თეგი: საპარლამენტო ასამბლეა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ღია კარის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მოწოდებით გამოდის
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა მიუთითებს. რეზოლუცია NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიეროს მხარდაჭერა მოწყვლადი პარტნიორების ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ და გამოხატავს უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას. „დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა21 ნოემბერს განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მსოფლიოში ყველა თანამოაზრესთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.