თეგი: საჰაერო სისტემა
კულება უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს
უკრაინას სჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან „რუსეთი აგრძელებს სარაკეტო ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 12 დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე ღამით, სულ მცირე 12 დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მიწოდება“, - წერს კულება Twitter-ზე. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.