თეგი: სატესტო ღობე

მედია: ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს

ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ, ტელე-რადიოკომპანია Yle იუწყება. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს მთავრობაში უკვე არის კონსენსუსი ღობის საცდელი ნაწილის საჭიროებაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  ფინური მედიის ცნობით, საპილოტე პროექტი სამი კილომეტრზე განხორციელდება. ბიუჯეტში პროექტისთვის დაახლოებით ექვსი მილიონი ევროა დარეზერვებული.  თანხები ასევე მოხმარდება ტექნიკურ კონტროლსა და ინფრასტრუქტურას. შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტა მიკონენის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვრის ღობის აშენების განხილვა. სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ პასი კოსტამოვაარასაც მიაჩნია, რომ ღობე აუცილებელია. როგორც ცნობილია, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობისგან, რუსეთთან საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ღობის ასაშენებლად 139 მილიონი ევროს გამოყოფას ითხოვს.