თეგი: ტრანსკასპიუირი მარშრუტი
თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს
რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას, თოყაევის პრეს-სამსახური ავრცელებს. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ტრანსკასპიური მარშრუტი. ვავალებ „ყაზმუნაიგაზს“ შეიმუშაოს ოპტიმალური ვარიანტი გაზის რეალიზაციისთვის. ამასთან „თენგიზის პროექტში“ ინვესტორების მოსაზიდად. ხელისუფლება „სამრუკ-ყაზანთან“ ერთად, მიიღებს ზომებს რათა ნავთობსადენი „ატირაუ-კენკიაკი და კენკიაკ-კუმკოლის“ სიმძლავრე გაზარდოს“, - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.