თეგი: სარკინიგზო ავარია

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აქციია მონაწილეებსა და პოლიციას შორის ათენში, Hellenic Train-ის შტაბბინასთან შეტაკება მოხდა. ეს არის კომპანია, რომელიც საბერძნეთის რკინიგზის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკსა და ქალაქ ლარისაში, სადაც კატასტროფა მოხდა.  მთავრობამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება სიმართლეს დაადგენს. საბერძნთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა ლარისაში რკინიგზის სადგურის 59 წლის სპეციალისტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით ბრალდება წაუყენეს. მან ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პასუხი მხოლოდ ერთმა სპეციალისტმა არ უნდა აგოს.  

ჰააგის მახლობლად, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

ჰააგის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ტექნიკას შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა.  მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ლეიდენიდან ჰააგაში მიემგზავრებოდა. როგორ აღმოჩნდა ტექნიკა ლიანდაგზე, ჯერჯერობით გაურკვეველია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.