თეგი: სიცილია

„ლუკოილი“ სიცილიაში გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის

იტალიაში გადაწყვიტეს, სიცილიაში „ლუკოილის“ ქარხნის კვიპროსის ფონდ G.O.I. Energy-ისთვის მიყიდვა დათქმით, რომ ქარხანაში ნავთობის მიმწოდებელი გაკონტროლდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ოფშორულ იმპორტზე ევროპული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევიდა. ISAB-ის ქარხანა სიდიდით მესამეა ევროპაში. კომპლექსი ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. „ლუკოილი“ ISAB კომპლექსის ერთადერთი მფლობელი 2013 წელს გახდა.  

BBC: ჩრდილოეთ იტალიას ქარიშხალი ანადგურებს, სიცილიას - ტყის ხანძრები

სიცილიაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურის შემდეგ, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქალაქი პალერმო ცეცხლით არის გარშემორტყმული. ამავდროულად, ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი ქარიშხალი და ძლიერი ქარია, რომელმაც ამოხარა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა. იუწყება BBC. ტენისის ბურთის ზომის სეტყვამ დააზარალა ადამიანები, დააზიანა მაქანები და გაანადგურა მოსავალი. 16 წლის გოგო დაიღუპა, როდესაც ქალაქ ბრეშიას მახლობლად, საზაფხულო ბანაკში ხე დაეცა კარავს, სადაც გოგოს ეძინა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია შუახნის ქალიც. იმავდროულად, სიცილია ებრძვის ტყის ხანძრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და მთელ კუნძულს. ორშაბათს კატანიაში 47,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა. კუნძულის ირგვლივ რამდენიმე კურორტმა და ტურისტულმა ცენტრმა სტუმრების ევაკუაცია დაიწყო. პალერმოს აეროპორტი დროებით დაიკეტა საჰაერო მიმოსვლისთვის სამშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც მის გარშემო ბორცვებში გაჩენილმა ხანძარმა აეროპორტის პერიმეტრს მიაღწია. რამდენიმე რეგიონმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.  

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა

იტალიის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, სიცილიაში, კატანიის აეროპორტში იძულებულნი გახდნენ, ასაფრენი ბილიკი დროებით დაეხურათ. ზაფხულის დასვენების დროს, მოგზაურობის სეზონის პიკზე, ფრენები გაუქმდა ან გადაიდო. სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კატანიიდან ფრენების დაახლოებით 75% გაუქმდა. ყველაზე მეტი რეისი Ryanair Holdings Plc-მა გააუქმა. ასევე - ITA Airways-მა და EasyJet Plc-მა. Ryanair სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს , ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. EasyJet-მა განაცხადა, რომ ზოგიერთი ფრენა პალერმოში გადაამისამართა და უზრუნველყო მგზავრების შემდგომი ტრანსპორტირება, ხოლო Wizz Air Holdings Plc-მა განაცხადა, რომ მათ ასევე მოუწიათ ფრენების გაუქმება ჰაბის მიმართულებით. ეტნა ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმა ამოიფრქვა, რამაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე მიმავალ ავიაკომპანიებს პრობლემები შეუქმნა, რადგან ვულკანური ფერფლის ნაწილაკებმა შეიძლება, თვითმფრინავის ძრავები, საქარე მინები და ფიუზელაჟები დააზიანოს. კატანიას აეროპორტმა განაცხადა, რომ ფრენები ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე განახლდებოდა.  

იტალია სიცილიაზე, მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდის მშენებლობას გეგმავს

იტალიაში საბოლოოდ დამტკიცდა 13.5 მილიარდი ევროს (15.6 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების პროექტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დაკიდებული ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ნაგებობა სიცილიის კუნძულს კალაბრიის რეგიონთან დააკავშირებს. დიზაინერები აცხადებენ, რომ ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში უნდა აშენდეს, მიწისძვრებს გაუძლებს. მესინის ხიდის პროექტის დასაწყებად, ეს იტალიელების კიდევ ერთი მცდელობაა. წლების განმავლობაში რამდენჯერმა სცადეს, მაგრამ პროექტის გეგმები მოგვიანებით, ხარჯების, გარემოსდაცვითი ზიანის, უსაფრთხოების ან სხვა მიზეზების გამო შეჩერდა. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ხსენებული პროექტი „იტალიის აწმყოსა და მომავალში ინვესტიციად“ მიაჩნია. საბოლოო პროექტის თანახმად, მესინის სრუტეზე გამავალი ხიდი 3.3 კმ-ის (2.05 მილი) სიგრძის იქნება და ორ 400 მეტრიან (1300 ფუტი) სიმაღლის კოშკს შორის იქნება გადაჭიმული, შუაში ორი რკინიგზის ხაზით და ორივე მხარეს, მოძრაობის სამი ზოლით.  

რატომ არის მესინის ხიდის მშენებლობა კრიტიკული მნიშვნელობის პროექტი იტალიისა და ევროპისთვის

სამხრეთ იტალიაში, სიცილიას და კალაბრიას შორის, მესინის ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. იტალიის ხელისუფლება მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ პროექტი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ შეაფასა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ისტორიაში პირველად, მატერიკული იტალია და სიცილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. მსოფლიოში ყველაზე დიდი  - 3.3 კილომეტრის სიგრძის, ერთმალიანი ხიდი, რეგიონში სატრანსპორტო რევოლუციის პერსპექტივას ხსნის. პროექტი კალაბრიაში 40-კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო კავშირების, სამი ახალი რკინიგზის სადგურისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას მოიცავს. პროექტი გულისხმობს 3,666 მეტრიანი, გემბანის მქონე ხიდის მშენებლობას.  სიცილიაში 10.4-კილომეტრიანი გზა და 17.5 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი აშენდება, რომელიც მესინა-კატანიასა და მესინა-პალერმოს შორის არსებულ რეგიონულ ქსელს დაუკავშირდება. მესინაში სამი რკინიგზის სადგური (პაპარდო, ანუნციატა, ევროპა) უნდა აშენდეს, რაც რეგიონების მობილობას რადიკალურად შეცვლის. დაახლოებით, 60 მეტრის სიგანის გემბანს თითოეულ მიმართულებაზე, სამი სატრანსპორტო ზოლი, ორი სარკინიგზო ხაზი და ორი მომსახურების ზოლი ექნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, სტაბილურ და ეფექტიან კავშირს კონტინენტსა და სიცილიას შორის, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონს შეადგენს. მას დღეში 200-მდე მატარებლის გატარება შეეძლება. ასევე, უზრუნველყოფს საათში 6,000 მანქანის გადაყვანას — ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში. კომპანია Stretto di Messina-მ და ევროკავშირის კლიმატისა და ინფრასტრუქტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (CINEA) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ხიდის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებული სამუშაოს თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. პროექტი ნაწილია ევროპის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის (TEN-T), რომლის მიზანიც რეგიონების მჭიდრო ინტეგრაცია, გამტარობის გაზრდა და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაა.  ევროკავშირის ინვესტიცია კონკრეტულად, სარკინიგზო ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას მოხმამრდება, რაც ეროვნული და ევროპული ეკონომიკის ძირითად ჰაბებთან სამხრეთ იტალიის კავშირს გააუმჯობესებს. ხიდი სიცილიასა და კალაბრიას, ევროპული რკინიგზისა და გზების ქსელთან გააერთიანებს, რაც სამხრეთ რეგიონებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე, გადაზიდვების დროს არამხოლოდ შეამცირებს, არამედ, სამხრეთ იტალიაში, პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკური ჰაბების ფუნქციონირებას გააძლიერებს. ხსენებული პროექტი, რომელიც რომელიც ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში სამხრეთ იტალიის შემდგომი ლოგისტიკური, ეკონომიკური და სოციალური დონის ინტეგრაციისთვის და მისი სტრატეგიული როლის გასაძლიერებლად არის შექმნილი, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა (TEN-T) და სკანდინავია-ხმელთაშუა ზღვის დერეფნის ნაწილი იქნება. მესინის ხიდის მშენებლობის პროექტი იქნება ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მარშრუტის — Palermo–Helsinki დერეფნის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე აკავშირებს.  „მესინის სრუტის ხიდი „დასავლეთში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება,“ - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი მატეო სალვინი. მან კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, წელიწადში 120 000 სამუშაო ადგილს შექმნის და სამხრეთ იტალიაში ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, რადგან მილიარდობით ინვესტიცია იდება გზებსა და ხიდის თანმხლებ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.  მინისტრის თქმით, პროექტი ასევე დიდ ინტერესს იწვევს ევროკომისიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ხიდს ხმელთაშუა ზღვასა და სკანდინავიას შორის „ფუნდამენტური ევროპული დერეფნის“ რგოლად მიიჩნევენ. „ეს არის პროექტი, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს,“ - განაცხადა თავის მხრივ, იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში,“ — განაცხადა მელონიმ ჟურნალისტებთან, NATO-ს სამიტის კულუარებში, ივნისში, იმ დროს, როცა იტალიელი სტრატეგები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მოსკოვისა და ლიბიის მჭიდრო ურთიერთობებზე. „არსებობს მრავალი ჰიბრიდული საფრთხე და არაერთი მტრული აქტორია, ვინც NATO-ს ალიანსის სამხრეთ ფლანგზე მოქმედებს,“ — აღნიშნა მელონიმ. „მესინის სრუტის ხიდი სამხედრო მობილურობის თვალსაზრისით, სამხრეთ იტალიაში NATO-ს მნიშვნელოვანი ბაზების არსებობის გათვალისწინებით, ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს,“ - წერდა იტალიის ხელისუფლება ანგარიშში, რომლის თანახმად, პროექტი „საზოგადოებრივი ინტერესის“ უპირატესი საგანია. ანგარიშში ნათქვამია, რომ გზა და სარკინიგზო ხიდი „მთავარ როლს შეასრულებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში — ხელს შეუწყობს იტალიისა და NATO-ს მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გადაადგილებას.“ ანგარიშში ხაზგასმულია „ხმელთაშუა ზღვის, როგორც გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე არეალის მზარდი როლი.“ აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ღირებულება ორი ათწლეულის წინ, პირველი ტენდერის გამოცხადებისას, მოსალოდნელი 4.4 მილიარდი ევროდან, ამჟამად, 13 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.