თეგი: სოლიდარობის ფონდი
ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის სოლიდარობის ფონდს 5 მაისიდან აამოქმედებს
უკრაინის აღდგენისთვის ევროკავშირის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდი 5 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. და ამიტომ ,ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო ინსტრუმეტს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს დღეებში, 5 მაისს, ეს ფონდი, საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ჩატარებით ამოქმედდება. ჩვენ მას მოვაწყობთ პოლონეთთან, შვედეთთან ერთად, ევროკომისიის, ყველა წევრი სახელმწიფოს და მრავალი საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით“, - განუცხადა მიშელმა.მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები ცდილობენ მხარდაჭერისთვის სახსრების მობილიზებას, რათა უკრაინამ შეძლოს სოციალური დანახარჯების გადახდა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 20 აპრილს კიევში ჩავიდა. შარლ მიშელმა განაცხადა, რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მოცულობამ მილიარდნახევარი ევრო შეადგინა. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ბლოკადის მოხსნის ერთ-ერთი გზა მძიმე შეიარაღების მიღებაა, რომელიც კიევს ჯერ საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს