თეგი: სერჯო მატარელა
იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს
იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მისი მემკვიდრის არჩევის ერთკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდე, პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია. პარტიის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს 80 წლის მატარელას პოსტზე დარჩენის გამო, მაგრამ მისი ჩანაცვლების წარუმატებელმა მცდელობებმა პოლიტიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, წერს უცხოური მედია. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მატარელა გამორიცხავდა თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა საფრთხეში იყო, გადაწყვეტილება შეცვალა. მას პოსტზე დარჩენის თხოვნით პარლამენტის ლიდერებმა, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიმართეს. ამასთან, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოსტზე დარჩენა მატარელას ასევე სთხოვა პრემიერმა მარიო დრაგიმ. ცნობისთვის, სერჯო მატარელას 1998-1999 წლებში იტალიის ვიცე-პრემიერის, 1999-2001 წლებში კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღება იყო საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო. იტალიის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია პრემიერ მინისტრების დანიშვნა და ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკური კრიზისების გადაჭრისკენ.
სალომე ზურაბიშვილი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას მეორე ვადით არჩევას ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტი Twitter-ზე განთავსდა. „ისტორიულად, საქართველო და იტალია ახლო პარტნიორები არიან. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ტექსტში. ცნობისთვის, იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს.
იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.