თეგი: საფრანგეთის საელჩო

საელჩოს განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

საფრანგეთი მტკიცედ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამ განცხადებით საქართველოში საფრანგეთის საელჩო ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი აგრესიის კონტექსტში, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საფრანგეთი მტკიცედ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საფრანგეთის მიერ მიჩნეული იქნება უკანონოდ და ბათილად. საფრანგეთი არის საქართველოს გვერდით, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი: NATO ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს