თეგი: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის, ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა F ჯგუფის გასნით მატჩში კაბო ვერდეს ნაკრები ანგარიშით - 60:85  დაამარცხა. (სტატისტიკა). ნაკრებში 16 ქულით თორნიკე შენგელია ლიდერობდა. 15 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, რომელმაც აქტივში 10 მოხსნაც მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი შეასრულა. 12 ქულა მოუტანა ნაკრებს დუდა სანაძემ. ჯგუფში მეორე მატჩი დღეს გაიმართება: სლოვენია ვენესუელას შეხვდება. შემდეგი ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. წელს მსოფლიო ჩემპიონატს აზიის სამი ქვეყანა - იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია მასპინძლობენ. მე-19 მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ისტორიაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებიც მონაწილეობს.