თეგი: სპორტის საერთაშორისო ფედერაციები

სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც შეუერთდა

სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც (IIHF) შეუერთდა. ფედერაციის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კატეგორიულად დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება და აგრესორი ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე კლუბები გაურკვეველი ვადით მოკვეთეს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან.    ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისვე გადაწყვეტილებით, რუსეთს ჩამოართვეს 2023 წლის დეკემბერში ნოვოსიბირსკში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის და საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება. „ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა IIHF-ის პრეზიდენტმა ლიუკ ტარდიფმა.