თეგი: საპროტესტო აქცია
აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში, კომპანია“მაქრო კონტრაქშენის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შრომის შეუსაბამო ანაზღაურებას და აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ მუშაობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, თანამშრომლებს კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, "შრომითი ხელშეკრულება კი თვალით არ უნახავთ". ცნობისთვის, ორგანიზაცია "მაქრო კონტრაქშენი" აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციამ კი მათ დასაშლელად უჩვეულო ხერხს მუსიკას მიმართა. მათ დემონსტრანტებს ბარი მანილოვის სიმღერები ჩაურთეს. როდესაც ამის შესახებ ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა გაიგო, მან სამართალდამცველებს Twitter-ზე მიმართა: „ამან თუ არ იმოქმედა შემეხმიანეთ“. ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბლანტის ცნობილი ჰიტი You're Beautiful აჟღერდა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში, ველინგტონში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უკვე ერთი კვირაა არ იშლებიან.
ესპანეთში, ათასობით ადამიანმა ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება გააპროტესტა
ესპანეთში სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც ცნობილია, აქციების ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი გახდა.
შსს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს. ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა.მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დასაგზაო მოძრაობის აღდგება. პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა
ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით: „გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია" გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლის შემადგელობაშიც სამოქალაქო აქტივისტები, მოაქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. „დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა და ვთქვათ, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველო უნდა დაბრუნდეს შინ, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის ეს აუცილებელია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ამასთან, სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. "ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს
ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტები არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის, ფასების მატებისა და ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარების გამო მიმდინარეობს. ლიბიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.
თბილისში, ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვდა დახლების გაშლა და საქმიანობის გაგრძელებაა. ამასთან, გარემოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჰქონდათ გადაკეტილი. "მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ცნობისთვის, ათი დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილეს, რომ დაჯარიმდებოდნენ.
სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ
სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ. მოსახლეობასთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მივიდა. შიოშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ კერძო დავაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა და ზეღდულელებს დავის სასამართლო გზით გაგრძელება ურჩია. ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები 2008 წელს გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. ამასთან, საუბარია 75 ჰექტარზე, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.
ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ქვეყანაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა“, -ნათქვამია მედიის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. ამასთან, ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათ შორის 5 სამართალდამცავია. შეგახსენეთ, რომ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
ირანში, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ირანში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალლოვანი უწყების წარმომადგენლებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქალთა უფლებების დამცველი ფაიზა რაფსანჯანი, რომელიც ირანის ექსპრეზიდენტის ქალიშვილია. როგორც ცნობილია, ძლიერი პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტი. Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა. ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო, დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა - რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენება. "ეს პროცესი არის არალეგიტიმური. ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ. ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.
გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს გრეტა ტუნბერგი დააკავა
გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერის თქმით, უცნობია, რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც აქციას გასულ კვირას შეუერთდა. როგორც ცნობილია, დაგეგმილია სოფლის დანგრევა იმისათვის, რომ ქვანახშირის მაღარო გაფართოვდეს. ამასთან, მაღარო ენერგეტიკულ გიგანტ RWE-ს ეკუთვნის. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მაღაროს გაფართოება სათბურის გაზების უზარმაზარ რაოდენობის გამოფრქვევას გამოიწვევს.