თეგი: სახაროვის პრემია
ვოლოდიმირ ზელენსკი სახაროვის პრემიაზეა წარდგენილი
ევროპის „სახალხო პარტიამ“ [ევროპარლამენტის უდიდესმა პარტიამ] უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინა. სახაროვის პრემია ევროკავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, მთავარი ჯილდოა. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინის მამაცი ხალხი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, აზრის თავისუფლებისთვის იმსახურებს სახაროვის პრემიის მიღებას. ისინი ყოველდღიურად იცავენ ევროპის ღირებულებებს ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსდა. ჯილდო გადაეცემა იმ პირებს, რომლებმაც „განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზროვნების თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მთელს მსოფლიოში“. გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა.
ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა
ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა. „დღეს ჩვენ უკრაინის მამაც ხალხს გადავცემთ ევროპარლამენტის ყველაზე პრესტიჟულ პრიზს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის. უკრაინელი ხალხი არამხოლოდ დამოუკიდებლობისთვის, არამედ ღირებულებებისთვის ომშა“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია გადასცა გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა. პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.