თეგი: საქართველოში შვედეთის საელჩო

საქართველოში შვედეთის საელჩო: გუდაურში ვერტმფრენის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო, ღრმად ვართ დამწუხრებული

საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმადაა დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს „საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმად არის დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო და სურს სამძიმარი გამოუცხადოს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სამსახურების პერსონალის, მაშველების და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  ასევე წაიკითხეთ: გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა