თეგი: სასიკვდილო განაჩენი
ირანში, ორ ქალს LGBT თემის მხარდაჭერის გამო სიკვდილი მიუსაჯეს
ორ ირანელ ქალს, ზაჰრა ჰამადანის და ელჰამ ჩუბდარის სიკვდილი მიესაჯა ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქტივიზმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ქალებს ადანაშაულებს "ჰომოსექსუალობის, აზარტული თამაშებისა და უკანონო სექსუალური კავშირების ხელშეწყობაში, შემდეგ კი ამ ყველაფრის ინტერნეტში გამოქვეყნებაში". "ორი განსასჯელი დამნაშავეა "დედამიწაზე გახრწნილობის", "ქრისტიანობის ხელშეწყობის" და "მედიასთან ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ ურთიერთობის" დანაშაულებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, სიკვდილით, მეორე ადამიანი დასაჯეს
ირანში, მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობითვის, სიკვდილით მეორე ადამიანი დასაჯეს. მეჯი რიზა რაჰნავარდს, მაშჰადის რევოლუციურმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა „უშიშროების ძალების პირების მიმართ იარაღით მუქარისთვის“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Mizan, რომელიც ირანის სასამართლოს ეკუთვნის. განაჩენი ბრალის წარდგენიდან ხუთი დღის შემდეგ აღასრულეს. რაჰნავარდს ადვოკატთან შეხვედრისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს. მეჯი რიზა რაჰნავარდი გახდა მეორე მოქალაქე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობითვის, რომლებიც თეირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. პირველი მოქალაქე იყო მუჰსინ შიკარი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს. მაჰსა ამინი, რომელიც 13 სექტემბერს ირანის ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ფაქტის საპასუხოდ, ირანის მოსახლეობა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა.