თეგი: სუდანი
თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა - საგარეო უწყება
თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა, - ამის შესახებ საგარეო უწყება აცხადებს. „თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა, როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში. სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.
30-მდე ქართველია ახლა სუდანში - მინისტრის მოადგილე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა - საგარეო უწყება „ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან. დაახლოებით 30-მდე ქართველია ახლა იქ. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს,, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში. ჩვენ კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენ პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.
საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. „სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. ცნობისთვის, სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ბრძოლები მიმდინარეობს აეროპორტისთვის, ჩვენი თვითმფრინავი, მგონი, უნდა გადარჩეს - სუდანში ჩარჩენილი ქართველი პილოტები
ავიაკომპანია "მაი ვეის" პილოტი, B737 ხომალდის მეთაური, მამუკა მარკოზაშვილი აცხადებს, რომ სუდანში ახლა ბრძლები მიდის აეროპორტისთვის, რადგან ქვეყანაში შესვლის და გამოსვლის ერთადერთი სტრატეგიული წერტილი სწორედ აეროპორტია. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „ყველა მხრიდან ბომბავენ, უტევენ. არავითარი მორატორიუმი, დილის 05:30-დან დაიწყეს სროლები. ახლა მიდის ბრძოლა აეროპორტისთვის, ვინ ჩაიგდებს ხელში აეროპორტს. არ არის განვითარებული სახმელეთო გზები, რკინიგზა საერთოდ არა აქვთ. ძირითადი კარიბჭე ამ ქვეყანაში, რომ შემოხვიდე და გახვიდე არის აეროპორტი. ეპიცენტრი ბრძოლის არის ჩემს თვითმფრინავამდე კილომეტრ ნახევარი. თუ შემთხვევითი რაღაც არ მოხდა, მე მგონი უნდა გადარჩეს. პილონები აქვს დამაგრებული და იმით ბომბავენ" - ამბობს მამუკა მარკოზაშვილი. "ჯეო სქაის" პილოტი ამბობს, რომ ხომალდში საწვავი არის და დაახლოებით 3 საათი დასჭირდება ეკიპაჟს, რომ აეროპორტში თვითმფრინავამდე მივიდეს და გამოფრინდეს., მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმდებიან. „საღამოს კიდევ მოხერხდა მათთვის წყლისა და საკვების მიწოდება, ამ ეტაპზე უკვე მაგ მხრივ, როგორც სასმელი წყალი ასევე საკვების დეფიციტი არ აქვთ შეიძლება ითქვას რომ რამდენიმე დღის სამყოფი აქვთ. რამდენიმე დღეს ვგულისხმობ 3-4 დღეზე მეტს. როგორც კი ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგვიდასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ და გამოცხადებულია ვთქვათ 24 საათი იქნება 12 თუ რა დროც როდესაც შეთანხმდება მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპში ჩვენ მზად ვართ უმოკლეს დღეში დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია. 40 წუთში რეისი გვქონდა ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე საჰაერო ხომალდში საწვავი არის საჰაერო ხომალდი ყველანაირად გამართული იყო იმ მომენტისთვის, ალბათ 3 საათი უნდა იყოს საკმარისი იმ მომენტიდან, როდესაც ეკიპაჟი და ხალხი მივა საჰაერო ხომალდთან“ - ამბობს შალვა კიკნაძე "ტვ პირველთან". ცნობისთვის, სუდანში მეხუთე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა. „413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი, 50-ს აჭარბებს. სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.
სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ“, - აცხადებს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.
ქართული ავიაკომპანიის დირექტორები: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, - განაცხადა „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად როგორც ავიაკომპანიების დირექტორები აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს წარმომადგენლობიდან ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დასტურს ელოდებიან და როგორც კი, სრული გარანტია ექნებათ, თანამშრომლებს საქართველოში დააბრუნებენ. „ჯერჯერობით ვერც ჩვენ, ვერც პარტნიორები და ვერც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ვახერხებთ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ოთხი დღით გაიხსნას აეროპორტი, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული. ამასთან დაკავშირებით საგარეოსთან, კონსულთან და ჩვენს პარტნიორებთან სუდანში გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არცერთი არ ადასტურებს. ღამემ, შეიძლება, ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. შიგადაშიგ კვლავ არის სროლები. ჩვენი 13 თანამშრომელია აეროპორტთან ახლოს, საცხოვრებელში. გუშინ შეივსო მარაგი საკვების და წყლის, ასევე მცირე რაოდენობით საწვავიც მომარაგდა. ველოდებით პოზიტიურ ამბებს, რომ მოვახერხოთ მათი გადმოყვანა საქართველოში. როგორ კი გვეცოდინება, რომ ცა უსაფრთხოა და შესაძლებელია ფრენა, მაქსიმალურად სწრაფად მოხდება თვითმფრინავის შემოწმება, გარე და ტექნიკური დათვალიერება და უკვე მზად ვიქნებით გასაფრენად. ემოციურად რთულია ეს მდგომარეობა, მაგრამ მედგრად დგანან“, – განუცხადა „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ "პირველ არხს". ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.
სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა
აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან. თუმცა, ოპერაციამდე, CBS News-მა გავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა. „დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხარტუმიდან აშშ-ის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. სუდანში არეულობის ფონზე, 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია უკვე განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. „მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ. სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა. სუდანში არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.
საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და იუწყბა, რომ ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის. „საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი ევაკუაცია განხორციელდება
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება. „ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. "ქართველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ. ეგვიპტიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების აქტიური ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და არცერთი საქართველოს მოქალაქე, დღეს, ამ მომენტისთვის, სუდანში არ იმყოფება", - თქვა მინისტრის მოადგილემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალექეების სუდანიდან „გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევითა და დაგეგმვით“
საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით განხორციელდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა ხართუმიდან მოქალაქეების საევაკუაციო ოპერაციაში. „შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად საავიაციო სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათ ოჯახის წევრები. ასევე, ევაკუირებულნი არიან საქართველოს და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში 138 მოქალაქე, მათ შორის 25 ქალი და 12 ბავშვი“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „საქართველოს მოქალექეების გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევითა და დაგეგმვით". ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობას მოჰყვა მსხვერპლი. რიგმა ქვეყნებმა დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციაც განახორციელეს. ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს. Geo Sky-ის ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების ავტობუსებით გამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავიაკომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. პროცესში ჩართული იყო უკრაინული მხარეც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
სუდანის დედაქალაქში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია. "ტექნიკურმა სპეციალისტებმა ვერ შეაღწიეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ლაბორატორიაში მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 4 072 - დაშავდა.
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა
სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები. კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს, დაბრუნდებიან. 15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს. მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა. ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.
სუდანიდან საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე დაბრუნდა
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე უკვე სამშობლოშია. სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საქართველოს მოქალაქეები ამჯერად, საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ჩამოფრინდნენ. შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 14 აპრილის შემდეგ, სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა. ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.
სუდანში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, გაერო საგანგაშო მონაცემებს ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აპრილის შემდეგ სუდანი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.