თეგი: ტერაქტი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდა. როგორც ცნობილია, დაკავებული პირი დაკავშირებულია კიევში უცხო ქვეყნების საელჩოებთან საპროტესტო აქციების ორგანიზატორებთან. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში.
ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც
ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. როგორც მედია იუწყება, დანებითა და ნაჯაცებით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი ერთ-ერთ პარკში გამვლელებს დაესხა თავს. ამ ეტაპზე დამნაშავეების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციას მოწყობილი აქვს ბლოკ საგუშაგოები და მანქანებს აჩერებს. თავდასხმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. მომხდარის გამო პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლას მოერიდონ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონის რეგიონში ტერაქტები მოაწყოს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ოლექსი გრომოვი არ გამორიცხავს, რომ ხერსონის რეგიონიდან ევაკუაციისას რუსეთის ჯარებმა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზება მოაწყონ და საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქონ. ISW: უკრაინა ხერსონს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიკავებს ამის შესახებ გრომოვმა, უშიშროებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინული მედია: უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რუსული ძალები გეგმავენ, ხერსონი მობილური კავშირის გარეშე დატოვონ „მსოფლიოს „მეორე არმია“ არ იცავს საერთაშორისო კონვენციებს. ამასთან, კრემლის პოლიტიკოსებმა და პროპაგანდისტებმა პათოლოგიური ტყუილის გათვალისწინებით, შესაძლოა, „რთული გადაწყვეტილებები“ მიიღონ. დიდი ალბათობით, უკან დახევის შემთხვევაში, მტერმა შეიძლება, მიმართოს ტერორისტული თავდასხმების სერიას. ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკის ჰესზე შესაძლო ტერაქტი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება ააფეთქოს საცხოვრებელი სახლები და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები გადამწვარ მიწად აქციოს, რაც კრიტიკულ ზიანს აყენებს უკრაინის ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გრომოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სომალიში აფეთქებას 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი აფეთქების შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა. ის თავდასხმაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს. სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა BBC წერს, რომ ალ-ქაიდას ფილიალი ალ-შაბაბი სომალის ფედერალურ მთავრობასთან ხანგრძლივ კონფლიქტშია ჩართული.
იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო
საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო. დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, ის მედიასთან საუბრობს და ქართულ სპეცსამსახურებს მადლობას უხდის. სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია „ისრაელის დროით რვა საათზე გამოაცხადეს, რომ ლაპარაკია ჩემზე. რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურისტია საქართველოში, საქართველო არ არის დახურული ქვეყანა, ყველას შეუძლია, რომ შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული საქართველოს მხრიდან, პირველ ეტაპზე ხაზს უსვამს საქართველოში [სპეცსამსახურების] პროფესიონალიზმს. ისრაელის საელჩო სუს-ს „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის ანტისემიტიზმის მხრივ არის უდიდესი ზრდა. თითქმის 50%-ზე უფრო მეტი ზრდა არის მსოფლიოში და იყო ასეთი ადამიანის, ან ებრაელის ან ისრაელელის მტერი, დღევანდელ დღეს ამას არ სჭირდება ძალიან ბევრი მიზეზი. ჩვენ ვიმყოფებით ომში. როდესაც იბადები როგორც ებრაელი და ისრაელელი, ყოველთვის უნდა მუშაობდე შენი ქვეყნის, შენი თავის დასაცავად და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა მოშემ. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა.
მედია: იერუსალიმში სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა
იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგადა შვიდი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ The Jerusalem Post (JP) იუწყება. Ynetnews სხვა მონაცემებს ასახელებს. გამოცემის ცნობით, დაიღუპა რვა ადამიანი და დაშავდა 12. JP წერს, რომ თავდამსხმელი პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას მოკლა. მისი პიროვნების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ისრაელის მედია მომხდარს ტერაქტს უწოდებს.
თელ-ავივში მომხდარ თავდასხმას იტალიელი ტურისტი ემსხვერპლა
ისრაელში, თელ-ავივში, ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ დაღუპულია 36 წლის იტალიელი ტურისტი. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულია იტალიის მოქალაქე, ალესანდრო პარინი. მედიკოსების ინფორმაციით, ტურისტები არიან დაშავებული მოქალაქეებიც. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.
გერმანიაში ტერაქტები აღკვეთეს - DW
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი კაცი დააკავეს. პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიზანი იყო „გერმანიაში გახმაურებული თავდასხმების“ განხორციელება. „დოიჩე ველე“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილებმა გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება დააარსეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერდნენ მხარს. დაკავებულები თურქმენეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან არიან და სავარაუდოდ, გერმანიაში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე შევიდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, ტაჯიკი ცოლ-ქმარი, დააკავეს ნიდერლანდებში და გავრცელებული ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. „არსებობს ეჭვი, რომ კაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და მას ტერაქტის მოწყობა უბრძანეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ესპანეთის შემდეგ, ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გერმანიასა და ავსტრიაშიც გაამკაცრეს
გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის განცხადებით, შობის ღამეს, ტაძარში ყველა შემსვლელს შეამოწმებენ. მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს თავდამსხმებს გეგმავენ. ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის დოზე 18 დეკემბერს გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. ესპანეთის შსს-მ შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები
ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა. პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა. „ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო,“ - განაცხადა ბიტონმა. განახლება: მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. განცხადებაში ჰამასმა მიუთითა, რომ თავდასხმები იყო „ბუნებრივი პასუხი ისრაელის ხოცვა-ჟლეტაზე და მის მუდმივ აგრესიაზე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ.“
მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკში, ფეშენებელურ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. რუსეთის სააგენტოების, მათ შორის, ტელეგრამ არხ Baza-ს ცნობით, 38 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. შემდეგ ისროლეს ხელყუმბარებიც. შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია საკონცერტო დარბაზის შენობიდან, რომლის თავზეც ცეცხლის კვამლი მოჩანს. რუსეთის ოფიციალურ მედიაში უკვე საუბრობენ ტერაქტის ვერსიაზე.
„40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
„40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური, მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ აცხადებს. BBC-ს ცნობით, რომელიც გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობა, Crocus City Hall-ში, კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სულ მცირე ოთხმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც, ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. შენობა მთლიანად ალყაშია მოქცეულია. მიმდინარეობს დაჭრილებისა და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.
მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა "პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა" - უკრაინის დაზვერვა
მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. „ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს,“ - განაცხადა ანდრეი იუსოვმა ukrinform-თან კომენტარში. პირველი კომენტარი გაკეთდა აშშ-შიც. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს. „ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ,“ - განაცხადა კირბიმ. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდა
რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
სტანო: ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსაახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
საქართველოს მთავრობა: მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს ვგმობთ
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაღუპულია 60 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. მათ შორის, 5 ბავშვია. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ISIS-მა აიღო. ამერიკული გამოცემები The New York Times-ი და CBS News-ი როგორც წყაროებზე დაყრდნობით წერენ, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ISIS-ის ერთ-ერთი განშტოება - ე.წ. ხორასანის ვილაიეთი. BBC წერს, რომ ამ ცნობას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს და მიუთითებს, რომ ხშირად ISIS-ს მიერ პასუხისმგებლობის აღება სიყალბეა.
თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ მან გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება „დიდი შეკრების“ ადგილებში შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. „ამ თვის დასაწყისში აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რაც პოტენციურად სამიზნებად აქცევდა დიდ შეკრებებს, მათ შორის, კონცერტებს,“ - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა. ვაშინგტონმა "ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას გაუზიარა," აღნიშნა უოტსონმა. BBC წერს, რომ კრემლმა ეს გაფრთხილებები უარყო, როგორც "პროპაგანდა" მაშინაც კი, როცა შეერთებულმა შტატებმა თავისი შეშფოთება გაასაჯაროა რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. ბოლო ცნობებით, რომელსაც BBC ავრცელებს Crocus City Hall-ში თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 100-ზე მეტი დაშავებულია. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
რუსეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა - BBC
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის ოთხი მონაწილე დაკავებულია - რუსეთი
რუსეთში, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. BBC წერს, რომ სულ 11 ადამიანი დააკავეს, თუმცა თავდასხმაში 4 პირი მონაწილეობდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ (FSB) უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აცნობა. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა
ჩინეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერმა რუსეთში მომხდარი „ტერორისტული თავდასხმა“ დაგმეს
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა. იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს." ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა. საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან. დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
„1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ“ - უილიამ კორტნი რუსეთზე
„პუტინმა გაფრთხილებები, რომლებიც ათწლეულების ყველაზე სასიკვდილო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, არ გაითვალისწინა,“ ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი აქამდე არ გამოჩენილა და მას არც კომენტარი გაუკეთებია საჯაროდ.“ სტატიას სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყახაზეთში, უილიამ კორტნი. „1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ. როგორც კი ეს დაიწყო, ის დღეების განმავლობაში ჩუმად იყო,“ წერს კორტნი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 115-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
„გულწრფელად თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს“ - ქემერონი და შოლცი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმას გმობენ
დასავლელმა ლიდერებმა საჯაროდ დაგმეს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც, სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა. „გაერთიანებული სამეფო მკაცრად გმობს მოსკოვის მახლობად მომხდარ სასიკვდილო ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მრავალი დაღუპულის ოჯახებს. ვერაფერი გაამართლებს ასეთ საზარელ ძალადობას,“ აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი. „ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც მოსკოვის მახლობლად, კონცერტის უდანაშაულო მონაწილეების წინააღმდეგ მოხდა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთანაა,“ ამბობს თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ასევე გმობს წუხანდელ „ტერორისტულ თავდასხმას. მისი სპიკერის თქმით, გუტერეში „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულთა ოჯახების, ხალხისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიმართ.“ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა. იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს." ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა. საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან. დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
„თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ“ - პუტინის თქმით, "ბარბაროსული ტერაქტისთვის“ დამნაშავეები დაისჯებიან
რუსეთის პრეზიდენტი საკონცერტო დარბაზზე თავდასხმას "ბარბაროსულ ტერორისტულ აქტს" უწოდებს. ეს ვლადიმერ პუტინის პირველი გამოხმაურებაა 22 მარტის თავდასხმაზე. „ჩვენი მტრები ვერ გაგვყოფენ,“ - ამბობს ის BBC-ის ცნობით. პუტინის თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან. მან საგანგებო სამსახურებსა და სპეცსამსახურებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ და საპასუხოდ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მან 24 მარტს გლოვის დღე გამოაცხადა. „ყველა დამნაშავე დაისჯება,“ დასძენს რუსეთის პრეზიდენტი. მისი თქმით, ყველა თავდამსხმელი ნაპოვნი და დაკავებულია. პუტინმა არ დაადასტურა, თუ რამდენი თავდამსხმელი იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე. მედია მანამდე წერდა, რომ სულ 11 ადამიანია დაკავებული და მათგან 4 უშაულოდ მონაწილეობდა თავდასხმაში. „აბსურდულია რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით“ - პოდოლიაკი მოსკოვთან თავდასხმაზე
რუსეთის ყველა რეგიონში შემოღებულია დამატებითი „ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები“
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის ყველა რეგიონში, შემოღებულია დამატებითი „ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები.“ რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას თავდასხმიდან მეორე დღეს მიმართა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 115 ადამიანი, დაჭრილია140-ზე მეტი. ФСБ-ის ხელმძღვანელის თქმით, დაკავებულია ეჭვმიტანილი. „თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ“ - პუტინის თქმით, "ბარბაროსული ტერაქტისთვის“ დამნაშავეები დაისჯებიან
პუტინი და ლუკაშენკო „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“ ერთობლივად აპირებენ
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, რომელიც კრემლს ციტირებს, წერს, რუსეთისა და ბელორუსის ლიდერებმა დაადასტურეს მათი მზადყოფნა, ერთად იმუშაონ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით." კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 23 მარტს განუცხადა. პეშკოვმა დასძინა, რომ ლუკაშენკომ „ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.“ ლუკაშენკო პუტინის მოკავშირეა. ორივე ქვეყნის ჯარებმა არაერთი ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, 2022 წლის თებერვალში კი, 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი ბელორუსის ტერიტორიდან შეიჭრა უკრაინაში. დასავლეთი ლუკაშენკოს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. „პუტინმა გაფრთხილებები, რომლებიც ათწლეულების ყველაზე სასიკვდილო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, არ გაითვალისწინა,“ ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი აქამდე არ გამოჩენილა და მას არც კომენტარი გაუკეთებია საჯაროდ.“ სტატიას სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყახაზეთში, უილიამ კორტნი. „1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ. როგორც კი ეს დაიწყო, ის დღეების განმავლობაში ჩუმად იყო,“ წერს კორტნი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 115-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
