თეგი: სატელეფონო საუბარი
ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
მთავრობოს ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები. „საქართველოსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება. ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
BBC: ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ორი განსხვავებული ვერსია გავრცელდა
თურქეთმა და რუსეთმა ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სხვადასხვა ვერსიები გაავრცელეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს. რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა BBC-ის ცნობით, ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ანკარის ვერსიაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმებზე, რასაც თურქეთი ეწინააღმდეგება, ხოლო კრემლის ვერსიაში ეს არ იყო ნახსენები. იქ ნათქვამია, რომ პუტინის თქმით, „რეფერენდუმი“ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩატარდა. ამასთან, თურქული მხარის მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, „ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის სამხრეთ პორტების გავლით მარცვლეულით ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააგრძელოს, რომელიც თურქეთის შუამავლობით დაიდო და ნოემბერში იწურება“, - წერს მედია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა, ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია
საჰაერო თავდაცვა ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს რუსული ჯარების მიერ დილის დაბომბვის შემდეგ ესაუბრა. მან საუბარს „პროდუქტიული“ უწოდა. „საჰაერო თავდაცვა ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია უკრაინასა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებში. ჩვენ ასევე გვჭირდება აშშ-ს მხარდაჭერა, რომ G7-ის შეკრებაზე მკაცრი პოზიცია დაფიქსირდეს. ასევე გვჭირდება აშშ-ის მხრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა", - თქვა ზელენსკიმ. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 97. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კრემლი: პუტინი ირანის პრეზიდენტს, ურთიერთობების გაღრმავებაზე ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ზელენსკი ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა „მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი აქტუალური საკითხები განიხილეს, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში, მათ შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.