თეგი: საჰაერო თავდაცვა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას საჰაერო თავდაცვის მხოლოდ 10% აქვს
„ჩვენ ვებრძვით დიდ სახელმწიფოს, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და რაკეტები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინითვის აღჭურვილობის მიწოდებისთვის და დაამატა, რომ საფრანგეთისა და იტალიისგან მტკიცე ვალდებულებას ელოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის რადარებსა და რაკეტებს, უახლოეს კვირებში მიაწვდის. განცხადება დასავლელი პარტნიორების მრავალ სხვა დაპირებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა
ესპანეთმა უკრაინას, ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა Hawk-ი გაუგზავნა, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს „მადლობა ჩემს ესპანელ კოლეგას მარგარიტა რობლესს, უკრაინაში, ოთხი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Hawk-ის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისთვის. დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. Hawk-ი ამერიკული საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა Hawk-ი უფრო თანამედროვე Stingers-ით შეცვალა, მაგრამ კომპლექსებს კვლავ ბევრი ქვეყანა იყენებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 40 ათასი საჰაერო თავდაცვის სისტემა ლიცენზიით დამზადდა, მათ შორის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
მასკის თქმით, ირანში ინტერნეტს Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს
SpaceX-ისა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის მიწოდებას Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს. მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის თანამგზავრებს განათავსებს, რათა ირანში დემონსტრანტებს კომუნიკაცია შეეძლოთ იმ პროტესტის ფონზე, რომელმაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ იფეთქა. ილონ მასკი, ირანში, აქციების ფონზე, Starlink-ის გააქტიურებას გეგმავს უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
თურქეთი საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემას ქმნის
თურქეთი აპირებს, თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო და იარაღის სისტემა Nokta შექმნას. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემას თურქული თავდაცვის კორპორაცია ASELSAN-ი ავითარებს. ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დამონტაჟებულია (8x8 Anadolu Isuzu Seyit) სატვირთო მანქანის ბორბლებზე, მას 35 მმ-იანი ქვემეხი აქვს, რომელსაც შეუძლია, საზენიტო რაკეტების გასაშვებად, პროგრამირებადი ასაფეთქებელი ჭურვები და კასტერები (Bozdogan ან Gokdogan) გამოიყენოს. მანქანა ხანძარსაწინააღმდეგო სარადარო სადგურით არის აღჭურვილი. ამასთან, თურქეთს ხუთი-ექვსი წელი დასჭირდება, რათა განვითარებული შიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა Siper სისტემა Patriot-ის ან S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების დონეზე მიიყვანოს. ამის შესახებ სამშაბათს თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა. „ჩვენ უკვე ზოგადად კონკურენციას ვუწევთ SAMP-T სისტემებს. ისინი გარკვეულწილად უკეთესია, მაგრამ ჩვენი Siper სისტემა ახლოს არის ამ დონესთან. ვუახლოვდებით პატრიოტს. რაც შეეხება პატრიოტს ან S-400-ს, მოგვეცით კიდევ ხუთი-ექვსი წელი და გვექნება მსგავსი სისტემები“, - განაცხადა დემირმა.
ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ, „მისტრალის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის განზრახვას ხელი მოაწერა - Reuters
საფრანგეთმა, ბელგიამ, კვიპროსმა, ესტონეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს გეგმას, რომელიც ფრანგული „მისტრალის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივად შესყიდვას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების თქმით, შესაბამის წერრილს ხელი მოეწერა პარიზში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებისას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კონტინეტზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშესაწყობად, ევროპის ძალისხმევის კოორდინაციას ისახავს მიზნად. Reuters-ის თანახმად, გერმანიამ გასული წლის ოქტომბერში გაანაწყენა საფრანგეთი, როდესაც გამოაცხადა გეგმის შესახებ NATO-ს 14 მოკავშირესთან ერთად შეესყიდა სისტემები, რათა დაეცვა მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიები სარაკეტო თავდასხმებისგან. მას შემდეგ 17-მა ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე, ბრიტანეთმა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, რომლებიც ტრადიციულად მიმართავენ შეერთებულ შტატებს სამხედრო აღჭურვილობის მისაღებად, შეთანხმება გააფორმეს.
უკრაინამ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიმუშავა
უკრაინამ საკუთარი საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიმუშავა და ახლა მისი გამოცდის ეტაპზეა. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ უმაღლესი რადას წევრმა იეჰორ ჩერნიევმა განაცხადა. მისივე თქმით, საზენიტო სისტემების ტესტირება ახლა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩერნიევი არის უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარე. ჩერნიევმა უარი თქვა უკრაინული იარაღის სახელის დაკონკრეტებაზე იმ მოტივით, რომ ტესტირება მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნა რომ რაკეტები „მზადაა." ცნობისთვის, უკრაინამ ამერიკული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები 2023 წლის აპრილში მიიღო. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. 17 ივლისის შემდეგ, საპორტო ქალაქებზე შეტევები გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.
მოლდოვამ თავისი ცის დასაცავად, პირველი ახალი თაობის რადარი მიიღო
მოლდოვას გადასცეს თანამედროვე საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელიც ქვეყანამ ფრანგული კომპანია THALES-ისგან შეისყიდა. ამის შესახებ მოლდოვის გამოცემა Newsmaker იტყობინება. თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატიის თქმით, ეს რადარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლდოვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. სისტემა მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის მთელ საჰაერო სივრცეს და შეავსებს ეროვნული არმიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვის ღონისძიებებს. „ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ბოლო ინციდენტებმა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევით, ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე,” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მოლდოვამ რადარი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის თანხებით იყიდა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ საინფორმაციო და ლოგისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, რაკეტის ფრაგმენტები არაერთხელ დაეცა მოლდოვის ტერიტორიაზე. იანვარში მოლდოვამ თავის მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, რათა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გაეძლიერებინა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 2023 წელს მოლდოვის თავდაცვის ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზარდა.
Rheinmetall-მა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის რუმინეთისგან მსხვილი შეკვეთა მიიღო
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის მწარმოებელ Rheinmetall-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც Oerlikon GDF 103-ის საზენიტო საარტილერიო სისტემების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. Rheinmetall-ისთვის ეს არის პირველი დიდი შეკვეთა რუმინეთიდან, NATO-დან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. დაახლოებით 328 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი მოიცავს ოთხი სისტემის მიწოდებას, ასევე ტრენინგს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა მომსახურებას. ორი სისტემის მიწოდება იგეგმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და კიდევ ორის - სამი წლის განმავლობაში. რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში, უკრაინისა და უნგრეთის საზღვრებთან ახლოს, რამდენიმე თვეა, Rheinmetall-ის სერვის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამხედრო ტექნიკის მოვლა-შეკეთება მიმდინარეობს.
გერმანია Gepard-ის ტიპის ტანკების ჩანაცვლებისთვის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიმუშავებს
გერმანია Gepard-ის ტიპის ტანკების ჩანაცვლებისთვის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიმუშავებს, რისთვისაც 1,4 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს. Reuters-ის ცნობით, მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები განკუთვნილია ჯარების დასაცავად ტაქტიკურ დონეზე, მაგალითად, განლაგების ოპერაციების დროს ან რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისას, ასევე, დაბალ დონეზე მფრინავი თვითმფრინავებისგან დასაცავად. გერმანული კომპანიების მთავარი ამოცანა იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემის შემუშავება მოკლე დისტანციებზე, დაწყებული სამი კილომეტრიდან და ძალიან მოკლე მანძილიდან ქვემოთ, სადაც საფრთხე ძირითადად მცირე ზომის დრონებიდან მოდის. მანამდე გერმანია ძირითადად Gepard-ის საზენიტო სატანკო სისტემას ეყრდნობოდა. ეს იარაღი უკრაინას აქტიურად მიეწოდება, თუმცა მისი ჩანაცვლება ბერლინმა მანამდე გადაწყვიტა.