თეგი: სილვიო ბერლუსკონი
ბერლუსკონი: პუტინით იმედგაცრუებული ვარ
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქცევით იმედგაცრუებულია. „არ შემიძლია და არ მსურს დამალვა, რომ იმედგაცრუებული ვარ ვლადიმერ პუტინის ქცევით, რომელმაც თავის თავზე უმძიმესი პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს წინაშე. მე ის 20 წლის წინ გავიცანი. ის ყოველთვის საღი აზრის მატარებელი ადამიანი მეგონა, დემოკრატიის ადამიანი, მსოფლიოს ადამიანი“- აღნიშნა ბერლუსკონიმ. ბერლუსკონიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას „ომის დანაშაულებისთვის“, რომელიც ბუჩაში ჩაიდინა და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე „დამნაშავეები სასამართლოს უნდა გადასცეს.“ 85 წლის ბერლუსკონი სიტყვით გამოვიდა პარტიულ ღონისძიებაზე „წინ იტალია“. სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმერ პუტინი მეგობრებად ითვლებოდნენ. ისინი ხშირად ხვდებოდნენ, მას შემდეგაც, რაც ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობა აღარ ეკავა. ბერლუსკონი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებას კანონიერად მიიჩნევდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მედია: იტალიაში მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს €105 მილიონად შეფასებულ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა
ბერლუსკონი: ევროპამ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს
"ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს", - ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა. "მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ სამშვიდობო შეთანხმება უნდა შექმნას. ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს. იარაღის გაგზავნა ნიშნავს თანამონაწილეობას, ჩვენც ომში ვართ ჩართული. ვცადოთ ომის მალე დასრულება. თუ უკრაინაში იარაღს ვგზავნით, უკეთესი იქნება ასეთ რეკლამირებას თუ არ გავუკეთებთ", – თქვა ბერლუსკონიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 29 000 ჯარისკაცია გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა
ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს - Reuters
იტალიის ოთხგზის პრემიერ მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარომ დაადასტურა გაზეთი Corriere della Sera-ს ინფორმაცია. 86 წლის ბერლუსკონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ოთხშაბათიდან მკურნალობდა სუნთქვის პრობლემების გამო. ბოლო წლებში მას რამდენჯერმე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა.
სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. BBC იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლუსკონი ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიის დიაგნოზით, 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მილიარდერი, მედია მაგნატი, ბერლუსკონი პირველად პრემიერის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და ოთხ მთავრობა,ს 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია - Forza Italia-ს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის დროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ, კოალიციაში შევიდა, როდესაც იტალიის ზედა პალატაში, სენატში აირჩიეს.