თეგი: ტრანსკაპიური დერეფანი

თოყაევი: ყაზახეთი მუშაობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე და აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ინდური კომპანია Adan Group-ის ხელმძღვანელი გაუტამ ადანი მიიღო. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი მუშაობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე და აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR). ადანმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ კომპანიის ინტერესია ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობა ენერგეტიკის, ნავთობქიმიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სეგმენტებში. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იტყობინება თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu. მევლუთ ჩავუშოღლუ: შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სომხეთიც შეუერთდება მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, იყენებს სამმხრივ და ოთხმხრივ მექანიზმებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან. „როცა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ვცდილობთ გავხსნათ ამიერკავკასიის, კასპიის და შუა დერეფნები. თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ მხრივ ცენტრალური ადგილი უკავია. იმედი მაქვს, რომ სომხეთი შემოგვიერთდება მომავალში, როცა ამ პროექტს განვახორციელებთ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ასევე წაიკითხეთ: EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე