თეგი: ტრანსადრეატიკული მილსადენი
გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ
ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას თავდაპირველ გრაფიკზე ადრე პროგნოზირებენ. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მილსადენით გაზის გადაზიდვების სიმძლავრემ უკვე მიაღწია დაახლოებით 24 მილიონ კუბურ მეტრს დღეში, შესაძლებელია, რომ TAP-ის გაფართოება დაგეგმილზე ადრე მოხდეს“, - ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსი ნორვეგიის საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy -ის წარმომადგენელი ზუნციან ლოუ აცხადებს. „2021 წელს TAP მილსადენმა გადაიტანა დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გაზი იტალიაში და კიდევ მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთსა და ბულგარეთში. ეს მოცულობები სავარაუდოდ გაიზრდება 7,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე. 2022 წელს ზრდა 1,7 მილიარდი იქნება. საგულისხმოა, რომ მილსადენის სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ეს შესაძლებელი გახდა ორი საკომპრესორო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით და არსებული საკომპრესორო სადგურების მოდიფიკაციით“, - განაცხადა ანალიტიკოსმა. ზუნციან ლოუ აცხადებს, რომ TAP-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ბუნებრივი აირის სხვა წყაროებიდან მიწოდებისთვის. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს
ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) აქვს გაფართოების ყველა ტექნიკური შესაძლებლობა. ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline-ის (TAP) მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მან დასძინა, რომ TAP-ის ინფრასტრუქტურა მზადაა ენერგოეფექტურობისთვის და მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. „TAP-ის წყალობით შესაძლებელი გახდა ბაზარზე ლიკვიდურობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა უპრეცედენტო ვითარების ფონზე, ენერგიაზე მაღალი ფასებით. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის მთავრობას ტრანზიტის გაზრდის გეგმებში აქტიური მონაწილეობისთვის. ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მიწოდების გაფართოება საკვანძოა ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციისთვის“, - განაცხადა შიეპატმა. მისი თქმით, ნოემბერში ჩატარდება ბაზრის ტესტირება სავალდებულო წინადადებების შესაგროვებლად. ეს იქნება TAP-ის სიმძლავრის გაფართოების პირველი ეტაპის ნაწილი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა
ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში იქნება მიღებული. ამის შესახებ TAP-ის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა Gastech-ის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა. თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს მან აღნიშნა, რომ დამატებით გაზს TAP-ი აზერბაიჯანის რამდენიმე საბადოდან მიიღებს. „თუ იქნება საკმარისი მოთხოვნა სიმძლავრის გაფართოებაზე, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს, რომელიც შეიძლება ეტაპობრივად განვითარდეს. 36 თვეში ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ დამატებითი გაზის პირველი მოცულობები, 60 თვეში კი გავაორმაგოთ სიმძლავრე“, - განმარტა შიეპატმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ტრანსადრეატიკული მილსადენის გაფართოების შემთხვევაში, იტალია შესაძლოა, სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს
აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდების გამო, შესაძლოა, იტალია სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (EPC) მკვლევარმა მარკო ჯულიმ განუცხადა. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა მისი თქმით, ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) როლი, ენერგოკრიზისის დაძლევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. „დღეს მილსადენის სიმძლავრე მაქსიმუმზეა. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს პროექტი ევროკავშირისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდეს. აზერბაიჯანმა შესაძლოა, TAP-ი დასავლეთ ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდებისთვის გამოიყენოს. ეს იტალიას ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს“, - აცხადებს მკვლევარი. მარკო ჯულის განცხადებით, იტალიის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ TAP -ით „სუფთა წყალბადის“ ტრანზიტი განხორციელდეს, თუმცა მკვლევარო ფიქრობს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ტრანსადრეატიკული მილსადენის კონსორციუმი, სიმძლავრის გაზრდის 3 სცენარს განიხილავს
2020 წლის 31 დეკემბერს კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე ტრანსადრიატიკის გაზსადენით (TAP) 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიარა, აქედან თითქმის 16 მილიარდი კუბური მეტრი იტალიამ მიიღო. ამის შესახებ იტალიურ ეკონომიკურ გაზეთ "Il Sole 24 Ore"-თან ინტერვიუში TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა განაცხადა. „მხოლოდ 2022 წელს TAP-ით იტალიაში თითქმის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, რაც 2021 წელთან შედარებით 3 მილიარდი კუბური მეტრით მეტია“, - განაცხადა შიპატიმ. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პულიაში მდებარე Melendugno-ს მიმღებ ტერმინალში ყოველდღიურად 25-28 მილიონი კუბური მეტრი გაზი იტუმბება, რის შედეგადაც აზერბაიჯანი ალჟირის შემდეგ იტალიაში გაზის მეორე მთავარი მიმწოდებელი გახდა. „ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მძიმედ ვმუშაობდით გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რომლებიც გარანტიას იძლევა წელიწადში 10 მილიარდი კუბური კუბური მეტრის მიწოდებას 25 წლის განმავლობაში, საიდანაც 8 მილიარდი კუბური კუბური მეტრი არის იტალიისთვის, 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი საბერძნეთისთვის და 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი ბულგარეთისთვის. ამავდროულად, ჩვენ ასევე გავზარდეთ მოკლევადიანი სიმძლავრე, რამაც ევროპისთვის ამ კრიტიკულ მომენტში [ენერგეტიკული კრიზისი] ხელი შეუწყო მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას“, - განაცხადა ლუკა შიეპატმა. აპრილში, სამთავრობო დელეგაციის ბაქოში ვიზიტისას, იტალიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ წამოაყენა მოთხოვნა, რომ იტალიას ნტრანსადრეატიკული მილსადენით, სულ მცირე 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დამატებითი ნაკადი მიეღი. „ჩვენ მივიღეთ ორჯერ მეტი გარანტია და დავიწყეთ მომზადება TAP-ის სიმძლავრის გაორმაგების პროექტისთვის, 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა შიპატიმ. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდას 40%-ით 11,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. TAP-ის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ - ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ - იტალიის ტერიტორიაზე გადის. TAP AG კონსორციუმი მილსადენის სიმძლავრის გაზრდის სამ სცენარს განიხილავს: თუ გაზის მიწოდება შეზღუდული მოცულობით მოხდება, მილსადენის დატვირთვა - 14,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ნაწილობრივი მიწოდებისას - 17,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე და სრული დატვირთვის შემთხვევაში ტრანსადრეატიკული მილსადენი წელიწადსი 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში TAP-ის საშუალებით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
იტალია ტრანსადრეატიკულმა გაზსადენმა გადაარჩინა - იტალიური ინსტიტუტი
Trans Adriatic Pipeline-მ (TAP) იტალია, დეინდუსტრიალიზაციისგან იხსნა. ამის შესახებ მატეო ვილამ, DataLab-ის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (ISPI) ხელმძღვანელმა განაცხადა. ტრანსადრეატიკული გაზსადენი იტალიისთვის, გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა „იტალიისთვის 2022 წელი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნეოვანი იყო. ჩვენ გვაქვს TAP-ი და ამ გაზსადენმა 2021 წელს ყველა გადაგვარჩინა. ჩვენ მოუთმენლად ველით გრძელვადიან თანამშრომლობას ისეთ მომწოდებლებთან, როგორიცაა ალჟირი და აზერბაიჯანი", - თქვა ვილამ. მისივე თქმით, იტალიამ უნდა იფიქროს როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ასევე აღიჭურვოს ახალი ინფრასტრუქტურით. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფანით (SGC) აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფნით, კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება. სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ მონაკვეთს, TAP-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის რამდენიმე ბაზარზე. „მილსადენის გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა. TAP-ი სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აუცილებელია ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე წვდომის უზრუნველსაყოფად. TAP-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში“, - წერს მედია.