თეგი: სტეფან სეჟურნე
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან ჯარების გაგავნას არ ითხოვს. მან გაიმეორა განაღმვის ოპერაციებში ჩართვის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს "შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული პერსონალის ადგილზე ყოფნას, მაგრამ - არა საბრძოლველად." „უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს. ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს. უახლოეს თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ან წლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარების პროცესი რუსეთის კარნახით არ უნდა წარიმართოს. „ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ, რუსეთის მიერ არ უნდა მოხდეს. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა სეჟურნემ. ცნობისთვის, 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია