თეგი: საჰაერო ძალები

საჰაერო ძალები: უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 25 ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 14 იანვარს რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 25 ჩამოაგდო. კერძოდ, უკრაინამ ჩამოაგდო 18 ფრთოსანი რაკეტა, მათ შორის Kh-101/Kh-555 და Kalibr ტიპის რაკეტები, რომლებიც გაშვებული იყო ჰაერიდან და ზღვიდან. ასევე ჩამოაგდეს შვიდი მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59, განაცხადეს საჰაერო ძალებმა. უკრაინა: საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშენკოს განცხადებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ექვს ოლქში, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა უკრაინის უმეტეს რეგიონებში. აფეთქებები დაფიქსირდა უკრაინის სულ მცირე 10 რეგიონში, როგორიცაა კიევი, ხარკოვი, ხმელნიცკი, ტერნოპილი, დნიპროპეტროვსკი, ივანო-ფრანკოვსკი, ლვოვი, ვინიცა, მიკოლაევი და ოდესის ოლქები.   

ავსტრალია აშშ-სგან C-130J Hercules-ის ტიპის 20 თვითმფრინავს შეიძენს

ავსტრალია სამეფო საჰაერო ძალების ფლოტის გაძლიერებაზე თითქმის 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მთავრობა 20 ახალ C-130J Hercules-ის ტიპის თვითმფრინავს აშშ-დან 9,8 მილიარდ დოლარად შეიძენს. აღნიშნული თვითმფრინავი გამოიყენება თავდაცვის პერსონალის, აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული მარაგისთვის. ის რეგულარულად გამოიყენება სამძებრო-სამაშველო მისიებში, კატასტროფის შემთხვევის დროს და სამედიცინო ევაკუაციისას. C-130J მონაწილეობდა თითქმის ყველა ძირითად თავდაცვით ოპერაციაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. „C-130J Hercules არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ავსტრალიისთვის, როგორც ერისთვის. ქვეყანაში ხანძრისა და წყალდიდობის შემთხვევების, რეგიონისთვის გადამწყვეტი მარაგების მიწოდების, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს იყო და იქნება გადამწყვეტი აქტივი,“ - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა.