თეგი: საფეხბურთო მატჩი

ინდონეზიაში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარ არეულობას სულ მცირე 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ინდონეზიის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ, გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია.