თეგი: სარანგეთი
მედია: „საეჭვო ამანათი“ მოსკოვში საფრანგეთის საელჩომაც მიიღო
საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში, მიიღო ამანათი, რომელშიც მკვდარი თაგვი და ობობა აღმოჩნდა. პოლიცია მომხდარს იძიებს. „საეჭვო ამანათი“ საბერძნეთში უკრაინის საელჩომაც მიიღო ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო RIA Novosti წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობოთ, ამანათი ოკუპირებული ყირიმიდანაა გამოგზავნილი, ხოლო გამომგზავნად გარდაცვლილი პროდიუსერი პიეტრო ნოტარანია მითეთული, რომელიც რომში 2006 წელს გარდაიცვალა. ის იყო ლუჩინო ვისკონტის ფილმების „ღმერთების სიკვდილი“ და „ლეოპარდი“ და ფედერიკო ფელინის „ინტერვიუ“-ს პროდიუსერი. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.