თეგი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელად დარჩნენ – ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სფფ-ში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების შესახებ იმსჯელეს და ისინი ძველი შემადგენლობით უცვლელად დაამტკიცეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ კახა ჭუმბურიძე იქნება, სანაკრებო საკითხების მიმართულებით ალექსანდრე იაშვილი იმუშავებს. ასევე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა. შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს გამართული ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა