თეგი: სასამართლო
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ, -ასე ეხმიანება ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოჭადრაკემ ამერიკულ სასამართლოს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ეხლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს. დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კელი დეგნანი მოსამართლეებს შეხვდა
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქუთაისში რეგიონულ სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ქუთაისის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა, მოსამართლეებმა და სხვა თანამშრომლებმა რეგიონული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე. „ჩვენი ახალი კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონალურ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურიდიულ პროფესიონალებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ეს პარტნიორობა გულისხმობს ამ ადამიანებთან მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება სასამართლოების გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება. ელჩი კელი დეგნანი ეწვია ქუთაისის რეგიონალურ სასამართლოს, სადაც შეხვდა მოსამართლეებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმები და მოსამართლეების მხარდაჭერის გზები“, - თავის მხრივ აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის პროგრამის თანახმად, ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას, კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან; ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. ამავე თემაზე საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ასევე ფაქტების ამსახველი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ ქრთამის აღებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს
რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა.
კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს. როგორც კელი დეგნანი „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში„ხედვა ვაშინგტონიდან“ განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბრალდებები, რათა „საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“. „ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს. ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
11-წლიანი არსებობის განმავლობაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2021 წელს, ყველაზე ბევრი, 15 საქმე განიხილა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ინსტიტუტის 11-წლიანი არსებობის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე ბევრი - 15 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, მათგან განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 108-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 109-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამინური მოპყრობის (სსკ-ის 333-ე და 144-ე ტერცია მუხლები) და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ძალადობის (143-ე და 11 126-ე მუხლები) საქმეები. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად მუშაობის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია პროცესების დროულად და დაბრკოლების გარეშე ჩატარება. ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებისთვის მასებამდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - განაცხადა ბრალდებულმა. 34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. ცნობისთვის, ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება. სასამართლოში ჩვენებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, დაზარალებული ილიკო თვალიაშვილი მისცემს. დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან ფაქტის შემსწრე ჟურნალისტები და გამომძიებლები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო
ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იქნა უდანაშაულოდ ცნობილი. ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამერიკის საელჩო: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე
„მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე“, - აცხადებს ამერიკის საელჩო და ელჩ კელი დეგნანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ქალები არიან. ეს წარმომადგენლობა რწმენას მატებს ქალებს, რომ სასამართლო სისტემა მათ სამართლიანად მოექცევა. მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე. აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ქალების ლიდერებად დაწინაურებაზე. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დეგნანმა უმასპინძლა რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს. ელჩმა მადლობა გადაუხადა მათ მოსამართლის პროფესიისადმი ერთგულებისთვის“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი აკრძალა
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი „ექსტრემისტული საქმიანობის“ გამო აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ მიიღო. ამით სასამართლომ რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა კომპანია Meta-ს აკრძალვის თაობაზე. ამასთან, როგორც რუსეთის პროკურატურაში განმარტავენ, რომ აკრძალვა WhatsApp-ის მესინჯერზე არ ვრცელდება.
USAID: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ
USAID-ის მიერ განხორციელებული ტრენინგი, რომელიც 200-მდე მოსამართლეს ჩაუტარდა, მოიცავდა როგორც ბავშვთა უფლებების ახალ კოდექსში არსებულ სამართლებრივ საკითხებს, ასევე სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის შესაბამის ასპექტებს. „ჩვენი ძალისხმევა საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა იანვარში დაიწყო. ასევე წაიკითხეთ USAID: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია ექსკლუზივი: USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და კანონის უზენაესობას
პროკურატურა: პირს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა
პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და მე-5 ნაწილის ,, გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას
"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. ამასთან, როგორც ბეროზაშვილმა აღნიშნა, დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა. "სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - განაცხადა ბეროზაშვილმა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება 8 მაისს წარედგინათ.
მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის182-ე 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა „საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე. ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისათვის პასუხისმგებლობის დღემდე არ დაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა. წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლემ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების განკარგულება გასცა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ გვარამიას მიესაჯა 50 000 ლარიანი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. გვარამია სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, [რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას – საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.] მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა. „აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე“ და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გამოაცხადა. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამიას აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი, ხოლო დამენიას და იაშვილს - 50 000-50 000. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2022 წლის 11 მაისს დასრულდა.
სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო
დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით, ამ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მთავარი არხის დირექტორის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ და თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო „მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ. თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
"ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს და აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’. „2022 წლის 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობები ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, პირის დამცირების და იძულების, არაადამიანური და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ბრალდების საქმეზე 16 ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულებს: გ.ა.-ს, ვ.ჩ.-ს, დ.უ.-ს, მ.გ.-ს,ზ.ც.-ს,რ.კ.-ს, ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, თ.გ.-ს, კ.ტ.-ს და თ.ხ.-ს კანონიერი ქურდობა, ჯ.ს.-ს, ი.მ.-ს, თ.ბ.-ს, დ.წ.-ს და ნ.კ.-ს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული გარჩევის განხორციელების და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ე.ფ.-ს ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ხოლო მ.გ.-ს და თ.გ.-ს ასევე ბრალად ედებათ პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. საქმის მასალების თანახმად, ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს და აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’. ასევე, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ბრალდებულები იღებდნენ გადაწყვეტილებებს როგორც თავიანთ სასარგებლოდ, ისე მოდავე მხარეებს შორის თანხის დაკისრების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით კი ე.წ. საჯარიმო თანხებს ითხოვდნენ. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, ორივე საქმეზე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
უკრაინის სასამართლომ მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის რუს ჯარისკაცს ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო გაასამართლეს. სასამართლომ ვადიმ შიშიმარინი დამნაშავედ ცნო 28 თებერვალს სოფელ ჩუპახივკაში 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობაში. რა „არგუმენტით“ ცდილობს ადვოკატი ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის გამართლებას ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სასამართლომ ძმებ დავით და გურამ კაკულიებს პატიმრობა შეუფარდა
გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. პროკურორმა თამარ ყულიჯანიშვილმა განაცხადა, რომ კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად. ბრალდების მხარის ვერსიით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია. ამასთან, ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. ცნობისთვისმ ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა გუშინ დილით ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინდა. ამასთან, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ალტ-ინფო“ სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო) სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა. მანამდე, პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად იყო შევსებული. კერძოდ, პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია, სწორედ ამ დროს გახსნა პარტიამ ოფისები. გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ნინო ლომჯარია: სასამართლო სისტემის „კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნას გამოეხმაურა. მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ. ლომჯარია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ისინი პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ინტერესებია. „სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა და ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში, ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი ინტერესები და გავლენები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისათვის, 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.
კულება: რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის გამო, უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
უკრაინამ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებებით მემორანდუმი შეიტანა, სადაც რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის ფაქტებია წარმოდგენილი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. გაეროს დამოუკიდებელი კომისია უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ გენოციდის შესახებ კონვენცია დაარღვია. გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა, მნიშვნელოვანია ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - ნათქვამია კულებას განცხადებაში. ცნობისათვის, გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია, რომელიც უკრაინაში დარღვევებს გამოიძიებს, პირველი მისიით კიევს 7-დან 16 ივნისს ეწვია. მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის სამხედრო მოქმედებების დროს უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევას გმობს. მაშინ ამ ფაქტების გამოძიების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. მაისში, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევაზე, რადამ გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, პროკურატურამ სასამართლოს სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაამკაყოფილა. დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 2:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად 17 ივლისს წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
კელი დეგნანი: ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. „შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. „ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს კითხვებზე არ უპასუხა
აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკოსის თქმით, მან ყველა მოქალაქისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და პრივილეგიებით ისარგებლა. დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN ტრამპის განცხადება მას შემდეგ გახმაურდა, რაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის ოფისში მივიდა, რათა ჩვენება მიეცა საქმეზე, რომელიც Trump Organization-ში სავარაუდო ფინანსურ თაღლითობას ეხებოდა. ტრამპის კომპანია, სესხის აღების მიზნით აქტივების ღირებულების ხელოვნურად გაბერვაშია ეჭვმიტანილი. რესპუბლიკელი ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და მიმდინარე გამოძიებას დემოკრატების მიერ ინიცირებულ „ჯადოქრებზე ნადირობას“ უწოდებს. 9 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა. ტრამპი ამტკიცებს, რომ ჩხრეკა - ისევე როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხდელის შეშლას ისახავს მიზნად.
მცხეთაში შურისძიების მოტივით, ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მცხეთაში შურისძიების მოტივით ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2022 წლის 21 აპრილს იგი დაკავებული იქნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდისა და მისი მეგობრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საკუთარი დედა დანით მოკლა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 34 წლის დედას, ცივი იარაღით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რეკორდული ჯარიმა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩინეთში მილიარდერი გაასამართლეს
Reuters-ის ცნობით, შანხაის სასამართლომ ჩინელ მილიარდერ სიაო ჯიანხუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის კომპანია Tomorrow Holdings-ს რეკორდული, $8.1-მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა.სასამართლოს მტკიცებით, ჯიანხუა 2001 წლიდან აქტიურად იყო ჩართული კორუფციულ გარიგებებში. მილიარდერს ბრალად ბიუჯეტის თანხების მითვისება, თანამდებობის პირების მოსყიდვა, ფულის გათეთრება და კორუფციული სქემების განხორციელება ედება. გამოცემა აღნიშნავს, რომ სიაო ჯიანხუას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2001 წლიდან 2021 წლამდე, მან 680 მილიონ იუანზე მეტი აქციები, უძრავი ქონება, ფული და სხვა აქტივები სახელმწიფო მოხელეებს ფინანსური ზედამხედველობის თავიდან აცილებისა და უკანონო სარგებლის მიღების მიზნით გადასცა.2017 წელს ის ჩინელმა სპეცრაზმელებმა გაიტაცეს, მას შემდეგ ჯიანხუა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამასთან, მილიარდერს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და კანადის საელჩომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მილიარდერი ბიზნესმენი ჩინური კანონმდებლობით გაასამართლა.
პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა
პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იხილავს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალექსანდრე სამხარაძე. "მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა, რომ სამხარაძემ დანაშაული ჩაიდინა და იმ მიზნით რომ სასამართლოს თავი არ აარიდოს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღინისძიება", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გირაოს მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და სხვა სახის დანაშაულის ჩადენის საფთხე. სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს
სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა
სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა. გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა. ამასთან, ძაგნიძის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია
უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, კვიპროსის სასამართლომ მაგნატ ოლეგ ბახმატიუკს 79,4 მილიონი დოლარის ქონება გაუყინა. კვერცხის უმსხვილესი მწარმოებლის, UkrLandFarming-ის აქციონერს, მისი კომპანიის მთავარი კრედიტორისგან - ამერიკული საინვესტიციო ფონდი Gramercy-ისგან აქტივების დამალვა ედება ბრალად. ბახმატიუკი რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს. Bloomberg-ის ინფორმაცით, 26 სექტემბერს მან აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ცალკე საქმეში უკრაინაში ბახმატიუკს ბრალი ედება 49 მილიონი დოლარის სტაბილიზაციის სესხის გაფლანგვაში, რომელიც მთავრობამ მის ბანკს VAB-ს, 2014 წელს მისცა. ბიზნესმენი ამ ბრალდებასაც უარყოფს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი
თავს დამნაშავედ არ ვთვლი, - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ ამასთან, ბასილაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
თელავში, მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა: თელავში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ამასთან, გამხვეტელაშვილმა ჩადენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ პროვოცირებას მარიამ გამტკიცულაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაბაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს
ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. "ახლა, 6 თვის შემდეგ გაჩნდა ახალი მოწმე, ქალბატონმა თეონა გვაზავამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხა ის, 6 თვის განმავლობაში არავინ ახსენებდა კარლოტას. ალბათ, როცა ნიკოლოზმა კარლოტა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და უკვე, როცა კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამოეჩინათ. ბავშვისგან გავიგე გოგონას არსებობის შესახებ 16 მაისს და აუცილებლად მეტყოდა, იმ დღეს იქ რომ დაენახა",- განაცხადა დოროყაშვილმა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს კითხავენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა შუამდგომლობის სახით ცხრავე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატები ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა, დანაშაულის განმეორებასაც ჰქონოდა ადგილი. შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. მათ შორის კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიღიტაშვილიც, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს და ამავე კომპანიის ინსპექტორ დავით თუშიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. 2 კერძო ელექტროშემდუღებელს გიორგი გობეჯიშვილსა და ვალერი გობეჯიშვილს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა
„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რადგან, ჩემი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. ამით მოხდა მისი ინტერესების დარღვევა“, - ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის არ დაარღვევს მოსამართლისთვის მიცემულ პირობას და არ ისაუბრებს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. ამასთან, როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის სხდომაზე, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი
ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი ეს იქნება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი მედიასთან, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას... მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა", - განაცხადა ბასილაშვილმა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, არ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დაზარალებულის შევიწროების ფაქტები. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ფაქტები. ასევე, არ დადასტურდა გენდერული ნიშნით დაზარალებულის კონტროლი, პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში (2018 წ) და საქართველოში (2019წ) განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვიანობას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდებშიც უტყუარად არ დადასტურდა პირის ბრალეულობა. 2020 წლის 21 მაისის, ე.წ. ავჭალის ეპიზოდში, ასევე არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა”,- აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ზვიად კუპრავა, თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რათა აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს. მომდევნო, წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს დაინიშნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბრალი წარუდგინეს პროკურატურა ზვიად კუპრავას 2020 წლის არჩევნებზე ძალადობას ედავება.
სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმისაგან ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტირებული ან დოკუმენტური მასალა რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დღეს სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმე და ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა. მელაშვილის თქმით, ბაღათურიას აღნიშნულ საქმესთან „არსობრივი დამოკიდებულება არც ადრე ჰქონია და არც დღეს აქვს“. „სამწუხაროდ, მოვისმინე ხშირად უბინძურესი ბრალდებები, რაც ჩემი და ნატალია ილიჩოვას მისამართით იყო გამოყენებული, რასაც არავითარი არგუმენტაცია არ აქვს. საქმე ასეა: ის ლაპარაკობს რუკებზე და არ იცის რუკების შესახებ, არც აქვს ნანახი და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცის მიერ დატრენინგებულ მოწმესთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ელჩი დეგნანი: აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ ეფექტიანი საქმიანობა შეძლონ
აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეთა მოსაზრებები მათთან შეხვედრის დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართული შეხვედრებისას მოისმინა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დონეზე უამრავ მოსამართლეს შევხვდი. მათგან ძალიან ბევრი მონაწილეობდა გაცვლით, სასწავლო პროგრამებში, სხვადასხვა ტრენინგში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში ჩამოდიან და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა შეხვედრა ტარდება. მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ მსგავსი შესაძლებლობა იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ძალიან მათთვის მეტად ღირებულია, გაუზიარონ თავისი ხედვები ამერიკელ მოსამართლეებს, თავის მხრივ, ამერიკელი მოსამართლეები უზიარებენ თავიანთ აზრებს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლოს სისტემის მოდერნიზებისკენ. ეს ძალისხმევა ძალიან ბევრი წელია, გრძელდება და მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, პროგრესიც სახეზეა, თუმცა ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რადგან სწორედ ეს შედის 12 პრიორიტეტში, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. ჩვენ ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ელჩი დეგნანი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი
ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ გამოაცხადებს
ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადება დილის 11 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ
მოლდოვის ხელისუფლება გეგმავს პარტია „შორის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან პარტიას დაფინანსების წესში გადაცდომა დაუდგინდა. „თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ საკმარისი არგუმენტი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებს. პოლიტიკური პარტია არის სუბიექტი, რომელიც გამჭვირვალედ და სწორად უნდა დაფინანსდეს. თუ პოლიტიკური პარტია „ბინძური ფულით“ ფინანსდება, არალეგალურად, ეს კორუფციაა და არ არის პოლიტიკური პარტია. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიცვას დაფინანსების წესი“, - განაცხადა მაია სანდუმ. მანამდე, მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პარტია „შორის“ არაკონსტიტუციურად ცნობაზე, სასამართლოსთვის მიმართვის დასამტკიცების მიზნით, მთავრობას მიმართა. სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებში ჩხრეკის შედეგად ფული ამოიღეს, რომელიც სავარაუდოდ „თანამშრომლების დაფინანსებისთვის“ იყო განკუთვნილი. პარტიის ლიდერი ილან შორი უცხოეთშია, რადგან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. პარტიაში ეს ფაქტი, პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, ხოლო „შორის“ ლიდერმა ილან შორმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით მაია სანდუს პარტიას, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს. უკრაინული მედიის ცნობით, მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა სერჰი ლიტვინენკომ პრორუსული პარტია „შორის“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, მთავრობას მიმართა. შეგახსენებთ, რომ პარტია „შორი“ ბოლო თვეებში ანტისახელისუფლებო აქციებს მართავდა. კიშინიოვში ბოლოს ფართომასშტაბიანი მიტინგი კვირას გაიმართა.
შალვა თადუმაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს
საქართველოს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს. მისივე თქმით, ის სასამართლოს “კლანის” წევრი არ არის. “გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობენ. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით ზეწოლის ქვეშ არასდროს მივქცეულვარ”, - განაცხადა თადუმაძემ.
სასამართლომ მონასტერში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს, პატიმრობა შეუფარდა
ხაშურის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონიძე, სასამართლოს შენობასთან კი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იყო შეკრებილი. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
გერმანულმა ენერგოკომპანია Uniper-მა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა
გერმანულმა ენერგეტიკული კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შპს „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო წარმოება დაიწყო. კომპანია „გაზპრომისგან“ ითხოვს ანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც „უნიპერმა“ ივნისიდან რუსული გაზის ნაკლებობის გამო განიცადა. რადგან კომპანიას სხვა მწარმოებლებისგან გაზის ყიდვა „გაბერილ ფასებში“ უწევდა. Uniper-მა ზარალი 11,6 მილიარდ ევროდ შეაფასა. როგორც კომპანიაში ადრე ითქვა, 2022 წლის სამი კვარტლის შედეგების მიხედვით, მისმა წმინდა ზარალმა 40 მილიარდი ევრო შეადგინა. აქ იგულისხმება როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ზარალიც. „გაზპრომ ექსპორტმა“ განაცხადა, რომ „არ აღიარებს კონტრაქტების დარღვევას და Uniper-ის მიერ გამოცხადებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერებას“, წერს ინტერფაქსი. „ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მიღებულ სარჩელს და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს საკანონმდებლო ჩარჩოში“, - აცხადებენ „გაზპრომ ექსპორტში“. უნიპერი, წარსულში რუსული გაზის უმსხვილეს მყიდველად ითვლებოდა. 14 ივნისს რუსეთმა Uniper-ისთვის გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო და აგვისტოს ბოლოს მთლიანად შეაჩერა. 2022 წლის ზაფხულში „გაზპრომმა“ შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ის გაზსადენით და სექტემბრის დასაწყისში მისი ფუნქციონირება მთლიანად შეაჩერა. სექტემბრის ბოლოს ბალტიის ზღვაში Nord Stream სისტემის გაზსადენებმა აფეთქებების გამო გაჟონვა აღმოაჩინეს.
ცნობილია, როდის იმჯელებს სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე, საქალაქო სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს. ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია ამის შესახებ შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბრალდების მიხედვით გამოიკვეთა თაღლითური სქემა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებამ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის პრეზიდენტობის დროს 1 მილიარდი დოლარი მიითვისა. ამასთან, განაჩენი ვერ ამოქმედდება აპელაციის განხილვამდე, ამჟამად არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს. ბრალდებულმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაჩენი გააკრიტიკა და საკუთარ თავს „სასამართლო მაფიის“ მსხვერპლი უწოდა.
ნიუ-იორკის სასამართლომ „ტრამპის ორგანიზაცია" თაღლითობაში დამნაშავედ ცნო
ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, „ტრამპის ორგანიზაცია"(Trump Organization), რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს, საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომლებიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას. Trump Organization-ს $1.6 მილიონის ჯარიმა ემუქრება. მოსამართლე განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დაზარალებული მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. „პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა
საქარველოში აშშ-ის საელჩო, აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავად, იმერეთში ვიზიტის შესახებ ინფპრმაციას ავრცელებს. „საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა. მოსამართლეებს ამ პროცესში შეუცვლელი როლი უკავიათ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა აუცილებელი ცოდნით, უფრო დამოუკიდებელი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. იმერეთში აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავი ვიზიტისას ზესტაფონის რეგიონული სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს შევხვდით. ვისაუბრეთ გამოწვევებზე და მოსამართლეთა ხელშეწყობის პროექტებზე, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოში ახორციელებს. მადლობელი ვართ საინტერესო საუბრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. სასამართლო პროცესი გადაიდო და ის 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობდა. მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის თანახმად, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ გასცეს. პროცესი სააკაშვილის დისტანციური ჩართვის მოწყობის მიზნით გადაიდო. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრება და დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რომლის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება. მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურლანობის გაგრძელების საშულებას არ მისცემენ. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. უფრო ადრე, 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა
პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. „21-ში (რედ. სააკაშვილის დაბადების დღე) შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა, სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“, - განაცხადა მოსამართლემ. სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური მოითხოვდა, პროცესი ერთი თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს ჩაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართება. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილი მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სხდომას ამ ფორმით მეორედ ესწრება. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული - ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
„ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული“, - ამის შესახებ ესპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, მეორედ ჩაერთო. „ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მე მინდა, მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მან კომენტარები უკრაინულ და ქართულ ენაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო
ამერიკის საელჩო: აშშ მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას
შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ტექსტით ამერიკის საელჩო ელჩ კელი დეგნანის რეგიონულ ვიზიტს აღწერს. „2023 წლის პირველ რეგიონულ ვიზიტს კახეთში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან შეხვედრით ვიწყებთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ყოველივეს მოაქვს კანონის უზენაესობა, უკეთესი ბიზნესკლიმატი და წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური წევრობის გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტექსტში.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს. ნიკო კვარაცხელია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.
მოსამართლემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის მომხრეების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. ადვოკატების თქმით, დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. „ვივამედის“ კლინაში მყოფი მყოფი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდება და იქ ელოდება სააკაშვილის ყველა მხარდამჭერს.
მიხეილ სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხს
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ვივამედის“ კლინიკიდან გამოეხმაურა. სასამართლომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა „მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, - აღნიშნულია სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. განახლება მოგვიანებით, ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე მორიგი განცხადება გავრცელდა. ინგლისურ ენაზე განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი. „ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე შეაქო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და, ამავე დროს, მე დამესხა თავს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.
პროკურატურა: ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ
პროკურატურა ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, თუმცა შეცვლილი კვალიფიკაციით დ.კ და გ.კ დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეხის არეში დაზიანება მიიღო. ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) ჰქონდათ წარდგენილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენისა და შენახვის ნაწილში და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთლობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო ტარება), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ესებუა
თავას დამნაშავედ არ ვცნობ, - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება. დღეს დაცვის მხარემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ბრალდების მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, ნაწილი მათგანი სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.
სასამართლომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ უზთურქი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260 მიუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის, რაც დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან გასაღებას გაულიხმობს. ბიზნესმენს ფინანსურ დარვევებზეც აქვს ბარლი წაყენებული. ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით. ამ ბრალდებების განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს. ფინანსური დანაშაულისთვის გალიფ ოზთურქს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 4 სხვადასხვა მუხლით წარუდგინა ბრალი. რაც გულისხმობს ფულის გათეთრებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას. დღევანდელ სასამართლო სხდომას ოზთურქი დისტანციურად ესწებოდა, მას საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯელი. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საქართველოსა და თურქეთის მოქალაქის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დაიწყო. 2022 წლის 31 მაისს ის საკუთარ აპრტამენტში სპეცოპარეაცისას დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
პარლამენტთან დაკავებული, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამასთან, 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 7 მარტს დაკავებულების სულ სამი პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 2 000 ლარიანი, ხოლო მეორეს, 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატის შუამდგომლობით პროცესი გადაიდო. პოლიცია რუსთაველზე აქციის დაშლას 7-8 მარტს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით ცდილობდა.
ზურაბ ჯაფარიძე მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ადვოკატებს დროს აძლევს, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და დამატებითი მტკიცებულებები წარადგინონ. „სინამდვილეში ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით იქ, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც კადრი ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს გადავეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან, მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის თავზე რაც დაზიანებები მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს. მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც გააგრძელეს და ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს გავაგრძელებდით, ისევ გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე ლაპარაკი შევწყვიტე. ყველას ეკეთა ნიღბები და სახე არ ვიცი არავის, თვალები მახსოვს... ჩუმად ვიდექით, იმიტომ, რომ ლაპარაკზე გვცემდნენ, ვუსმენდი, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მარტვილში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილში, დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შუახნის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარის განმარტებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ადვოკატი გვანცა შელია ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულიყო. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები შეშის ნაჭრით აქვს მიყენებული.
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის თქმით, „ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატების ინფორმაციით, ლომიძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. „ბრალდება წარედგინა იმ კვალიფიკაციით, რაც უკვე გაცხადებული იყო, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით. არ აღიარებს ბრალს, გამოიყენა დუმილის უფლება. ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რადგან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, გამოკითხვა არ განხორციელდა. შენიშვნის სახით დაფიქსირდა მისი პოზიცია, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს და გამოიყენა დუმილის უფლება. უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის კაზინოში ფულის წაგებაზე. გავეცნობით საქმის მასალებს, წინასწარ რაიმეს თქმა მისი უფლებების დარღვევა იქნება“, – განაცხადა ადვოკატი პაატა გოგალაძემ. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი პირველ აპრილს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერციით, კაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა - ცეცხლი სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. ამავე თემაზე: თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სოსო გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ხუთივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. მისივე თქმით, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. „უამრავი მტკიცებულება იყო და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაულები“, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია - ესებუა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა, ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. „დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სასამართლომ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია - ესებუა „გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პრემიერი აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე: არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო აბსოლუტურად სამაგალითოა მთელ ევროკავშირში. მისივე თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეები სამართალს პოულობენ ქვეყანაში, რადგან სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართა რაოდენობამ იკლო. „მე ვამაყობ სასაამართლოთი, მოსამართლეებით, რომლებიც იცავენ ეროვნულ პოლიტიკასა და სუვერენუტეტს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და პირობა დადო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაერს გააკეთებს. შეკითხვას, იგეგმება თუ არა კიდევ ერთი შეხვედრა მოსამართლეებთან, პრემიერი პასუხობს: „მაქსიმალურად ვერიდებით ზედმეტ კონტაქტსაც კი, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სასამართლოს, მაქსიმალურად გვაქვს შემცირებული კონტაქტები, შეხვედრები და ასე შემდეგ. თუ სურვილი იქნება და კონკრეტულ საქმეს შეეხება, მზად ვარ, გავიზიარო მათი წუხილები და დავგეგმოთ, რა შემდგომი ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ ერთად“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მისთვისაც სიურპრიზი იყო და არასდროს მოუსმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ მიუღებელია და დაუშვებელია, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ან ნებისმიერი განცხადება, ქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ჩვენი საერთო სურვილია, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ძლიერი სასამართლო გვქონდეს. „არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს...შესაბამისად, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია“. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა, გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხ გაუცემელი კითხვა არ დარჩება. ამის მჯერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას "შეცდომა" უწოდა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, გასული 2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს შედგა
პარლამენტში, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა „მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად“ სხდომაზე უკვე მესამედ არ დარეგისტრირდა. ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
პროკურატურამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის - თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულნი. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“; 9 მარტს კი, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კი, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავა.
ზესტაფონში, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
ზესტაფონში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული უცხო ქვეყანის მოქალაქეებს პროსტიტუციას ერთი თვის განმავლობაში აიძულებდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელ, თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო. პროკურატურამ კაფე „რეტროს“ მეპატრონეს ბრალდება წარუდგინა გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა. ასევე მოითხოვა, რომ ბრალდებულმა საქმის დასრულებამდე ქვეყანა არ დატოვოს. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება. შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.
სააპელაციოს უვადო მოსამართლემ, შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, თანამდებობა დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გეწაძე სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პირველი ივნისიდან გათავისუფლდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა. საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება. ეს ფაქტი შოთა გეწაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. „2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება. შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა“, - აღნიშნულია "სასამართლოს გუშაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან - იოსელიანი
სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით თავისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველს შეზღუდული მანდატი აქვს. “შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირებასა და მონიტორინგს, ვინაიდან ეს შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, კონკრეტულ საქმეების მონიტორინგს ვაკეთებთ, დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ნაწილია და ამას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია.
უკრაინაში ყოფილ მოსამართლეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის რაიონული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნიკოლაი ჩაუს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. პროკურატურა ჩაუსისთვის 12-წლიან პატიმრობას და ქონების ჩამორთმევას ითხოვდა. სასამართლომ ჩაუსი დამნაშავედ მექრთამეობაში ცნო. ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. ჩაუსს 30 დღის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. ყოფილ მოსამართლეს გარკვეული თანამდებობის დაკავება სამი წლის ვადით აერძალა.
ბიზნესმენი გიორგი უდესიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ძალადობითა და მუქარით მოიტაცეს ბიზნესმენი და „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს. ბრალდებულები, იარაღის გამოყენების მუქარით და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას. ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ პირს, განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული და რომ უკან არაფერზე დაიხევდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ადგილზე მიიყვანეს და დაზარალებულს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ წარუდგინეს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ქონების გადასაფორმებლად საბაჟო ტერმინალში მიიყვანეს ნოტარიუსიც. ბრალდებულთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე გადააფორმა ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ორგანიზატორს - გიორგი უდესიანს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ხოლო ზაზა გუგავას 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (323-ე, 329-ე 150-ე და 236-ე მუხლები). შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო
მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, ერთ-ერთ ბრალდებულს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილი) წარდგენილი აქვს ბრალდება და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კოვიდვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვ. ი-ს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას სასჯელის უმაღლესი ზომა დააკისრა. ბრალდებულმა მანამდე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა. მისივე თქმით, მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იყო და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი, პოლიციაში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ის დაკვეთაზე მიუთითებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს. პროკურატურის თანახმად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ბრალდებულმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, ის ვალდებული იყო, მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, „არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.“ მას ასევე ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ბრალდებულს გასული წლის დეკემბერში 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოში აჩვენეს - PHR
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიურ ვიდეოში აჩვენეს, დამცავი ორდერი გამოსცა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) წარმომადგენელი იუწყება. (PHR) სასამართლოში ბავშვის ინტერესებს იცავდა. ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს: „სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს.“ ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ გამოსცა 9-თვიანი ორდერი, რომლის ძალითაც ხსენებული ვიდეოს გამავრცელებელს აეკრძალა ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრ, ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც Facebook-ზე გაავრცელა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვნის მონაწილეობით.
აშშ-ის საელჩო: ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მოვამზადეთ
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ადვოკატები ჯორჯიის შტატში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებისა და განვითარებისთვის საქართველოსთან მრავალი წელია ვპარტნიორობთ, რადგან ეს სასამართლო სისტემასთან მოქალაქეების ფუნდამენტურ კავშირს აყალიბებს. ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობას მრავალი კომპონენტი უწყობს ხელს, მათ შორის - ადვოკატები. გასულ კვირას ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით მოვამზადეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც მომავალში თავად შეძლებენ კოლეგების გადამზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში. აღნიშნული კურსი ნაწილია აშშ-ის ფართო მხარდაჭერისა, რომელიც მიმართულია საქართველოში კანონის უზენაესობის გამტკიცებაზე,“ წერს ამერიკის საელჩო. აშშ-ის საელჩო: ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს
სასამართლომ მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლაგვაში დანმაშავედ ცნო
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მ. ქ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მ. ქ.-მ სხვადასხვა დროს 60 000 ლარი გაიტანა. ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის“ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 60 000 ლარი, რომელიც მ. ქ.-ს მართლზომიერ განკარგულებაში იმყოფებოდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოყენებულა და ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა. მ. ქ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლომ მ. ქ.-ს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ მ.ქ. არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა. მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში,” - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი "7 ნოემბრის საქმეზე" სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩაერთო. „მივესალმები სრულიად საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს, რადგან ის ეკუთვნის ქართველ ხალხს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატები, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახლახან ჩაერთო.
შსს-ს ყოფილ თანამშრომელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმეზე ბრლადებულ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული, შსს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო ბინაში მყოფ მეორე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მარტის აქციების მონაწიე, ლაზარე გრიგორიადისს, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. გრიგორიადისი დამნაშავედ ცნეს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა. ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო." მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა. როგორც IPN წერს, ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან“, გათიშეს
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან", მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს. მანამდე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარეშე ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული." „ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს,“ - განაცხადა მოსამართლემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ადვოკატების უკმაყოფილება მოჰყვა. „საავადმყოფოდან ერთვება ადამიანი, გეუბნებათ ვასრულებო. სიტყვის უფლებას არ აძლევთ და თიშავთ? თუ უკვე ასრულებდა, რატომ არ დაასრულებინეთ? ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება, პროცესი ვერ გაგრძელდება, მისი მონაწილეობის გარეშე," - განაცხადა ბექა ბასილაიამ, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ ის თანახმა იყო, მის ადვოკატებს გაეგრძელებინათ სხდომა.
მედია: უზბეკეთში პირველად გასამართლდა პირი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
უზბეკეთის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაქირავებულის სახით მონაწილეობისთვის აღძრული საქმის (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფარგლებში პირველი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ 38 წლის უზბეკი ილდარ ხაირულინი დამნაშავედ ცნო და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამომძიებლების თქმით, ხაირულინი 2014-2015 წლებში დონეცკის რეგიონში, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ. გამოძიებამ, დანაშაულის მტკიცებულებად, კერძოდ, მოიყვანა ილდარ ხაირულინის პროფილი უკრაინულ ვებგვერდზე "მშვიდობისმყოფელი", რომელიც შეიცავს ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის რიგებში მებრძოლი დაქირავებულების შესახებ. მსჯავრდებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის უკრაინის ომში არ მონაწილეობდა, იქ არ წასულა და ბრალდების დროს რუსეთში იმყოფებოდა. თუმცა ამავე დროს, მსჯავრდადებულის ნათესავებმა აღიარეს, რომ საიტ „მშვიდობისმყოფელზე“ განთავსებულ ფოტოზე, სამხედრო ფორმაში და იარაღით ხელში, მართლაც ხაირულინია აღბეჭდილი. ილდარის ძმამ, ლენურ დავლეშინმა რადიო "ოზოდლიკს" (რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური) განუცხადა, რომ „მშვიდობისმყოფლის“ ვებგვერდზე განთავსებული ფოტო ხაირაულინმა რუსეთში ყოფნის დროს გადაიღო და ფოტოზე აღბეჭდილი იარაღი არ არის ცეცხლსასროლი. მსჯავრდებულის ძმამ ასევე განაცხადა, რომ ხაირულინი 2023 წლის მაისში, სრულიად განსხვავებული მიზეზით, ქონების გარშემო საკუთარ დედასთან მომხდარი კონფლიქტის გამო დააპატიმრეს დააპატიმრეს
Meduza: რუსეთში სასამართლოს გასვლითი სხდომა სტრიპტიზ-კლუბში გამართეს
სანქტ-პეტერბურგის კუიბიშევსკის რაიონულმა სასამართლომ, უკანონო განაშენიანების საქმეზე, გასვლითი სხდომა სტრიპტიზ-კლუბში გამართა. Meduza-ს ცნობით, ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება. ადგილზე სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მოსამართლე ირინა ვორობიოვამ მიიღო, რომელმაც შენობის უკანონო განახლების თაობაზე მიიღო საჩივარი. „მოსამართლემ გადაწყვიტა „ადგილზე გაერკვია, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე,“ - აღნიშნავენ პრესსამსახურში. საქმე ეხება სარეკონსტრუქციო სამუშაოს, რომელიც სავარაუდოდ, წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარდა.
სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ადვოკატმა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა. საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. პროკურორის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა. ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის. დავით სანაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ამ მომენტისთვის ნასამართლობა არ აქვს, ის გაქარწყლებულია. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა კახა აბუაშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობს, დაზარალებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მისი ადეკვატურობა შესამოწმებელია. სასამართლო პროცესზე კახა აბუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ადვოკატებს აბსოლუტურად ეთანხმებოდა". ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.
ელჩი ფიშერი: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ პრეზიდენტ ულრიხ ჰაგენლოხს შეხვდნენ. გერმანიის საელჩოს ცნობით, სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა დისკუსია საქართველოსა და გერმანიაში სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობის მსგავსებებისა და განსხვავებების, ასევე, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლო მიდგომების შესახებ. „თავის გამოსვლაში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გერმანია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარებას 90-იანი წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისათვის რეფორმების მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს,“ - იტყობინება გერმანიის საელჩო.
საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები წარადგინა
საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა. საიას ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საიამ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა. როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, სარჩელის შეტანის დროისთვის, მოპასუხედ მითითებულ საჯარო დაწესებულებებს საია-სთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მათ განცხადებები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. „საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა. ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებში, სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე მიუთითებენ, საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით. გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. „მინდა, ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა. ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი - ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება
ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება მისცეს. გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა და ტრიბუნალების სასამართლო ხელისუფლებამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება, მოსამართლეს დაეხმაროს მოსაზრებების დაწერაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს გამოყენებული კვლევის ან სამართლებრივი ანალიზისთვის, რადგან ტექნოლოგიას შეუძლია ინფორმაციის გაყალბება და შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდება. „არ არის საჭირო, მოსამართლეებმა ხელოვნური ინტელექტის ფრთხილი გამოყენებას თავი აარიდონ,“ განაცხადა ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოფრი ვოსმა. მისივე განმარტებით, მოსამართლეებმა კონფიდენციალურობის დაცვა უნდა უზრუნველყონ და ყველაფერზე, რასაც შექმნიან, სრული პასუხისმგებლობა აიღონ.“ ცნობისთვის, ხუთი წლის წინ, ევროპის საბჭოს კომისიამ სასამართლო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ეთიკური ქარტია შექმნა.
ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა
ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წლებში გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, ახალი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში ნაკისრი ვალდებულებები შესრულების ძალისხმევაში. ევროპის საბჭოს ცნობით, სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, იმ პრიორიტეტული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვაში დახმარების მიზნით, რომლებით საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დააახლოებს. სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.
რა არგუმენტები წარადგინეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დავით გარეჯის საქმეზე
საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ. პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა. „რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება, გამოიყოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის. ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ. „ლაშა დარსალია შეიძლება, კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა,“ განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ივერი მელაშვილი რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანდა. „დაადასტურა ის, რომ არაერთხელ მისი მონაწილეობით განხილულა და აღნიშნულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს, ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 100 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ვერ დაასახელა ვერცერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი. მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო. ის გარემოებები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, ეს არის ქრონოლოგია და მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, როგორც ჩვენ აღვწერდით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზუსტად ისეა მოცემული,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის მიმართ ცილისწამებისთვის დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
აშშ-ის მსაჯულთა ფედერალურმა ჟიურიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება ზარალის კომპენსაციას მწერალ ე. ჯინ კეროლისთვის, რომელმაც ტრამპი მიუკერძოებელი ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა. მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი. 77 წლის ტრამპი აცხადებს, რომ არასოდეს გაუგონია კეროლის შესახებ და რომ ქალმა ეს ამბავი თავისი მემუარების უკეთ გასასაღებლად მოიგონა. გასულ წელს სასამართლო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა და ექსპრეზიდენტს ოთხი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
არასამთავრობოები ნატა ფერაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს. საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება," - წერია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ:ადამიანის უფლებათა ცენტრიაღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვისდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდემოკრატიის მცველებითბილისი პრაიდიმწვანე ალტერნატივაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისსაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასამოქალაქო საზოგადოების ფონდისაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაქართველოს რეფორმების ასოციაციასაქართველოს სასამართლოს გუშაგიწამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი აქტივისტ ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ფერაძის უფლებებს იცავს.
სააკაშვილი სასამართლოზე: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს - მზად ვარ, არჩევნებში ვიყო ბრძოლის წინა ხაზზე
„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,“ - შესაბამისი განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას, 7 ნოემბრის საქმეზე მისი და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე გააკეთა. ექსპრეზიდენტის თქმით, ის აპირებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „წინა ფრონზე“ იბრძოლოს, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი. „მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო
პროკურატურის განცხადებით, კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააპელაციომ გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც 13 წლის ბავშვს ფოტოების გადაღებას და მისთვის გაგზავნას სთხოვდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კაცს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა. „დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციო სასამართლომაც უვადო პატიმრობაში დატოვა
მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილია. აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბეროზაშვილი დედ-მამის მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაცვის მხარემ გაასაჩივრა. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - საელჩო
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ქართველ მოსამართლეებს საელჩოში უმასპინძლა შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ამასთან, საელჩო აღნიშმავს, რომ „აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“ „იცოდით, რომ საქართველოს მოსამართლეების ნახევარზე მეტი ქალია? მოსამართლე ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დანიგანმა ქალ მოსამართლეებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლა. საქართველოს მოსამართლეები და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იცავენ მოქალაქეთა უფლებებს, უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობას და ქმნიან პირობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - წერს აშშ-ის საელჩო.
15 წლის შემდეგ, სერჟანტ როინ შავაძის მკველობისთვის ორ დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯეს
2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების ცნობით, გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია. პატიმრობა მიუსაჯეს: აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს - ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის; ყოფილ სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს კი, მსჯავრდებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის. მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღქვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
ირანში სასამართლომ ოსკაროსან რეჟისორს, ფარჰადის პლაგიატის ბრალდება მოუხსნა
ირანის სასამართლომ „ოსკარის“ ორგზის მფლობელს, ირანელ კინორეჟისორს, აშღარ ფარჰადის მოუხსნა პლაგიატის ბრალდება მისი ფილმშის, „გმირის,“ გამო რომელსაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ყოფილმა სტუდენტმა, აზადე მასიჰზადემ ფარჰადის ბრალად დასდო, რომ მოიპარა დოკუმენტური ფილმის იდეა, რომელიც მან გადაიღო რეჟისორის მიერ 2024 წელს თეირანში ჩატარებული სემინარის დროს. ფარჰადის კომპანიამ, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მართავს, გაავრცელა ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება თეირანის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების, ასევე ინტელექტუალური და სახელოვნებო საკუთრების სამართლის პედაგოგების და ექსპერტების დასკვნებს.
ლევან მურუსიძე: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები “გაყარონ.“ მისი შეფასებით, ე.წ. ვეთინგი არ ეხება კეთილსინდისიერებას. „წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება, ჩატარდეს „ვეთინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობს, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს,“ - განაცხადა მურუსიძემ. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ე.წ. ვეთინგის განხორციელებას არ უკავშირდება. „მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველომ სწორი გზით უნდა იაროს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან, ალბანეთი, რომელშიც დაინგრა სასამართლო სისტემა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ,“ - განაცხადა მურუსიძემ. 24 მარტს, საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვის გარდა, ასევე უნდა აირჩიონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, ხმის დამთვლელი კომისიის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით
მოსამართლეთა კონფერენციამ ე.წ. ვეთინგი დაგმო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, მდივნის პოზიციაზე კი, ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. მურუსიძის თქმით, ეს პირები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამდენი მოსამართლე არ ყოფილა არცერთ კომფერენციაზე, რომელში მე მიმიღია მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება "ვეტინგის" თემას. მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები,“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვის ინიციატივას. „საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოსამართლეებმა კონფერენციის მონაწილე კოლეგებს სიტყვით მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. „ვეთინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. აღნიშნულ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციას 295 მოსამართლე ესწრებოდა,“ წერია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე მოყვანილია უზენაესი სასამართლოს განცხადებაც. „საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან,” აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით ირაკლი კობახიძე: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი, თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში, სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც ეწინააღმდეგებიან.
ოჯახის განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართავენ
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარეს გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გააჩნია, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კადრებში, რომელიც პოლიციის მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ჩანს ლაზარე გრიგორიადისი. „დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის არსებითი განხილვის დროს არაერთი მტკიცებულება გამოიკვეთა, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასვე მოწმეებმა მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ,” - განაცხადა თამარ იაკობიძემ. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, დაცვის მხარეს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს. როგორც მან ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, დაცვის მხარე მეორე დღესვე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. „დაცვის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აპელირებდა, რომ პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საერთოდ არ აქვს, რომელიც ლაზარე გრიგორიადიდის ბრალეულობას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს. მსჯავრდებულს მერე რჩება უფლება, რომ შეწყალების თხოვნით მეორე დღესვე მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს,” - განაცხადა ადვოკატმა. ოჯახი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც ბრალდებულის დედამ თამთა კალანდაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მისი შვილი მთავრობის ტყვეა. „ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7-9 მარტს აქციებზე, მაგრამ მან, ალბათ, თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგანაც ვიღაც ერთი სჭირდებოდათ, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და უკვე ერთი წელია ლაზარე საპყრობილეშია. ვფიქრობ, ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. კადრებში ლაზარე არის, მაგრამ პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ლაზარე “მოლოტოვის” ისვრის და მანქანას წვავს,” - განაცხადა თამთა კალანდაძემ. ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან." მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს. “სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა. ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან “მოლოტივის კოქტეილს” ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”, - განაცხადა გია კალანდაძემ. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებით ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ აქვს, რის გამოც, შესაძლოა, ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, ონლაინ მოხდეს მისი ჩართვა. „ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება,” - განაცხადა ზვიად შარაძემ. ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად. „ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება. ამიტომ, გადაწყვიტა, და მგონი ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ. მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით ახლა 8 აპრილს. აღნიშნული ემსახურება იმას, რომ ყოველთვის გვაჩვენონ, რომ "ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ და ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება." მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დაველოდოთ 8 აპრილს. თუმცა, თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილ," - განაცხადა ბრალდებულის დედამ. სასამართლო 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.
არასამთავრობოები: მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს
არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით. NGO-ების შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას. „4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება. მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება). კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ, ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება, სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე. მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“
გაეროს სასამართლომ დაიწყო სარჩელის განხილვა, რომლითაც ნიკარაგუა გერმანიას გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უარის თქმა გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას ითვალისწინებს, „გერმანია ხელს უწყობს გენოციდს და არცერთ შემთხვევაში არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუშალოს გენოციდის განხორციელებას.“ 8 აპრილს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუას საჩივრის წინასწარი განხილვა დაიწყო. ქვეყანა ამტკიცებს, რომ გერმანია ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, აგრეთვე ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებით, „ხელს უწყობს გენოციდის ჩადენას.“ ნიკარაგუა სთხოვს სასამართლოს, გამოიყენოს ე.წ. დროებითი ზომები, ვიდრე საქმე სრულად განიხილება. გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს. „გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის პრევენციის კონვენცია და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ამას დეტალურად განვმარტავთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ფიშერმა. ცნობილია, რომ ისრაელი უარყოფს მტკიცებას, რომ მისი არმიის ქმედებები ღაზას სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, გენოციდად ითვლება. ეს არ არის პირველი საჩივარი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში - მანამდე სამხრეთ აფრიკამ შეიტანა საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ და დაადანაშაულა ის პალესტინის მოსახლეობის გენოციდში. საჩივარს შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ირლანდია. იანვარში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ღაზის სექტორში გენოციდის მოქმედებების აღსაკვეთად, მაგრამ სასამართლოს არ უბრძანებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
მოსამართლე ამბობს. რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს „გონივრულ ვადაში“ გამოაცხადებს
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, განაჩენს ის დღეს არ გამოაცხადებს, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს. როგორც მან აღნიშნა, სამოსზე ნავთობპრდიქტების კვალი, ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან წყლის ჭავლი იყო გაშვებული და გარემო დაბინძურებული იყო. მან პოლიციელებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს, პოლიტიზებულები უწოდა. „პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ. ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემს ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ "მოლოტოვის ქოტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია. აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა. ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო. მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში. დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს," - განაცხადა გრიგორიადისმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრება თავად ბრალდებული გრიგორიადისიც. მოსამართლე განმარტავს, რატომ მისცეს ლაზარე გრიგორიადისს დისტანციურად ჩართვის უფლება მაშინ, როცა წინა სხდომაზე ამას მოკლებული იყო. წინა სხდომა გადაიდო გრიგორიადისის გამოუცხადებლობის გამო. ზვიად შარაძის განმარტებით, ამჯერად ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას თან ახლავს არგუმენტი, რომ სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრებისას ლაზარე განიცდის შფოთვას, უჭირს კონცენტრაცია და ემოციების კონტროლი. რადიო თავისუფლების ცნობით, მოსამართლე ზვიად შარაძემ სასამართლო სხდომა გახსნა - ლაზარე გრიგორიადისი პროცესს დისტანციურად ესწრება. სასამართლო სხდომისთვის შერჩეულია მცირე დარბაზი, სადაც 30-მდე ადამიანი ეტევა - ლაზარეს მხარდამჭერების ნაწილი სასამართლო დარბაზის გარეთ დარჩა. სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება. ბრალდებულის დედა თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 10:00 ზე გახდება ცნობილი. „გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 სთ- ზე გამოცხადდება განაჩენი!“,-წერს თამთა კალანდაძე.
ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე, სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო. ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისი. გასულ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.
როდის დატოვებს საპატიმროს ლაზარე გრიგორიადისი
7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს, 12 აპილს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს. როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება ხელთ ჰქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც მისი ინფორმაციით მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ არც თავად ბრალმსჯავრდებულს ჩაბარებია და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიუღია პენიტენციური დაწესებულებისგან ეს დოკუმენტი. „კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ," - ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს კოლეგებთან ერთად იყო მისული საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. სასამართლოში მას განუცხადეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ 14 სამუშაო დღის ვადა აიღო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს. ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას კანონი აძლევს, რომლითად სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია - ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14 დღიანი ვადის გამოყენების შესაძელბლობას. პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია, განაჩენის მიღების შემდეგ.
საია: იუსტიციის საბჭომ უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე - უცნობია, ჩატარდა თუ არა გასაუბრებები
„რატომ არ იცავს გამჭვირვალობის პრინციპს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? - იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა,“ - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საიას განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სხდომის დღის წესრიგი სულ ოთხ საკითხს ითვალისწინებდა. სხდომის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი კანონის დარღვევით და უკვე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად წინა დღეს გამოქვეყნდა ვებგვერდზე. სხდომა 17 საათზე იყო დანიშნული და 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი. პირველი საკითხის ფარგლებში „ზოგიერთი მოსამართლის მივლინების შესახებ“, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან თხელიძე ორი კვირით, როგორც მდივანმა სხდომაზე განაცხადა მისივე თანხმობით, მიავლინეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში. აქამდეც, აღნიშნული მოსამართლე არაერთხელ მიუვლენია საბჭოს, ვინაიდან კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლე დანიშნული არ არის. მე-2 და მე-3 საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან. მე-4 საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ბუნდოვანი იყო, როგორც მდივანმა სხდომაზე განმარტა მოიცავდა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილე კანდიდატების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის პროცედურას და ასევე, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას. უზენაესი სასამართლოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის კონკურსში უმაღლესი ქულები დააგროვა - ბადრი შონიამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და გიზო უბილავამ. შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გადავიდა სწორედ ეს სამი კანდიდატი. ამ პროცესში მონაწილე კანდიდატებს უფლება აქვთ ეს განკარგულება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს ღია სხდომაზე, სათითაოდ ეყრება კენჭი და პარლამენტს წარედგინება ის სამი კანდიდატი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა,” - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა
უნგრეთმა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების საზღვარზე მოპყრობის პოლიტიკაში ცვლილებების შეუსრულებლობის გამო, 200 მილიონი ევროს (216 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ 13 ივნისს განაცხადა. „გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ბუდაპეშტის მთავრობას, რომელმაც მანამდე უარი განაცხადა სასამართლოს მიერ 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, ასევე მოეთხოვება დღიური ჯარიმის გადახდა ერთი მილიონი ევროს ოდენობით (1.08 მილიონი აშშ დოლარი), ვიდრე ის სრულად არ შეასრულებს მოთხოვნილ ზომებს. ორბანის მთავრობა ამტკიცებს, რომ 2020 წლის გადაწყვეტილება საეჭვო იყო, რადგან მან უკვე დახურა ეგრეთ წოდებული „ტრანზიტული ზონები“, ხოლო ასევე გაამკაცრა წესები თავშესაფრის მომავალი განმცხადებლების აკრძალვის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის საელჩოებში მეზობელ სერბეთში ან უკრაინაში. ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, რეგულარულად უკან აბრუნებენ. ორბანმა, რომელიც ხშირად ეჯახებოდა ევროკავშირის აღმასრულებელ კომისიას უნგრეთის სასამართლოს დამოუკიდებლობისგან უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხებზე, 2021 წელს პირობა დადო, რომ „შეინარჩუნებს არსებულ რეჟიმს (თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებით), მაშინაც კი, თუ ევროპულმა სასამართლომ მისი შეცვლა დაავალა. ევროკომისიამ სასამართლოში მეორე განცხადება 2022 წლის დასაწყისში შეიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთს არ მიუღია ყველა საჭირო ზომა კოლეგიის 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად. „ეს წარუმატებლობა, რომელიც გულისხმობს მთლიანად ევროკავშირის საერთო პოლიტიკის გამოყენების განზრახ აცილებას, წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას,“- ნათქვამია ხუთშაბათის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილება განმარტა. „სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან,“ - განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ. დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მისი გათავისუფლების შიში გაუჩნდა. ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დასაბუთება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. "რით დასაბუთდება, რომ სააკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს? იცით, ხომ რომ "ვივამედშია" მოთავსებული. აივნიდან გადასძახებს, თუ ადვოკატებს დაგვავალებს? თუ მედპერსონალი, ბადრაგის თანამშრომელი ჩაიდენს ამას? პალატაში მიიმალება? თქვენ დასაბუთებად თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ არ მიიმალოს, საფრთხეები ჩამოთვალეთ. „ვივამედში“ მოთავსებული, ბადრაგირების ქვეშ მყოფი პირი როგორ უნდა მიიმალოს? საღი აზრის დონეზე, როგორ უნდა ვთქვათ, ადამიანს კიდევ სამი წელი რომ აქვს მოსახდელი - „ვივამედიდან“ , მაგალითად, თოკებს ჩამოჰფენს, თუ ბადრაგები განახორციელებენ მის გათავისუფლებას?"- განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არცერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია. ის ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.
სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის $282 მილიონით ნაკლების გადახდა მოუწევს. სინგაპურის სასამართლომ შეამცირა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ანაზღაურების სახით უნდა მიიღოს. შვეიცარიულმა UBS ჯგუფმა მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, $282 მილიონით ნაკლები უნდა გადაუხადოს იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დააკისრა სინგაპურის სასამართლომ. ამის შესახებ ცნობილი ხდება UBS ჯგუფის განცხადებიდან, რომელიც თან ახლდა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგებს. სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შვეიცარიული ბანკისგან $743 მილიონი უნდა მიეღო. ახლა ეს თანხა $461 მილიონამდე შემცირდა. ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 21 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა ორივე მხარის ექსპერტების ჩართულობით უნდა დაზუსტებულიყო, რაც ორი საათის საქმე იყო, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.
ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს
თბილისში, პარლამენტთთან, სამი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დემონსტრანტებმა სადგურის მოედნიდან რუსაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მონაწილეებისადმი მიმართვისას ცნობილი გახდა, რომ ორშაბათობით მასშტაბური აქციები გაიმართება, ყოველდღიური აქცია კი, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. პირველი ასეთი შეკრება ხვალ, სპორტის სასახლესთან 14:00 საათზე დაიგეგმა. დღევანდელი აქციის ბოლოს, ლიდერებმა პროტესტის მონაწილეებს ბარათაშვილის ხიდის პიკეტირებისკენ მოუწოდეს და ახლა პროტესტი სწორედ იქ ინაცვლებს. მანამდე კი, აქციაზე შეკრებილებს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო გეგმა. „ჯერ კიდევ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ფიქრობს ჯერ კიდევ რომ სადმე სამართლიანად გაიმარჯვა „ოცნებამ“, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის მანიპულაცია, გაყალბება, მაქინაცია, ის რუსული ომის გეგმა, რომელიც შეარულა ამ მთავრობამ. ეს არის ერთი მიმართულება. 2. მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. 3. მესამე არის ყველაზე მთავარი: მესამე ჩვენი ხმების, ჩვენი გზის მთავარი ღერძია - ეს არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიებში, ეს არის ბრძოლა ხელოვნებით, ეს არის ბრძოლა ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ: პარკებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, წინააღმდეგობა. სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ღერძი ამ ბრძოლის. თუ ჩვენ ვიქნებით ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით ასი ათასი, მეტი და მეტი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, მეგობრებო. მე მინდა, შეგპირდეთ ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამებრძოლების სახელით, ჩვენ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე,“ განაცხადა ცუცქირიძემ. თავის მხრივ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ „დიწყებენ წინააღმდეგობის მოძრაობას და გაშლიან წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში.“ ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ გაავრცელა ბარკოდი, რომლითაც მოქალაქეები ტელეგრამ-არხზე შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. „1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი. 6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. და ბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. „ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული. ჩვენი მთავარი სლოგანია, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. რაც მთავარია, ვითხოვთ, „ქართული ოცნების“ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება ხვალინდელ შეკრებას, ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე: ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის განცხადებით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. „სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად,“ აცხადებს საია. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტინით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე," - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, მისი თქმით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე. „სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე, არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი,“ აღნიშნა მოსამართლემ. მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მისი თქმით, მხარემ - სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც არ ესწრება დღევანდელ სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოადგენაზე. ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. მოსამართლის შეფასებით, ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. „დღევანდელ სხდომას არ ესწრება არცერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებიდან და როგორც მხარემ აღნიშნა, „უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი,“ რაც სასამართლოსათვის ყოვლად მიუღებელია. ასევე, მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა, ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ, გამორიცხული,“ აღნიშნა მოსამართლემ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლომ გამოითხოვა და რაიმე შუამდგომლობა და პოზიცია მხარეებს არ წარმოუდგენიათ. ვლადიმერ ხუჭუას თქმით, გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად კანონმდელობაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რაც მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას. „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით შეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს - ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ანონიმურობის გამორიცხვის შესაძლებლობას, და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს გარანტიას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული და მისი არჩევნების ნების გამოხატვის ფარულობა იქნება გარანტირებული. არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება, არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით,” - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