თეგი: სიდნეი
სიდნეიში ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ
ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის ქუჩებში ათასობით ექთანი გავიდა. ისინი დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის დეფიციტია, - ამის შესახებ BBC წერს. ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ლაბორატორიულ და ჰოსპიტალურ სექტორებში დატვირთვა გაიზარდა. ექთნები ითხოვენ, არ დაავალდებულონ იმაზე მეტი პაციენტის მიღება და მოვლა, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ.
სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
BBC-ს ცნობით, სიდნეის სავაჭრო ცენტში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი, 9 თვის ბავშვია. 40 წლის თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა სავაჭრო ცენტრის თავდასხმას "უკიდურესად თავზარდამცემი" უწოდა.
სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის
სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. „ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” - აცხადებენ უწყებაში. ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.