თეგი: სასურსათო დეფიციტი
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება
ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არის. მოვუწოდო მათ, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. ამით ისინი აძვირებენ პროდუქციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ხანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება. „მესმის, რომ გარკვეულწილად მათ მოლოდინები აქვთ, მაგრამ პროდუქციის დეფიციტზე ნამდვილად არ არის საუბარი. სასაწყობო მეურნეობები, ტვირთი გზაში, დადებული ხელშეკრულებები – ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ცალსახა და წარმატებულ მომარაგებას. ის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც შეიქმნა გუშინ დიდი პანიკის გამო, დღეს აღმოფხვრილია. დღევანდელი ემოციური ფონი შენარჩუნებულია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით სანახევროდაც არა. ვფიქრობ, ეს ხვალ და ზეგ საერთოდ გადაივლის და მიხვდებიან ადამიანები, რომ იყიდეს ტომრებით ფქვილი, მაგრამ რად უნდათ არ იციან, ტომრებით შაქარი, რად უნდათ არ იციან", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს