თეგი: ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო
ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ 2 აგვისტოს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, რეზოლუციის პროექტს, მხარი დაუჭირა. ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, იყენებს დაშინებისა და ზეწოლის მეთოდებს, როგორც ინსტრუმენტს უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების დემორალიზებისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის პარალიზებისთვის, უკრაინის ოკუპაციის მცდელობისთვის. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ამ ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ახორციელებს. კომისიის წევრებმა კატეგორიულად დაგმეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც განხორციელდა ბელორუსის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ასევე მოუწოდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას და სხვა მოკავშირეებს, რომ სასწრაფოდ გააძლიერონ და დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა უკრაინის წინააღმდეგ, რუსული არმიის აგრესია შეაჩერონ. „კომისია, მის მიერ დამტკიცებული განცხადებით მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გამოხატონ იგივე დამოკიდებულება რუსეთის მიმართ - პირდაპირ აღიარონ ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ,“- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ კოლსმა. მან განმარტა, რომ კომისია სეიმს რეზოლუციის მიღებას მომდევნო სხდომაზე სთხოვს, რომელიც სავარაუდოდ, 11 აგვისტოს გაიმართება. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.
აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების ანალოგიური შეზღუდვების შემოღებას განიხილავენ. თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს „რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს უფრო მიზანმიმართული მეთოდები", - განაცხადა პრაისმა. „ჩვენ გვესმის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ ისინი გულწრფელად და ღრმად შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება ხელს შეუშლის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა სურთ და რა შეიძლება, გააკეთონ რუსეთში“, - თქვა პრაისმა. მან ასევე დასძინა, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს „მსგავს ზომებს“, აცხადებს პრაისი. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
ესტონეთის პარლამენტი რუსეთის „ტერორიზმის სპონსორად“ აღიარებას ითხოვს
დღეს, ესტონეთის პარლამენტის 85-მა წევრმა, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინა განცხადების პროექტი, რომლის თანახმადაც გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიასა და სურს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადოს. ამასთან, დღესვე, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს განცხადების პროექტს და პლენარულ სესიაზე განსახილველად და კენჭისყრისთვის გადააგზავნის. ესტონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. პარლამენტი ირწმუნება, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრესიისა და ცრუ რეფერენდუმების შედეგად. „სიმართლე არასოდეს მიიღწევა ცოდვებით. პუტინის რეჟიმი, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, მშვიდობისთვის როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში უდიდეს საფრთხედ იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში. პროექტის მიხედვით, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს, რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიჩინონ ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების გამოყენებაში. ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და მის მოკავშირე ბელორუსს დაუწესდეს ახალი სანქციები და განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი ადრე დაწესებული სანქციების დაცვის მიზნით. „ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოს და სჯერა უკრაინის გამარჯვების, რადგან მხოლოდ ეს აღადგენს მშვიდობას ევროპაში“, - ნათქვამია დოკუმენტში. მანამდე მსგავსი რეზოლუციები ლიეტუვისა და ლატვიის პარლამენტებმა მიიღეს.
ესტონეთმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
18 ოქტომბერს, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას გმობს, ხოლო რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. რეზოლუციას ესტონეთის პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს კენჭს უყრის რეზოლუციაში ესტონეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და ფსევდორეფერენდუმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობებს და აცხადებს, რომ ესტონეთი ამ ფაქტს არასოდეს აღიარებს. შეგახსენებთ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
ბლინკენი: აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს კონგრესთან, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს კანონპროექტის ფორმაზე, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს. თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ზეწოლის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონგრესთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება გადავჭრათ ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს განმარტებასთან. ეძებენ - მუშაობენ კონგრესთან იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ, რომ მივაღწიოთ იმავე შედეგს“, - თქვა ბლინკენმა. აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს. 21 ნოემბერს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნო. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის მიერ მიღებულ შესაბამის რეზოლუციაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაცია „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას“, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიას ახდენს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სჩადის ომის დანაშაულებსა და გენოციდს“, ასევე „ეწევა მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას“. კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“.