თეგი: სატრანსპორტო ქსელი
ევროკომისია ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის
ევროკომისია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) წესების გადახედვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს წინადადებები ტრანსევროპული სატრანსპორტო რუკიდან რუსეთს და ბელორუსს გამორიცხავს ევროკომისია ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის, მათ შორის, მარიუპოლისა და ოდესის პორტების ჩათვლით. შესაბამისი განცხადებით, ევროკომისიის წარმომადგენელი ადალბერტ იანცი ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამოვიდა. სავარაუდოდ, ეს დერეფნები უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით, მთავარი პრიორიტეტები იქნება. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკომისია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) წესების გადახედვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს, რათა შესაბამისად ასახოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია. „დღევანდელ კონტექსტში რუსეთთან და ბელორუსთან თანამშრომლობა არამხოლოდ შეუსაბამოა, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც არ შედის“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. TEN-T „ძირითად“ და „ყოვლისმომცველ“ ქსელებად იყოფა. ყოვლისმომცველ ქსელი - მთლიანად ევროპის რეგიონს ფარავს და ყველა ტიპის სატრანსპორტო კავშირებს მოიცავს. ძირითადი ქსელი - მოიცავს ყოვლისმომცველი ქსელის იმ ნაწილებს, რომლებიც აკავშირებს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებს და ყველაზე მეტად პრიორიტეტულია. ევროკავშირი ცენტრალური ქსელის შექმნის დასრულებას 2030 წლისათვის ისახავს მიზნად, კომპლექსური ქსელის - 2050 წლისთვის. 2018 წლის 18 ივლისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა TEN-T-ის საქართველოზე გავრცელების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს. TEN-T-ის გაფართოვება აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე ფორმალურად ძალაში 2019 წლის 9 იანვარს შევიდა. უფრო მეტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შესახებ 2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოვება, „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება. „საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული რესურსი როგორც ევროკავშირის ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და თვითონ პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტებიდან გამოიყოფა“. საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებული პროექტების იდენტიფიცირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მონაწილეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელდა. საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 2019 წლის ინვრით თარიღდება, ასევე ვკითხულობთ, რომ ხსენებული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ევროკომისია TEN-T-ს შესახებ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პოლიტიკა ევროპის მასშტაბით სარკინიგზო ხაზების, გზების, შიდა წყლის გზების, საზღვაო გადაზიდვის მარშრუტების, პორტების, აეროპორტების და სარკინიგზო ტერმინალების ქსელის განხორციელებასა და განვითარებაზე ვრცელდება. საბოლოო მიზანი კი, ხარვეზების აღმოფხვრა, ბარიერებისა და ტექნიკური ბარიერების მოხსნა, ასევე ევროკავშირში სოციალური, ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობის გაძლიერებაა.