თეგი: საპარლამენტო არჩევნები
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭისყრა კვირას, დილის 8 საათზე დაიწყო. საერთაშორისო მედია წერს, რომ ხელახლა არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმრავლესობის მოსაპოვებლად დიდი შანსი აქვს, მაგრამ მემარცხენე პარტიების ალიანსის - სოციალისტების, მწვანეების, კომუნისტებისა და საფრანგეთის დაუმორჩილებელი პარტიების მხრიდან მკაცრი კონკურენცია ელის. 577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი. პირველ ტურში ადგილების მოსაპოვებლად 6293 კანდიდატი იბრძვის, მეორე ტური კი ერთი კვირის შემდეგ, 19 ივნისს გაიმართება. ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება. მეორე ტურში გასვლა შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ მცირე 12,5%-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვის შედეგები ცნობილია
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიცია (25.6) ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ გაერთიანებას (25.2) 0,4 პუნქტით უსწრებს. ამას წინასწარი გამოკითხვები მოწმობს. მესამე ადგილს მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“ 18.9%-ით იკავებს, კონსერვატორი „რესპუბლიკელები“ კი, 13.7%-ით მეოთხე ადგილზეა. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ისრაელის მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს, ქნესეტს დაითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა დაიშლება და ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში, არჩევნები უკვე მეხუთედ ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები ამოწურულია და მისი მთავრობა, რომელიც რვა იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიისგან შედგება, პარლამენტის დათხოვნის მიზნით, კანონპროექტს მომავალ კვირას წარადგენენ. თუ პარლამენტი დოკუმენტს დაამტკიცებს, ახალი არჩევნები დაინიშნება და ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი შეარულებს.
ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება
ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში ისევს უდიდესი პარტია გახდეს. ბოლო გამოკითხვებით, პარტია 120-ადგილიანი ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს. მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვებას ვერც მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში ისრაელში პოლიტიკური ჩიხი გაგრძელდება და გაზაფხულზე, შესაძლოა, მეექვსე არჩევნების ჩატარებაც გახდეს საჭირო.
დანიის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს
დანიის მმართველი პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს. მედიის ცნობით, ამას ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს. ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის მიერ შექმნილი ახალი პარტია ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური გაერთიანება გახდება.
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე: თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველაფერს განვიხილავ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს.“ კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს. „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.