თეგი: ტერორისტული სახელმწიფო
ლიეტუვის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა
ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს, იუწყება Delfi. „რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები განზრახ და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დასაბომბად, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, - ნათქვამია დოკუმენტში. სეიმმა აღიარა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გენოციდად და ასევე მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა. ლიეტუველი პარლამენტარების აზრით, ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მთავრობისა და სხვა საჯარო მოხელეების დაპატიმრების უფლებამოსილება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს. ლიეტუვის ხელისუფლება იყო კავშირის მონაწილე ქვეყნებიდან პირველი, რომელმაც სრულად უარი თქვა რუსული გაზზე, შეწყვიტა რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა, შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე და გააძევა რუსეთის ელჩი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ
ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ
სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. "არასოდეს აპირებთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას", - ჰკითხა მას სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ლინდსი გრემმა. "არასოდეს თქვა - არასოდეს“, - უპასუხა ბლინკენმა. უკრაინა რუსეთს ტერორისტ სახელმწიფოდ მოიხსენიებს მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე, სხვა დაწესებულებებს ბომბავენ, რასაც მშვიდიბიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. რუსეთმა გასული წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი და დღემდე აგრძელებს სამხედრო აგრესიას.