თეგი: სახელმწიფო
IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს. კომპანია ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შეთანხმების შედეგად: • მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია. • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება. • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება. „IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი. პრემიერი: მოლაპარაკება დასრულდა, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე
ზელენსკი მსოფლიოს: რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელენოვკაში, უკრაინელი ტყვეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს. აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად „არაა საკმარისი განხილვა, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე. ეს მასობრივი მკვლელობაა. ამის შემდეგ რა ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი ტერორისტებთან? ამ რა ბიზნესურთიერთობებია შესაძლებელი ამ ქვეყანასთან? საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობა ფორმალურად და იურიდიულად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ, ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოს დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს არსებობას ართულებს და ავტომატურად ხდება სხვადასხვა ბიზნეს-ურთიერთობების გაწყვეტა. ეს 100% მოხდება. ეს უნდა გაკეთდეს. აქ მხოლოდ დროის ფაქტორი მოქმედებს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რაც უფრო სწრაფად მიიღებს მსოფლიო ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო ცოტა ბოროტების ჩადენას მოასწრებს რუსეთი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა რუსი დიპლომატების გაძევება მოითხოვა მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ. „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს. უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.
საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი მთავრობას გადაეცა
Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ კომპანიის 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდიდან“ საქართველოს მთავრობას გადაეცა. მანამდე, შესაბამისი განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟამ ინვესტორებს გაუგზავნა, რომლის თანახმადაც ტრანზაქცია 2022 წლის დეკემბერში დასრულდა და „საქართველოს რკინიგზის“ მფლობელი უშუალოდ მთავრობა გახდა. ამ დროისთვის „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს მსხვილ აქტივს „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციაში რეფორმა 2022 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.