თეგი: სასაფლაო
ვილნიუსის ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკებების დემონტაჟი დასრულდა
ვილნიუსში, ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახულებით, ნაცრისფერი გრანიტის ექვსი ფიგურული სტელას დემონტაჟი დასრულდა. ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო ამის შესახებ ვილნიუსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაბრიელიუს გრუბინსკასმა განაცხადა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უარის მიუხედავად, ქანდაკებების დემონტაჟი 6 დეკემბერს დაიწყო. ვილნიუსის მერმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, რომ გაეროს კომიტეტმა სთხოვა არ გაენადგურებინათ საფლავები, არ დაეშალათ საფლავის ქვები და არ გაენადგურებინათ მემკვიდრეობა. მისი თქმით, ეს არ ხდება და ქანდაკებების დემონტაჟი კანონის ფარგლებში განხორციელდა. ვილნიუსის ხელისუფლებამ თითქმის 60 000 ევრო დახარჯა სკულპტურების გადასატანად - აღნიშნავს BNS. საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური ანსამბლი, ანტაკალნისკის სასაფლაოზე 1951 წელს შეიქმნა. აქ სამი ათასი საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული. 1984 წელს მემორიალური ანსამბლის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახული ექვსი სტელი გამოჩნდა. ეს საბჭოთა ჯარისკაცების ყველაზე დიდი მემორიალია ლიეტუვაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო. აგვისტოში რიგაში, დაანგრიეს ჯარისკაც-განმათავისუფლებელთა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც მრავალი წელი განიხილებოდა.