თეგი: სოციალური ქსელი
შოლცი ადამიანებს მოუწოდებს, სოციალური ქსელებით სარგებლობის ნაცვლად, წიგნები წაიკითხონ
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ადამიანებს მოუწოდებს, სოციალური ქსელებით სარგებლობის ნაცვლად, წიგნები წაიკითხონ. კანცლერის თქმით, წიგნები ბევრ განსხვავებულ პერსპექტივას გვიხსნიან, რაც ადამიანების პირად გამოცდილებას სცდება. შოლცის თქმით, სოციალური მედია ადამიანებს არწმუნებს უკვე ჩამოყალიბებულ მოსაზრებებში და ეს არის „წყევლა.“ „ლიტერატურა საშუალებას გაძლევთ, ეზიაროთ გამოცდილებას, რომელიც თქვენ თვითონ არ გაქვთ და ხშირად არ გსურთ, რომ პირადად გამოსცადოთ,“ -აღნიშნავს გერმანიის კანცლერი. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო,“ - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე, გასულ წელს განაცხადა.