უკრაინა შიშობს, რომ რუსეთი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმას ომის ესკალაციისთვის გამოიყენებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომ მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შემსრულებლები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და რომ თითქოს უკრაინის მხარის მიერ საზღვარზე მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული. GUR-ის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ პუტინის ვერსია „ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.“ იუსოვი BBC-სთან ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს საზღვრისპირა ტერიტორიები სავსეა „ჯარებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით,“ „საზღვრის ხაზი დანაღმულია, თვალთვალი ორივე მხრიდან მიმდინარეობს ყველა საშუალებით, მათ შორის, საჰაერო დაზვერვით.“ ამ ფონზე კი, FSB აცხადებს, რომ Crocus City Hall-ზე თავდამსხმელები თითქოს უკრაინაში მიემგზავრებოდნენ და ისინი უკრაინის საზღვრის შორიახლოს დააკავეს. ტელეგრამ არხი Baza მანამდე იტყობინებოდა, რომ სავარაუდო ტერორისტების მანქანა სოფელ ტიოპლის მახლობლად დააკავეს, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის ბელორუსთან, ვიდრე უკრაინასთან. ეჭვმიტანილების დაკავების ადგილს ოფიციალურად არ ასახელებენ. როგორც BBC წერს, კიევში შიშობენ, რომ რუსეთი გამოიყენებს თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რაც იქნება პრეზიდენტ პუტინისა და მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისა და ამ ბრძოლისთვის მეტი რუსი ჯარისკაცის მობილიზების გზა. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC
რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC
რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა არხმა NTV-მ გაავრცელა ყალბი ვიდეო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოჩანაწერის თანახმად, „უკრაინელი უშიშროების მაღალჩინოსანი“ ცდილობს, გუშინდელი თავდასხმა უკრაინას დააბრალოს. ვიდეოში, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, უკრაინის უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირი ოლექსი დანილოვი ამბობს: "დღეს მოსკოვში ხალისია. ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისოა. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მოვაწყობთ ასეთ გართობას უფრო ხშირად." თუმცა, BBC-მ დაადგინა, რომ ვიდეო არის გასულ კვირაში გამოქვეყნებული ორი ინტერვიუს კომპოზიცია. ექსპერტის აზრით, დანილოვის ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ექსპერტი სემ გრეგორი BBC Verify-სთან ამბობს, რომ NTV-ის ეთერში გაშვებული ვიდეო,როგორ ჩანს, "დიფფეიკი" იყო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. უწყებაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. „აბსურდულია რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით“ - პოდოლიაკი მოსკოვთან თავდასხმაზე
ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში პარასკევს მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს. „ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ცდილობენ, ყველაფერი, ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც. და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი უკრაინაში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ - და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ. ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ - და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემოიყვანეს, ჩვენ წინააღმდეგ ომობენ, და მათთვის სულ ერთია, რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის, თავის მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე დუმდა - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვიან, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. „და თუ რუსები მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავის სპეცსამსახურებს არანაირი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება,” - განაცხადა ზელენსკიმ. შაბათს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC
BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია
რა ვიცით მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შესახებ ამ დროისთვის: BBC-ის მიხედვით: პარასკევს, 22 მარტს, მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა ყველაზე საშინელი იყო ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში. კომპლექსში შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორ განვითარდა თავდასხმა როკ-ჯგუფი პარასკევს საღამოს მოსკოვთან მდებარე, ხალხით სავსე Crocus City Hall-ში უნდა გამოსულიყო. ვიდეოზე ჩანს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი, რომლებიც შენიღბულები არიან, სროლას ტეხენ, ვიდრე თავად, უშუალოდ საკონცერტო დარბაზში შევიოდნენ და ცეცხლს უკვე იქ გახსნიდნენ. რუსი გამომძიებლების თქმით, აალებადი სითხე გამოიყენეს ხანძრის გასაჩენად, რომელმაც შენობის ფასადი მოიცვა. სულ მცირე 133 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო სულ მცირე 60 კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ვინ არიან თავდამსხმელები? რუსმა დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები გაიქცნენ თეთრი რენოს მარკის მანქანით, რომელიც პოლიციამ გააჩერა ბრიანსკის რეგიონში, მოსკოვიდან დაახლოებით 340 კმ-ის (210 მილი) დაშორებით. მათი ვინაობა არ არის დადასტურებული, მაგრამ რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ოთხი ეჭვმიტანილი, შეიარაღებული პირები, რომლებიც დააკავეს, რუსეთის მოქალაქეები არ არიან. ვინ იდგა თავდასხმის უკან? მოკლე განცხადებაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) განაცხადა, რომ თავდასხმის უკან იდგა. შაბათს მან ნიღბიანი თავდამსხმელების ფოტოც გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები დაკავებამდე უკრაინისკენ მიემართებოდნენ. კიევი რაიმე კავშირს უარყოფს. BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის წყარო იუწყება, რომ Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია. მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საკონცერტო დარბაზში, ხოლო მეორე ტერორისტი მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა თეთრი რენოს მარკის ავტომობილი გააჩერეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ მფლობელობაშია ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლი. ის 30 წლისაა და ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ავრცელებს, რადგან "უცნობია, იციან თუ არა მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა." BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ისინი შამსიდინ ფარიდუნის დოკუმენტსაც ფლობენ. როგორც გამოცემა წერს, ეს სწორედ ის პირია, ვისი დაკითხვის ვიდეოც რუსულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და რომელიც ბრიანსკის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ის 1998 წლის 17 სექტემბერს არის დაბადებული და ამჟამინდელი პასპორტი ტაჯიკეთში 2021 წელს მიიღო.
რუსეთში დღეს გლოვის დღეა
რუსეთში Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. გლოვის დღის აღსანიშნავად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და კულტურულ დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია აქვთ მიცემული. ამასთან, ტელეარხებზე უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე. შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა
თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. „არავითარი მტკიცებულება არ არსებობს - და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა,“ - განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, მომხდარი ტერორისტული აქტია. „რაც მოხდა, არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმაც განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება და უკრაინას საერთო არაფერი აქვს მომხდართან. „მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა,” - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა
კულება: პუტინი პათოლოგიური მატყუარაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც ცრუობს, როდესაც ის სასოწარკვეთით ცდილობს, უკრაინა ან სხვა დასავლური ქვეყნები მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ მასობრივ სროლას დაუკავშიროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად. მისი თქმით, პუტინმა იცრუა 1999 წელს კორპუსში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ასევე, 2000 წელს „კურსკის“ კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და ბევრი სხვა კრიტიკოსის მკვლელობების შესახებ, უკრაინაში შეჭრის გეგმებზე და სხვა. თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს „ნუ დაუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მიმდევრებმა მოგატყუონ. მათი ერთადერთი მიზანია, მეტ რუსს მისცენ მოტივაცია იმისთვის, რომ დაიხოცონ უკრაინის წინააღმდეგ უაზრო და კრიმინალურ ომში და აღძრან კიდევ უფრო მეტი სიძულვილი სხვა ერების, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ, მთელი დასავლეთის მიმართ,“ - წერს კულება. შაბათს, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტერაქტი აღკვეთა
აზერბაიჯანში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭმიტანილები გამოაშკარავდნენ, იუწყება Trend აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ბაჰრუზ ასგაროვი (დაბადებული 1988 წ.) სხვა პირებთან ერთად, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის წარმოქმნის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ამზადდებდა ტერორისტულ აქტს, რომელსაც ადამიანების სიკვდილი და სხვა სოციალურად საშიში შედეგები უნდა გამოეწვია. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ბახრუზ ასკეროვმა დაამყარა საიდუმლო კავშირი რესპუბლიკის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან და გასცა ბრძანება, მოეწყოთ თავდასხმა ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე. „კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბახრუზ ასკეროვი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 214.2.1 (ტერორიზმისთვის მომზადება) მუხლით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბახრუზ ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნების ორგანიზებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე იმ პირებისთვის, რომლებთანაც კონტაქტში იყო, მაგრამ სსს-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მან ეს დანაშაულებრივი ქმედებები ვერ ჩაიდინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის ყველა ასპექტის დასადგენად,“ წერს აზერბაიჯანული მედია.
მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც გეგმავდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. „ეს ჯგუფი ასევე ცდილობდა რამდენიმე ქმედების განხორციელებას ჩვენს მიწაზე,” - განუცხადა მანკრონმა ჟურნალისტებს გაიანაში ვიზიტის დროს. მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. ცალკე განცხადებაში, მაკრონმა „მტკიცედ“ დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან
CBS: ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთში თავდასხმა ISIS-მა მოაწყო
ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. ამასთან, კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა
რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი
ISW: კრემლის მიერ მოსკოვის ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას ISW-ის შეფასებით, როგორც ჩანს, კრემლმა 22 მარტის თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება პრიორიტეტულად მიიჩნია. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში უკრაინის ჩართულობას რუსეთი დაჟინებით ამტკიცებს, რასაც წინ უძღვის კრემლის მრავალწლიანი მცდელობა, გაამართლოს თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრა იმით, რომ თითქოს, სუვერენული „უკრაინა რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.“ რუსეთის ხელისუფლებამ Crocus City-ის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შემდეგ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. მათ ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენაში ედებათ. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდა. მასიურ სროლაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო. ISW მიიჩნევს, რომ კრემლი და მისი ულტრანაციონალისტური მოკავშირეები უგულებელყოფენ სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მოჰყვება IS-ის და IS-K-ის მოქმედებებს რუსეთში. ამის ნაცვლად, ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ უკრაინის მიმართ ცრუ ბრალდებას, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოების აღქმაზე. ამავდროულად, რუსი ლიდერები ინარჩუნებენ ხელმისაწვდომობას უმცირესობათა თემებზე, რომლებიც პოტენციურად დაუცველნი არიან ექსტრემისტული ჯგუფების მიერ რეკრუტირებისთვის და მათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის რესურსად ხედავენ. 24 და 25 მარტს რუსმა ულტრანაციონალისტმა სამხედრო ბლოგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფუძვლო პრეტენზიები, რომელიც უკრაინას ადანაშაულებს თავდასხმაში. მან გაიმეორა სხვა ულტრანაციონალისტური მტკიცებულებები და ვარაუდები, რომ IS-ს და IS-K-ს არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმა, როგორიც იყო Crocus-ში. ისინი ამტკიცებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცება უკრაინის და დასავლეთის სავარაუდო ჩართულობის დამალვას ემსახურება. CBS: ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთში თავდასხმა ISIS-მა მოაწყო რუსული პროპაგანდა ასევე ამტკიცებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უკრაინაში მომზადებული „ფანჯრის“ მეშვეობით გაქცევა განიზრახეს. შეთქმულების თეორია ვერ ხსნის, თუ რატომ არჩევდნენ 16 ქვეყნიდან, რომელთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს, გაქცევას საზღვრის ერთადერთი მონაკვეთით, რომელიც არის აქტიური საომარი ზონა და ძლიერ გამაგრებული და პატრულირებული რუსი სამხედროების მიერ. 25 მარტს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი სასტიკი თავდასხმა "რადიკალურ ისლამისტებს" მიაწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ემხრობიან იდეოლოგიას, რომელსაც ისლამური სამყაროც კი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამავე დროს, პუტინმა გაიმეორა თავისი ვარაუდი, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა. ცნობისთვის, მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი 22 მარტის საღამოს გახსნა, რუსეთის ხელისუფლების უახლესი ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ 139 ადამიანი დაიღუპა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან
მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა
მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო ავრცელებს. „80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს,“ - განაცხადა მიხაილ მურაშკომ. მისი თქმით, 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი
ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა სულ მცირე 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან - ბუდანოვი
ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა სულ მცირე 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა,” - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა საიდან მოვიდოდნენ შეიარაღებული ჯგუფები და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე. „რისთვის დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო? - რამდენიმე ვარიანტია. პირველი - ეს, როგორც მათთან მიღებულია, [კრემლის] კოშკების “ბრძოლაა”, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხსნან. სხვა ვარიანტია - მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, თუ რა მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალურად იქნებოდა, და ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება უნდოდათ”, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მოსკოვის ოლქში სროლაზე უკვე სამჯერ შეცვალეს მომხდარის ვერსიები, ვინაიდან ტერაქტთან ე.წ. “უკრაინული კვალის” რამენაირად მიბმა სურდათ. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და თავდაჯერებულად თვლიდა, რომ მის კონტროლირებას შეძლებდა. „გაჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის განმარტებები, რომელმაც პირადად მე დამადანაშაულა და თქვა, რომ საერთოდ, ეს ყველაფერი უკრაინამ ქნა. ეს სისულელეა! მართლაც, თუ ამ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტერია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს არ ვუჭერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს,” - განაცხადა ბუდანოვმა.
„უცნაურად მომეჩვენა, რომ დაზვერვის სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს“ - იტალიელი მინისტრი რუსეთის ტერაქტზე
ვლადიმერ პუტინმი ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის ISIS-ის თავდასხმის გამო და "პროპაგანდას" აწარმოებს იმით, რომ მოსკოვი „ჩამოაგდებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ F-16-ებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში, თუნდაც NATO-ს საჰაერო ბაზებზე.“ ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ტელეკომპანია Rai1-ის ეთერში განაცხადა. „როგორც ჩანს, ბევრი პროპაგანდაა: რუსეთმა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თავდასხმით, უცნაურად მომეჩვენა, რომ (დაზვერვის) სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს,“ - აღნიშნა ტაიანიმ. მისი თქმით, ახლა პუტინი ცდილობს „გაფანტოს ყურადღება.“„ახლა ის ცდილობს ყურადღების გადატანას. არ მგონია, რომ პუტინს მსოფლიო ომი სურდეს იმიტომ, რომ ის ვერ მოიგებს მას," - აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა. პუტინმა 27 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „გაანადგურებს“ F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებსაც NATO-ს ქვეყნები უკრაინაში გააგზავნიან. ამავე დროს, პუტინი ამბობს, რომ თვითმფრინავები იქნებოდნენ "ლეგიტიმური სამიზნე", თუ მას "მესამე ქვეყნების აეროდრომებიდან გამოიყენებდნენ."
ზელენსკი: პუტინი ცდილობს, ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოსკოვში, Crocus City Hall-ში განხორციელებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად, ხალხის მობილიზებისთვის გამოიყენოს. „ჩვენ გვესმის, რომ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობდა, უერყო ის, რაც ISIS-მ თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა," - აღნიშნა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს რუსეთის ფედერაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და თარიღებიც კი დაასახელეს, თუმცა ვლადიმერ პუტინმა რეაგირება არ მოახდინა. „გთხოვთ, მითხარით, თუ გააფრთხილეს, რატომ ზის სარდაფებში ადამიანი, რომელსაც ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო - პუტინი. რატომ არ რეაგირებს ადამიანი, რომელსაც ასე ეშინია ყველაფრის? რატომ არ იყო დაცვა? რატომ არ იყო რეიდები? ისინი აკეთებენ ამას, როცა ნავალნის მსგავს ადამიანს, ოპოზიციონერს, უნდა ქუჩაში გამოსვლა და პუტინის წინააღმდეგ საუბარი, თქვენ ნახეთ, რა ხდება. ვნახეთ, როგორი რეიდებია, მაშინვე ციხეში მიჰყავთ, ახლობლებს ციხეში ათავსებენ, ანგარიშებს ბლოკავენ. ყოველთვის ასე რეაგირებენ. რატომ არ გააკეთეს არაფერი ამ შემთხვევაში?“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, კითხვაზე პასუხი მყისიერად ჩნდება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს, უკრაინაზე თავდასხმა გაგრძელდეს. „მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, პატიმრების გარდა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მისი საზოგადოების მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მზადაა, გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი, რათა გააერთიანოს რუსული საზოგადოება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის არ სჯერა და ასევე რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა. ზელენსკი თვლის, რომ პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.
Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი დაიღუპა - Meduza
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ტიმურ მიასნიკოვი დაიღუპა. ის მოსკოვში უკრაინის ომიდან, ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა, თავდასხმის დროს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა "რუსეთის ოფიცრების" სამარის ფილიალის ხელმძღვანელმა არტურ მალივანჩუკმა. ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი რესურსი Meduza ავრცელებს. მიასნიკოვი რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მე-3 ცალკე სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა. მალივანჩუკის თქმით, ეს არის ქალაქ ტოლიატში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მინიმუმ 2015 წლიდან მონაწილეობს. ტერაქტის დროს დაღუპული რუსი ოფიცერი უკრაინაში სულ მცირე ბოლო ორი წლის განმავლობაში იბრძოდა. ტიმურ მიასნიკოვი ასევე მონაწილეობდა კოსოვოსა და ტაჯიკეთში მიმდინარე „რუსეთის სამხედრო ოპერაციებში.“ ბოლო მონაცემებით, მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა.
WP: აშშ-მ რუსეთი Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი Crocus City Hall-ი შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. „სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო,“ - წერს გამოცემა. მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით რუსეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.
„კიევში აღკვეთილია რუსული GRU-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტები“ - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ ტერაქტებს 9 მაისისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული არიან შემსრულებლები. „СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ. უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ გაუსაჯაროებია. მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მკვლელობის გეგმა. უწყებამ თავდასხმების მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.