონტროლებენ ის პირები, რომელთა მიმართ აშშ-ის სანქციები უკვე დაწესებულია. „დღეს, OFAC-მა დააწესა სანქციები 13 ორგანიზაციისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რუსეთის ეკონომიკის ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური სექტორების საქმიანობის გამო. კერძოდ, მათ, ვინც ავითარებდა, ან სთავაზობდა მომსახურებას ვირტუალურ აქტივებში და აძლევდა აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას," - ნათქვამია განცხადებაში.  

გერმანია სანქციების დარღვევაში Siemens-ის თანამშრომლების მონაწილეობას იძიებს

ჰამბურგის პროკურატურამ გერმანიის ოთხ და საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს სანქციების დარღვევაში ბრალი წაუყენა, რაც ანექსირებული ყირიმისთვის Siemens-ის გაზის ტურბინების მიწოდებაში მონაწილეობას გულისხმობს. გერმანული მხარის ცნობით, ჰამბურგიდან პეტერბურგში 111 მილიონი ევროს ღირებულების ტურბინების ექსპორტში დახმარებისას, ხუთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ტურბინების საბოლოო დანიშნულების ადგილი ოკუპირებულ ყირიმში ორი ელექტროსადგური იქნებოდა. Reuters-ის ცნობით, Siemens-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს ხელისუფლების დახმარებას გამოძიებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კვლავ კომპანიაში მუშაობს. ხუთივე ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ასაჩივრებს ბრალდებას. 2017 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ანექსირებულ ყირიმს, სანქციების გვერდის ავლით, Siemens-ის ოთხი ძლიერი გაზის ტურბინა მიეწოდა. ხელშეკრულების საერთო თანხა, 7 ტურბინაზე გათვლით 213 მილიონ ევროს (ერთი ტურბინის ღირებულება, დოკუმენტის თანახმად, 27,95 მილიონი ევროა) შეადგენდა. ანექსირებულ ყირიმს შვიდი ტურბინიდან მხოლოდ ოთხი მიეწოდა. 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლეთის ქვეყნებმა ყირიმის ანექსია უკანონოდ აღიარეს და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. კერძოდ, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ბიზნესის კეთება ენერგეტიკის, ტურიზმის, მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ჯარიმები და სხვა სერიოზული შედეგები ემუქრება.  

აშშ სანქციებით ემუქრება ჩინურ ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჯანეტ იელენის განცხადებით, აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიებმა, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა კომპანიებმა, არ უნდა უზრუნველყონ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მე განვაცხადე, რომ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, რომლებსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე მიაქვს, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშაა,“ - აღნიშნა ჯანეტ იელენმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აძლიერებს სანქციებს რუსეთის დამხმარე ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ. ეს ბანკები შეიძლება, მოწყდეს აშშ-ის ფინანსურ სისტემას და გაანადგუროს ისინი. რუსულ ნავთობკომპანიებს ნედლი ნავთობისა და საწვავის გადახდის რამდენიმეთვიანი დაგვიანება ემუქრებათ, რადგან ბანკები ჩინეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უფრო ფრთხილები ხდებიან აშშ-ის მეორადი სანქციების მიმართ.  

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანს ახალი სანქციები დაუწესეს

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად გამოაცხადეს სანქციები ირანის წინააღმდეგ, 18 აპრილს, შაბათ-კვირას ისრაელზე მისმა მასიური თავდასხმის საპასუხოდ. აშშ-ის სანქციები მოიცავს 16 ფიზიკურ პირს და ორ სუბიექტს - ყველა მათგანი დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC) და მონაწილეობს დრონების წარმოებაში, რომლებიც თეირანმა ისრაელზე 13 აპრილის თავდასხმის დროს გამოიყენა. გარდა ამისა, ხუთი კომპანია, რომლებიც ირანს აწვდიან კომპონენტებს ფოლადის წარმოებისთვის და ირანული ავტომწარმოებლის სამი შვილობილი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს IRGC-სთან, შეერთებული შტატების შავ სიაში მოხვდა. გარდა ამისა, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი ახორციელებს ექსპორტის დამატებით კონტროლს, რომელიც შექმნილია მიკროელექტრონიკაზე ირანის წვდომის შეზღუდვის მიზნით, რომელსაც ის იარაღის წარმოებაში იყენებს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები სამიზნეა რამდენიმე ირანულ სამხედრო ორგანიზაცია, ფიზიკურ პირი და სუბიექტი, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ სანქციების რეჟიმი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთისთვის ირანის სამხედრო დახმარებასთან ახლო აღმოსავლეთში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. ირანმა მასიური შეტევა ისრაელზე შაბათ-კვირას ასობით რაკეტისა და უპილოტო თვითმფრინავის გამოყენებით დაიწყო. თეირანის განცხადებით, ეს არის პასუხი ისრაელის თავდასხმაზე, რომელმაც ირანის დიპლომატიურ მისიას დაარტყა დამასკოში და რომლის დროსაც დაიღუპნენ ირანელი გენერლები.  

WSJ: რუსეთის დახმარების გამო, აშშ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

შეერთებული შტატები ამზადებს სანქციების პროექტს, რამაც, შესაძლოა ჩინეთის ზოგიერთ ბანკს დაარტყას. მიზანი რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის მხარდაჭერის შეჩერებაა. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციები ესკალაციის ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ზომები ვერ დაარწმუნებს პეკინს, შეზღუდოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. შესაბამის სტატიას გამოცემა Wall Street Journal-ი აქვეყნებს. დოლარზე ბანკების წვდომის შეწყვეტა ხშირად გამოიყენება როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან ასეთი სანქციები ხშირად, ინსტიტუტების გაკოტრებას იწვევს. ეს ასევე განსაკუთრებულ რისკს უქმნის ჩინეთს ნელი ეკონომიკური აღდგენისა და მზარდი ვალის ფონზე. მასალაში არ არის მითითებული, რომელ ბანკები შეიძლება, დაექვემდებაროს სანქციებს. ამ დრომდე ვაშინგტონს არ სურდა სანქციების დაწესება მსხვილ ჩინურ ბანკებზე, რადგან ანალიტიკოსები დიდი ხანია, განიხილავდნენ ამ ვარიანტს, როგორც "ბირთვულ" ვარიანტს, რადგან მას შეუძლია, ჰქონდეს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პეკინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომისთვის კრიტიკული კომპონენტების მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ ჩინეთი პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.  

„სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს, - თუმცა ნაკლები ხმით: ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“; ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმედგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულო არ არის. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი, უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას. რაც შეეხება რეზოლუციის ძირითად ტექსტს, მისი ძირითადი აქცენტები ასეთია: ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას; ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები; მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს; ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ; გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“ იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად; ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება; ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას; კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად.“ ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ზომები დრონებით ვაჭრობასა და მათ წარმოებას შეეხება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია და ორი ფიზიკური პირი. გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი აკრძალვა იმ კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც, შეიძლება, დრონების შესაქმნელად იყოს გამოყენებული. კანადის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციით, ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა. 14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, შეტევისას 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მათი 99%-ის ჩამოგდება მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიას მხოლოდ რამდენიმე რაკეტამ მიაღწია ავიაბაზას დაარტყა და ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება გამოიწვია.  

ევროკავირმა პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა უკრაინელ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს, მასთან დაახლოებულ არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი ამ პორტალის ხელმძღვანელია. ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. მანამდე, 2024 წლის მარტში ჩეხეთმა მედვედჩუკს, მარჩევსკის და Voice of Europe-ს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს შეზღუდვები უკვე მოქმედებს ეროკავშირის 27-ვე ქვეყანაში. მედვედჩუკი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მასთან დაახლოებული პროდიუსერი, უკრაინის მოქალაქე მარჩევსკი ბოლო დრომდე ჩეხეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის მიერ სანქცირების შემდეგ კი, მეზობელ სლოვაკთში გადავიდა.  

ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგი საქართველოს საკითხით გაიხსნა. მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება სანქცირებულთა ოჯახის წევრებზეც. „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის შესახებ გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა მიიღო. დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ საქართველოს ათობით მოქალაქეს. მათ შორის არიან პირები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება,“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წავიდნენ თავისი ქვეყნის დიდი ხნის სასურველ ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე. თუმცა, თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, შეერთებული შტატები მზად არის, დამატებითი ქმედებები განახორციელოს," აღნიშნა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. 3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა. 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა. ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ - უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა. სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლო ჯამში, ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად,” - განაცხადა მილერმა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

რა შევა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრობს და ასახელებს იმ სექტორებს, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები შეეხება. ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ახალი სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ გაურთულოს პუტინის მთავრობას აგრესიული ომის წარმოება. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების მძლავრ კომპლექტზე, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ძალისხმევას. ის სამიზნეში იღებს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლას, სამხედრო დანაშაულებს. მათ შორის, სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში,“ – წერს ბორელი სოციალურ ქსელში. Euobserver-ი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს აკრძალვებს რუსული გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებაზე, ჰელიუმის ექსპორტზე და შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე წვდომაში. სანქციების სიაში შეიძლება მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, „რუსული სპილენძის კომპანიის“ დამაარსებელი იგორ ალტუშკინი, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი და კომპანია „ბალტიკის“ ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ ბოლოევი. ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, 27-28 ივნისს მიიღებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ უნდა შეეხოს - შვედეთი  

სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს“

აშშ-ის მიერ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს. უწყების პრესსპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია საქართველოს საკითხზე საუბრით დაიწყო. „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს, აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს, ასევე, 60-ზე მეტ ქართველ პირს სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედბებში მონაწილეობის გამო,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. მეთიუ მილერის განცხადებით, ხსენენული ქმედებები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგს წარმოადგენს. „აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაწვევითა და გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმებისთვის რეკომენდაციების შესრულებისას მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით, შეუძლია, ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს. „ბოლო 32 წლის განმავლობაში, აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული გახდეს და გახდეს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. დღეს, 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."  

აშშ-მ სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა

აშშ-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომელშიც 50% ან მეტი წილი აქვთ. ამერიკის მოქალაქეებსა და პირებს ამ სანქცირებული პირების კუთვნილებაში არსებულ კომპანიებთან თუ აქტივებთან კავშირი ეკრძალებათ. ის ფინანსური ინსტიტუტები თუ სხვა პირები, რომლებიც ამ პირებთან და კომპანიებთან რაიმენაირად არიან დაკავშირებულნი ან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებენ მათთან, ასევე სანქციების თუ სხვა აღსრულებითი ზომის სამიზნეები გახდებიან. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, დღეს, აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან და ასევე -  საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულნი ძალადობრივ ქმედებებში; დემოკრატიულ პროცესში ჩართულ ქართველთა მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში. დეპარტამენტის განმარტებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ზედამხედველობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებად არიან მოხსენიებულები „ალტინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე. მათ სანქციები დაუწესდათ 2021 და 2023 წლების ძალდობის მხარდაჭერისთვის. „კონსტანტინე მორგოშია არის მედიაკომპანია "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, რომელსაც ის დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად იყენებდა. 2021 და 2023 წლების ივლისში მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე. ასევე, ხელმძღვანელობდა ასობით პირს, შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში და თავს დასხმოდნენ ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც პოლიციაც ადგილზე იყო. "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა ონლაინ რეჟიმში," - წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და ეხება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციის ფაქტებს მთელ მსოფლიოში. „დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგების და წამყვანი კონკრეტული პირების მიერ ძალადობისა და დაშინების გამოყენებით, საკუთარი მიზნების მისაღწევი ძალისხმევის თაობაზე,” - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრედლი სმითი. ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. “შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ ანგარიშვალდებულება დააკისროს მათ, ვისაც ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა სურს,” - ამბობს სმითი. ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 28 მაისს, მიუხედავად საპროტესტო დემონსტრაციებისა, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი მიიღო. „ძალადობა, რომელიც ჩაიდინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, მოიცავდა ახალი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტეტში მონაწილე ბევრი ადამიანის სასტიკ ცემას, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების. ხარაზიშვილი კარგადაა ცნობილი მისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში,“ - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილე. დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." "მაგნიტსკის აქტი“ "მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგატიშვალდებულების გლობალური აქტი" 2017 წელს გამოიცა და ის მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებისა თუ კორუფციული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების დაწესებას ამერიკის გარეთ მომხდარ ფაქტებზე მაშინ, როცა ამ ქმედებებმა "მიაღწია ისეთ მასშტაბსა და სიმძიმეს, რომ ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილურობას." "მაგნიტსკის სიის" სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, ერთი წლის შემდეგ კი, ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა "მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი" დაამტკიცა, რომლითაც შეიქმნა მექანიზმი, რომ დაწესებულიყო სანქციები იმ პირებისთვის, ვინც მაგნიტსკის დაკავებაში და სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან რუსეთში ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. 2016 წელს კი, ეს აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა და სანქციები ვრცელდება ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლზე, რომელიც შეერთებული შტატების შეფასებით, ადამიანის უფლებებს არღვევს და კორუფციულ ნაბიჯებს დგამს. ეს აქტი სხვა ქვეყნებშიც არის დამტკიცებული, 2020 წელს ის მიიღო ევროკავშირმაც. (წყარო - ამერიკის ხმა) შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

