თეგი: ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. „ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, თუმცა ამ შესაძლებლობის გაფლანგვის გაზრდილი რისკის წინაშე ვდგავართ. ამჟამად, 116 ქვეყანა ვერ აღწევს საერთო მიზანს მოსახლეობის 70%-ის აცრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანმოს დირექტორი: ეს ჯოჯოხეთია. მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, დაასრულოს ომი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი უკრაინაშია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი ოფისის თანამშრომლებს ხვდება და ომის მსხვერპლთა დახმარების საჭიროებებს აფასებს.  „ეს ჯოჯოხეთია. მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, დაასრულოს ომი. ვიცი, როგორ გრძნობენ თავს ამ ომში ჩარჩენილი ბავშვები და მოზარდები. მსურს, შევაფასო, როგორ შეუძლია WHO-ს გაზარდოს ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ. მე ასევე შევხვდები აქ ჩვენს თანამშრომლებს - ისინი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ უკიდურესად მძიმე პირობებში“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დაფინანსების გაგრძელება კი მათი საჭიროებების დაკმაყოფილების გასაღებია, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით. გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ WHO-მ 650 000 ადამიანის მომსახურებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა უკრაინას. ამასთან, საავადმყოფოების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, ჯანმომ დაწესებულებებს გენერატორებიც მიაწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.