თეგი: ტომ ფორდი
Forbes: დიზაინერი ტომ ფორდი, მილიარდერი ხდება
დიზაინერი ტომ ფორდი, მილიარდერი გახდება მას შემდეგ, რაც თავისი ბრენდის Estée Lauder-ისთვის მიჰყიდვის პროცედურა დასრულება. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, გარიგების შემდეგ, 61 წლის დიზაინერის ქონება, შესაძლოა, $1,2 მილიარდად შეფასდეს. „ტომ ფორდის“ ბრენდის გაყიდვა კოსმეტიკის გიგანტ Estée Lauder-ზე, დამფუძნებელს მილიარდერად აქცევს. Estée Lauder-ის გარიგებით, Tom Ford-ის ბრენდი $2,8 მილიარდად შეფასდა. 2013 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ტომ ფორდი კომპანიის თითქმის 64%-ს ფლობდა და მას შემდეგ მისი წილი არ შეცვლილა. მთელი კომპანიის შეფასების საფუძველზე დიზაინერის წილი შესაძლოა, $1,1 მილიარდად შეფასდეს, გარდა ამისა, ტომ ფორდი ფლობს მინიმუმ $65 მილიონის ღირებულების ორ სახლს ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.