კობახიძე: სანქციების დაწესების ერთადერთი მიზანი შეიძლება, არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის, პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების საკითხზე განაცხადა, რომ „ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების დაწესების ერთადერთი მიზანი შეიძლება, არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს.“ „ჩვენ ხელი გავუწოდეთ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული ოთხი წლის მანძილზე. თქვენ იცით ამაში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული „წვლილი“. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი. ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთი რეჟიმის თავის დროზე ხელისუფლებაში მოყვანისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ამერიკიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.“ „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კითხვას ექნება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, პრემიერმა უპასუხა, რომ კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედგება. „ბაიდენის მიღებული არ მგონია ეს გადაწყვეტილება და მგონი, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომელთაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნება კომუნიკაცია, ალბათ პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის, კომუნიკაციისთვის. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, თუმცა სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას ორჯერ, 2020 წლიდან მოყოლებული. ასეთ დროს, საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია, ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს განცდა ხომ რჩება. ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ, სამომავლოდ, ველით, ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."  

პრემიერი ელჩს: ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.“ „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“  

რას ნიშნავს ამერიკული სანქციები - ანალიზი

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია, ის შესაძლოა, ,ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს და რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოს მთავრობას აფრთხილებს. დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, თავად იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რატომაა ეს სანქციები ასე მნიშვნელოვანი. „ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი, 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი - სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.” ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კრიტიკა, ახლა კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნება. „მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!,” - აღნიშნავს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. დენიელ ფრიდი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია და კარგად იცნობს საქართველოს, განმარტავს, რომ ამ სანქციების დაწესებით, ამერიკის მთავრობა ერთ კონკრეტულ პარტიას, ან პიროვნებებს კი არ სჯის, არამედ, ცდლობს, რომ საკუთარი შეშფოთება აჩვენოს დემოკრატიის უკუსვლის გამო. „ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე წეზოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან,” - განმარტავს ფრიდი. დიპლომატი განმარტავს, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი დიდხნიანი განსჯისა და ფიქრის საგანია და ის კონრკეტული მიზნით იდგმება: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ, გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებულნი რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს.” ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამწვავებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ღელავენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და შიშობენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, თავისი დემოკრატიული გზიდან მკვეთრად უხვევდეს. „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილნი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გააყალბონ,” - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. შეკითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ეს სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩები დადებითად პასუხობენ. „გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება,“ - აღნიშნავს კორტნი. თავის მხრივ, დენიელ ფრიდი თვლის, რომ „არჩევნები ძალიან მნიშვნელვანი იქნება.“ „ეს [სანქციები] კი იმის ნიშანია, რომ მართალია, ამერიკა უკრაინის ომზე, ღაზაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ტაივანსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საქართველო არავის დავიწყებია.” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, ხაზინა, თუ სხვა სამთავრობო უწყებები სანქციებს წინასწარ არასდროს აანონსებენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის მთავრობა არჩევნებს არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავენ. “შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს, იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ან თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ან ოპოზიციონერი დეპუტატების გადაყენებას გადაწყვეტს,“ - ამბობს დევიდ კრამერი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით. სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. „სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ, სხვა ჯგუფების გადაწყვეტილება იყო და ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა." რა პასუხი გაქვთ ამაზე?“ მიმართა ჟურნალისტმა მილერს. „არ ვაპირებ, ამ საკითს შევეხო. ვიტყვი, რომ შეერთებულ შტეტებში, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (makes our policy choices) იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა,“ უპასუხა მილერმა.