თეგი: სერგეი სუროვიკინი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: დიდი ალბათობით, დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა

დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. „დიდი ალბათობით, ჯარების სამხრეთის ჯგუფის მეთაურად გენერალ პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა, ვინაიდან ეს დაჯგუფება აგრძელებს დონბასზე რუსეთის შეტევაში მთავარი როლის შესრულებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში სუროვიკინის კარიერას თან სდევს ბრალდებები კორუფციასა და სისასტიკეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინელი დეპუტატი: დონბასში ცხოვრება ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა  

რუსი მეთაური აღიარებს, რომ სამხრეთ უკრაინაში სიტუაცია „ძალიან რთულია“

უკრაინაში რუსული ჯარების ახალი მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი აღიარებს რუსეთის არმიის სირთულეებს ბრძოლის ველზე. ამის შესახებ სუროვიკინმა რუსული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ვითარება შეიძლება, დავახასიათოთ, როგორც დაძაბული. მტერი მუდმივად ცდილობს შეტევას რუსული ჯარების პოზიციებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება კუპიანსკის, ლიმანის, მიკოლაივის - კრივი-რიჰის რაიონებს“, - განაცხადა სუროვიკინმა. უკრაინული მედიის ცნობით, სუროვიკინმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მზადებაზე. მისი თქმით, „რუსული არმია ხერსონიდან მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის გარანტიას იძლევა“. ამავდროულად, სუროვიკინმა შეაფასა სიტუაცია, როგორც „ძალიან რთული". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ISW განმარტავს, რაზე მიუთითებს სუროვიკინის „დაკავება“

რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის „დაკავება“, შესაძლოა, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს განზრახული აქვს, თავდაცვის სამინისტრო გაწმინდოს არალოიალური ფიგურებისაგან, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 29 ივნისს. ISW-ის თანახმად, თუ რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა სუროვიკინი, მაშინ კრემლი, სავარაუდოდ, გამოიყენებს სუროვიკინს, როგორც განტევების ვაცს, რათა საჯაროდ ახსნას, თუ რატომ იყო რუსეთის სამხედრო და რუსეთის შიდა უსაფრთხოების აპარატების პასუხი ასეთი სუსტი აჯანყებაზე. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, დაასუსტოს ისინი, ვინც შესაძლოა, თანაუგრძნობდა აჯანყებას. 28 ივნისს, ღამით, გამოცემა The Moscow Times-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებულია პრიგოჟინის მხარდაჭერის გამო. შეკითხვას, სად იმყოფება გენერალი, ერთ-ერთმა წყარომ უპასუხა, რომ „ამ ინფორმაციაზე კომენტარი შიდა არხებითაც კი არ კეთდება". ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი, „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული, ალექსეი ვენედიქტოვი ამბობს, რომ გენერალ სუროვიკინს სამი დღეა, ოჯახთან კავშირი არ ჰქონია და კონტაქტზე არც მისი დაცვის თანამშრომლები არიან.  

CNN-ის ინფორმაციით, რუსი გენერალი სუროვიკინი, რომლის დაკავების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, „ვაგნერის” საპატიო წევრი იყო

CNN-ი რუსულ საგამოძიებო ჯგუფზე “ცენტრ დოსიეზე” დაყრდნობით წერს, რომ რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი 2017 წლიდან “ვაგნერის” საპატიო წევრი იყო.  კერძოდ, CNN-თან გაზიარებული დოკუმენტების საფუძველზე, გენერალი სუროვიკინი, ისევე როგორც 30-ზე მეტი რუსი გენერალი და მაღალჩინოსანი “ვარგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის საპატიო წევრები იყვნენ. დანარჩენთა ვინაობები ჯერ არ საჯაროვდება. აღინიშნა, რომ 2018 წელს სუროვიკინს „ვაგნერისგან” პირადი სარეგისტრაციო ნომერიც გადაეცა - M-3744. გამოცემა წერს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, იღებდა თუ არა სუროვიკინი “ვაგნერისგან” ფულს, თუმცა ამდენი მაღალი დონის რუსი სამხედროს “ვაგნერის” საპატიო წევრობა იმაზე მიანიშნებს, რომ რუს სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანიას შორის ახლო კონტაქტი ჰქონდათ. სუროვიკინი გასული კვირიდან საჯაროდ არ გამოჩენილა და არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია. ISW განმარტავს, რაზე მიუთითებს სუროვიკინის „დაკავება“  

გენერალი სუროვიკინი „პრიგოჟინის აჯანყებასთან“ დაკავშირებით დააკავეს - WSJ

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩვენების მისაცემად, გენერალ სერგეი სუროვკინთან ერთად კიდევ 13 უფროსი ოფიცერი იყო დაკავებული. უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი პატიმრობაში იმყოფება და მას მოსკოვში ჰკითხავენ. Wall Street Journal-ის თანახმად, გენერალს დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდება არ აქვს წარდგენილი. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, მაგრამ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულ ოფიცერი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ზოგს უფლებამოსილება შეუჩერეს ან გაათავისუფლეს. WSJ-ს გარდა, CNN-ს მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კარტაპოლოვის ციტატა, რომლის თანახმად, „სუროვიკინი ამჟამად ისვენებს და მიუწვდომელია“. სუროვიკინი 23 ივნისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც გამოიწვია ხმების გავრცელება, რომ ის დაპატიმრებულია. აქამდე არაერთი გამოცემა წერდა, რომ სუროვიკინი დაკავებულია.