თეგი: ტომ კარდენი
ამერიკელი გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას სტუმრობდა
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, აშშ-ის დელეგაცია გუბერნატორ ბრაიან კემპის ხელმძღვანელობით, საქართველოშია.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. თავდაცვის უწყების ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში მაღალი რანგის სამხედრო პირები, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობდნენ. „გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და დელეგაციის წევრებს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მან ამერიკულ მხარეს მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნა,“- წერია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეულ პროცესში აშშ-ის ჩართულობასა და მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა და ამერიკული მხარის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. მხარეებმა საუბრისას ყურადღება ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო გლობალური და რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევებს, შავი ზღვის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ეროვნული გვარდიის გაერთიანებული ძალების შტაბსა და გაერთიანებული ოპერაციების ცენტრსაც მოინახულებს; დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი რეგიონულ საწვრთნელ ინსტიტუტსა და გვარდიის ქვედანაყოფის ბაზაზე. ცნობისათვის, აშშ-ის დელეგაცია მათ შორის ტომ კარდენი, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ტომ კარდენი: ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის
გენერალ-მაიორი კარდენი: საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება
ამერიკელი გენერალ-მაიორი ტომ კარდენი აცხადებს, რომ საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. „ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა, რომელიც ერთმანეთისადმი პატივისცემას და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ქართველი სამხედროების ერთგულების მომსწრე გავხდი. ჩვენ ერთად აღგვინიშნავს წარმატება, ერთად დაგვიღვრია სისხლი ბრძოლის ველზე. ამან ძალიან მჭიდროდ დაგვაკავშირა,“ ამბობს ტომ კარდენი ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.