თეგი: სოციალური დახმარება
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება. „ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. 1-ლი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რატომ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა მათ შეფასებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. ქვეყანაში Сovid19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და ხელახალ შეფასებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ამ ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან. შესაბამისად, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან, მორატორიუმის გამო სისტემიდან, უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 100 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა 150 ლარი, მომდევნო წლის იანვრიდან კი 200 ლარი გახდება. 100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა ამ დახმარების მისაღები სარეიტინგო ქულა, რამაც ასევე გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. საქართველოს მთავრობა, კვლავაც გააგრძელებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება დღეიდან კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება; – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. „შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: • პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; • მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; • მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი; • ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე; • დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი; • საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი; • მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია: • 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი; • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი; • მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით; • სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით; გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.